პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე "ნაციონალურ მოძრაობაში“ დავბრუნდი 2021 წელს, ამის მერე არსად წავსულვარ და არც წასვლას ვაპირებ" - გიგი უგულავა
"მე "ნაციონალურ მოძრაობაში“ დავბრუნდი 2021 წელს, ამის მერე არსად წავსულვარ და არც წასვლას ვაპირებ" - გიგი უგულავა

მე "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში“ დავ­ბრუნ­დი 2021 წელს, ამის მერე არ­სად წავ­სულ­ვარ და არც წას­ვლას ვა­პი­რებ, - ამის შე­სა­ხებ ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სი გიგი უგუ­ლა­ვა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

მისი თქმით, დღეს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან“ ვინ­მეს წას­ვლა არას­წო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბა.

რო­გორც გიგი უგუ­ლა­ვა აღ­ნიშ­ნავს, ყვე­ლა "ნა­ცი­ო­ნა­ლის“ იდენ­ტო­ბის ადა­მი­ა­ნი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გარ­შე­მო უნდა გა­ერ­თი­ან­დეს.

"არ ვარ სა­ქარ­თვე­ლო­ში. შე­მო­ვი­და შე­კი­თხვე­ბის კას­კა­დი და­ახ­ლო­ე­ბით ამ ში­ნა­არ­სის - " წყა­რო გვიყ­ვე­ბა რომ "ნაც­მოძ­რა­ო­ბა­ში“ ბრუნ­დე­ბით“... ესაა ჩემი პა­სუ­ხი - მე "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში“ დავ­ბრუნ­დი 2021 წელს და მერე არ­სად წავ­სულ­ვარ და არც წას­ვლას ვა­პი­რებ.

რაც შე­ე­ხე­ბა პარ­ტი­ის მარ­თვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, არც წინა თავ­მჯდო­მა­რის და არც ახა­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში, ჩემს გეგ­მებ­ში არ შე­დის. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ მთა­ვარ და ჯერ­ჯე­რო­ბით ერ­თა­დერთ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ად მი­მაჩ­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში. მან უნდა შე­ას­რუ­ლოს ავი­ა­მზი­დის ფუნ­ქცია სხვა ევ­რო­პულ პარ­ტი­ებ­თან ერ­თად, ივა­ნიშ­ვი­ლის ბო­რო­ტე­ბის და­მარ­ცხე­ბა­ში და ეს ასეც იქ­ნე­ბა.

არ ვთვლი სწორ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბად დღეს პარ­ტი­ი­დან ვინ­მეს წას­ვლას. მე ეს გზა გა­ვი­ა­რე და სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა მა­ლა­პა­რა­კებს. ამას­თა­ნა­ვე, მი­მაჩ­ნია, 2017 წლის და დღე­ვან­დელ შიდა პარ­ტი­ულ და­პი­რის­პი­რე­ბას შო­რის, ფუნ­და­მენ­ტუ­რი გან­სხვა­ვე­ბაა. მა­შინ მიშა ოდე­სის გუ­ბერ­ნა­ტო­რი იყო, დღეს ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ლიტ­პა­ტი­მა­რია. ვინც ამ გან­სხვა­ვე­ბას ვერ ხე­დავს, ჩემი აზ­რით, ადა­მი­ა­ნო­ბის ცნე­ბის ვერ­გა­გე­ბის პრობ­ლე­მა აქვს.

ვთვლი, რომ დღეს ყვე­ლა "ნა­ცი­ო­ნა­ლის“ იდენ­ტო­ბის ადა­მი­ა­ნი (მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა აქვს თუ არა ჯი­ბე­ში ენმ-ს პარტბი­ლე­თი) უნდა გა­ერ­თი­ან­დეს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გარ­შე­მო. ცე­მენ­ტი "ნა­ცე­ბის“ ერ­თო­ბის არის სა­ა­კაშ­ვი­ლი. "ნაც­მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე არის სა­ა­კაშ­ვი­ლი. ამ ფაქ­ტის არ/ვერ მი­ღე­ბის გა­მოა ამ პარ­ტი­ა­ში 10 წლი­ა­ნი და­პი­რის­პი­რე­ბა. იც­ვლე­ბო­და მხო­ლოდ სა­ხე­ლე­ბი. რაც მალე მი­ვი­ღებთ ამ მო­ცე­მუ­ლო­ბას ფაქ­ტად, მით მალე მორ­ჩე­ბა ეს და­პი­რის­პი­რე­ბა და გა­და­ვალთ საქ­მე­ზე - რუ­სე­თის მო­რი­ე­ლებ­თან ბრძო­ლა­ზე. სა­ქარ­თვე­ლო გა­ი­მარ­ჯვებს და იქ­ნე­ბა ევ­რო­პუ­ლი ოჯა­ხის წევ­რი“, - წერს გიგი უგუ­ლა­ვა.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თემო
0

Ისე მოსუქებულა ეს ბიჭი ისევ ....

ნოშრევან
0

 გაფუყული კორუმპირებული ფუნქციონერი.

ავტორი:

"მე "ნაციონალურ მოძრაობაში“ დავბრუნდი 2021 წელს, ამის მერე არსად წავსულვარ და არც წასვლას ვაპირებ" - გიგი უგულავა

"მე "ნაციონალურ მოძრაობაში“ დავბრუნდი 2021 წელს, ამის მერე არსად წავსულვარ და არც წასვლას ვაპირებ" - გიგი უგულავა

მე "ნაციონალურ მოძრაობაში“ დავბრუნდი 2021 წელს, ამის მერე არსად წავსულვარ და არც წასვლას ვაპირებ, - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, დღეს "ნაციონალური მოძრაობიდან“ ვინმეს წასვლა არასწორი გადაწყვეტილება იქნება.

როგორც გიგი უგულავა აღნიშნავს, ყველა "ნაციონალის“ იდენტობის ადამიანი მიხეილ სააკაშვილის გარშემო უნდა გაერთიანდეს.

"არ ვარ საქართველოში. შემოვიდა შეკითხვების კასკადი დაახლოებით ამ შინაარსის - " წყარო გვიყვება რომ "ნაცმოძრაობაში“ ბრუნდებით“... ესაა ჩემი პასუხი - მე "ნაციონალურ მოძრაობაში“ დავბრუნდი 2021 წელს და მერე არსად წავსულვარ და არც წასვლას ვაპირებ.

რაც შეეხება პარტიის მართვაში მონაწილეობას, არც წინა თავმჯდომარის და არც ახალი ადმინისტრაციის პირობებში, ჩემს გეგმებში არ შედის. "ნაციონალური მოძრაობა“ მთავარ და ჯერჯერობით ერთადერთ პოლიტიკურ პარტიად მიმაჩნია საქართველოში. მან უნდა შეასრულოს ავიამზიდის ფუნქცია სხვა ევროპულ პარტიებთან ერთად, ივანიშვილის ბოროტების დამარცხებაში და ეს ასეც იქნება.

არ ვთვლი სწორ გადაწყვეტილებად დღეს პარტიიდან ვინმეს წასვლას. მე ეს გზა გავიარე და საკუთარი გამოცდილება მალაპარაკებს. ამასთანავე, მიმაჩნია, 2017 წლის და დღევანდელ შიდა პარტიულ დაპირისპირებას შორის, ფუნდამენტური განსხვავებაა. მაშინ მიშა ოდესის გუბერნატორი იყო, დღეს ივანიშვილის პოლიტპატიმარია. ვინც ამ განსხვავებას ვერ ხედავს, ჩემი აზრით, ადამიანობის ცნების ვერგაგების პრობლემა აქვს.

ვთვლი, რომ დღეს ყველა "ნაციონალის“ იდენტობის ადამიანი (მიუხედავად იმისა აქვს თუ არა ჯიბეში ენმ-ს პარტბილეთი) უნდა გაერთიანდეს მიხეილ სააკაშვილის გარშემო. ცემენტი "ნაცების“ ერთობის არის სააკაშვილი. "ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე არის სააკაშვილი. ამ ფაქტის არ/ვერ მიღების გამოა ამ პარტიაში 10 წლიანი დაპირისპირება. იცვლებოდა მხოლოდ სახელები. რაც მალე მივიღებთ ამ მოცემულობას ფაქტად, მით მალე მორჩება ეს დაპირისპირება და გადავალთ საქმეზე - რუსეთის მორიელებთან ბრძოლაზე. საქართველო გაიმარჯვებს და იქნება ევროპული ოჯახის წევრი“, - წერს გიგი უგულავა.