სამართალი
პოლიტიკა

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პრეზიდენტს არ აქვს მთავრობის თანხმობა და დიახ, ის, რომ მთავრობამ ნებართვა არ მისცა და მაინც მიდის, კონსტიტუციის დარღვევაა" - მამუკა მდინარაძე
"პრეზიდენტს არ აქვს მთავრობის თანხმობა და დიახ, ის, რომ მთავრობამ ნებართვა არ მისცა და მაინც მიდის, კონსტიტუციის დარღვევაა" - მამუკა მდინარაძე

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი მდივ­ნის, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ევ­რო­პა­ში ვი­ზი­ტით სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ას არ­ღვევს.

რო­გორც მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ გან­მარ­ტა, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს აღ­ნიშ­ნუ­ლი ვი­ზი­ტე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად არ აქვს მთავ­რო­ბის თან­ხმო­ბა, რო­მე­ლიც კონ­სტი­ტუ­ცი­ის მი­ხედ­ვით გან­სა­ზღვრავს ქვეყ­ნის სა­გა­რეო კურსს და და ამ კურ­სის შე­სა­ბა­მი­სად მოქ­მე­დებს.

  • მდი­ნა­რა­ძის გან­მარ­ტე­ბით, ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტის სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში ბოლო გა­მოს­ვლა ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და ქვეყ­ნის­თვის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბას და შე­საძ­ლოა, სწო­რედ ეს იყოს მი­ზე­ზი, რომ მთავ­რო­ბა პრე­ზი­დენ­ტის ევ­რო­პა­ში გამ­გზავ­რე­ბას არ ეთან­ხმე­ბა.

"სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს არ აქვს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის თან­ხმო­ბა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის მი­ხედ­ვით, ახორ­ცი­ე­ლებს შე­სა­ბა­მის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას და მის კომ­პე­ტენ­ცი­ა­შია სა­გა­რეო კურ­სის გან­სა­ზღვრა და ამ კურ­სის შე­სა­ბა­მი­სად მოქ­მე­დე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დიახ, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი არ­ღვევს სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ას.

ის, რომ მთავ­რო­ბამ ნე­ბარ­თვა არ მის­ცა და მა­ინც მი­დის, ეს კონ­სტი­ტუ­ცი­ის დარ­ღვე­ვაა და კონ­სტი­ტუ­ცი­ის უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბაა და მე­ო­რე მხრივ, ამ და­უ­თან­ხმებ­ლო­ბას მთავ­რო­ბის მხრი­დან აქვს კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზე­ზე­ბი, მა­გა­ლი­თად, მე შე­მიძ­ლია გა­გახ­სე­ნოთ აქ, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ტრი­ბუ­ნას­თან სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ბოლო გა­მოს­ვლა, რო­მე­ლიც იყო სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო გა­მოს­ვლა, ალ­ბათ, ყვე­ლა და­მე­თან­ხმე­ბით გულ­ში მა­ინც.

რა იყო სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო?! რომ სა­ქარ­თვე­ლო თით­ქოს დღეს არ იმ­სა­ხუ­რებს ევ­რო­პუ­ლი ოჯა­ხის წევ­რო­ბას და არ იმ­სა­ხუ­რებს კან­დი­და­ტის სტა­ტუსს. ეს პა­თო­სი იყო მა­შინ მის გან­ცხა­დე­ბა­ში, ეს თქვა. სა­ქარ­თვე­ლო დღეს გა­ტა­რე­ბუ­ლი რე­ფორ­მე­ბით ახორ­ცი­ე­ლებს ყვე­ლა სა­ჭი­რო მოქ­მე­დე­ბებს, რომ­ლე­ბიც ევ­რო­პუ­ლი კურ­სის სწო­რად გან­სა­ზღვრის­თვის, რო­გორც პრი­ო­რი­ტე­ტი­სა ამ ქვეყ­ნის­თვის, არის სა­ჭი­რო და მე­ო­რე, ას­რუ­ლებს რე­კო­მენ­და­ცი­ებს შე­საძ­ლებ­ლო­ბის მაქ­სი­მუ­მის ზღვარ­ზე. ვი­ცით, რომ თუკი ობი­ექ­ტუ­რი შე­ფა­სე­ბა სად­მე და­ი­დო, მათ შო­რის, ევ­რო­კავ­ში­რის ობი­ექ­ტუ­რი შე­ფა­სე­ბა, ეს იყო ქუ­ლე­ბი­თაც, კრი­ტე­რი­უ­მე­ბი­თაც, შე­ფა­სე­ბა, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლო იყო მო­წი­ნა­ვე ად­გილ­ზე, სხვა ქვეყ­ნებს ანა­ლო­გი­ურ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში მყო­ფებს ვუს­წრებთ ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პა­რა­მეტ­რით. მა­შინ, რო­დე­საც ამ ფონ­ზე ჩვე­ნი ევ­რო­პე­ლი კო­ლე­გე­ბიც კი შე­ფა­სე­ბი­თი კრი­ტე­რი­უ­მე­ბით ადას­ტუ­რე­ბენ, რომ სა­ქარ­თვე­ლო პირ­ვე­ლია ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ტრი­ბუ­ნი­დან სა­წი­ნა­აღ­მდე­გოს სა­უბ­რობს, რა თქმა უნდა, რის­კე­ბი არ­სე­ბობს იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ მისი ვო­ი­ა­ჟი, რო­მელ­საც არ ეთან­ხმე­ბა მთავ­რო­ბა, სწო­რედ ამის გამო იყოს ამ მი­ზე­ზი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

სულ რომ ეს ქვე­ყა­ნა და მისი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რე­კო­მენ­და­ცი­ებს შე­სა­ბა­მი­სად არ და ვერ ას­რუ­ლებ­დეს, სა­ქარ­თვე­ლოს გულ­შე­მატ­კი­ვარ­მა, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქემ, სტა­ტუ­სის მი­უ­ხე­და­ვად, უნდა თქვას, რომ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი სრულ­დე­ბა და სა­ქარ­თვე­ლო სტა­ტუსს იმ­სა­ხუ­რებს, მი­თუ­მე­ტეს, რო­დე­საც ეს მარ­თლაც ასე ხდე­ბა. რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, ჟურ­ნა­ლის­ტი, პრე­ზი­დენ­ტი, თუ ნე­ბის­მი­ე­რი მო­ქა­ლა­ქე, ამ­ბობს, რომ არა არ იმ­სა­ხუ­რებს სა­ქარ­თვე­ლო კან­დი­და­ტის სტა­ტუსს, რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი არ არის შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, არ ვდგა­ვართ ჩვენ სწორ გზა­ზე, ჩვენ ვად­გა­ვართ რუ­სე­თის გზას, ეს არის სა­ქარ­თვე­ლოს სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მოქ­მე­დე­ბა, ეს არის სა­ბო­ტა­ჟი და სწო­რედ სა­ქარ­თვე­ლოს სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მოქ­მე­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ რის­კებ­თან არის სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის და­უ­თან­ხმებ­ლო­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

ვერ აა­ყი­რა­ვებთ ამ შემ­თხვე­ვა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და ამი­ტომ არ გსურთ თქვენ [მთა­ვარ არხს] და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს, რომ მი­ვი­ღოთ კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი",- გა­ნა­ცხა­და მდი­ნა­რა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად ევ­რო­პელ ლი­დე­რებ­თან შეხ­ვედ­რებს იწყებს. სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი 31 აგ­ვის­ტოს გერ­მა­ნი­ა­ში გა­ემ­გზავ­რე­ბა. რო­გორც პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, ბერ­ლინ­ში, გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ცი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის პრე­ზი­დენ­ტთან, ფრანკ-ვალ­ტერ შტა­ინ­მა­ი­ერ­თან გა­მარ­თავს შეხ­ვედ­რას.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ამირანი
0

კონსტიტიციის კი არა ყველაფრის დარღვევაა როცა მტერი ქვეყნის მოქალაქეებზე უძრავი ქონება იყიდება და ამას კანონი არ არეგულირებს

ირაკლი
4

გააუქმეთ თქვენსმიერ მიღებული იდიოტური კანონები

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"პრეზიდენტს არ აქვს მთავრობის თანხმობა და დიახ, ის, რომ მთავრობამ ნებართვა არ მისცა და მაინც მიდის, კონსტიტუციის დარღვევაა" - მამუკა მდინარაძე

"პრეზიდენტს არ აქვს მთავრობის თანხმობა და დიახ, ის, რომ მთავრობამ ნებართვა არ მისცა და მაინც მიდის, კონსტიტუციის დარღვევაა" - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპაში ვიზიტით საქართველოს კონსტიტუციას არღვევს.

როგორც მამუკა მდინარაძემ განმარტა, საქართველოს პრეზიდენტს აღნიშნული ვიზიტების განსახორციელებლად არ აქვს მთავრობის თანხმობა, რომელიც კონსტიტუციის მიხედვით განსაზღვრავს ქვეყნის საგარეო კურსს და და ამ კურსის შესაბამისად მოქმედებს.

  • მდინარაძის განმარტებით, ქვეყნის პრეზიდენტის საქართველოს პარლამენტში ბოლო გამოსვლა ეწინააღმდეგებოდა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და შესაძლოა, სწორედ ეს იყოს მიზეზი, რომ მთავრობა პრეზიდენტის ევროპაში გამგზავრებას არ ეთანხმება.

"საქართველოს პრეზიდენტს არ აქვს საქართველოს მთავრობის თანხმობა, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ახორციელებს შესაბამის უფლებამოსილებას და მის კომპეტენციაშია საგარეო კურსის განსაზღვრა და ამ კურსის შესაბამისად მოქმედება. აქედან გამომდინარე, დიახ, საქართველოს პრეზიდენტი არღვევს საქართველოს კონსტიტუციას.

ის, რომ მთავრობამ ნებართვა არ მისცა და მაინც მიდის, ეს კონსტიტუციის დარღვევაა და კონსტიტუციის უპატივცემულობაა და მეორე მხრივ, ამ დაუთანხმებლობას მთავრობის მხრიდან აქვს კონკრეტული მიზეზები, მაგალითად, მე შემიძლია გაგახსენოთ აქ, საქართველოს პარლამენტის ტრიბუნასთან საქართველოს პრეზიდენტის ბოლო გამოსვლა, რომელიც იყო საქართველოს ევროინტეგრაციის საწინააღმდეგო გამოსვლა, ალბათ, ყველა დამეთანხმებით გულში მაინც.

რა იყო საქართველოს ევროინტეგრაციის საწინააღმდეგო?! რომ საქართველო თითქოს დღეს არ იმსახურებს ევროპული ოჯახის წევრობას და არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ეს პათოსი იყო მაშინ მის განცხადებაში, ეს თქვა. საქართველო დღეს გატარებული რეფორმებით ახორციელებს ყველა საჭირო მოქმედებებს, რომლებიც ევროპული კურსის სწორად განსაზღვრისთვის, როგორც პრიორიტეტისა ამ ქვეყნისთვის, არის საჭირო და მეორე, ასრულებს რეკომენდაციებს შესაძლებლობის მაქსიმუმის ზღვარზე. ვიცით, რომ თუკი ობიექტური შეფასება სადმე დაიდო, მათ შორის, ევროკავშირის ობიექტური შეფასება, ეს იყო ქულებითაც, კრიტერიუმებითაც, შეფასება, სადაც საქართველო იყო მოწინავე ადგილზე, სხვა ქვეყნებს ანალოგიურ სიტუაციებში მყოფებს ვუსწრებთ ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრით. მაშინ, როდესაც ამ ფონზე ჩვენი ევროპელი კოლეგებიც კი შეფასებითი კრიტერიუმებით ადასტურებენ, რომ საქართველო პირველია ამ მიმართულებით და საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან საწინააღმდეგოს საუბრობს, რა თქმა უნდა, რისკები არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ მისი ვოიაჟი, რომელსაც არ ეთანხმება მთავრობა, სწორედ ამის გამო იყოს ამ მიზეზიდან გამომდინარე.

სულ რომ ეს ქვეყანა და მისი ხელისუფლება რეკომენდაციებს შესაბამისად არ და ვერ ასრულებდეს, საქართველოს გულშემატკივარმა, საქართველოს მოქალაქემ, სტატუსის მიუხედავად, უნდა თქვას, რომ რეკომენდაციები სრულდება და საქართველო სტატუსს იმსახურებს, მითუმეტეს, როდესაც ეს მართლაც ასე ხდება. როდესაც საქართველოს მოქალაქე, ჟურნალისტი, პრეზიდენტი, თუ ნებისმიერი მოქალაქე, ამბობს, რომ არა არ იმსახურებს საქართველო კანდიდატის სტატუსს, რეკომენდაციები არ არის შესრულებული, არ ვდგავართ ჩვენ სწორ გზაზე, ჩვენ ვადგავართ რუსეთის გზას, ეს არის საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედება, ეს არის საბოტაჟი და სწორედ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებასთან დაკავშირებულ რისკებთან არის საქართველოს მთავრობის დაუთანხმებლობა დაკავშირებული.

ვერ ააყირავებთ ამ შემთხვევაში ხელისუფლებას და ამიტომ არ გსურთ თქვენ [მთავარ არხს] და სალომე ზურაბიშვილს, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი",- განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოს გერმანიაში გაემგზავრება. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სალომე ზურაბიშვილი, ბერლინში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან გამართავს შეხვედრას.