სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს სიმღერა ზვიად გამსახურდიას იმდენად უყვარდა, ჩემთან ერთად მღეროდა ხოლმე" - როგორ შექმნა თემურ ცაგურიამ არა ერთი ცნობილი სიმღერა, რომლებიც ხალხური ან სხვისი ჰგონიათ
"ეს სიმღერა ზვიად გამსახურდიას იმდენად უყვარდა, ჩემთან ერთად მღეროდა ხოლმე" - როგორ შექმნა თემურ ცაგურიამ არა ერთი ცნობილი სიმღერა, რომლებიც ხალხური ან სხვისი ჰგონიათ

“მი­ვალ მივ­ყვე­ბი“- რო­გორ შექ­მნა თე­მურ ცა­გუ­რი­ამ -"მწყემ­სუ­რი" და ბევ­რი სხვა სიმ­ღე­რა, რო­მე­ლიც მი­ლი­ონ­ზე მეტ­ჯერ შეს­რულ­და და დღემ­დე ხალ­ხუ­რი ჰგო­ნი­ათ

"...სიმ­ღე­რა ყიზ­ლარ­ში ყოფ­ნის დროს შევ­ქმე­ნით. იქ ფი­ლარ­მო­ნი­ი­დან ვი­ყა­ვით ჯგუ­ფი გაგ­ზავ­ნი­ლი, ზა­ფხუ­ლის სა­ძოვ­რებ­ზე მყო­ფი მწყემ­სე­ბის­თვის 30 კონ­ცერ­ტი სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას გავ­მარ­თეთ... მწყემ­სე­ბი თა­ვი­ან­თი სი­ა­ლა­ლით, შრო­მით, ძა­ლი­ან შე­მიყ­ვარ­დნენ. სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ბევ­რს შრო­მობ­დნენ, თა­ნაც ჭკვი­ა­ნი, ბრძე­ნი ხალ­ხია...“ - ამ­ბობს თე­მურ ცა­გუ­რია.

- ბა­ტო­ნო თე­მურ, "მწყემ­სუ­რი“ ცო­ცხალ­მა ლე­გენ­დამ - თენ­გიზ არჩვა­ძემ შე­ას­რუ­ლა, რაც ყვე­ლას გან­სა­კუთ­რე­ბით და­ა­მახ­სოვ­რდა...

- მე­გო­ბა­რი მყავ­და - ვაჟა გა­ვა­შე­ლი, რო­მე­ლიც, სამ­წუ­ხა­როდ, გარ­და­იც­ვა­ლა... ვაჟა ძა­ლი­ან გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, პო­ე­ზი­ის და ლი­ტე­რა­ტუ­რის დიდი მოყ­ვა­რუ­ლი, თა­ვად მწე­რა­ლი გახ­ლდათ, წიგ­ნი აქვს გა­მო­ცე­მუ­ლი... ვა­ჟას ახლო მე­გობ­რო­ბა აკავ­ში­რებ­და თენ­გიზ არჩვა­ძეს­თან, რომ­ლის სახ­ლშიც შე­ვიკ­რი­ბეთ და და­უ­ვი­წყა­რი დრო გა­ვა­ტა­რეთ... ვა­ჟას დიდი თხოვ­ნით მწყემ­სუ­რი ვიმ­ღე­რე, დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე თენ­გი­ზი გა­და­მეხ­ვია და გა­დამ­კოც­ნა. იმ­დე­ნად მო­ე­წო­ნა, იმ სა­ღა­მოს სამ­ჯერ მამ­ღე­რა...

მე რომ ამე­რი­კა­ში წა­ვე­დი, ეტყო­ბა, თენ­გიზ­მა ის სიმ­ღე­რა გა­იხ­სე­ნა და იმ­ღე­რა, სას­წა­უ­ლად შე­ას­რუ­ლა. ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და, ტე­ლე­ვი­ზი­ით მისი ნამ­ღე­რი რომ მო­ვის­მი­ნე. ვფიქ­რობ, სიმ­ღე­რას მე რაც და­ვა­კე­ლი, თენ­გიზ­მა შე­ავ­სო... ემო­ცი­ე­ბით, არ­ტის­ტიზ­მით ძა­ლი­ან დიდი რამ გა­ა­კე­თა.

- არ გი­ფიქ­რი­ათ ერ­თად გემ­ღე­რათ?

- თუ რო­მე­ლი­მე ტე­ლე­ვი­ზია და­ინ­ტე­რეს­დე­ბა და ჩვენს შეხ­ვედ­რას გა­ნიზ­რა­ხავს, კარ­გი იქ­ნე­ბო­და, და­უ­ვი­წყა­რი დუ­ე­ტი...

- და­ახ­ლო­ე­ბით, რამ­დენ­ჯერ გექ­ნე­ბათ ეს სიმ­ღე­რა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი?

- ძა­ლი­ან ბევ­რჯერ... ეს სიმ­ღე­რა იმ­დე­ნად პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო, ჩემი კონ­ცერ­ტი "მწყემ­სუ­რის" გა­რე­შე არ ჩა­მი­ტა­რე­ბია. ადრე უამ­რა­ვი კონ­ცერ­ტი მქონ­და. ამე­რი­კა­შიც სულ მქონ­და რე­პერ­ტუ­არ­ში... ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბის­თვის, რა თქმა უნდა, ყვე­ლას­თვის ნაც­ნო­ბი სიმ­ღე­რა იყო და ჩემ­თან ერ­თად მღე­როდ­ნენ. მთე­ლი დარ­ბა­ზი ჩემ­თან ერ­თად ას­რუ­ლებ­და.

- რო­გორც ვიცი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უყ­ვარ­და ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას... რო­დის და­წე­რეთ ეს სიმ­ღე­რა?

- სიმ­ღე­რა, და­ახ­ლო­ე­ბით, 1980-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში დავ­წე­რეთ... ლექ­სი ჩე­მია, ჩემს კრე­ბულ­ში მაქვს შე­ტა­ნი­ლი, მუ­სი­კა - მზია დი­აკ­ვნიშ­ვი­ლის... შემ­დეგ კონ­ცერ­ტებ­ზე ხში­რად სრულ­დე­ბო­და და რო­გორც ხალ­ხურს, ისე აცხა­დებ­დნენ. მზი­ამ არ მი­აქ­ცია ყუ­რა­დღე­ბა, მეც ამე­რი­კი­დან რას გავ­ხდე­ბო­დი, თან მი­ხა­რო­და, ხალ­ხმა რომ იმ­დე­ნად შე­იყ­ვა­რა, უკვე ხალ­ხუ­რად მი­აჩ­ნდათ. ეს უდი­დე­სი მიღ­წე­ვაა...

სიმ­ღე­რა ყიზ­ლარ­ში ყოფ­ნის დროს შევ­ქმე­ნით. იქ ფი­ლარ­მო­ნი­ი­დან ვი­ყა­ვით ჯგუ­ფი გაგ­ზავ­ნი­ლი, ზა­ფხუ­ლის სა­ძოვ­რებ­ზე მყო­ფი მწყემ­სე­ბის­თვის 30 კონ­ცერ­ტი სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას გავ­მარ­თეთ. მწყემ­სე­ბი თა­ვის სი­ა­ლა­ლით, შრო­მით, ძა­ლი­ან შე­მიყ­ვარ­დნენ. სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ბევ­რს შრო­მობ­დნენ, თა­ნაც ჭკვი­ა­ნი, ბრძე­ნი ხალ­ხია... სუფ­რას­თან რომ დავ­სხდე­ბო­დით და ისი­ნი სა­უ­ბარს და­ი­წყებ­დნენ, სულ­გა­ნა­ბუ­ლი ვუს­მენ­დი, მხო­ლოდ ვმღე­რო­დი... იქ და­მე­ბა­და იდეა, ეს ლექ­სი და­მე­წე­რა. შემ­დეგ გა­ვი­ცა­ნი ქალ­ბა­ტო­ნი მზია დი­აკ­ვნიშ­ვი­ლი, მან შექ­მნა მე­ლო­დია და ეს ყვე­ლა­ფე­რი ერ­თმა­ნეთს შე­სა­ნიშ­ნა­ვად შე­ერ­წყა... მზია დი­აკ­ვნიშ­ვი­ლი თუში, კლა­სი­კო­სი კომ­პო­ზი­ტო­რი გახ­ლდათ.

შემ­დეგ ყიზ­ლარ­ში კი­დევ გაგ­ვაგ­ზავ­ნეს, იქ იმ­ჟა­მად გა­და­სახ­ლე­ბა­ში, მე­უღ­ლეს­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია. სიმ­ღე­რას რომ ვი­წყებ­დი, ზვი­ა­დი ამ­ყვე­ბო­და ხოლ­მე, ჩემ­თან ერ­თად მღე­რო­და... მა­ნა­ნა არჩვა­ძე ხში­რად გვმას­პინ­ძლობ­და, და­უ­ვი­წყა­რია მათ­თან ერ­თად გა­ტა­რე­ბუ­ლი დღე­ე­ბი...

- "მწყემ­სუ­რი“ კი­დევ ვისი შეს­რუ­ლე­ბით გახ­სენ­დე­ბათ?

- ძა­ლი­ან მი­ხა­რო­და, ამ სიმ­ღე­რას მო­ნაზვნე­ბის გუნ­დი რომ მღე­რო­და, გული მი­ვარ­დე­ბო­და, ფე­რე­იდ­ნე­ლი ბავ­შვე­ბი რომ მღე­როდ­ნენ... სა­ბავ­შვო ბა­ღის ბავ­შვე­ბი ას­რუ­ლებ­დნენ. არ არ­სე­ბობ­და ისე­თი სა­ბავ­შვო ბაღი, სკო­ლა, სა­დაც ამ სიმ­ღე­რას არ მღე­როდ­ნენ, მეტი პო­პუ­ლა­რო­ბა რაღა შე­იძ­ლე­ბო­და?! ყვე­ლა ასა­კის ადა­მი­ანს ძა­ლი­ან უყ­ვარ­და და ახ­ლაც უყ­ვარს... მუდ­მი­ვი არა­ფე­რია, მაგ­რამ მგო­ნია, ეს სიმ­ღე­რა სულ ემახ­სოვ­რე­ბათ... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარიკუნა
0

გულს მითბობს ბატონი თემურის სიმღერები. მადლობა მას გულიანი ქართული შემოქმედებისთვის❤️ ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე ამ თაკარა გულის კაცს!❤️

მამუკა
0

დიდებული ადამიანი,საუკეთესო მომღერალი,უფალმა დაგლოცოთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ეს სიმღერა ზვიად გამსახურდიას იმდენად უყვარდა, ჩემთან ერთად მღეროდა ხოლმე" - როგორ შექმნა თემურ ცაგურიამ არა ერთი ცნობილი სიმღერა, რომლებიც ხალხური ან სხვისი ჰგონიათ

"ეს სიმღერა ზვიად გამსახურდიას იმდენად უყვარდა, ჩემთან ერთად მღეროდა ხოლმე" - როგორ შექმნა თემურ ცაგურიამ არა ერთი ცნობილი სიმღერა, რომლებიც ხალხური ან სხვისი ჰგონიათ

“მივალ მივყვები“- როგორ შექმნა თემურ ცაგურიამ -"მწყემსური" და ბევრი სხვა სიმღერა, რომელიც მილიონზე მეტჯერ შესრულდა და დღემდე ხალხური ჰგონიათ

"...სიმღერა ყიზლარში ყოფნის დროს შევქმენით. იქ ფილარმონიიდან ვიყავით ჯგუფი გაგზავნილი, ზაფხულის საძოვრებზე მყოფი მწყემსებისთვის 30 კონცერტი სხვადასხვა ადგილას გავმართეთ... მწყემსები თავიანთი სიალალით, შრომით, ძალიან შემიყვარდნენ. საქართველოსთვის ბევრს შრომობდნენ, თანაც ჭკვიანი, ბრძენი ხალხია...“ - ამბობს თემურ ცაგურია.

- ბატონო თემურ, "მწყემსური“ ცოცხალმა ლეგენდამ - თენგიზ არჩვაძემ შეასრულა, რაც ყველას განსაკუთრებით დაამახსოვრდა...

- მეგობარი მყავდა - ვაჟა გავაშელი, რომელიც, სამწუხაროდ, გარდაიცვალა... ვაჟა ძალიან განათლებული, პოეზიის და ლიტერატურის დიდი მოყვარული, თავად მწერალი გახლდათ, წიგნი აქვს გამოცემული... ვაჟას ახლო მეგობრობა აკავშირებდა თენგიზ არჩვაძესთან, რომლის სახლშიც შევიკრიბეთ და დაუვიწყარი დრო გავატარეთ... ვაჟას დიდი თხოვნით მწყემსური ვიმღერე, დასრულებისთანავე თენგიზი გადამეხვია და გადამკოცნა. იმდენად მოეწონა, იმ საღამოს სამჯერ მამღერა...

მე რომ ამერიკაში წავედი, ეტყობა, თენგიზმა ის სიმღერა გაიხსენა და იმღერა, სასწაულად შეასრულა. ძალიან გამიხარდა, ტელევიზიით მისი ნამღერი რომ მოვისმინე. ვფიქრობ, სიმღერას მე რაც დავაკელი, თენგიზმა შეავსო... ემოციებით, არტისტიზმით ძალიან დიდი რამ გააკეთა.

- არ გიფიქრიათ ერთად გემღერათ?

- თუ რომელიმე ტელევიზია დაინტერესდება და ჩვენს შეხვედრას განიზრახავს, კარგი იქნებოდა, დაუვიწყარი დუეტი...

- დაახლოებით, რამდენჯერ გექნებათ ეს სიმღერა შესრულებული?

- ძალიან ბევრჯერ... ეს სიმღერა იმდენად პოპულარული იყო, ჩემი კონცერტი "მწყემსურის" გარეშე არ ჩამიტარებია. ადრე უამრავი კონცერტი მქონდა. ამერიკაშიც სულ მქონდა რეპერტუარში... ქართველი ემიგრანტებისთვის, რა თქმა უნდა, ყველასთვის ნაცნობი სიმღერა იყო და ჩემთან ერთად მღეროდნენ. მთელი დარბაზი ჩემთან ერთად ასრულებდა.

- როგორც ვიცი, განსაკუთრებულად უყვარდა ზვიად გამსახურდიას... როდის დაწერეთ ეს სიმღერა?

- სიმღერა, დაახლოებით, 1980-იანი წლების დასაწყისში დავწერეთ... ლექსი ჩემია, ჩემს კრებულში მაქვს შეტანილი, მუსიკა - მზია დიაკვნიშვილის... შემდეგ კონცერტებზე ხშირად სრულდებოდა და როგორც ხალხურს, ისე აცხადებდნენ. მზიამ არ მიაქცია ყურადღება, მეც ამერიკიდან რას გავხდებოდი, თან მიხაროდა, ხალხმა რომ იმდენად შეიყვარა, უკვე ხალხურად მიაჩნდათ. ეს უდიდესი მიღწევაა...

სიმღერა ყიზლარში ყოფნის დროს შევქმენით. იქ ფილარმონიიდან ვიყავით ჯგუფი გაგზავნილი, ზაფხულის საძოვრებზე მყოფი მწყემსებისთვის 30 კონცერტი სხვადასხვა ადგილას გავმართეთ. მწყემსები თავის სიალალით, შრომით, ძალიან შემიყვარდნენ. საქართველოსთვის ბევრს შრომობდნენ, თანაც ჭკვიანი, ბრძენი ხალხია... სუფრასთან რომ დავსხდებოდით და ისინი საუბარს დაიწყებდნენ, სულგანაბული ვუსმენდი, მხოლოდ ვმღეროდი... იქ დამებადა იდეა, ეს ლექსი დამეწერა. შემდეგ გავიცანი ქალბატონი მზია დიაკვნიშვილი, მან შექმნა მელოდია და ეს ყველაფერი ერთმანეთს შესანიშნავად შეერწყა... მზია დიაკვნიშვილი თუში, კლასიკოსი კომპოზიტორი გახლდათ.

შემდეგ ყიზლარში კიდევ გაგვაგზავნეს, იქ იმჟამად გადასახლებაში, მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა ზვიად გამსახურდია. სიმღერას რომ ვიწყებდი, ზვიადი ამყვებოდა ხოლმე, ჩემთან ერთად მღეროდა... მანანა არჩვაძე ხშირად გვმასპინძლობდა, დაუვიწყარია მათთან ერთად გატარებული დღეები...

- "მწყემსური“ კიდევ ვისი შესრულებით გახსენდებათ?

- ძალიან მიხაროდა, ამ სიმღერას მონაზვნების გუნდი რომ მღეროდა, გული მივარდებოდა, ფერეიდნელი ბავშვები რომ მღეროდნენ... საბავშვო ბაღის ბავშვები ასრულებდნენ. არ არსებობდა ისეთი საბავშვო ბაღი, სკოლა, სადაც ამ სიმღერას არ მღეროდნენ, მეტი პოპულარობა რაღა შეიძლებოდა?! ყველა ასაკის ადამიანს ძალიან უყვარდა და ახლაც უყვარს... მუდმივი არაფერია, მაგრამ მგონია, ეს სიმღერა სულ ემახსოვრებათ... განაგრძეთ კითხვა