მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახალგაზრდებო, ვიღაცის მონები არ იყოთ, ფულს არ უყუროთ, ეს რუსი იქნება, ევროპელი, ჩინელი, ამერიკელი თუ ნებისმიერი - პავლიკა მოროზოვებად არ უნდა იქცეთ" - მეუფე იაკობი
"ახალგაზრდებო, ვიღაცის მონები არ იყოთ, ფულს არ უყუროთ, ეს რუსი იქნება, ევროპელი, ჩინელი, ამერიკელი თუ ნებისმიერი - პავლიკა მოროზოვებად არ უნდა იქცეთ" - მეუფე იაკობი

ახალ­გაზ­რდე­ბო, იზ­რდე­ბით და ვი­ღა­ცის მო­ნე­ბი არ იყოთ, ფულს არ უყუ­როთ, რომ ვი­ღაც მეტს მოგ­ცემთ, ეს რუსი იქ­ნე­ბა, ევ­რო­პე­ლი თუ სხვა, ჩი­ნე­ლი, ამე­რი­კე­ლი, თურ­ქი თუ ნე­ბის­მი­ე­რი, - ასე მი­მარ­თა ბოდ­ბელ­მა მთა­ვა­რე­პის­კო­პოს­მა, მე­უ­ფე ია­კობ­მა ქა­და­გე­ბი­სას ახალ­გაზ­რდებს.

მან სა­ზღვარ­გა­რეთ წას­ვლა­სა და უცხო­ე­თის მხრი­დან დახ­მა­რე­ბა­ზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ახალ­გაზ­რდე­ბი "პავ­ლი­კა მო­რო­ზო­ვე­ბად“ არ უნდა იქ­ცნენ.

"ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ავა­შე­ნოთ ძლი­ე­რი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, თა­ვი­სუფ­ლე­ბის ღირ­სე­ბით სავ­სე. ისე, რომ ჩვე­ნი ღირ­სე­ბა და­ი­ნა­ხონ და "პავ­ლი­კა მო­რო­ზო­ვე­ბად“ არ გვი­ყუ­რონ. ჩემ­თვის ისი­ნი, ვინც უცხო­ეთ­ში დარ­ბი­ან, სხვა შო­რის, სა­ხე­ლებ­საც მე­უბ­ნე­ბი­ან, ამე­რი­კე­ლე­ბი არი­ან თუ ევ­რო­პე­ლე­ბი, სა­მარ­ცხვი­ნოდ რომ იქ­ცე­ვი­ან ჩვე­ნე­ბი, პავ­ლი­კა მო­რო­ზო­ვი იცით, რომ იდე­ო­ლო­გი­ის მსხვერ­პლი იყო და ესე­ნიც რა­ღაც იდე­ო­ლო­გი­ის მსხვერ­პლი არი­ან“,- აღ­ნიშ­ნა მე­უ­ფე ია­კობ­მა.

მისი თქმით, როცა უცხო­ე­ლი ხე­დავს, რომ და­სახ­მა­რებ­ლად მას­თან გარ­ბი­ხარ, ის სხვაგ­ვა­რად გი­ყუ­რებს.

"შენს ქვე­ყა­ნა­ში არ გინ­და, რომ შენ გა­და­წყვი­ტო, მი­დი­ხარ და ეუბ­ნე­ბი, მოდი, და­მეხ­მა­რე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­ვი­დეო. დე­მოკ­რა­ტი­ის შუ­ქუ­რა ვიქ­ნე­ბი, ის ვიქ­ნე­ბი და ეს ვიქ­ნე­ბიო, რო­გორ შეგ­ხე­დავს ის? რა თქმა უნდა, შა­ქარ­ყი­ნულ­საც გაჭ­მევს, სხვა რა­ღა­ცას გა­მო­გი­წო­დებს, ფუ­ლი­თაც და­გა­ფი­ნან­სებს, მაგ­რამ ვინ ხარ მის­თვის? რაც საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში "პავ­ლი­კა მო­რო­ზო­ვი“ იყო, იცო­დეთ, რომ უცხო­ე­ლე­ბის­თვის აბ­სო­ლუ­ტუ­რად იგი­ვე ხართ. თქვე­ნი ბრა­ლი არ არის, ასე რომ იქ­ცე­ვით. სა­ქარ­თვე­ლო­ში არის 2 კა­ტე­გო­რი­ის ადა­მი­ა­ნი, ბევ­რად მცი­რე არი­ან ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­ნე­ბი არი­ან და ვი­თომ სხვე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის იბ­რძვი­ან. შენ თუ თა­ვი­სუფ­ლე­ბის და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ფასი იცი, ვინ ეკი­თხე­ბა უცხო­ელს რომ მი­თხრას, "ასე და ისე“ იცხოვ­რეო. მან რო­გორ უნდა მი­თხრას, ვინც თვი­თონ ვერ ცხოვ­რობს? რო­მე­ლი ქვე­ყა­ნაა წელ­ში გა­მარ­თუ­ლი? თუმ­ცა, მათ­შიც შე­იძ­ლე­ბა არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თო. ქარ­თვე­ლე­ბი ისე ვართ, ღმერ­თის გარ­და პატ­რო­ნი არა­ვინ გვყავს“, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ია­კობ­მა.

რო­გორც მან ქა­და­გე­ბი­სას აღ­ნიშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლო აუ­ცი­ლებ­ლად და­იბ­რუ­ნებს იმას, რაც რუ­სეთ­მა ძა­ლით წა­არ­თვა. მე­უ­ფე ია­კობ­მა, ასე­ვე, სიც­რუე უწო­და ბრალ­დე­ბებს, თით­ქოს რუ­სეთს უჭერს მხარს.

"არა­ვის მო­ვახ­დე­ვი­ნებთ შიგ­ნით არე­უ­ლო­ბას, საკ­მა­ოდ დიდი ძალა გვაქვს. იმ დღეს ვქა­და­გებ­დი, გა­მო­დი­ან უსინ­დი­სოდ და ამ­ბო­ბენ, რუ­სეთს უჭერს მხარ­სო. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა რუ­სეთს მხა­რი და­ვუ­ჭი­რო? თან ამას ლა­პა­რა­კო­ბენ ის ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი, ვინც დღე­საც რუ­სულ ფულს იღე­ბენ. თა­ვი­დან­ვე ზო­გი­ერ­თი რუ­სის აგენ­ტი იყო, ვინც დღეს იმ ტე­ლე­ვი­ზი­ებ­შია. თუ ძა­ლი­ან და­ა­ინ­ტე­რე­სებთ, შე­მიძ­ლია ხმა­მაღ­ლა ვამ­ხი­ლო. არ ვურ­ჩევ, რომ ასეთ რა­მე­ში დაგ­ვი­პი­რის­პირ­დნენ. ჩემ­თვის არა­ფერს წარ­მო­ად­გენს ევ­რო­პი­დან მე­ტყვი­ან, ამე­რი­კი­დან, რუ­სე­თი­დან თუ აქ მე­ტყვის ვი­ღაც, რას ამ­ბობ მას­ზეო. წე­სი­ე­რად მო­იქ­ცნენ და არა­ვის­ზე არა­ფერს ვი­ტყვი. შე­მი­ტე­ვენ და თვი­თონ და­მარ­ცხდე­ბი­ან“, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ია­კობ­მა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Გი
0

Ეს კიდევ ავტომატისკენ იყურება ხო?

გიორგი
0

ეჰ, სხვისი შეგინება ადვილია. თავად კი მართლა პავლიკა მოროზოვი იყო. ეს მხედრიონელი ავტომატით ხელში ებრძოდა ქართველ ერს რუსების მხარდამხარ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ახალგაზრდებო, ვიღაცის მონები არ იყოთ, ფულს არ უყუროთ, ეს რუსი იქნება, ევროპელი, ჩინელი, ამერიკელი თუ ნებისმიერი - პავლიკა მოროზოვებად არ უნდა იქცეთ" - მეუფე იაკობი

"ახალგაზრდებო, ვიღაცის მონები არ იყოთ, ფულს არ უყუროთ, ეს რუსი იქნება, ევროპელი, ჩინელი, ამერიკელი თუ ნებისმიერი - პავლიკა მოროზოვებად არ უნდა იქცეთ" - მეუფე იაკობი

ახალგაზრდებო, იზრდებით და ვიღაცის მონები არ იყოთ, ფულს არ უყუროთ, რომ ვიღაც მეტს მოგცემთ, ეს რუსი იქნება, ევროპელი თუ სხვა, ჩინელი, ამერიკელი, თურქი თუ ნებისმიერი, - ასე მიმართა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას ახალგაზრდებს.

მან საზღვარგარეთ წასვლასა და უცხოეთის მხრიდან დახმარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდები "პავლიკა მოროზოვებად“ არ უნდა იქცნენ.

"ჩვენი ქვეყანა ავაშენოთ ძლიერი, დამოუკიდებელი, თავისუფლების ღირსებით სავსე. ისე, რომ ჩვენი ღირსება დაინახონ და "პავლიკა მოროზოვებად“ არ გვიყურონ. ჩემთვის ისინი, ვინც უცხოეთში დარბიან, სხვა შორის, სახელებსაც მეუბნებიან, ამერიკელები არიან თუ ევროპელები, სამარცხვინოდ რომ იქცევიან ჩვენები, პავლიკა მოროზოვი იცით, რომ იდეოლოგიის მსხვერპლი იყო და ესენიც რაღაც იდეოლოგიის მსხვერპლი არიან“,- აღნიშნა მეუფე იაკობმა.

მისი თქმით, როცა უცხოელი ხედავს, რომ დასახმარებლად მასთან გარბიხარ, ის სხვაგვარად გიყურებს.

"შენს ქვეყანაში არ გინდა, რომ შენ გადაწყვიტო, მიდიხარ და ეუბნები, მოდი, დამეხმარე ხელისუფლებაში მოვიდეო. დემოკრატიის შუქურა ვიქნები, ის ვიქნები და ეს ვიქნებიო, როგორ შეგხედავს ის? რა თქმა უნდა, შაქარყინულსაც გაჭმევს, სხვა რაღაცას გამოგიწოდებს, ფულითაც დაგაფინანსებს, მაგრამ ვინ ხარ მისთვის? რაც საბჭოთა კავშირში "პავლიკა მოროზოვი“ იყო, იცოდეთ, რომ უცხოელებისთვის აბსოლუტურად იგივე ხართ. თქვენი ბრალი არ არის, ასე რომ იქცევით. საქართველოში არის 2 კატეგორიის ადამიანი, ბევრად მცირე არიან ის ადამიანები, რომლებიც მონები არიან და ვითომ სხვების თავისუფლებისთვის იბრძვიან. შენ თუ თავისუფლების და დამოუკიდებლობის ფასი იცი, ვინ ეკითხება უცხოელს რომ მითხრას, "ასე და ისე“ იცხოვრეო. მან როგორ უნდა მითხრას, ვინც თვითონ ვერ ცხოვრობს? რომელი ქვეყანაა წელში გამართული? თუმცა, მათშიც შეიძლება არჩევანი გააკეთო. ქართველები ისე ვართ, ღმერთის გარდა პატრონი არავინ გვყავს“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

როგორც მან ქადაგებისას აღნიშნა, საქართველო აუცილებლად დაიბრუნებს იმას, რაც რუსეთმა ძალით წაართვა. მეუფე იაკობმა, ასევე, სიცრუე უწოდა ბრალდებებს, თითქოს რუსეთს უჭერს მხარს.

"არავის მოვახდევინებთ შიგნით არეულობას, საკმაოდ დიდი ძალა გვაქვს. იმ დღეს ვქადაგებდი, გამოდიან უსინდისოდ და ამბობენ, რუსეთს უჭერს მხარსო. როგორ შეიძლება რუსეთს მხარი დავუჭირო? თან ამას ლაპარაკობენ ის ტელევიზიები, ვინც დღესაც რუსულ ფულს იღებენ. თავიდანვე ზოგიერთი რუსის აგენტი იყო, ვინც დღეს იმ ტელევიზიებშია. თუ ძალიან დააინტერესებთ, შემიძლია ხმამაღლა ვამხილო. არ ვურჩევ, რომ ასეთ რამეში დაგვიპირისპირდნენ. ჩემთვის არაფერს წარმოადგენს ევროპიდან მეტყვიან, ამერიკიდან, რუსეთიდან თუ აქ მეტყვის ვიღაც, რას ამბობ მასზეო. წესიერად მოიქცნენ და არავისზე არაფერს ვიტყვი. შემიტევენ და თვითონ დამარცხდებიან“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.