მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთს უპილოტო საფრენ აპარატებთან ერთად, უკვე "ამოუცნობი მფრინავი ობიექტიც" უტევს - რა ხდებოდა ოკუპანტი ქვეყნის დედაქალაქსა და რიგ რაიონებში წუხელ?
რუსეთს უპილოტო საფრენ აპარატებთან ერთად, უკვე "ამოუცნობი მფრინავი ობიექტიც" უტევს - რა ხდებოდა ოკუპანტი ქვეყნის დედაქალაქსა და რიგ რაიონებში წუხელ?

უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი შეჭ­რი­დან 555-ე დღეს, რუ­სუ­ლი მე­დია ოკუ­პან­ტი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მო­რიგ თავ­დას­ხმებ­ზე წერს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ბოლო ხანს, რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე თით­ქმის ყო­ველ­დღე ხდე­ბა უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბით შე­ტე­ვა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი კი­ე­ვი ამ თავ­დას­ხმებ­თან კავ­შირს ოფი­ცი­ა­ლუ­რად არც ადას­ტუ­რებს და არც უარ­ყოფს.

ფსკო­ვის მცხოვ­რებ­ლე­ბი უკვე მე­ო­რე ღა­მეა იუ­წყე­ბი­ან სრო­ლე­ბი­სა და აფეთ­ქე­ბის ხმე­ბის თა­ო­ბა­ზე. "ტე­ლეგ­რა­მარ­ხი" "ფსკო­ვის გუ­ბერ­ნია" თვითმხილ­ვე­ლებ­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, რომ წუ­ხელ აე­რო­პორტთან ის­მო­და ავ­ტო­მა­ტის ხმა და ინ­ტენ­სი­უ­რი სრო­ლა. რე­გი­ო­ნის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა მი­ხა­ილ ვე­დერ­ნი­კომ გა­ნა­ცხა­და, რომ ფსკოვ­ში, კრეს­ტის რა­ი­ონ­ში, სამ­ხედ­რო აე­რო­პორტთან სა­ჰა­ე­რო სივ­რცის კონ­ტრო­ლი­სას, აღ­მო­ა­ჩი­ნეს "ამო­უც­ნო­ბი მფრი­ნა­ვი ობი­ექ­ტი".

"ვი­დე­ო­ზე ასა­ხუ­ლია მისი ნე­იტ­რა­ლი­ზა­ცია, თუმ­ცა მი­წა­ზე არა­ნა­ი­რი კვა­ლი არ ჩანს", - გა­ნა­ცხა­და მან.

შე­გახ­სე­ნებთ, ქა­ლაქ ფსკო­ვის კრეს­ტის რა­ი­ონ­ში მდე­ბა­რე­ობს სამ­ხედ­რო აე­როდ­რო­მი, რო­მელ­ზეც 30 აგ­ვის­ტოს, დრო­ნე­ბით დიდი სა­ჰა­ე­რო შე­ტე­ვა გან­ხორ­ცი­ელ­და, რომ­ლის შე­დე­გა­დაც ოკუ­პან­ტის 4 თვითმფრი­ნა­ვი გა­ა­ნად­გუ­რა, და­ზი­ან­და კი­დევ რამ­დე­ნი­მე.

1- ლ სექ­ტემ­ბერს, დი­ლით, მოს­კო­ვის მერ­მა სერ­გეი სო­ბი­ა­ნინ­მა ასე­ვე "ტე­ლეგ­რა­მით" გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის ძა­ლებ­მა აღ­კვე­თეს მოს­კოვ­ში დრო­ნის შეღ­წე­ვა და ის მოს­კო­ვის ოლ­ქის ლი­უ­ბერ­ცის რა­ი­ონ­ში ჩა­მო­აგ­დეს. მისი მტკი­ცე­ბით, არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა და არც არა­ფე­რი დან­გრე­უ­ლა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით უკვე რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ და­ა­დას­ტუ­რა, რომ მოს­კო­ვის ოლ­ქის ამ რა­ი­ონ­ში გა­ა­ნად­გუ­რეს "თვითმფრი­ნა­ვის ტი­პის უკ­რა­ი­ნუ­ლი უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტი".

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, მოს­კო­ვის შე­რე­მე­ტი­ე­ვოს, ვნუ­კო­ვოს, დო­მო­დე­დო­ვოს და ჟუ­კოვ­სკის აე­რო­პორ­ტებ­ში 60-ზე მეტი ავი­ა­რე­ი­სი გა­უქ­მდა ან გა­და­ი­დო.

ასევ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია ბელ­გო­რო­დის ოლ­ქში დრო­ნის ჩა­მოგ­დე­ბა­ზე.

დრო­ნე­ბით შე­ტე­ვის შე­დე­გად სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი­სა და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი შე­ნო­ბის და­ზი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ გა­ავ­რცე­ლა ცნო­ბა კურსკის ოლ­ქის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა რო­მან სტა­რო­ვო­იტ­მაც.

მი­სი­ვე თქმით, ორი უკ­რა­ი­ნუ­ლი დრო­ნი და­ეს­ხა კურსკის ოლ­ქის ქა­ლაქ კურ­ჩა­ტოვ­საც, სა­დაც ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რი მდე­ბა­რე­ობს.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­დას­ხმის შე­დე­გად და­ზი­ან­და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი შე­ნო­ბა და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სი.

"კურ­ჩა­ტოვს დი­ლით ორი უკ­რა­ი­ნუ­ლი დრო­ნი და­ეს­ხა თავს. და­ზი­ან­და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი შე­ნო­ბა და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სი. ად­გილ­ზე სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან. დე­ტა­ლე­ბი ზუს­ტდე­ბა“, - წერს გუ­ბერ­ნა­ტო­რი "ტე­ლეგ­რა­მარხზე".

რუ­სუ­ლი სა­ხე­ლი­სუფ­ლო მე­დია ამ ფაქტს "ბირ­თვულ ტე­რო­რიზ­მად" აფა­სებს.

ქა­ლა­ქი კურ­ჩა­ტო­ვი, სა­დაც კურსკის ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რია გან­თავ­სე­ბუ­ლი, უკ­რა­ი­ნის სა­ზღვრი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 70 კი­ლო­მეტრში მდე­ბა­რე­ობს.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნოდარი
7

ამოუცნობი მფრინავი ობიექტები კრემლში სხედან ვოვას ჩათვლით

777
39

სტალინს ადარებთ ზელენსკის ანაც ბერიას არესტოვიჩს ისე ყველა დამპყრობელს უფალი მიუზღავს

ავტორი:

რუსეთს უპილოტო საფრენ აპარატებთან ერთად, უკვე "ამოუცნობი მფრინავი ობიექტიც" უტევს - რა ხდებოდა ოკუპანტი ქვეყნის დედაქალაქსა და რიგ რაიონებში წუხელ?

რუსეთს უპილოტო საფრენ აპარატებთან ერთად, უკვე "ამოუცნობი მფრინავი ობიექტიც" უტევს - რა ხდებოდა ოკუპანტი ქვეყნის დედაქალაქსა და რიგ რაიონებში წუხელ?

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან 555-ე დღეს, რუსული მედია ოკუპანტი ქვეყნის ტერიტორიაზე მორიგ თავდასხმებზე წერს. მოგეხსენებათ, ბოლო ხანს, რუსეთის ტერიტორიაზე თითქმის ყოველდღე ხდება უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა. ოფიციალური კიევი ამ თავდასხმებთან კავშირს ოფიციალურად არც ადასტურებს და არც უარყოფს.

ფსკოვის მცხოვრებლები უკვე მეორე ღამეა იუწყებიან სროლებისა და აფეთქების ხმების თაობაზე. "ტელეგრამარხი" "ფსკოვის გუბერნია" თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ წუხელ აეროპორტთან ისმოდა ავტომატის ხმა და ინტენსიური სროლა. რეგიონის გუბერნატორმა მიხაილ ვედერნიკომ განაცხადა, რომ ფსკოვში, კრესტის რაიონში, სამხედრო აეროპორტთან საჰაერო სივრცის კონტროლისას, აღმოაჩინეს "ამოუცნობი მფრინავი ობიექტი".

"ვიდეოზე ასახულია მისი ნეიტრალიზაცია, თუმცა მიწაზე არანაირი კვალი არ ჩანს", - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, ქალაქ ფსკოვის კრესტის რაიონში მდებარეობს სამხედრო აეროდრომი, რომელზეც 30 აგვისტოს, დრონებით დიდი საჰაერო შეტევა განხორციელდა, რომლის შედეგადაც ოკუპანტის 4 თვითმფრინავი გაანადგურა, დაზიანდა კიდევ რამდენიმე.

1- ლ სექტემბერს, დილით, მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა ასევე "ტელეგრამით" გაავრცელა ინფორმაცია, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა აღკვეთეს მოსკოვში დრონის შეღწევა და ის მოსკოვის ოლქის ლიუბერცის რაიონში ჩამოაგდეს. მისი მტკიცებით, არავინ დაშავებულა და არც არაფერი დანგრეულა. მოგვიანებით უკვე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ მოსკოვის ოლქის ამ რაიონში გაანადგურეს "თვითმფრინავის ტიპის უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი".

რუსული მედიის ცნობით, მოსკოვის შერემეტიევოს, ვნუკოვოს, დომოდედოვოს და ჟუკოვსკის აეროპორტებში 60-ზე მეტი ავიარეისი გაუქმდა ან გადაიდო.

ასევ გავრცელდა ინფორმაცია ბელგოროდის ოლქში დრონის ჩამოგდებაზე.

დრონებით შეტევის შედეგად საცხოვრებელი სახლისა და ადმინისტრაციული შენობის დაზიანების შესახებ გაავრცელა ცნობა კურსკის ოლქის გუბერნატორმა რომან სტაროვოიტმაც.

მისივე თქმით, ორი უკრაინული დრონი დაესხა კურსკის ოლქის ქალაქ კურჩატოვსაც, სადაც ატომური ელექტროსადგური მდებარეობს.

მისი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა ადმინისტრაციული შენობა და საცხოვრებელი კორპუსი.

"კურჩატოვს დილით ორი უკრაინული დრონი დაესხა თავს. დაზიანდა ადმინისტრაციული შენობა და საცხოვრებელი კორპუსი. ადგილზე სპეციალისტები იმყოფებიან. დეტალები ზუსტდება“, - წერს გუბერნატორი "ტელეგრამარხზე".

რუსული სახელისუფლო მედია ამ ფაქტს "ბირთვულ ტერორიზმად" აფასებს.

ქალაქი კურჩატოვი, სადაც კურსკის ატომური ელექტროსადგურია განთავსებული, უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 70 კილომეტრში მდებარეობს.

იხილეთ ასევე:

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"