სამხედრო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აივანზე რომ გამოვდივარ, ვფიქრობ, ხომ არ მესიზმრება-მეთქი. აქ საოცარი ენერგეტიკაა" - ჯაბა კილაძის რეჟისორი დედის მიერ გაშენებული ულამაზესი ვარდების ბაღი (ფოტოები)
"აივანზე რომ გამოვდივარ, ვფიქრობ, ხომ არ მესიზმრება-მეთქი. აქ საოცარი ენერგეტიკაა" - ჯაბა კილაძის რეჟისორი დედის მიერ გაშენებული ულამაზესი ვარდების ბაღი (ფოტოები)

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ვარ­დის აქ­ტი­უ­რი ყვა­ვი­ლო­ბის პე­რი­ო­დი მა­ინც მაის-ივ­ნი­სია. ამ ცხე­ლი ზა­ფხუ­ლის პი­რო­ბებ­ში ვარ­დის ყვა­ვი­ლო­ბას, თუ რამე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ჯიში არ არის, იშ­ვი­ა­თად შეხ­ვდე­ბით. ამ­ჟა­მად სწო­რედ ასეთ იშ­ვი­ათ ფაქტთან გვაქვს საქ­მე. ფა­სა­ნა­ურ­ში, კი­ლა­ძე­ე­ბის ეზო­ში სხვა­დას­ხვა ჯი­შის ვარდს ნამ­დვი­ლი ზე­ი­მი აქვთ მო­წყო­ბი­ლი - მთე­ლი ძა­ლით ყვა­ვი­ან...

მათი პატ­რო­ნი, ოჯა­ხის დი­ა­სახ­ლი­სი, მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის რე­ჟი­სო­რი ცი­ცი­ნო კო­ბი­აშ­ვი­ლია. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ქალ­ბა­ტო­ნი ცი­ცი­ნოს თე­ატ­რა­ლუ­რი ოჯა­ხის წევ­რე­ბი არი­ან - მსა­ხი­ო­ბი ქმარ-შვი­ლი - თე­მურ და ჯაბა კი­ლა­ძე­ე­ბი. თავ­და­პირ­ვე­ლი პრო­ფე­სი­ით თა­ვა­დაც მსა­ხი­ო­ბია, მა­ყუ­რე­ბელ­მა მა­სობ­რი­ვად მა­ინც სე­რი­ა­ლი­დან "შუა ქა­ლაქ­ში“ გა­იც­ნო.

  • მათ ოჯახს ძა­ლი­ან უყ­ვარს ბუ­ნე­ბა, გა­რე­მო, ზრუ­ნა­ვენ ოთხფე­ხა მე­გობ­რებ­ზეც. თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი გა­რე­მოს­თან სი­ახ­ლო­ვეს ცდი­ლობს და რო­გორც შე­უძ­ლია, მას­ზე ზრუ­ნავს. ქალ­ბა­ტონ­მა ცი­ცი­ნომ ფა­სა­ნა­უ­რის ეზო ნამ­დვილ ედე­მის ბაღს და­ამ­სგავ­სა... ამ კუ­თხით თბი­ლის­შიც აქვს გარ­კვე­უ­ლი წინსვლა.

"ფა­სა­ნა­უ­რი ჩემი დე­დამ­თი­ლის მხა­რეა, გვაქვს პა­ტა­რა სახ­ლი და ხე­ლის­გუ­ლის­ხე­ლა ეზო. დე­დამ­თი­ლი სამი წე­ლი­წა­დია, რაც გარ­და­იც­ვა­ლა... აქეთ ყოფ­ნა ხში­რად გვი­წევს, მაგ­რამ "კო­ვი­დის" დროს უფრო გა­ვაქ­ტი­ურ­დით, თა­ნაც "კო­ვი­დი“ ორ­ჯერ გა­და­ვი­ტა­ნე. პირ­ვე­ლად ცოტა სუს­ტად ვი­ყა­ვი და მე­უღ­ლემ აქეთ წა­მო­მიყ­ვა­ნა, ჰა­ერ­ზე ყოფ­ნა მო­გიხ­დე­ბაო. მე­ო­რედ "ომიკ­რონ­მა" სახ­სრებ­ზე და­მი­ტო­ვა გარ­თუ­ლე­ბა, ხე­ლის თი­თე­ბი ცო­ტა­თი ახ­ლაც მტკი­ვა, მაგ­რამ მა­ინც ვშრო­მობ, არ ვე­პუ­ე­ბი. ისე, ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში სა­კუ­თარ თავს თვი­თონ ვუშ­ვე­ლე.

მე­უღ­ლეს­თან ერ­თად

აქ რომ ჩა­მო­ვე­დით, მე­უღ­ლეს ვუ­თხა­რი, ეზოს ცო­ტას მივ­ხე­დავ-მეთ­ქი და და­ვი­წყე მცე­ნა­რე­ებ­ში გარ­კვე­ვა, რა­ღა­ცე­ბის შე­ძე­ნა, კი­თხვა. დავრგე ხე­ხი­ლის ნერ­გე­ბიც... აი­ვან­ზე ფე­რა­დი ხვი­ა­რა ვარ­დე­ბი გა­ვუშ­ვი და უნდა ნა­ხოთ, რო­გორ ლა­მა­ზად ყვა­ვი­ლობს. ვარდს მთის ჰავა უყ­ვარს, თუ მა­ინ­ცდა­მა­ინც 50 გრა­დუ­სი ყინ­ვა არ არის, სი­ცი­ვის ზამ­თარ­შიც არ ეში­ნია. ეზო­ში ცი­ცი­ნა­თე­ლე­ბი­ვით ნა­თუ­რე­ბი გვაქვს, დღის შუქ­ზე იტე­ნე­ბა, სა­ღა­მოს ინ­თე­ბა და ჩემს ყვა­ვი­ლებს უფრო ალა­მა­ზებს.

წელს გვი­ან ჩა­მო­ვე­დით, გა­ზა­ფხულ­ზე აქ ჯერ კი­დევ თოვ­ლი იყო და თან თბი­ლის­ში საქ­მე­ე­ბიც გვქონ­და. როცა ვარ­დებს გას­ხვლა, გა­სუფ­თა­ვე­ბა, შე­წამ­ვლა სჭირ­დე­ბო­და, აქ არ ვყო­ფილ­ვართ... გვი­ან გას­ხვლის მი­უ­ხე­და­ვად, ახა­ლი ტოტი ყვე­ლამ გა­მო­ი­ღო, კოკ­რე­ბი აქვს და ყვა­ვი­ლო­ბა და­ი­წყო. "კო­ვი­დის" პირ­ველ წელს ბევ­რი დავრგე და მერე ნელ-ნელა მი­ვა­მა­ტე. არაგ­ვის ნა­პი­რი­დან ფე­რა­დი ქვე­ბი ამო­ვი­ტა­ნეთ და ეზო­ში გა­ზო­ნი­ვით გა­ვა­კე­თეთ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ვარ­დის ნერ­გე­ბი რომ აღარ ეტე­ო­და, ქვე­ბი გად­მოვ­წიე და ეზოს მე­ო­თხე­დი შე­მოვ­ხა­ზეთ. რვა ძირი კი­დევ ჩავრგეთ. ეს ად­გი­ლი ჩემ­მა მე­უღ­ლემ და­მით­მო, დიდი რო­ზა­რი­უ­მი უნდა გა­ვა­კე­თო“ - გვიყ­ვე­ბა ქალ­ბა­ტო­ნი ცი­ცი­ნო. ვარ­დე­ბის გარ­და, რომ­ლის უკვე 80-ზე მეტი ნერ­გი აქვთ და ყვე­ლა სხვა­დას­ხვა, სა­ხე­ლო­ბი­თი, ფან­ტას­ტი­კუ­რი სი­ლა­მა­ზის, ასე­ვე აქვთ ორი ნე­კერ­ჩხა­ლი და ოქ­როს­ფე­რი ტუ­ი­ე­ბიც.

"მინ­და, თი­თო­ე­ულს თა­ვის სა­ხე­ლი მი­ვა­წე­რო. ბევ­რს ვცნობ, მაგ­რამ ბო­ლოს იმ­დე­ნი შე­ვი­ძი­ნე, სა­ნამ მათ და­ვი­მახ­სოვ­რებ, მი­წე­რა ჯობს. ულა­მა­ზე­სი ხვი­ა­რე­ბიც ჩა­მო­ვი­ტა­ნე, უნდა გან­ვა­ახ­ლო, რად­გან აი­ვან­ზე თეთრმა ვარ­დმა მთე­ლი ტე­რი­ტო­რი­ის ოკუ­პი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა და სა­ხუ­რავ­ზეც ავი­და. "კო­ვი­დის" პირ­ველ წელს ვი­ყი­დე და ერთხელ მოყ­ვა­ვი­ლე აღ­მოჩ­ნდა. ვარ­დე­ბი არის ერთხელ ან რამ­დენ­ჯერ­მე მოყ­ვა­ვი­ლეც და ეს უკა­ნას­კნე­ლი გვი­ან შე­მოდ­გო­მამ­დე ყვა­ვის.

ფა­სა­ნა­უ­რი პა­ტა­რაა, მაგ­რამ გა­რე­მოა ლა­მა­ზი. ტყე ახ­ლო­საა, გარ­შე­მო მთე­ბია. აი­ვან­ზე რომ გა­მოვ­დი­ვარ, ხან­და­ხან ვფიქ­რობ, ხომ არ მე­სიზ­მრე­ბა-მეთ­ქი. აქ სა­ო­ცა­რი ენერ­გე­ტი­კაა“ - აღ­ნიშ­ნავს ცი­ცი­ნო კო­ბი­აშ­ვი­ლი...

- ვარ­დი არ­ცთუ მარ­ტი­ვი მო­სავ­ლე­ლია...

- ვის­წავ­ლე, რო­გორ გავ­სხლა, რო­გორ და რით შევ­წამ­ლო, შავ­ლა­ქი­ა­ნო­ბას რით ვუშ­ვე­ლო. ხან ფო­თო­ლი უყ­ვით­ლდე­ბა, ხან მატ­ლი ჭამს. უკვე ვიცი, ამ ყვე­ლა­ფერს რო­გორ ვებ­რძო­ლო. ახლა ბა­ლა­ხის ნა­ყე­ნი მაქვს და­ყე­ნე­ბუ­ლი, მათ­თვის ფან­ტას­ტი­კუ­რი საკ­ვე­ბია. ვაგ­რო­ვებ მრა­ვალ­ძარ­ღვას, ბა­ბუ­აწ­ვე­რას, ჭინ­ჭარს, სამ­ყუ­რას, წყალს ვას­ხამ და ვა­დუ­ღებ. მერე 1 ლიტ­რი 10 ლიტრ წყალ­ში იხ­სნე­ბა. ვარ­დე­ბის ძი­რებ­ში მისი მოს­ხმა 10 დღე­ში ერთხელ სა­უ­კე­თე­სო და ბუ­ნებ­რი­ვი საკ­ვე­ბია. თუმ­ცა არის და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რო­მელ­თაც ქი­მი­უ­რი ჩა­რე­ვის გა­რე­შე ვერ მო­ე­რე­ვი და უნდა მი­ეხ­მა­რო, რათა მცე­ნა­რე არ გა­ფუჭ­დეს.

მომ­წონს ეს ყვე­ლა­ფე­რი - როცა შენი ხე­ლით გა­მოყ­ვა­ნილ, დარ­გულ და გა­ხა­რე­ბულს უყუ­რებ, რო­გორ იზ­რდე­ბა, დიდი სი­ხა­რუ­ლი და ემო­ცი­აა. მშვე­ნი­ე­რი ბოს­ტა­ნიც გვაქვს.

ბუ­ნე­ბას­თან სი­ახ­ლო­ვე, ვფიქ­რობ, ყვე­ლას­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ყვე­ლაფ­რის წა­მა­ლია. ბავ­შვე­ბი ამას პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე უნდა შე­ვაჩ­ვი­ოთ, იმა­საც, რომ ბუ­ნე­ბას უნდა გა­ვუფრ­თხილ­დეთ და სი­ცო­ცხლის გაგ­რძე­ლე­ბა­ში და­ვეხ­მა­როთ. რა აზრი აქვს ცხოვ­რე­ბას, თუ გარ­შე­მო ბუ­ნე­ბა არ იქ­ნე­ბა?! დღეს­დღე­ო­ბით კი ჩემ­თვის ვარ­დია შე­უც­ვლე­ლი მცე­ნა­რე, ვე­ლა­პა­რა­კე­ბი, ვე­ფე­რე­ბი და ყვე­ლა­ფე­რი ეს­მით.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დარეჯანი
1

მიყვარს ეს ოჯახი Ძალიან❤🌹ულამაზესია🌹წარმატებები 👏👏🌹❤

მზია
1

საყვარლები!!!!!!!

ავტორი:

"აივანზე რომ გამოვდივარ, ვფიქრობ, ხომ არ მესიზმრება-მეთქი. აქ საოცარი ენერგეტიკაა" - ჯაბა კილაძის რეჟისორი დედის მიერ გაშენებული ულამაზესი ვარდების ბაღი (ფოტოები)

"აივანზე რომ გამოვდივარ, ვფიქრობ, ხომ არ მესიზმრება-მეთქი. აქ საოცარი ენერგეტიკაა" - ჯაბა კილაძის რეჟისორი დედის მიერ გაშენებული ულამაზესი ვარდების ბაღი (ფოტოები)

როგორც ცნობილია, ვარდის აქტიური ყვავილობის პერიოდი მაინც მაის-ივნისია. ამ ცხელი ზაფხულის პირობებში ვარდის ყვავილობას, თუ რამე განსაკუთრებული ჯიში არ არის, იშვიათად შეხვდებით. ამჟამად სწორედ ასეთ იშვიათ ფაქტთან გვაქვს საქმე. ფასანაურში, კილაძეების ეზოში სხვადასხვა ჯიშის ვარდს ნამდვილი ზეიმი აქვთ მოწყობილი - მთელი ძალით ყვავიან...

მათი პატრონი, ოჯახის დიასახლისი, მარჯანიშვილის თეატრის რეჟისორი ციცინო კობიაშვილია. შეგახსენებთ, რომ ქალბატონი ციცინოს თეატრალური ოჯახის წევრები არიან - მსახიობი ქმარ-შვილი - თემურ და ჯაბა კილაძეები. თავდაპირველი პროფესიით თავადაც მსახიობია, მაყურებელმა მასობრივად მაინც სერიალიდან "შუა ქალაქში“ გაიცნო.

  • მათ ოჯახს ძალიან უყვარს ბუნება, გარემო, ზრუნავენ ოთხფეხა მეგობრებზეც. თითოეული მათგანი გარემოსთან სიახლოვეს ცდილობს და როგორც შეუძლია, მასზე ზრუნავს. ქალბატონმა ციცინომ ფასანაურის ეზო ნამდვილ ედემის ბაღს დაამსგავსა... ამ კუთხით თბილისშიც აქვს გარკვეული წინსვლა.

"ფასანაური ჩემი დედამთილის მხარეა, გვაქვს პატარა სახლი და ხელისგულისხელა ეზო. დედამთილი სამი წელიწადია, რაც გარდაიცვალა... აქეთ ყოფნა ხშირად გვიწევს, მაგრამ "კოვიდის" დროს უფრო გავაქტიურდით, თანაც "კოვიდი“ ორჯერ გადავიტანე. პირველად ცოტა სუსტად ვიყავი და მეუღლემ აქეთ წამომიყვანა, ჰაერზე ყოფნა მოგიხდებაო. მეორედ "ომიკრონმა" სახსრებზე დამიტოვა გართულება, ხელის თითები ცოტათი ახლაც მტკივა, მაგრამ მაინც ვშრომობ, არ ვეპუები. ისე, ორივე შემთხვევაში საკუთარ თავს თვითონ ვუშველე.

მეუღლესთან ერთად

აქ რომ ჩამოვედით, მეუღლეს ვუთხარი, ეზოს ცოტას მივხედავ-მეთქი და დავიწყე მცენარეებში გარკვევა, რაღაცების შეძენა, კითხვა. დავრგე ხეხილის ნერგებიც... აივანზე ფერადი ხვიარა ვარდები გავუშვი და უნდა ნახოთ, როგორ ლამაზად ყვავილობს. ვარდს მთის ჰავა უყვარს, თუ მაინცდამაინც 50 გრადუსი ყინვა არ არის, სიცივის ზამთარშიც არ ეშინია. ეზოში ციცინათელებივით ნათურები გვაქვს, დღის შუქზე იტენება, საღამოს ინთება და ჩემს ყვავილებს უფრო ალამაზებს.

წელს გვიან ჩამოვედით, გაზაფხულზე აქ ჯერ კიდევ თოვლი იყო და თან თბილისში საქმეებიც გვქონდა. როცა ვარდებს გასხვლა, გასუფთავება, შეწამვლა სჭირდებოდა, აქ არ ვყოფილვართ... გვიან გასხვლის მიუხედავად, ახალი ტოტი ყველამ გამოიღო, კოკრები აქვს და ყვავილობა დაიწყო. "კოვიდის" პირველ წელს ბევრი დავრგე და მერე ნელ-ნელა მივამატე. არაგვის ნაპირიდან ფერადი ქვები ამოვიტანეთ და ეზოში გაზონივით გავაკეთეთ. მოგვიანებით ვარდის ნერგები რომ აღარ ეტეოდა, ქვები გადმოვწიე და ეზოს მეოთხედი შემოვხაზეთ. რვა ძირი კიდევ ჩავრგეთ. ეს ადგილი ჩემმა მეუღლემ დამითმო, დიდი როზარიუმი უნდა გავაკეთო“ - გვიყვება ქალბატონი ციცინო. ვარდების გარდა, რომლის უკვე 80-ზე მეტი ნერგი აქვთ და ყველა სხვადასხვა, სახელობითი, ფანტასტიკური სილამაზის, ასევე აქვთ ორი ნეკერჩხალი და ოქროსფერი ტუიებიც.

"მინდა, თითოეულს თავის სახელი მივაწერო. ბევრს ვცნობ, მაგრამ ბოლოს იმდენი შევიძინე, სანამ მათ დავიმახსოვრებ, მიწერა ჯობს. ულამაზესი ხვიარებიც ჩამოვიტანე, უნდა განვაახლო, რადგან აივანზე თეთრმა ვარდმა მთელი ტერიტორიის ოკუპირება მოახდინა და სახურავზეც ავიდა. "კოვიდის" პირველ წელს ვიყიდე და ერთხელ მოყვავილე აღმოჩნდა. ვარდები არის ერთხელ ან რამდენჯერმე მოყვავილეც და ეს უკანასკნელი გვიან შემოდგომამდე ყვავის.

ფასანაური პატარაა, მაგრამ გარემოა ლამაზი. ტყე ახლოსაა, გარშემო მთებია. აივანზე რომ გამოვდივარ, ხანდახან ვფიქრობ, ხომ არ მესიზმრება-მეთქი. აქ საოცარი ენერგეტიკაა“ - აღნიშნავს ციცინო კობიაშვილი...

- ვარდი არცთუ მარტივი მოსავლელია...

- ვისწავლე, როგორ გავსხლა, როგორ და რით შევწამლო, შავლაქიანობას რით ვუშველო. ხან ფოთოლი უყვითლდება, ხან მატლი ჭამს. უკვე ვიცი, ამ ყველაფერს როგორ ვებრძოლო. ახლა ბალახის ნაყენი მაქვს დაყენებული, მათთვის ფანტასტიკური საკვებია. ვაგროვებ მრავალძარღვას, ბაბუაწვერას, ჭინჭარს, სამყურას, წყალს ვასხამ და ვადუღებ. მერე 1 ლიტრი 10 ლიტრ წყალში იხსნება. ვარდების ძირებში მისი მოსხმა 10 დღეში ერთხელ საუკეთესო და ბუნებრივი საკვებია. თუმცა არის დაავადებები, რომელთაც ქიმიური ჩარევის გარეშე ვერ მოერევი და უნდა მიეხმარო, რათა მცენარე არ გაფუჭდეს.

მომწონს ეს ყველაფერი - როცა შენი ხელით გამოყვანილ, დარგულ და გახარებულს უყურებ, როგორ იზრდება, დიდი სიხარული და ემოციაა. მშვენიერი ბოსტანიც გვაქვს.

ბუნებასთან სიახლოვე, ვფიქრობ, ყველასთვის მნიშვნელოვანია. ყველაფრის წამალია. ბავშვები ამას პატარაობიდანვე უნდა შევაჩვიოთ, იმასაც, რომ ბუნებას უნდა გავუფრთხილდეთ და სიცოცხლის გაგრძელებაში დავეხმაროთ. რა აზრი აქვს ცხოვრებას, თუ გარშემო ბუნება არ იქნება?! დღესდღეობით კი ჩემთვის ვარდია შეუცვლელი მცენარე, ველაპარაკები, ვეფერები და ყველაფერი ესმით.