ცნობილი ხდება, რომ ფრანგული "მეცის" ქართველი შემტევი გიორგი მიქაუტაძე კარიერას ნიდერლანდებში გააგრძელებს და ამსტერდამის "აიაქსს“ შუერთდება.
სხვადასხვა სპორტული გამოცემების ინფორმაციით, გიორგი ამსტერდამში გაემგზავრა და ხვალ სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს.
როგორც ცნობილია, "მეცს" მიქაუტაძის შენარჩუნება სურდა, თუმცა გიორგის წასვლა მოსალოდნელი იყო. მისით არაერთი ცნობილი გუნდი იყო დაინტერესებული
ჰოლანდიის ჩემპიონატი სჯობია ვითომ ფრანგულს?
დღეს გადის შემოწმებას. ნიდერლანდური ტაბლოიდები წერენ რომ ფრანგული გუნდი აიაქსისგან 15 მლნ ევროს + 5 მილიონ ევროს ბონუსებს ითხოვს. აიაქსი იძლევა 17 მლნ ევროს + 3 მლნ ბონუსებს. ჯამში თანხა იგივეაო, მარა მეტი ბონუსები აწყობს ფრანგულ გუნდსო. მოკლედ მთავარია ჩვენმა ჟორჟმა წარმატებით იასპარეზოს.