მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს არის ტრადიციებზე მდგომი ქვეყანა, ანბანის ნატიფი მონასმებითა და..." - კელი დეგნანის ემოციური წერილი: ელჩი ქართველებს ილია ჭავჭავაძის სიტყვებით ემშვიდობება
"ეს არის ტრადიციებზე მდგომი ქვეყანა, ანბანის ნატიფი მონასმებითა და..." - კელი დეგნანის ემოციური  წერილი: ელჩი ქართველებს ილია ჭავჭავაძის სიტყვებით ემშვიდობება

კელი დეგ­ნა­ნის სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ის ელ­ჩად მუ­შა­ო­ბის ვადა ამო­ი­წუ­რა. ელჩი ქარ­თვე­ლებს ემო­ცი­უ­რი წე­რი­ლით ემ­შვი­დო­ბე­ბა და წე­რი­ლის ბო­ლო­ში ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის "აჩ­რდი­ლი­დან" რამ­დე­ნი­მე სტროფ­საც იშ­ვე­ლი­ებს. ელ­ჩის წე­რილს უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ.

"ჩემს ქარ­თველ მე­გობ­რებ­სა და პარტნი­ო­რებს სა­ქარ­თვე­ლო­ში

სამ­წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის წინ ჩემი ცხოვ­რე­ბის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მო­ვა­ლე­ო­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად ჩა­მო­ვე­დი, რომ აქ აშშ-ის ელ­ჩის რან­გში ამე­რი­კე­ლი ხალ­ხის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. სა­ქარ­თვე­ლო არის ხან­გრძლი­ვი და მდი­და­რი ის­ტო­რი­ის მქო­ნე ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ა­თა გზაჯ­ვა­რე­დინ­ზე იწ­რთო­ბო­და.

ეს არის ტრა­დი­ცი­ებ­ზე მდგო­მი უნი­კა­ლუ­რი კულ­ტუ­რის ქვე­ყა­ნა, სულ­ში­ჩამ­წვდო­მი პო­ლი­ფო­ნი­ით, ან­ბა­ნის ნა­ტი­ფი მო­ნას­მე­ბი­თა და ჭავ­ჭა­ვა­ძის, ვაჟა-ფშა­ვე­ლა­სა და რუს­თა­ვე­ლის პრო­ზი­თა და პო­ე­ზი­ით გან­თქმუ­ლი. ეს არის ძლე­ვა­მო­სი­ლი მდი­ნა­რე­ე­ბის, თვა­ლუწ­ვდე­ნე­ლი ზურ­მუხ­ტის­ფე­რი ვე­ლე­ბის, ჭა­ლე­ბის, ტყე­ე­ბი­სა და და­მა­ტყვე­ვე­ბე­ლი მთის მწვერ­ვა­ლე­ბის ქვე­ყა­ნა. აქ ყოფ­ნი­სას ვის­წავ­ლე, რომ ქარ­თვე­ლე­ბი, ამე­რი­კე­ლე­ბის მსგავ­სად, თა­ვი­ან­თი ქვეყ­ნის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის, დაც­ვი­სა და გაძ­ლი­ე­რე­ბის­თვის ჩაგ­ვრას ებ­რძოდ­ნენ.

სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ქარ­თვე­ლებ­მა შე­ი­ნარ­ჩუ­ნეს თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რწმე­ნა და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ქარ­თულ იდენ­ტო­ბას გან­სა­ზღვრავს. ეს სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი და ტრა­დი­ცი­ე­ბია, რო­მე­ლიც ჩვენ გვა­ერ­თი­ა­ნებს: და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ჟინი, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი სული, თა­ნაგ­რძნო­ბა და მა­მა­ცუ­რი გამ­ძლე­ო­ბა. შთა­გო­ნე­ბუ­ლი ვარ შე­უ­პოვ­რო­ბით იმ მრა­ვა­ლი ქარ­თვე­ლი­სა, რომ­ლის გაც­ნო­ბის პა­ტი­ვიც მხვდა წი­ლად. ამ შე­უ­პოვ­რო­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს შთამ­ბეჭ­და­ვი პროგ­რე­სი და გარ­და­სახ­ვა ბოლო ოც­და­ა­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რომ გა­ცო­ცხლე­ბუ­ლი­ყო პრინ­ცი­პე­ბი, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ეფუძ­ნე­ბა დღეს თუ ასზე მეტი წლის წინ: თა­ნას­წო­რო­ბა, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა, დე­მოკ­რა­ტია. ეს იგი­ვე პრინ­ცი­პე­ბია, რომ­ლის დაც­ვა­საც შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი ეს­წრაფ­ვის.

ამი­ტომ დგას ამე­რი­კა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გვერ­დით, რომ ევ­რო­პუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზით მი­აღ­წი­ოთ თქვენს მი­ზანს უფრო მეტი სტა­ბი­ლუ­რო­ბის, უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის. "ძალა ერ­თო­ბა­შია" - მარ­თლაც ზედ­გა­მოჭ­რი­ლი დე­ვი­ზია სა­ქარ­თვე­ლო­სა და ამე­რი­კის­თვის! რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ტა­რე­ბულ ჩემს ხან­მოკ­ლე პე­რი­ოდ­ზე ვფიქ­რობ, ჩემი მო­გო­ნე­ბე­ბი აწყობს იმ შთა­მა­გო­ნე­ბე­ლი ხალ­ხის სა­ხე­ე­ბის მო­ზა­ი­კას, რომ­ლებ­მაც გა­მი­ზი­ა­რეს ჩვე­ნი პარტნი­ო­რო­ბი­სა და პროგ­რე­სის პი­რა­დი ის­ტო­რი­ე­ბი: იქ­ნე­ბო­და ეს გაც­ვლი­თი პროგ­რა­მის მო­ნა­წი­ლე, რო­მე­ლიც თა­ვი­სი თე­მის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის იდე­ებს წა­რად­გენ­და, მეც­ნი­ე­რი, რო­მე­ლიც COVID-თან ბრძო­ლის სა­ერ­თო ძა­ლის­ხმე­ვა­ზე გვიყ­ვე­ბო­და, მშო­ბე­ლი, რო­მე­ლიც ად­ვო­კა­ტი­რე­ბას უწევ­და შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე ბავ­შვე­ბის­თვის სა­ჭი­რო სერ­ვი­სებს, მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ახალ­გაზ­რდებს კრი­ტი­კულ მიდ­გო­მას ას­წავ­ლი­და ისე­თი სა­კი­თხე­ბი­სად­მი, რო­გო­რი­ცაა დე­ზინ­ფორ­მა­ცია და პო­ლა­რი­ზა­ცია. ასე­თი ძა­ლი­ან ბევ­რია კი­დევ. რყე­ვე­ბის­გან და­სა­ცა­ვად დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის გამ­ტკი­ცე­ბით, იმე­დი­სა და ოპ­ტი­მიზ­მის სხი­ვით, სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ბე­დის­წე­რის­კენ ურ­ყე­ვი სვლით - აღ­ტა­ცე­ბუ­ლი ვარ იმ ყვე­ლაფ­რით რაც ქარ­თველ­მა ხალ­ხმა გა­ა­კე­თეთ და რა­საც მო­მა­ვალ­ში გა­ა­კე­თებთ თქვე­ნი ქვეყ­ნის უსა­ზღვრო სიყ­ვა­რუ­ლის გამო და თქვე­ნი შე­უ­პოვ­რო­ბის გამო, რომ სა­ქარ­თვე­ლომ მი­აღ­წი­ოს ნა­თელ, დე­მოკ­რა­ტი­ულ მო­მა­ვალს, რო­მე­ლიც ქარ­თვე­ლებს გსურთ და ასე უხ­ვად იმ­სა­ხუ­რებთ.

ვემ­შვი­დო­ბე­ბი რა იმ ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან ბევრ ქარ­თველს, რო­მელ­მაც თა­ვი­სი სახ­ლის კარი და გული გა­მი­ღო, ჩემი გული სავ­სეა მად­ლი­ე­რე­ბი­თა და უდი­დე­სი პა­ტი­ვის­ცე­მით. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მივ­დი­ვარ, თან მი­მაქვს ძა­ლი­ან ბევ­რი სიყ­ვა­რუ­ლი და მე­გობ­რო­ბა ჩემი ძვირ­ფა­სი მე­გობ­რე­ბის­გან მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­დან. ეს იყო დიდი პა­ტი­ვი, რო­მელ­საც ყო­ველ­თვის და­ვა­ფა­სებ, მემ­სა­ხუ­რა შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ელ­ჩად ამ ლა­მაზ ქვე­ყა­ნა­ში.

რო­გორც ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე ამ­ბობს "აჩ­რდილ­ში":

"გარ­დმო­მევ­ლი­ნა ყოვ­ლად შემ­ძლე­ბი ქვეყ­ნი­სა ამის სი­კე­თის რწმე­ნა,

აღ­მიფრ­თო­ვა­ნა მან ოც­ნე­ბე­ბი და გან­მიწ­მინ­და ხედ­ვა და სმე­ნა."

უსა­ზღვრო მად­ლი­ე­რე­ბით, კელი დეგ­ნა­ნი

აშშ-ის ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში", - ნათ­ქვა­მია კელი დეგ­ნა­ნის გა­მო­სამ­შვი­დო­ბე­ბელ წე­რილ­ში.

მკითხველის კომენტარები / 75 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლაშა
1

ჩვენისთანა ბედნიერიგანა არის სადმე ერი?მძიმე ყალნით,ლამაზ ფალნითმორთული და მშვენიერი;უწყინარი,უჩინარი,ქედდრეკილი, მადლიერი;უშფოთველი,ქვემძრომელი,რიგიანი, წესიერი;ყოვლად მთმენი,ვით ჯორ-ცხენი,ნახედნი და ღონიერი.ჩვენისთანა ბედნიერიგანა არის სადმე ერი?!ყველა უნჯი,ყველა მუნჯი,გულჩვილი და ლმობიერი;თვალაბმული,თავაკრული,პირს ლაგამი ზომიერი;ყველა ყრუი,ყველა ცრუი,ჭკვადამჯდარი, გულხმიერი;მცირე, დიდი -ყველა ფლიდი,ცუღლუტი და მანკიერი.ჩვენისთანა ბედნიერიგანა არის სადმე ერი?!მტვერწაყრილი,თავდახრილი,ყოვლად უქმი, უდიერი;უზღუდონი,გზამრუდონი,არგამტანი და ცბიერი;მტრის არმცნობი,მოყვრის მგმობი,გარეთ მხდალი, შინ ძლიერი;არრის მქონე,არრის მცოდნე,უზრუნველი და მშიერი.ჩვენისთანა ბედნიერიკიდევ არის სადმე ერი?1871 წელი.

მდააა
18

ესენი არიან საქართველოს მტრები და მიკვირს იმ ქართველების, რომლებიც ვერ ხვდებიან ამ ყველაფერს და ამ ნაძირლებს ემონებიან. ნუ იმათზე აღარ მაქვს ლაპარაკი ვინც ხვდება ამათ ნაძირლობას, მაგრამ რიგი მიზეზების გამო მაინც იბრმავებს თვალებს. ან წინაპრების არ გრცხვენიათ, ან საკყთარი ფიქრების არ გრცხვენიათ, ან საკუთარი თავის არ გრცხვენიათ

ავტორი:

"ეს არის ტრადიციებზე მდგომი ქვეყანა, ანბანის ნატიფი მონასმებითა და..." - კელი დეგნანის ემოციური წერილი: ელჩი ქართველებს ილია ჭავჭავაძის სიტყვებით ემშვიდობება

"ეს არის ტრადიციებზე მდგომი ქვეყანა, ანბანის ნატიფი მონასმებითა და..." - კელი დეგნანის ემოციური  წერილი: ელჩი ქართველებს ილია ჭავჭავაძის სიტყვებით ემშვიდობება

კელი დეგნანის საქართველოში აშშ-ის ელჩად მუშაობის ვადა ამოიწურა. ელჩი ქართველებს ემოციური წერილით ემშვიდობება და წერილის ბოლოში ილია ჭავჭავაძის "აჩრდილიდან" რამდენიმე სტროფსაც იშველიებს. ელჩის წერილს უცვლელად გთავაზობთ.

"ჩემს ქართველ მეგობრებსა და პარტნიორებს საქართველოში

სამწელიწადნახევრის წინ ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვალეობის შესასრულებლად ჩამოვედი, რომ აქ აშშ-ის ელჩის რანგში ამერიკელი ხალხის წარმომადგენელი ვყოფილიყავი. საქართველო არის ხანგრძლივი და მდიდარი ისტორიის მქონე ქვეყანა, რომელიც ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე იწრთობოდა.

ეს არის ტრადიციებზე მდგომი უნიკალური კულტურის ქვეყანა, სულშიჩამწვდომი პოლიფონიით, ანბანის ნატიფი მონასმებითა და ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველასა და რუსთაველის პროზითა და პოეზიით განთქმული. ეს არის ძლევამოსილი მდინარეების, თვალუწვდენელი ზურმუხტისფერი ველების, ჭალების, ტყეებისა და დამატყვევებელი მთის მწვერვალების ქვეყანა. აქ ყოფნისას ვისწავლე, რომ ქართველები, ამერიკელების მსგავსად, თავიანთი ქვეყნის გაერთიანების, დაცვისა და გაძლიერებისთვის ჩაგვრას ებრძოდნენ.

საუკუნეების განმავლობაში ქართველებმა შეინარჩუნეს თავისუფლება, რწმენა და ღირებულებები, რომელიც ქართულ იდენტობას განსაზღვრავს. ეს საერთო ღირებულებები და ტრადიციებია, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს: დამოუკიდებლობის ჟინი, შემოქმედებითი სული, თანაგრძნობა და მამაცური გამძლეობა. შთაგონებული ვარ შეუპოვრობით იმ მრავალი ქართველისა, რომლის გაცნობის პატივიც მხვდა წილად. ამ შეუპოვრობამ განაპირობა საქართველოს შთამბეჭდავი პროგრესი და გარდასახვა ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში, რომ გაცოცხლებულიყო პრინციპები, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო ეფუძნება დღეს თუ ასზე მეტი წლის წინ: თანასწორობა, სამართლიანობა, დემოკრატია. ეს იგივე პრინციპებია, რომლის დაცვასაც შეერთებული შტატები ესწრაფვის.

ამიტომ დგას ამერიკა ქართველი ხალხის გვერდით, რომ ევროპული ინტეგრაციის გზით მიაღწიოთ თქვენს მიზანს უფრო მეტი სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის. "ძალა ერთობაშია" - მართლაც ზედგამოჭრილი დევიზია საქართველოსა და ამერიკისთვის! როდესაც საქართველოში გატარებულ ჩემს ხანმოკლე პერიოდზე ვფიქრობ, ჩემი მოგონებები აწყობს იმ შთამაგონებელი ხალხის სახეების მოზაიკას, რომლებმაც გამიზიარეს ჩვენი პარტნიორობისა და პროგრესის პირადი ისტორიები: იქნებოდა ეს გაცვლითი პროგრამის მონაწილე, რომელიც თავისი თემის გაუმჯობესების იდეებს წარადგენდა, მეცნიერი, რომელიც COVID-თან ბრძოლის საერთო ძალისხმევაზე გვიყვებოდა, მშობელი, რომელიც ადვოკატირებას უწევდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის საჭირო სერვისებს, მასწავლებელი, რომელიც ახალგაზრდებს კრიტიკულ მიდგომას ასწავლიდა ისეთი საკითხებისადმი, როგორიცაა დეზინფორმაცია და პოლარიზაცია. ასეთი ძალიან ბევრია კიდევ. რყევებისგან დასაცავად დემოკრატიული ინსტიტუტების გამტკიცებით, იმედისა და ოპტიმიზმის სხივით, საქართველოს ევროატლანტიკური ბედისწერისკენ ურყევი სვლით - აღტაცებული ვარ იმ ყველაფრით რაც ქართველმა ხალხმა გააკეთეთ და რასაც მომავალში გააკეთებთ თქვენი ქვეყნის უსაზღვრო სიყვარულის გამო და თქვენი შეუპოვრობის გამო, რომ საქართველომ მიაღწიოს ნათელ, დემოკრატიულ მომავალს, რომელიც ქართველებს გსურთ და ასე უხვად იმსახურებთ.

ვემშვიდობები რა იმ ძალიან, ძალიან ბევრ ქართველს, რომელმაც თავისი სახლის კარი და გული გამიღო, ჩემი გული სავსეა მადლიერებითა და უდიდესი პატივისცემით. მიუხედავად იმისა, რომ მივდივარ, თან მიმაქვს ძალიან ბევრი სიყვარული და მეგობრობა ჩემი ძვირფასი მეგობრებისგან მთელი საქართველოდან. ეს იყო დიდი პატივი, რომელსაც ყოველთვის დავაფასებ, მემსახურა შეერთებული შტატების ელჩად ამ ლამაზ ქვეყანაში.

როგორც ილია ჭავჭავაძე ამბობს "აჩრდილში":

"გარდმომევლინა ყოვლად შემძლები ქვეყნისა ამის სიკეთის რწმენა,

აღმიფრთოვანა მან ოცნებები და განმიწმინდა ხედვა და სმენა."

უსაზღვრო მადლიერებით, კელი დეგნანი

აშშ-ის ელჩი საქართველოში", - ნათქვამია კელი დეგნანის გამოსამშვიდობებელ წერილში.