"ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.
შესაბამისი განცხადება "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ რამდენიმე წუთის წინ, პრესკონფერენციაზე გააკეთა.
კობახიძის განმარტებით, იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყება მიხედავად იმისა, რომ მის აღსრულებას პარlამენტში ოპოზიციის მხარდაჭერაც სჭირდება.
"ამის მიუხედავად პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, საქართველოს პრეზიდენტის მიმართ აღიძრას იმპიჩმენტის პროცედურა. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საქართველოს კონსტიტუციის წინაშე. ნებისმიერი თვალის დახუჭვა კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე ძირს უთხრის სამართლებრივი სახელმწიფოს სამართლის უზენაესობას და დემოკრატიულ კონსტიტუციურ სისტემას, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ. გარდა ამისა იმპიჩმენტის პროცედურა კიდევ ერთხელ გააშიშვლებს რადიკალური ოპოზიციისა და სალომე ზურაბიშვილის საერთო დღის წესრიგს, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ინტერესების, მათ შორის საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ არის მიმართული", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გარდა ამისა, კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტზე "ქართული ოცნება“ მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოსაც.
კონსტიტუციის თანახმად, კონსტიტუციის დარღვევის ან ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობის საფუძვლით პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს აქვს. საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაეცემა, რომელიც მას განიხილავს და პარლამენტს დასკვნას ერთი თვის ვადაში წარუდგენს.
თუ საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი დასკვნით თანამდებობის პირის მიერ კონსტიტუციის დარღვევა ან მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა დაადასტურა, პარლამენტი დასკვნის წარდგენიდან 2 კვირის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის იმპიჩმენტის წესით მისი თანამდებობიდან გადაყენების საკითხს.
საქართველოს პრეზიდენტი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი.
ამასთან, თუ პარლამენტმა დადგენილ ვადაში არ მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, იმავე საფუძვლით იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება დაუშვებელია.
დროულია,ცოტა ადრე ჯობდა,იყოს ...სჯობს გვიან....ეგაც ქართველი და მეც?
იმპიჩმენტი რათ უნდათ? საერთოდ გააუქმონ პრეზიდენტობა, სანამ ჩამოვა გაუუქმონ და როგორც ჩამოვა ეკლიანი წკეპლით ერთი ორი მოცხონ დასჯის პონტში, თან უნდა დაანამუსონ „„შენ ვერ გაამართლე დიადი ზებრას ნდობა. ფიცი გატეხე და ეხლა აქშა აქედან, შენ აღარ ხარ პრეზიდენტი! აქშა! აქშა! ქში ქში ქში სამჯერ უთხრან და ავტომატურად წასულად გამოცხადდება““
თუ კიტხეს; ვისი სული გსურს?! შანსი თუ მისცეს მოინანიოს, ან ცრემლებით გამოისყიდოს ზებრას ღალატი. ჩათვალეთ რომ ეს ყველაფერი სპექტაკლია, დიდი სპექტაკლის ერთ ერთი სცენა. მერე სალო მუხლებზე დადგება და იტყვის;; ოოო! დიდო ზებრა და ქვეყნის მბრძანებელო! გთხოვ მაპატიო, ეშმაკმა მაცდუნა, გონება ამირია და ეხლა, შენ დანახვაზე მოვედი საღ ჭკვაზე, დიდო ზებრავ და ბატონო ჩემო, გთხოვ მაპატიო გონება არეულ ინდაურს და უტვინო ბატს!“ ზებრამ თუ აპატია, ჩაწყობილი პონტია, თუ არა, მაშინ გამოდის, რომ მართლა ეშმაკმა აურია გონება, და მოვალე იქნეა ეშმაკის გვარი და სახელი დაასახელოს, ეს მიშელი იყო, ბორელი, ხუან ხოსანა, თიღუა, თუ ჩან კაიში, ყურში ვინც უჩურჩულა უეჭველი უნდა თქვას, სხვანაირად წკეპლა არ აცდება და მის ჩიკოლიკო ბიჭის კარიერაც ისე დასამარდება, როგორც ბურატინო დე კოჟრიან კუნძის კარიერა დასრულდა. არადა რა ბიჭი ყავს, ნამდვილი სიკოა გერმანიიდან სიკო დე შიბზიკა, არადა როგორ ამაყობს მისით, ნამდვილი ფრანკენშტეინიაო. დაბერდა და ეინშტეინში ერევა, კიდევ კარგი პიდარშტეინში არ ურევს, ან განდილშიბლშტეიერში..