მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რას იფიქრებდა მრავალმხრივ განწირული ზვიად გამსახურდია, რომ არც მის ერთადერთ ანდერძს ეწერა აღსრულება... სწორედ მიხეილ სააკაშვილის საძინებელში სძინავს დღეს ცოტნეს" - რას წერს ანა ჯაბაური
"რას იფიქრებდა მრავალმხრივ განწირული ზვიად გამსახურდია, რომ არც მის ერთადერთ ანდერძს ეწერა აღსრულება... სწორედ მიხეილ სააკაშვილის საძინებელში სძინავს დღეს ცოტნეს" - რას წერს ანა ჯაბაური

სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ვა­ჟის, ცონ­ტე გამ­სა­ხურ­დი­ას მე­უღ­ლე ანა ჯა­ბა­უ­რი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს. იგი წერს, თუ რო­გორ აღ­ნიშ­ნეს გა­სულ თვე­ში ექ­სპრე­ზი­დენ­ტის ვა­ჟის იუ­ბი­ლე წე­რო­ვან­ში.

"5 აგ­ვის­ტოს ცოტ­ნეს და­ბა­დე­ბის დღე იყო, რომ­ლის პოს­ტით აღ­ნიშ­ვნაც, რა­ჭის ტრა­გე­დი­ით და­ზაფ­რულ­მა, ვერ შევ­ძე­ლი. უკვე მე­სა­მე და­ბა­დე­ბის დღეს შევ­ხვდით წე­რო­ვან­ში, ცოტა სევ­დი­ა­ნად, თუმ­ცა ნა­ხეთ რა სი­ლა­მა­ზე­ში! აქა­უ­რო­ბა ნამ­დვილ წალ­კოტს ჰგავს: ვე­ე­ბერ­თე­ლა, უნაკ­ლოდ მოვ­ლი­ლი ნაძვნა­რი­თა და სხვა მრა­ვაწლო­ვა­ნი ხე­ე­ბით და­ბუ­რუ­ლი ტყე-პარ­კი, უხვი ხე­ხი­ლი და ულა­მა­ზე­სი ყვა­ვი­ლე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა. ქა­ლა­ქის ხვა­ტის­გან მო­შო­რე­ბუ­ლებს, იდი­ლი­ურ სიმ­შვი­დე­სა და სიმ­ყუდ­რო­ვე­ში, მდე­ლოს, ტყი­სა და ნაძვნა­რის სურ­ნე­ლით შე­ზა­ვე­ბუ­ლი მთის გრი­ლი ნი­ა­ვი და შაშ­ვის გა­ლო­ბა გვაღ­ვი­ძებს ყო­ველ დი­ლით. ჩვე­ნი კე­თილ­გან­წყო­ბით "გა­თავ­ხე­დე­ბუ­ლი" ციყ­ვე­ბი ლა­მის სა­ძი­ნებ­ლებ­ში შე­მოგ­ვიხტნენ სა­წო­ლი ოთა­ხის ფან­ჯრე­ბამ­დე გა­მოწ­ვდი­ლი ნაძ­ვის ხის ტო­ტე­ბი­დან ...

დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად ჰქონ­და ამ ად­გილს, მრა­ვა­ლი ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მი­ნი­ჭე­ბუ­ლი პირ­ველ პირ­თა კუ­რორ­ტის სტა­ტუ­სი; ვა­სილ მჟა­ვა­ნა­ძი­დან და­წყე­ბუ­ლი, ვიდ­რე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლამ­დე... სწო­რედ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ძი­ნე­ბელ­ში სძი­ნავს დღეს ცოტ­ნეს. განა რამე?!

ცხოვ­რე­ბის მზაკ­ვრო­ბა­ზე გა­მახ­სენ­და - 15 წლის წინ, მიშა რომ აქ ცხოვ­რობ­და, ცოტ­ნე იჯდა მა­შინ ცი­ხე­ში...ყო­ველ დი­ლით, სამი ცე­ცხლი­ვით გოგო შე­მოგ­ვირ­ბენს და საკ­მა­ოდ დიდი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თის თი­თო­ე­ულ კუ­თხე-კუნ­ჭულს დაგ­ვი­სუფ­თა­ვებს და დაგ­ვიწ­კრი­ა­ლებს.

გემ­რი­ე­ლი და ხა­რის­ხი­ა­ნი კერ­ძე­ბით ად­გი­ლობ­რი­ვი შეფ-მზა­რე­უ­ლი გვმას­პინ­ძლობს ყო­ველ­დღი­უ­რად. ყო­ფი­თი და ტექ­ნი­კუ­რი სა­კი­თხე­ბის მეყ­სე­უ­ლად გა­დაჭ­რას ლო­ჯის­ტი­კის დე­პარ­ტა­მენ­ტი უზ­რუნ­ველ­ჰყოფს. ხოლო ცენ­ტრის ფი­ზი­ო­თე­რა­პევ­ტე­ბი ცოტ­ნეს ყო­ველ დი­ლას ავარ­ჯი­შე­ბენ და, ეს ყვე­ლა­ფე­რი, სრუ­ლი­ად უფა­სოდ (და­ზუს­ტე­ბის­თვის აღ­ვნიშ­ნავ, რომ მოწ­ვე­უ­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ჰო­ნო­რა­რებს სა­კუ­თა­რი სახ­სრე­ბით ვის­ტუმ­რებთ - ოკუ­პა­ცი­ურ და მე­ტყვე­ლე­ბის თე­რა­პევ­ტებს, ლო­გო­პედს, აფა­ზი­ო­ლოგ- ნე­იროფ­სი­ქო­ლოგს, კი­ნე­ზო­თე­პევტს, მა­ნუ­ა­ლურ თე­რა­პევტს, მა­სა­ჟისტს და სხვ. აგ­რეთ­ვე, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ხან­გრძლი­ვი კურ­სის ჩა­სა­ტა­რებ­ლად, სის­ტე­მა­ტი­უ­რად ჩა­მოგ­ვყავს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი თურ­ქე­თი­დან, გერ­მა­ნი­ი­დან და სა­სომ­ხე­თი­დან).

სა­კუ­თარ სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბამ­დე, ცოტ­ნე უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია ყვე­ლა იმ პი­რო­ბით, რომ­ლის გა­რე­შეც, უმ­ძი­მე­სი ტრავ­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მისი სრულ­ყო­ფი­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ დად­გე­ბო­და. სა­კუ­თა­რი სახ­ლი­დან დევ­ნილ ცოტ­ნეს­თან ერ­თად, სა­უ­კე­თე­სო პი­რო­ბებ­ში აღ­მოვ­ჩ­ნით, რაც კი შე­იძ­ლე­ბო­და ადა­მი­ანს ენატ­რა.ალ­ბათ, ამ ყვე­ლაფ­რის გა­რე­შე, ვერც იმ სა­სი­კე­თო ცვლი­ლე­ბებს მი­ვაღ­წევ­დით, ბო­ლოდ­რო­ინ­დელ ენ­ცე­ფა­ლოგ­რა­მა­ზე რომ გა­მო­უვ­ლინ­და ცოტ­ნეს და ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან რომ გაგ­ვა­ხა­რა...და მა­ინც... გა­ლის ქუ­ჩის ხსე­ნე­ბა­ზე ბავ­შვი­ვით ქვი­თი­ნებს სტუმ­რე­ბი­და­ნაც, ყვე­ლა­ზე მე­ტად მე­ზობ­ლე­ბის ნახ­ვა უჩუ­ყებს გულს.

მე­სა­მე წე­ლია ცოტ­ნე სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბას ელის, სა­კუ­თა­რი მა­მის მიერ და­ნა­ტო­ვარ სახ­ლში.

კი­დევ ერთი მზაკ­ვრო­ბა ცხოვ­რე­ბი­სა - რას იფიქ­რებ­და მრა­ვალ­მხრივ გან­წი­რუ­ლი ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია, რომ არც მის ერ­თა­დერთ ან­დერძს ეწე­რა აღ­სრუ­ლე­ბა... ან... იქ­ნებ იფიქ­რა კი­დეც?!... და ეს ან­დერ­ძიც სწო­რედ იმი­ტომ და­წე­რა ჯერ კი­დევ 1988 წელს, უჩუმ­რად და მა­ლუ­ლად......ამი­ტომ ვთქვი სევ­დი­ა­ნი მეთ­ქი...

პ.ს. დღე­ო­ბის გა­ლა­მა­ზე­ბას, ცოტ­ნეს ძმის, ბი­ძაშ­ვი­ლე­ბის, ბი­ცო­ლი­სა და ახ­ლობ­ლე­ბის გარ­და, ცოტ­ნეს მა­მის უახ­ლო­ე­სი თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბიც შე­ე­ცად­ნენ იმ დღე­ებ­ში, რო­მელ­თა შო­რის იყ­ვნენ: გივი თაქთა­ქიშ­ვი­ლი, გუ­რამ აბ­სან­ძე, გუ­რამ ისა­კა­ძე, ნო­დარ მა­ი­სუ­რა­ძე და ბად­რი მი­ქე­ლა­ძე.გივი თაქთა­ქიშ­ვი­ლი­სა და გუ­რამ აბ­სან­ძის ნახ­ვამ გან­სა­კუთ­რე­ბით აუ­ჩუ­ყა ცოტ­ნეს გული. ბა­ტო­ნი გი­ვის ხელი მთე­ლი სა­ღა­მო არ გა­უშ­ვია ხე­ლი­დან..." - წერს ანა ჯა­ბა­უ­რი.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თინა მარსაგიშვილო
1

რა მძიმე პოსტია! გული შემიწუხდა!

ცოტნეს კი გამოჯანმრთელობას ვუსურვებ

უფალი ხედავს
1

ცხოვრება ბუმერანგია...ნურავის ნუ მოუგებთ ნიშს.ვინ იცის წინკიდევ რა შეგხვდებათ. უფალი დიდია,არ ვის შერჩება ცოდვა.....

ცოტნე ზვიადის ძეს გამოჯამრთელობას ვუსურვებთ. იქნებ ბუნებამ შეძლოს და უშველოს,რაც ადამიანმა ვერ შეძლო...

 

ავტორი:

"რას იფიქრებდა მრავალმხრივ განწირული ზვიად გამსახურდია, რომ არც მის ერთადერთ ანდერძს ეწერა აღსრულება... სწორედ მიხეილ სააკაშვილის საძინებელში სძინავს დღეს ცოტნეს" - რას წერს ანა ჯაბაური

"რას იფიქრებდა მრავალმხრივ განწირული ზვიად გამსახურდია, რომ არც მის ერთადერთ ანდერძს ეწერა აღსრულება... სწორედ მიხეილ სააკაშვილის საძინებელში სძინავს დღეს ცოტნეს" - რას წერს ანა ჯაბაური

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟის, ცონტე გამსახურდიას მეუღლე ანა ჯაბაური სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. იგი წერს, თუ როგორ აღნიშნეს გასულ თვეში ექსპრეზიდენტის ვაჟის იუბილე წეროვანში.

"5 აგვისტოს ცოტნეს დაბადების დღე იყო, რომლის პოსტით აღნიშვნაც, რაჭის ტრაგედიით დაზაფრულმა, ვერ შევძელი. უკვე მესამე დაბადების დღეს შევხვდით წეროვანში, ცოტა სევდიანად, თუმცა ნახეთ რა სილამაზეში! აქაურობა ნამდვილ წალკოტს ჰგავს: ვეებერთელა, უნაკლოდ მოვლილი ნაძვნარითა და სხვა მრავაწლოვანი ხეებით დაბურული ტყე-პარკი, უხვი ხეხილი და ულამაზესი ყვავილების მრავალფეროვნება. ქალაქის ხვატისგან მოშორებულებს, იდილიურ სიმშვიდესა და სიმყუდროვეში, მდელოს, ტყისა და ნაძვნარის სურნელით შეზავებული მთის გრილი ნიავი და შაშვის გალობა გვაღვიძებს ყოველ დილით. ჩვენი კეთილგანწყობით "გათავხედებული'' ციყვები ლამის საძინებლებში შემოგვიხტნენ საწოლი ოთახის ფანჯრებამდე გამოწვდილი ნაძვის ხის ტოტებიდან ...

დამსახურებულად ჰქონდა ამ ადგილს, მრავალი ათწლეულის განმავლობაში, მინიჭებული პირველ პირთა კურორტის სტატუსი; ვასილ მჟავანაძიდან დაწყებული, ვიდრე მიხეილ სააკაშვილამდე... სწორედ მიხეილ სააკაშვილის საძინებელში სძინავს დღეს ცოტნეს. განა რამე?!

ცხოვრების მზაკვრობაზე გამახსენდა - 15 წლის წინ, მიშა რომ აქ ცხოვრობდა, ცოტნე იჯდა მაშინ ციხეში...ყოველ დილით, სამი ცეცხლივით გოგო შემოგვირბენს და საკმაოდ დიდი საცხოვრებელი ფართის თითოეულ კუთხე-კუნჭულს დაგვისუფთავებს და დაგვიწკრიალებს.

გემრიელი და ხარისხიანი კერძებით ადგილობრივი შეფ-მზარეული გვმასპინძლობს ყოველდღიურად. ყოფითი და ტექნიკური საკითხების მეყსეულად გადაჭრას ლოჯისტიკის დეპარტამენტი უზრუნველჰყოფს. ხოლო ცენტრის ფიზიოთერაპევტები ცოტნეს ყოველ დილას ავარჯიშებენ და, ეს ყველაფერი, სრულიად უფასოდ (დაზუსტებისთვის აღვნიშნავ, რომ მოწვეული სპეციალისტების ჰონორარებს საკუთარი სახსრებით ვისტუმრებთ - ოკუპაციურ და მეტყველების თერაპევტებს, ლოგოპედს, აფაზიოლოგ- ნეიროფსიქოლოგს, კინეზოთეპევტს, მანუალურ თერაპევტს, მასაჟისტს და სხვ. აგრეთვე, რეაბილიტაციის ხანგრძლივი კურსის ჩასატარებლად, სისტემატიურად ჩამოგვყავს სპეციალისტები თურქეთიდან, გერმანიიდან და სასომხეთიდან).

საკუთარ სახლში დაბრუნების შესაძლებლობამდე, ცოტნე უზრუნველყოფილია ყველა იმ პირობით, რომლის გარეშეც, უმძიმესი ტრავმების გათვალისწინებით, მისი სრულყოფილი რეაბილიტაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა. საკუთარი სახლიდან დევნილ ცოტნესთან ერთად, საუკეთესო პირობებში აღმოვჩნით, რაც კი შეიძლებოდა ადამიანს ენატრა.ალბათ, ამ ყველაფრის გარეშე, ვერც იმ სასიკეთო ცვლილებებს მივაღწევდით, ბოლოდროინდელ ენცეფალოგრამაზე რომ გამოუვლინდა ცოტნეს და ძალიან, ძალიან რომ გაგვახარა...და მაინც... გალის ქუჩის ხსენებაზე ბავშვივით ქვითინებს სტუმრებიდანაც, ყველაზე მეტად მეზობლების ნახვა უჩუყებს გულს.

მესამე წელია ცოტნე სახლში დაბრუნებას ელის, საკუთარი მამის მიერ დანატოვარ სახლში.

კიდევ ერთი მზაკვრობა ცხოვრებისა - რას იფიქრებდა მრავალმხრივ განწირული ზვიად გამსახურდია, რომ არც მის ერთადერთ ანდერძს ეწერა აღსრულება... ან... იქნებ იფიქრა კიდეც?!... და ეს ანდერძიც სწორედ იმიტომ დაწერა ჯერ კიდევ 1988 წელს, უჩუმრად და მალულად......ამიტომ ვთქვი სევდიანი მეთქი...

პ.ს. დღეობის გალამაზებას, ცოტნეს ძმის, ბიძაშვილების, ბიცოლისა და ახლობლების გარდა, ცოტნეს მამის უახლოესი თანამებრძოლებიც შეეცადნენ იმ დღეებში, რომელთა შორის იყვნენ: გივი თაქთაქიშვილი, გურამ აბსანძე, გურამ ისაკაძე, ნოდარ მაისურაძე და ბადრი მიქელაძე.გივი თაქთაქიშვილისა და გურამ აბსანძის ნახვამ განსაკუთრებით აუჩუყა ცოტნეს გული. ბატონი გივის ხელი მთელი საღამო არ გაუშვია ხელიდან..." - წერს ანა ჯაბაური.