პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მამა თოჯინით - ეს კადრი თვალებიდან არ ამომდის. ამბობენ, თურმე ითხოვდა, მომკალით თუ შეგიძლიათ, თავი რომ მოვიკლა, ჩემს შვილებს ვერ შევხვდებიო" - მამა შალვა კეკელია
"მამა თოჯინით - ეს კადრი თვალებიდან არ ამომდის. ამბობენ, თურმე ითხოვდა, მომკალით თუ შეგიძლიათ, თავი რომ მოვიკლა, ჩემს შვილებს ვერ შევხვდებიო" - მამა შალვა კეკელია

შო­ვის ტრა­გე­დი­ამ ცხოვ­რე­ბა­ზე მე­ტად დაგ­ვა­ფიქ­რა. არ მე­გუ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი, ვინც გულ­თან არ მი­ი­ტა­ნა ეს სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დია. გა­უ­საძ­ლი­სია ოჯა­ხის წევ­რის და­ღუპ­ვით გა­მოწ­ვე­უ­ლი ტკი­ვი­ლი. ძნე­ლია მათ რა­ი­მე სა­ნუ­გე­შო უთხრა. რო­გორ უნდა მო­ა­ხერ­ხონ ამ ტკი­ვილ­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბა, რო­გორ უნდა გაძ­ლი­ერ­დნენ სუ­ლი­ე­რად სა­სო­წარ­კვე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, ამ და ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო სა­კი­თხზე დე­კა­ნო­ზი შალ­ვა კე­კე­ლია გვე­სა­უბ­რე­ბა.

- მამა შალ­ვა, ამ ტკი­ვილ­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბა რო­გორ უნდა ის­წავ­ლონ მათ, ვინც ოჯა­ხის წევ­რი და­კარ­გა.

- ყვე­ლა ოჯახს ვუ­სამ­ძიმ­რებ ამ სა­ში­ნელ ტრა­გე­დი­ას. დღე არ გა­დის, ამ უბე­დუ­რე­ბა­ზე არ ვი­ფიქ­რო. იმ ოჯა­ხე­ბის ტკი­ვი­ლი ჩემი ტკი­ვი­ლიც არის. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რამ მოხ­და. გინ­და ახ­სნა მო­უ­ძებ­ნო და ვერ ხსნი, რა­ტომ, რის­თვის, ღმერ­თი რა­ტომ უშ­ვებს ამას - ამა­ზე ზოგ­ჯერ პა­სუ­ხე­ბი არ გვაქვს ხოლ­მე. ხში­რად მი­წევს შვილ­გარ­დაც­ვლილ მშობ­ლებ­თან მის­ვლა და ძა­ლი­ან რთუ­ლია, რა უნდა უთხრა ადა­მი­ანს. ზოგს ერ­თა­დერ­თი შვი­ლი ჰყავ­და და ისიც აღარ ჰყავს. ღმერ­თმა ყვე­ლა და­ი­ფა­როს ამ ტკი­ვი­ლის­გან. როცა შვილ­გარ­დაც­ვლილ მშობ­ლებ­თან მივ­დი­ვარ, ერთ რა­მეს ვე­უბ­ნე­ბი, რაც მათ შე­ემ­თხვათ, ეს ტკი­ვი­ლი არას­დროს გაქ­რე­ბა. დრო არაფ­რის მკურ­ნა­ლი არ არის, უბ­რა­ლოდ, ვსწავ­ლობთ ამ ტკი­ვილ­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბას.

ყვე­ლას გვახ­სოვს ვა­კის პარკში და­ღუ­პუ­ლი ულა­მა­ზე­სი მა­რი­ტა. მისი მშობ­ლე­ბი, ანი და დათო, ჩვენს ტა­ძარ­ში და­დი­ან. იმ ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ მათ ერთი მსა­ხუ­რე­ბა არ გა­უც­დე­ნი­ათ. ანი და დათო სა­ო­ცა­რი მა­გა­ლი­თია იმი­სა, რო­გორ უნდა გა­უძ­ლო ასეთ ტკი­ვილს. გი­ღი­მი­ან, აქეთ გაძ­ლე­ვენ მა­გა­ლითს. ჩვე­ნი მრევ­ლის ერთ წევ­რს კი, სო­ფოს, შვი­ლი, 19 წლის ნი­კო­ლო­ზი გარ­და­ეც­ვა­ლა და ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო. მას გა­ვა­ცა­ნი მა­რი­ტას დედა. ანიმ ისე თბი­ლად მი­ი­ღო სოფო, ისე ესა­უბ­რა, რომ მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის შემ­დგომ სხვა­ნა­ი­რი სოფო და­ვი­ნა­ხე... მა­რი­ტას მშობ­ლებ­მა და­ი­ჯე­რეს ერთი რამ, რომ მათი შვი­ლი ცო­ცხა­ლია, რომ ახლა ის ღვთის წი­ნა­შეა, ღმერ­თთან. სწო­რედ ეს ეხ­მა­რე­ბა მათ. მა­რი­ტას და­ღუპ­ვის ტკი­ვილ­თან ერ­თად სა­ო­ცა­რი სუ­ლი­ე­რი სი­ხა­რუ­ლი აქვთ. ღმერ­თშია ეს სი­ხა­რუ­ლი. რამ­დე­ნი­მე დღის წინ ბიჭი და­ი­ღუ­პა ბა­თუმ­ში, 22 წლის ახალ­გაზ­რდას სკუ­ტერ­მა გა­და­უ­ა­რა. მის ოჯახ­შიც მი­ვე­დი. დედა უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. პა­ნაშ­ვი­დი რომ გა­და­ვი­ხა­დეთ, აი­ვან­ზე გა­ვე­დით, ვსა­უბ­რობ­დით სუ­ლის მა­რა­დი­უ­ლო­ბა­ზე და ამ სა­უბ­რის დროს ღვთის მად­ლი შე­ე­ხო დე­დას, თით­ქოს წა­მი­ე­რად დამ­შვიდ­და, გა­ი­ღი­მა კი­დეც და სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­უკ­ვირ­და, მი­თხრა, მა­მაო, რა­ღაც­ნა­ი­რი გრძნო­ბა და­მე­უფ­ლა ამ­წუ­თას, ბედ­ნი­ე­რი ვარ და ვერ ვხვდე­ბი, რა­ტომ. შვი­ლი მე­ო­რე ოთახ­ში მი­წევს გარ­დაც­ვლი­ლი და მე ასე­თი გან­ცდა რა­ტომ მაქ­ვსო. ვუ­თხა­რი, სუ­ლიწ­მინ­დის მად­ლი შე­გე­ხო. ღვთის მად­ლმა გა­გა­აზ­რე­ბი­ნა, სად არის ახლა შენი შვი­ლი, სუ­ლის სი­ხა­რუ­ლი შე­მო­ვი­და შენ­ში-მეთ­ქი. ასე­თი შემ­თხვე­ვა ბევ­რი მქო­ნია, როცა დიდ ტრა­გე­დი­ებ­თან ერ­თად, დიდი სი­ხა­რუ­ლი, ღვთის წყა­ლო­ბა შე­დის ადა­მი­ან­ში. ყვე­ლას, ვი­საც ახ­ლო­ბე­ლი გარ­და­ეც­ვლე­ბა, ვე­უბ­ნე­ბი, რომ ხორ­ცი­ე­ლი თვა­ლით არ უნდა შევ­ხე­დოთ ამას. მას ხორ­ცი­ე­ლად ვე­რა­სო­დეს ვნა­ხავთ, ჩვე­ნი მო­ნატ­რე­ბა უსა­ზღვროა. ერ­თა­დერ­თი, რი­თაც ჩვენს მიც­ვა­ლე­ბუ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას ვა­ხერ­ხებთ, სუ­ლი­ე­რი ურ­თი­ერ­თო­ბაა. ეს რომ მო­ა­ხერ­ხო, უნდა გა­ი­აზ­რო, რომ ის შენ­თან არის სუ­ლი­ე­რად, მა­რა­დი­უ­ლად.

- შოვ­ში მამა თო­ჯი­ნით ხელ­ში რამ­დე­ნი­მე დღე ეძებ­და ოჯა­ხის წევ­რებს, მაშ­ვე­ლებ­თან ერ­თად მი­წა­ში იჩიჩ­ქნე­ბო­და და ასე იპო­ვა მე­უღ­ლე და სამი შვი­ლი. სუ­ლის­შემ­ძვრე­ლია დუ­დაშ­ვი­ლე­ბის ტრა­გე­დია, ამ ტრა­გე­დი­ას შე­წი­რულ­თა ამ­ბა­ვი, მათ ოჯა­ხებს რას ეტყვით?

- მამა თო­ჯი­ნით - ეს კად­რი თვა­ლე­ბი­დან არ ამომ­დის. ამ­ბო­ბენ, თურ­მე ითხოვ­და, მომ­კა­ლით თუ შე­გიძ­ლი­ათ, თავი რომ მო­ვიკ­ლა, ჩემს შვი­ლებს ვერ შევ­ხვდე­ბი და და­მეხ­მა­რე­თო. მას ცხოვ­რე­ბა აღარ შე­უძ­ლია, მე­უღ­ლე და სამი შვი­ლი აღარ ჰყავს. ამას პა­სუ­ხი არა აქვს, რო­გორ უნდა გა­აგ­რძე­ლოს ცხოვ­რე­ბა, მაგ­რამ თუ ამას შევ­ხე­დავთ სუ­ლი­ე­რად, გარ­დაც­ვლი­ლე­ბი იქით სამ­ყა­რო­ში ელო­დე­ბი­ან, იმი­ტომ რომ მათი სუ­ლე­ბი ცო­ცხა­ლია. ისი­ნი მა­რა­დი­ულ სამ­ყო­ფელ­ში გა­და­ვიდ­ნენ. ჩვენ ქარ­თვე­ლებს გვაქვს ასე­თი სი­ტყვა "გარ­და­იც­ვა­ლა" ანუ მდგო­მა­რე­ო­ბა შე­იც­ვა­ლა. ლოც­ვებ­ში ვკი­თხუ­ლობთ: "წმი­და­თა თანა გა­ნუს­ვე­ნე ქრის­ტე, სულ­სა მო­ნი­სა (მხევ­ლი­სა) შე­ნი­სა­სა, სადა იგი არა არს ჭირი, მწუ­ხა­რე­ბა, არა ურვა, არცა სულთქმა, არა­მედ სი­ხა­რუ­ლი და ცხოვ­რე­ბა იგი და­უს­რუ­ლე­ბე­ლი" - ანუ ამ­ქვეყ­ნი­უ­რი მისი მოღ­ვა­წე­ო­ბა დას­რულ­და და მა­რა­დი­ულ ცხოვ­რე­ბას შე­უ­ერ­თდა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ისი­ნი ღვთის წი­ნა­შე არი­ან, იქ, სა­დაც წმინ­და­ნე­ბი არი­ან, სა­დაც მარ­თა­ლი სუ­ლე­ბი გა­ნის­ვე­ნე­ბენ. აქ დარ­ჩე­ნილ­მაც ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ა­კე­თოს, რათა იქ მოხ­ვდეს, სა­დაც მისი შვი­ლე­ბი არი­ან. ამის­თვის ბევ­რი უნდა იღ­ვა­წოს სუ­ლი­ე­რად, ამ ტკი­ვილ­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბა უნდა ის­წავ­ლოს, რაც ძა­ლი­ან რთუ­ლია, მაგ­რამ ამ ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად არის ღვთის დიდი ნუ­გე­ში... მა­ცხო­ვა­რი ჯვარ­ზე გა­აკ­რეს და დღე­საც ვი­მე­ტებთ მას ჯვარ­ცმის­თვის, როცა ვცო­დავთ, ვმრუ­შობთ, ვი­კე­თებთ ნარ­კო­ტიკს, ვლო­თობთ, ერ­თმა­ნეთს ვე­ქიშ­პე­ბით, უსიყ­ვა­რუ­ლო­ბა­ში ვართ. ეს ყვე­ლა ცოდ­ვა მა­ცხოვ­რის ხელ­მე­ო­რედ ჯვარ­ცმაა. როცა არ ვლო­ცუ­ლობთ, არ ვმარ­ხუ­ლობთ, გა­თე­ნე­ბუ­ლი დღის გამო ღვთი­სად­მი მად­ლი­ე­რე­ბა არ გაგ­ვაჩ­ნია, ესეც ღვთის გა­მე­ტე­ბას ნიშ­ნავს. როცა მა­ცხო­ვა­რი ჯვარ­ზე გა­აკ­რეს, მის დე­დას, ღვთის­მშო­ბელს, ყვე­ლა­ზე მე­ტად ეტ­კი­ნა. როცა ჯვარ­ცმულ მა­ცხო­ვარს უყუ­რებ­და, გულ­ნაწ­ლა­ვი ეწ­ვო­და, მთე­ლი სხე­უ­ლი ჩამ­წვა­რი ჰქონ­და. ხში­რად და­მის­ვამს მეც კი­თხვა, ხომ შე­ეძ­ლო ყოვ­ლის­შემ­ძლე ღმერ­თს მისი დე­დის­თვის ეს ტკი­ვი­ლი აე­რი­დე­ბი­ნა, ამ ტკი­ვი­ლამ­დე ერთი კვი­რით ადრე გა­ეყ­ვა­ნა, მაგ­რამ დედა ღვთის­მშო­ბე­ლი ხომ შვილ­გარ­დაც­ვლი­ლი დე­დაა. დე­და­მი­წა­ზე არ მე­გუ­ლე­ბა მის­თა­ნა დედა და არ მე­გუ­ლე­ბა დე­და­მი­წა­ზე მა­ცხოვ­რის­თა­ნა შვი­ლი. ღმერ­თმა და­უშ­ვა ეს, რად­გან იცო­და, რომ ადა­მი­ა­ნებს ასე­თი დიდი ტკი­ვი­ლე­ბი შეხ­ვდე­ბო­დათ ცხოვ­რე­ბა­ში და შვილ­გარ­დაც­ვლი­ლი დე­დე­ბის­თვის დიდი ნუ­გე­ში იქ­ნე­ბო­და ღვთის­მშო­ბე­ლი. ადა­მი­ა­ნებს ვურ­ჩევ ღმერ­თს და­უ­კავ­ში­რონ თა­ვი­ან­თი ცხოვ­რე­ბა და თუ ამას შეძ­ლე­ბენ, მათი ცხოვ­რე­ბა სხვა­ნა­ი­რად წა­რი­მარ­თე­ბა. ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად შევ­ხვდე­ბით ჩვენს გარ­დაც­ვლი­ლებს. ეს იქ­ნე­ბა მცი­რე და­შო­რე­ბა.

- მა­მაო, თქვენ პი­რა­დად გაქვთ გან­ცდი­ლი ეს ტკი­ვი­ლი, რად­გან შვი­ლი და­გე­ღუ­პათ.

- მე სამი შვი­ლი დე­და­მი­წა­ზე მყავს, ერთი - ღმერ­თთან. შეგ­რძნე­ბე­ბის დო­ნე­ზე იო­ა­ნეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ერთი დღი­თაც არ შე­მი­წყვე­ტია. რო­გორც ჩემს სამ შვილ­თან ვმე­გობ­რობ, ძა­ლი­ან მიყ­ვარს ისი­ნი, იმა­ზე მეტი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს იო­ა­ნეს­თან. ჩემ­მა შვილ­მა ცხოვ­რე­ბა მას­წავ­ლა, მის ან­გე­ლოზ­თან ყო­ველ­თვის მაქვს შე­ხე­ბა. წა­ი­კი­თხეთ სტა­ტია სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
adk
2

წარმოიდგენელი ტრაგედიაა, როგორ უნდა შეეგუოს ამას ადამიანი ? უსამართლოა ცხოვრება((( რა დააშავეს ამ ბავშვებმა და ამ ბიჭმა როგორ უნდა გააგრძელის ცხოვრება? ნეტავ არ გარეკოს(((

R
2

ერთი, მხოლოდ ერთი შვილი მაინც გადარჩენილიყო ოჯახებიდან რომ მათ სიცოცხლეს აზრი ჰქონოდა. ისე მტკივა ხალხო ისე მტკივა მინდა ვიღრიალო, ვტირი ჩუმად, სულ ჩაფიქრებული ვარ ამ დარდით, 33 წლის გოგოს არაფერი მიხარია. მე სრულიად უცხო ვტირი და ოჯახის წევრების ტკივილს ვერ გავიზიარებთ . ასე რომ ვიფიქრო მე შევიშლები. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"მამა თოჯინით - ეს კადრი თვალებიდან არ ამომდის. ამბობენ, თურმე ითხოვდა, მომკალით თუ შეგიძლიათ, თავი რომ მოვიკლა, ჩემს შვილებს ვერ შევხვდებიო" - მამა შალვა კეკელია

"მამა თოჯინით - ეს კადრი თვალებიდან არ ამომდის. ამბობენ, თურმე ითხოვდა, მომკალით თუ შეგიძლიათ, თავი რომ მოვიკლა, ჩემს შვილებს ვერ შევხვდებიო" - მამა შალვა კეკელია

შოვის ტრაგედიამ ცხოვრებაზე მეტად დაგვაფიქრა. არ მეგულება ადამიანი, ვინც გულთან არ მიიტანა ეს საშინელი ტრაგედია. გაუსაძლისია ოჯახის წევრის დაღუპვით გამოწვეული ტკივილი. ძნელია მათ რაიმე სანუგეშო უთხრა. როგორ უნდა მოახერხონ ამ ტკივილთან ერთად ცხოვრება, როგორ უნდა გაძლიერდნენ სულიერად სასოწარკვეთილი ადამიანები, ამ და ბევრ საინტერესო საკითხზე დეკანოზი შალვა კეკელია გვესაუბრება.

- მამა შალვა, ამ ტკივილთან ერთად ცხოვრება როგორ უნდა ისწავლონ მათ, ვინც ოჯახის წევრი დაკარგა.

- ყველა ოჯახს ვუსამძიმრებ ამ საშინელ ტრაგედიას. დღე არ გადის, ამ უბედურებაზე არ ვიფიქრო. იმ ოჯახების ტკივილი ჩემი ტკივილიც არის. წარმოუდგენელი რამ მოხდა. გინდა ახსნა მოუძებნო და ვერ ხსნი, რატომ, რისთვის, ღმერთი რატომ უშვებს ამას - ამაზე ზოგჯერ პასუხები არ გვაქვს ხოლმე. ხშირად მიწევს შვილგარდაცვლილ მშობლებთან მისვლა და ძალიან რთულია, რა უნდა უთხრა ადამიანს. ზოგს ერთადერთი შვილი ჰყავდა და ისიც აღარ ჰყავს. ღმერთმა ყველა დაიფაროს ამ ტკივილისგან. როცა შვილგარდაცვლილ მშობლებთან მივდივარ, ერთ რამეს ვეუბნები, რაც მათ შეემთხვათ, ეს ტკივილი არასდროს გაქრება. დრო არაფრის მკურნალი არ არის, უბრალოდ, ვსწავლობთ ამ ტკივილთან ერთად ცხოვრებას.

ყველას გვახსოვს ვაკის პარკში დაღუპული ულამაზესი მარიტა. მისი მშობლები, ანი და დათო, ჩვენს ტაძარში დადიან. იმ ტრაგედიის შემდეგ მათ ერთი მსახურება არ გაუცდენიათ. ანი და დათო საოცარი მაგალითია იმისა, როგორ უნდა გაუძლო ასეთ ტკივილს. გიღიმიან, აქეთ გაძლევენ მაგალითს. ჩვენი მრევლის ერთ წევრს კი, სოფოს, შვილი, 19 წლის ნიკოლოზი გარდაეცვალა და ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. მას გავაცანი მარიტას დედა. ანიმ ისე თბილად მიიღო სოფო, ისე ესაუბრა, რომ მასთან ურთიერთობის შემდგომ სხვანაირი სოფო დავინახე... მარიტას მშობლებმა დაიჯერეს ერთი რამ, რომ მათი შვილი ცოცხალია, რომ ახლა ის ღვთის წინაშეა, ღმერთთან. სწორედ ეს ეხმარება მათ. მარიტას დაღუპვის ტკივილთან ერთად საოცარი სულიერი სიხარული აქვთ. ღმერთშია ეს სიხარული. რამდენიმე დღის წინ ბიჭი დაიღუპა ბათუმში, 22 წლის ახალგაზრდას სკუტერმა გადაუარა. მის ოჯახშიც მივედი. დედა უმძიმეს მდგომარეობაშია. პანაშვიდი რომ გადავიხადეთ, აივანზე გავედით, ვსაუბრობდით სულის მარადიულობაზე და ამ საუბრის დროს ღვთის მადლი შეეხო დედას, თითქოს წამიერად დამშვიდდა, გაიღიმა კიდეც და საკუთარი თავის გაუკვირდა, მითხრა, მამაო, რაღაცნაირი გრძნობა დამეუფლა ამწუთას, ბედნიერი ვარ და ვერ ვხვდები, რატომ. შვილი მეორე ოთახში მიწევს გარდაცვლილი და მე ასეთი განცდა რატომ მაქვსო. ვუთხარი, სულიწმინდის მადლი შეგეხო. ღვთის მადლმა გაგააზრებინა, სად არის ახლა შენი შვილი, სულის სიხარული შემოვიდა შენში-მეთქი. ასეთი შემთხვევა ბევრი მქონია, როცა დიდ ტრაგედიებთან ერთად, დიდი სიხარული, ღვთის წყალობა შედის ადამიანში. ყველას, ვისაც ახლობელი გარდაეცვლება, ვეუბნები, რომ ხორციელი თვალით არ უნდა შევხედოთ ამას. მას ხორციელად ვერასოდეს ვნახავთ, ჩვენი მონატრება უსაზღვროა. ერთადერთი, რითაც ჩვენს მიცვალებულებთან ურთიერთობას ვახერხებთ, სულიერი ურთიერთობაა. ეს რომ მოახერხო, უნდა გაიაზრო, რომ ის შენთან არის სულიერად, მარადიულად.

- შოვში მამა თოჯინით ხელში რამდენიმე დღე ეძებდა ოჯახის წევრებს, მაშველებთან ერთად მიწაში იჩიჩქნებოდა და ასე იპოვა მეუღლე და სამი შვილი. სულისშემძვრელია დუდაშვილების ტრაგედია, ამ ტრაგედიას შეწირულთა ამბავი, მათ ოჯახებს რას ეტყვით?

- მამა თოჯინით - ეს კადრი თვალებიდან არ ამომდის. ამბობენ, თურმე ითხოვდა, მომკალით თუ შეგიძლიათ, თავი რომ მოვიკლა, ჩემს შვილებს ვერ შევხვდები და დამეხმარეთო. მას ცხოვრება აღარ შეუძლია, მეუღლე და სამი შვილი აღარ ჰყავს. ამას პასუხი არა აქვს, როგორ უნდა გააგრძელოს ცხოვრება, მაგრამ თუ ამას შევხედავთ სულიერად, გარდაცვლილები იქით სამყაროში ელოდებიან, იმიტომ რომ მათი სულები ცოცხალია. ისინი მარადიულ სამყოფელში გადავიდნენ. ჩვენ ქართველებს გვაქვს ასეთი სიტყვა "გარდაიცვალა" ანუ მდგომარეობა შეიცვალა. ლოცვებში ვკითხულობთ: "წმიდათა თანა განუსვენე ქრისტე, სულსა მონისა (მხევლისა) შენისასა, სადა იგი არა არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი" - ანუ ამქვეყნიური მისი მოღვაწეობა დასრულდა და მარადიულ ცხოვრებას შეუერთდა. დარწმუნებული ვარ, ისინი ღვთის წინაშე არიან, იქ, სადაც წმინდანები არიან, სადაც მართალი სულები განისვენებენ. აქ დარჩენილმაც ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა იქ მოხვდეს, სადაც მისი შვილები არიან. ამისთვის ბევრი უნდა იღვაწოს სულიერად, ამ ტკივილთან ერთად ცხოვრება უნდა ისწავლოს, რაც ძალიან რთულია, მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად არის ღვთის დიდი ნუგეში... მაცხოვარი ჯვარზე გააკრეს და დღესაც ვიმეტებთ მას ჯვარცმისთვის, როცა ვცოდავთ, ვმრუშობთ, ვიკეთებთ ნარკოტიკს, ვლოთობთ, ერთმანეთს ვექიშპებით, უსიყვარულობაში ვართ. ეს ყველა ცოდვა მაცხოვრის ხელმეორედ ჯვარცმაა. როცა არ ვლოცულობთ, არ ვმარხულობთ, გათენებული დღის გამო ღვთისადმი მადლიერება არ გაგვაჩნია, ესეც ღვთის გამეტებას ნიშნავს. როცა მაცხოვარი ჯვარზე გააკრეს, მის დედას, ღვთისმშობელს, ყველაზე მეტად ეტკინა. როცა ჯვარცმულ მაცხოვარს უყურებდა, გულნაწლავი ეწვოდა, მთელი სხეული ჩამწვარი ჰქონდა. ხშირად დამისვამს მეც კითხვა, ხომ შეეძლო ყოვლისშემძლე ღმერთს მისი დედისთვის ეს ტკივილი აერიდებინა, ამ ტკივილამდე ერთი კვირით ადრე გაეყვანა, მაგრამ დედა ღვთისმშობელი ხომ შვილგარდაცვლილი დედაა. დედამიწაზე არ მეგულება მისთანა დედა და არ მეგულება დედამიწაზე მაცხოვრისთანა შვილი. ღმერთმა დაუშვა ეს, რადგან იცოდა, რომ ადამიანებს ასეთი დიდი ტკივილები შეხვდებოდათ ცხოვრებაში და შვილგარდაცვლილი დედებისთვის დიდი ნუგეში იქნებოდა ღვთისმშობელი. ადამიანებს ვურჩევ ღმერთს დაუკავშირონ თავიანთი ცხოვრება და თუ ამას შეძლებენ, მათი ცხოვრება სხვანაირად წარიმართება. ჩვენ აუცილებლად შევხვდებით ჩვენს გარდაცვლილებს. ეს იქნება მცირე დაშორება.

- მამაო, თქვენ პირადად გაქვთ განცდილი ეს ტკივილი, რადგან შვილი დაგეღუპათ.

- მე სამი შვილი დედამიწაზე მყავს, ერთი - ღმერთთან. შეგრძნებების დონეზე იოანესთან ურთიერთობა ერთი დღითაც არ შემიწყვეტია. როგორც ჩემს სამ შვილთან ვმეგობრობ, ძალიან მიყვარს ისინი, იმაზე მეტი ურთიერთობა მაქვს იოანესთან. ჩემმა შვილმა ცხოვრება მასწავლა, მის ანგელოზთან ყოველთვის მაქვს შეხება. წაიკითხეთ სტატია სრულად