საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტურისტი იქნება, მომლოცველი თუ სხვა, სასურველი არ არის ტერიტორიაზე გადაადგილდეს" - რა ხდება შიომღვიმესთან, სადაც ამ რამდენიმე დღის წინ კლდე ჩამოიშალა?
"ტურისტი იქნება, მომლოცველი თუ სხვა, სასურველი არ არის ტერიტორიაზე გადაადგილდეს" - რა ხდება შიომღვიმესთან, სადაც ამ რამდენიმე დღის წინ კლდე ჩამოიშალა?

სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლის გან­ცხა­დე­ბით, ში­ომ­ღვი­მის სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექსთან კლდის მა­სის ჩა­მოშ­ლის გამო მიმ­დი­ნა­რე გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში დას­რულ­დე­ბა. მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლის, და­ვით ნო­ზა­ძის გან­ცხა­დე­ბით, შიო მღვი­მის სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექსთან, სა­დაც კლდის მასა ჩა­მო­ი­შა­ლა, გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს.

რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, სა­მუ­შა­ო­ე­ბის წარ­მო­ე­ბის დროს ად­გილ­ზე ხალ­ხის გა­და­ად­გი­ლე­ბა სა­სურ­ვე­ლი არ არის, რად­გან ტექ­ნი­კა საკ­მა­ოდ დიდ სა­მუ­შა­ო­ებს ახორ­ცი­ე­ლებს.

„გუ­შინ დი­ლი­დან იყ­ვნენ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, რომ­ლებ­მაც შე­ის­წავ­ლეს, თუ რა ტექ­ნი­კით და რო­გორ უნდა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო სა­მუ­შა­ო­ე­ბი. გუ­შინ­ვე მოხ­და შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნი­კის მო­ბი­ლი­ზე­ბა. სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­ი­წყო, ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბა, რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი, ასე­ვე ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან ჩარ­თუ­ლი იყო. დღეს, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა დას­რულ­დეს იმ ტე­რი­ტო­რი­ის გაწ­მენ­და, რო­მელ­ზეც გუ­შინ გა­ი­ცა რე­კო­მენ­და­ცია, რომ პირ­ვე­ლა­დი სა­მუ­შაო გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი იყო, ამას დღეს და­ვას­რუ­ლებთ. შემ­დგო­მი რე­კო­მენ­და­ცია თუ იქ­ნე­ბა ან გან­მე­ო­რე­ბით ნა­შა­ლი თუ ჩა­მო­ვა, ტექ­ნი­კა ად­გილ­ზე რჩე­ბა და და­მა­ტე­ბით გა­იწ­მინ­დე­ბა. ხალ­ხის რა­ო­დე­ნო­ბა, ტუ­რის­ტი იქ­ნე­ბა, მომ­ლოც­ვე­ლი თუ სხვა, რა თქმა უნდა, სა­სურ­ვე­ლი არ არის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­და­ად­გილ­დეს, რად­გან ტექ­ნი­კა საკ­მა­ოდ დიდ სა­მუ­შა­ო­ებს ახორ­ცი­ე­ლებს“, - გა­ნა­ცხა­და ნო­ზა­ძემ.

გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, პირ­ვე­ლა­დი შე­ფა­სე­ბით ში­ომ­ღვი­მის მო­ნას­ტრის ჩრდი­ლო­ე­თით, ცი­ცა­ბოდ დახ­რილ ფერ­დობ­ზე ად­გი­ლი ჰქონ­და სხვა­დას­ხვა შე­მად­გენ­ლო­ბის მა­სის (ქვი­შა-ქვე­ბი, კონ­გლო­მე­რა­ტე­ბი) მყი­სი­ერ ჩა­მოშ­ლას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ტურისტი იქნება, მომლოცველი თუ სხვა, სასურველი არ არის ტერიტორიაზე გადაადგილდეს" - რა ხდება შიომღვიმესთან, სადაც ამ რამდენიმე დღის წინ კლდე ჩამოიშალა?

"ტურისტი იქნება, მომლოცველი თუ სხვა, სასურველი არ არის ტერიტორიაზე გადაადგილდეს" - რა ხდება შიომღვიმესთან, სადაც ამ რამდენიმე დღის წინ კლდე ჩამოიშალა?

სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსთან კლდის მასის ჩამოშლის გამო მიმდინარე გაწმენდითი სამუშაოები დღის განმავლობაში დასრულდება. მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, დავით ნოზაძის განცხადებით, შიო მღვიმის სამონასტრო კომპლექსთან, სადაც კლდის მასა ჩამოიშალა, გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სამუშაოების წარმოების დროს ადგილზე ხალხის გადაადგილება სასურველი არ არის, რადგან ტექნიკა საკმაოდ დიდ სამუშაოებს ახორციელებს.

„გუშინ დილიდან იყვნენ სპეციალისტები, რომლებმაც შეისწავლეს, თუ რა ტექნიკით და როგორ უნდა განხორციელებულიყო სამუშაოები. გუშინვე მოხდა შესაბამისი ტექნიკის მობილიზება. სამუშაოები დაიწყო, ყველა შესაბამისი უწყება, როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური ხელისუფლებიდან ჩართული იყო. დღეს, დღის განმავლობაში უნდა დასრულდეს იმ ტერიტორიის გაწმენდა, რომელზეც გუშინ გაიცა რეკომენდაცია, რომ პირველადი სამუშაო განსახორციელებელი იყო, ამას დღეს დავასრულებთ. შემდგომი რეკომენდაცია თუ იქნება ან განმეორებით ნაშალი თუ ჩამოვა, ტექნიკა ადგილზე რჩება და დამატებით გაიწმინდება. ხალხის რაოდენობა, ტურისტი იქნება, მომლოცველი თუ სხვა, რა თქმა უნდა, სასურველი არ არის ტერიტორიაზე გადაადგილდეს, რადგან ტექნიკა საკმაოდ დიდ სამუშაოებს ახორციელებს“, - განაცხადა ნოზაძემ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პირველადი შეფასებით შიომღვიმის მონასტრის ჩრდილოეთით, ციცაბოდ დახრილ ფერდობზე ადგილი ჰქონდა სხვადასხვა შემადგენლობის მასის (ქვიშა-ქვები, კონგლომერატები) მყისიერ ჩამოშლას.