"და ახლაც, როცა მორიგ ჯერზე გაჩნდა შანსი, მიუხედავად რუსული და ანტიდემოკრატიული მთავრობისა, ქართველმა ხალხმა მისი უდიდესი სურვილისა და ისტორიული დამსახურების გამო მიიღოს სტატუსი, მთავრობა საბოტაჟის მორიგ და ყველაზე სამარცხვინო აქტს ახორციელებს", - ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატი, ფრაქცია "ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე, დავით არახამია სოციალ ქსელში წერს, რითაც "ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას ეხმაურება.
"საქართველოს პრეზიდენტის ევროპულ ტურნეზე “ქართული ოცნების” რეაქცია სრულიად აშიშვლებს იმ რეალობას, რომ დღეს ივანიშვილი და მის უკან მდგარი რუსეთი ათამაშებენ 2013 წლის იანუკოვიჩის სცენარს, ოღონდ პირიქით: რაკიღა ახსოვთ იანუკოვიჩის ისტორიის დასასრული, თვითონ ღიად ვერ ამბობენ უარს სტატუსზე, მაგრამ ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველოს ევროკავშირმა უთხრას უარი სტატუსის მინიჭებაზე.
ამ მიზნით სტატუსის საქართველოსთვის მინიჭების გადაწყვეტილება მომწიფდება თუ არა, იჭერენ ქვეყნის ყველაზე გავლენიან და კრიტიკულ ჟურნალისტს, იღებენ რუსულ კანონს, აღადგენენ ფრენებს რუსეთთან. და ახლაც, როცა მორიგ ჯერზე გაჩნდა შანსი, მიუხედავად რუსული და ანტიდემოკრატიული მთავრობისა, ქართველმა ხალხმა მისი უდიდესი სურვილისა და ისტორიული დამსახურების გამო მიიღოს სტატუსი, მთავრობა საბოტაჟის მორიგ და ყველაზე სამარცხვინო აქტს ახორციელებს.
სავსებით ცხადია, რომ "ქართული ოცნება” იბრძვის იმისთვის, რომ შეასრულოს რუსული დაკვეთა და საქართველო ევროპული სტატუსის გარეშე დატოვოს“,- წერს არახამია "ფეისბუქ“ გვერდზე.
ცნობისთვის, "ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. შესაბამისი განცხადება "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე გააკეთა. კობახიძის განმარტებით, იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყება მიუხედავად იმისა, რომ მის აღსრულებას პარლამენტში ოპოზიციის მხარდაჭერაც სჭირდება.
ახლა წავიკითხე,რომ უკრაინაში თითქმის ნახევარი მილიონი მეომარი დაიღუპა.
მათი სიცოცხლე ღირდა ამ ცირკის მასხარების სალაპარაკოდ.მეორე მსოფლიო ომში თითქმის 400000 ათასი ქართველი დაეცა ისიც 5 წლის განმავლობაში.იმ ომმა ფაქტიურად გენოფონდის დიდი ნაწილი გაგვინადგურა.თითქმის 40 წელი დაჭირდა რიცხოვნობის აღდგენას.ესენი იძახიან ქვეყანას ისევ ავაშენებთ მსოფლიო დაგვეხმარებაო.ამდენ ადამიანებს ვინ აღადგენს ?
ორივე ერმა ერთმანეთს გენოციდი მოუწყო და ჩვენზე იყვნენ ნაწყენები აფხაზეთის და სამაჩაბლოსკენ "გაისეირნეთო".თვითონ,რომ გაისეირნეს ორივე მხარეს ერთად 700000-800000 ათასი მეომარი დაეღუპათ.ეგენი ახლა ნორმალურები არიან.ამ მთავრობას დღეში სამჯერ მადლობა გადავუხადოთ,რომ თავი არ შეგვაყოფინეს ავანტიურაში.მახსოვს 2008 წელს როგორ ასწრებდნენ ერთმანეთს წითელ ხიდზე...ზოგი მაშინ გაფრინდა მივლინებაში და ზოგიც მიშამ,რომ ხელი მოაწერა შეთანხმებას მაშინ ჩამობრძანდა.რამის თავი მაინც გვქონოდა მაშინ.
შეიძლება არახამია არ მოგწონდეთ, მაგრამ სიმართლეს ამბობს