პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რა მემღერება, როგორ გეკადრებათ, არავითარ შემთხვევაში ახლა სცენაზე არ გამოვიდოდი, რაც არ უნდა დაგეგმილი ყოფილიყო!" - რას ჰყვება ნანი ბრეგვაძე რაჭაზე, შოვის ტრაგედიასა და ოჯახზე
"რა მემღერება, როგორ გეკადრებათ, არავითარ შემთხვევაში ახლა სცენაზე არ გამოვიდოდი, რაც არ უნდა დაგეგმილი ყოფილიყო!" - რას ჰყვება ნანი ბრეგვაძე რაჭაზე, შოვის ტრაგედიასა და ოჯახზე

"რა მემ­ღე­რე­ბა, ეს ხომ უზ­ნე­ო­ბა, არა­ა­და­მი­ა­ნო­ბაა!.. ამ­დე­ნი ხალ­ხის და­ღუპ­ვა მო­უ­შუ­შე­ბელ ტკი­ვი­ლად დარ­ჩე­ბა"

"შოვი აღარ არ­სე­ბობს, ეს ხომ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. ომე­ბი, მი­წისძვრე­ბი ხდე­ბა, მაგ­რამ ამ­ხე­ლა სტი­ქი­უ­რი მოვ­ლე­ნა შემ­ზა­რა­ვია. ამ­დე­ნი ხალ­ხის და­ღუპ­ვა სულ მო­უ­შუ­შე­ბელ ტკი­ვი­ლად დარ­ჩე­ბა. სა­ხელ­მწი­ფომ გა­და­წყვი­ტა ეს დღე­ე­ბი გლო­ვის ყო­ფი­ლი­ყო და ასეც უნდა იყოს! არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში ახლა სცე­ნა­ზე არ გა­მო­ვი­დო­დი, რაც არ უნდა და­გეგ­მი­ლი ყო­ფი­ლი­ყო! რა მემ­ღე­რე­ბა, რო­გორ გე­კად­რე­ბათ, ეს ხომ უზ­ნე­ო­ბა, არა­ა­და­მი­ა­ნო­ბაა?!" - ამ­ბობს ქარ­თუ­ლი სცე­ნის ლე­გენ­და ნანი ბრეგ­ვა­ძე... ის რა­ჭა­ზე გან­სა­კუთ­რე­ბით ემო­ცი­უ­რად გვე­სა­უბ­რა, რად­გან ამ­ბობს, რომ რაჭ­ვე­ლო­ბით ძა­ლი­ან ამა­ყობს.

- ქალ­ბა­ტო­ნო ნანი, ცნო­ბი­ლი რაჭ­ვე­ლე­ბის გვერ­დზე თქვენს ფო­ტო­ზე აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა იყო, ზო­გი­ერ­თი წერ­და, რომ რაჭ­ვე­ლი ხართ, ზოგი ედა­ვე­ბო­და, ტყუ­ი­ლად ამა­ყობ­თო.

- დიახ, რაჭ­ვე­ლი ვარ! ჩემი ბა­ბუ­ის მი­წაც გვაქვს რა­ჭა­ში, მაგ­რამ ვერ წა­ვე­დი, რომ მივ­ხე­დო... სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა კუ­თხე სა­ა­მა­ყოა და მე ძა­ლი­ა­ნაც ვა­მა­ყობ, რომ რაჭ­ვე­ლი გახ­ლა­ვართ! ვგიჟ­დე­ბი ჩემს სა­ქარ­თვე­ლო­ზე, ყვე­ლა კუ­თხე­ზე...

- გავ­რცე­ლე­ბუ­ლია, რომ რაჭ­ვე­ლი ქა­ლე­ბი უფრო მკაც­რი ბუ­ნე­ბის არი­ან...

- დიახ, და რა­ტომ­ღაც ეგ მე არ შე­მე­ხო... ძა­ლი­ან თვითკრი­ტი­კუ­ლი ვარ, მაგ­რამ სხვებ­თან მკაც­რი არა ვარ, ჩემს სი­ცო­ცხლე­ში არ მი­ჩხუ­ბია. სხვა­თა შო­რის, ძა­ლი­ან ძლი­ე­რი მა­მი­დე­ბი მყავ­და, მაგ­რამ ძა­ლი­ან სა­მარ­თლი­ა­ნე­ბი და ლა­მა­ზე­ბი... მა­მა­ჩე­მი გა­მორ­ჩე­უ­ლად ლა­მაზ და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ მა­მა­კა­ცად ით­ვლე­ბო­და. ღრმა სი­ბე­რე­შიც, 93 წლის გარ­და­იც­ვა­ლა და მახ­სოვს, ბო­ლომ­დე რო­გორ გა­მარ­თუ­ლი იჯდა. სამ­წუ­ხა­როდ, დედა ჩემ­თვის ძა­ლი­ან ადრე წა­ვი­და. უდი­დე­სი ტრავ­მა მი­ვი­ღე და ამი­ტო­მაც მთე­ლი ყუ­რა­დღე­ბა მა­მა­ჩემ­ზე გა­და­ვი­ტა­ნე. წყნა­რი, მშვი­დი, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მამა მყავ­და და ამი­ტო­მაც ვგიჟ­დე­ბი რაჭ­ვე­ლებ­ზე. სამ­წუ­ხა­როდ, ვერ მო­ვა­ხერ­ხე ჩას­ვლა, რომ იქა­უ­რო­ბის­თვის მო­მევ­ლო, მაგ­რამ ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი მი­ხე­და­ვენ, ამის იმე­დი მაქვს... დიდ­მა ბა­ბუ­ამ მიწა მა­მა­ჩემს და­უ­ტო­ვა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ექ­ვსნი იყ­ვნენ, სამი კაცი და სამი ქალი, რა­ტომ­ღაც მა­მა­ჩემს და­უ­ტო­ვა, მაგ­რამ პრე­ტენ­ზია არა­ვის ჰქო­ნია, ყვე­ლა­ნი შეხ­მატ­კბი­ლე­ბუ­ლად ცხოვ­რობ­დნენ.

ის, რაც რა­ჭა­ში მოხ­და, ჩემ­თვის უდი­დე­სი ტრა­გე­დი­აა. რომ ვიხ­სე­ნებ, სულ ვტი­რი, მხო­ლოდ იმი­ტომ კი არა, რომ რაჭ­ვე­ლი ვარ, ეს ჩვე­ნი სა­ქარ­თვე­ლოა, ჩვე­ნი კუ­თხე, ყვე­ლას გვე­ხე­ბა... შოვი აღარ არ­სე­ბობს. ომე­ბი, მი­წისძვრე­ბი ხდე­ბა, მაგ­რამ ამ­ხე­ლა სტი­ქი­უ­რი მოვ­ლე­ნა ძა­ლი­ან შემ­ზა­რა­ვია. ამ­დე­ნი ხალ­ხის და­ღუპ­ვა მო­უ­შუ­შე­ბელ ტკი­ვი­ლად დაგ­ვრჩე­ბა. სა­ხელ­მწი­ფომ გა­და­წყვი­ტა ეს დღე­ე­ბი გლო­ვის ყო­ფი­ლი­ყო და ასეც უნდა იყოს! არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში ახლა სცე­ნა­ზე არ გა­მო­ვი­დო­დი, რაც არ უნდა და­გეგ­მი­ლი ყო­ფი­ლი­ყო! რა მემ­ღე­რე­ბა, რო­გორ გე­კად­რე­ბათ, ეს ხომ უზ­ნე­ო­ბა, არა­ა­და­მი­ა­ნო­ბაა! რო­გორც ვიცი, ბევ­რმა შე­ა­ჩე­რა თა­ვი­სი გა­მოს­ვლე­ბი, კონ­ცერ­ტე­ბი...

- შოვ­ში ნამ­ყო­ფი ხართ?

სამ­წუ­ხა­როდ, არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ... სა­ნამ ახალ­გაზ­რდა ვი­ყა­ვი, სულ გას­ტრო­ლე­ბი მქონ­და. და­სას­ვე­ნებ­ლად კი­კეთ­ში ან სხვა­გან მივ­დი­ო­დით. რა­ჭა­ში მხო­ლოდ ჩემს მა­მულ­ში, სო­ფელ სხვა­ვა­ში ვარ ნამ­ყო­ფი. ძა­ლი­ან მა­ღალ­ზეა, ულა­მა­ზე­სია იქა­უ­რო­ბა. მე თუ ვერა, ჩემს მო­მა­ვალს, ჩემს შვი­ლიშ­ვი­ლებს რაჭა ექ­ნე­ბათ... შოვ­ზე სულ მეს­მო­და, რომ ულა­მა­ზე­სი კუ­რორ­ტი იყო, არა­ამ­ქვეყ­ნი­უ­რი. მთლი­ა­ნად ჩემი რა­ჭაა ასე ლა­მა­ზი. იმ სა­ოც­რე­ბას ვერ და­ხა­ტავ! იქა­უ­რი ყვე­ლა­ფე­რი მიყ­ვარს... მე ღვი­ნოს ვერ ვსვამ, მაგ­რამ ხვან­ჭკა­რა ძა­ლი­ან მიყ­ვარს. სამ­კურ­ნა­ლოა და რო­გორც მი­თხრეს, თურ­მე ხვან­ჭკა­რას მოგ­ზა­უ­რო­ბა არ უყ­ვარს. რაც უფრო თა­ვის ად­გილ­ზეა, მით უფრო აქვს გე­მოვ­ნუ­რი და სამ­კურ­ნა­ლო თვი­სე­ბე­ბი. ასე რომ, უბედ­ნი­ე­რე­სი ვარ, რომ რაჭ­ვე­ლი ვარ! ყვე­ლას თა­ვის კუ­თხე უყ­ვარს. სა­დაც შენი სის­ხლი და ხორ­ცია, შენი მა­მუ­ლი, სულ სხვაა!

შოვი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აღ­დგეს და ასეც იქ­ნე­ბა. ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა! ხომ არ შე­იძ­ლე­ბა სულ ცუდ დღე­ში ვი­ყოთ, რა­ღაც დიდ­ხანს გაგ­ვიგ­რძელ­და. ყვე­ლა­ფერს აქვს ბოლო, კარ­გსაც და ცუდ­საც. ჩვენ­ზეც ბევ­რი რამ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ერ­თმა­ნე­თის, ბუ­ნე­ბის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. ბუ­ნე­ბას მოვ­ლა უყ­ვარს და ეს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ვის­წავ­ლოთ! წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ელენე
0

12 აგვისტოს ხომ იმღერე მომღიმარი სახით. კაი რააა

თამარი
4

საამაყო ქალბატონი❣️

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"რა მემღერება, როგორ გეკადრებათ, არავითარ შემთხვევაში ახლა სცენაზე არ გამოვიდოდი, რაც არ უნდა დაგეგმილი ყოფილიყო!" - რას ჰყვება ნანი ბრეგვაძე რაჭაზე, შოვის ტრაგედიასა და ოჯახზე

"რა მემღერება, როგორ გეკადრებათ, არავითარ შემთხვევაში ახლა სცენაზე არ გამოვიდოდი, რაც არ უნდა დაგეგმილი ყოფილიყო!" - რას ჰყვება ნანი ბრეგვაძე რაჭაზე, შოვის ტრაგედიასა და ოჯახზე

"რა მემღერება, ეს ხომ უზნეობა, არაადამიანობაა!.. ამდენი ხალხის დაღუპვა მოუშუშებელ ტკივილად დარჩება"

"შოვი აღარ არსებობს, ეს ხომ წარმოუდგენელია. ომები, მიწისძვრები ხდება, მაგრამ ამხელა სტიქიური მოვლენა შემზარავია. ამდენი ხალხის დაღუპვა სულ მოუშუშებელ ტკივილად დარჩება. სახელმწიფომ გადაწყვიტა ეს დღეები გლოვის ყოფილიყო და ასეც უნდა იყოს! არავითარ შემთხვევაში ახლა სცენაზე არ გამოვიდოდი, რაც არ უნდა დაგეგმილი ყოფილიყო! რა მემღერება, როგორ გეკადრებათ, ეს ხომ უზნეობა, არაადამიანობაა?!" - ამბობს ქართული სცენის ლეგენდა ნანი ბრეგვაძე... ის რაჭაზე განსაკუთრებით ემოციურად გვესაუბრა, რადგან ამბობს, რომ რაჭველობით ძალიან ამაყობს.

- ქალბატონო ნანი, ცნობილი რაჭველების გვერდზე თქვენს ფოტოზე აზრთა სხვადასხვაობა იყო, ზოგიერთი წერდა, რომ რაჭველი ხართ, ზოგი ედავებოდა, ტყუილად ამაყობთო.

- დიახ, რაჭველი ვარ! ჩემი ბაბუის მიწაც გვაქვს რაჭაში, მაგრამ ვერ წავედი, რომ მივხედო... საქართველოს ყველა კუთხე საამაყოა და მე ძალიანაც ვამაყობ, რომ რაჭველი გახლავართ! ვგიჟდები ჩემს საქართველოზე, ყველა კუთხეზე...

- გავრცელებულია, რომ რაჭველი ქალები უფრო მკაცრი ბუნების არიან...

- დიახ, და რატომღაც ეგ მე არ შემეხო... ძალიან თვითკრიტიკული ვარ, მაგრამ სხვებთან მკაცრი არა ვარ, ჩემს სიცოცხლეში არ მიჩხუბია. სხვათა შორის, ძალიან ძლიერი მამიდები მყავდა, მაგრამ ძალიან სამართლიანები და ლამაზები... მამაჩემი გამორჩეულად ლამაზ და ინტელექტუალურ მამაკაცად ითვლებოდა. ღრმა სიბერეშიც, 93 წლის გარდაიცვალა და მახსოვს, ბოლომდე როგორ გამართული იჯდა. სამწუხაროდ, დედა ჩემთვის ძალიან ადრე წავიდა. უდიდესი ტრავმა მივიღე და ამიტომაც მთელი ყურადღება მამაჩემზე გადავიტანე. წყნარი, მშვიდი, არაჩვეულებრივი მამა მყავდა და ამიტომაც ვგიჟდები რაჭველებზე. სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე ჩასვლა, რომ იქაურობისთვის მომევლო, მაგრამ ჩემი შვილიშვილები მიხედავენ, ამის იმედი მაქვს... დიდმა ბაბუამ მიწა მამაჩემს დაუტოვა, მიუხედავად იმისა, რომ ექვსნი იყვნენ, სამი კაცი და სამი ქალი, რატომღაც მამაჩემს დაუტოვა, მაგრამ პრეტენზია არავის ჰქონია, ყველანი შეხმატკბილებულად ცხოვრობდნენ.

ის, რაც რაჭაში მოხდა, ჩემთვის უდიდესი ტრაგედიაა. რომ ვიხსენებ, სულ ვტირი, მხოლოდ იმიტომ კი არა, რომ რაჭველი ვარ, ეს ჩვენი საქართველოა, ჩვენი კუთხე, ყველას გვეხება... შოვი აღარ არსებობს. ომები, მიწისძვრები ხდება, მაგრამ ამხელა სტიქიური მოვლენა ძალიან შემზარავია. ამდენი ხალხის დაღუპვა მოუშუშებელ ტკივილად დაგვრჩება. სახელმწიფომ გადაწყვიტა ეს დღეები გლოვის ყოფილიყო და ასეც უნდა იყოს! არავითარ შემთხვევაში ახლა სცენაზე არ გამოვიდოდი, რაც არ უნდა დაგეგმილი ყოფილიყო! რა მემღერება, როგორ გეკადრებათ, ეს ხომ უზნეობა, არაადამიანობაა! როგორც ვიცი, ბევრმა შეაჩერა თავისი გამოსვლები, კონცერტები...

- შოვში ნამყოფი ხართ?

სამწუხაროდ, არასოდეს ვყოფილვარ... სანამ ახალგაზრდა ვიყავი, სულ გასტროლები მქონდა. დასასვენებლად კიკეთში ან სხვაგან მივდიოდით. რაჭაში მხოლოდ ჩემს მამულში, სოფელ სხვავაში ვარ ნამყოფი. ძალიან მაღალზეა, ულამაზესია იქაურობა. მე თუ ვერა, ჩემს მომავალს, ჩემს შვილიშვილებს რაჭა ექნებათ... შოვზე სულ მესმოდა, რომ ულამაზესი კურორტი იყო, არაამქვეყნიური. მთლიანად ჩემი რაჭაა ასე ლამაზი. იმ საოცრებას ვერ დახატავ! იქაური ყველაფერი მიყვარს... მე ღვინოს ვერ ვსვამ, მაგრამ ხვანჭკარა ძალიან მიყვარს. სამკურნალოა და როგორც მითხრეს, თურმე ხვანჭკარას მოგზაურობა არ უყვარს. რაც უფრო თავის ადგილზეა, მით უფრო აქვს გემოვნური და სამკურნალო თვისებები. ასე რომ, უბედნიერესი ვარ, რომ რაჭველი ვარ! ყველას თავის კუთხე უყვარს. სადაც შენი სისხლი და ხორცია, შენი მამული, სულ სხვაა!

შოვი აუცილებლად უნდა აღდგეს და ასეც იქნება. ყველაფერი კარგად იქნება! ხომ არ შეიძლება სულ ცუდ დღეში ვიყოთ, რაღაც დიდხანს გაგვიგრძელდა. ყველაფერს აქვს ბოლო, კარგსაც და ცუდსაც. ჩვენზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული, ერთმანეთის, ბუნების მიმართ დამოკიდებულება. ბუნებას მოვლა უყვარს და ეს აუცილებლად უნდა ვისწავლოთ! წყარო