მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კიმ ჩენ ინის ვნებანი - რაზე დგას მსოფლიოს ყველაზე დახურული ქვეყნის ეკონომიკა და რატომ იზრდება სანქციების მიუხედავად ქვეყნის მშპ: იდუმალი “მესამე სართული“, რომელიც ლიდერის ოჯახის ფულს განკარგავს
კიმ ჩენ ინის ვნებანი - რაზე დგას მსოფლიოს ყველაზე დახურული ქვეყნის ეკონომიკა და რატომ იზრდება სანქციების მიუხედავად ქვეყნის მშპ: იდუმალი “მესამე სართული“, რომელიც ლიდერის ოჯახის ფულს განკარგავს

ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ვაჭ­რო­ბა, ძი­რი­თა­დად მო­წყვე­ტი­ლია და­ნარ­ჩე­ნი მსოფ­ლი­ოს­გან. გლო­ბა­ლუ­რი სან­ქცი­ე­ბის შე­დე­გად კი ქვე­ყა­ნა თით­ქმის გა­მო­ე­თი­შა მსხვილ სა­ვაჭ­რო გა­რი­გე­ბებს, თუმ­ცა ანა­ლი­ზი ცხად­ყოფს, რომ გან­მარ­ტო­ე­ბუ­ლი ქვეყ­ნის სა­რა­კე­ტო პროგ­რა­მის შე­სა­ჩე­რებ­ლად სან­ქცი­ე­ბი არ იყო ეფექ­ტუ­რი.

უზე­ნა­ე­სი ლი­დე­რი კიმ ჩენ ინი და მისი ელი­ტა კვლავ ახერ­ხე­ბენ ფუ­ფუ­ნე­ბა­ში ცხოვ­რე­ბას. სა­ხელ­მწი­ფოს "შე­უქ­ცე­ვა­დი" ბირ­თვუ­ლი მი­სი­ის და­ფი­ნან­სე­ბა კი ისევ გრძელ­დე­ბა.

სა­ინ­ტე­რე­სოა, სა­ი­დან აქვს ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ას ფი­ნან­სე­ბი? ბრი­ტა­ნულ­მა მე­დი­ამ რამ­დე­ნი­მე ხაზი გა­მოკ­ვე­თა:

სან­ქცი­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად მშპ იზ­რდე­ბა...

ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი წარ­მა­ტე­ბის გა­ზომ­ვის სა­უ­კე­თე­სო გზა მთლი­ა­ნი შიდა პრო­დუქ­ტის (მშპ) გა­მოთ­ვლაა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩრდი­ლო­ეთ კო­რეა არ აქ­ვეყ­ნებს თა­ვის ეკო­ნო­მი­კურ ინ­ფორ­მა­ცი­ას, Trading Economics-ისა და მსოფ­ლიო ბან­კის მო­ნა­ცე­მე­ბით, ქვეყ­ნის მშპ 2020 წლის ბო­ლოს­თვის 18 მლრდ დო­ლა­რი იყო და მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო ყო­ველ­წლი­უ­რი ზრდა.

Statista-ს მო­ნა­ცე­მე­ბით ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის მშპ 2021 წელს 35,89 ტრი­ლი­ონ სამ­ხრეთ კო­რე­ულ­ვონს შე­ად­გენს, რაც და­ახ­ლო­ე­ბით 27 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის ექ­ვი­ვა­ლენ­ტია.

tradingeconomics-ის მო­ნა­ცე­მე­ბით, მო­სა­ლოდ­ნე­ლია რომ ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის მშპ 2023 წლის ბო­ლოს 21,24 მი­ლი­არდ აშშ დო­ლა­რი იქ­ნე­ბა. 2025 წელს კი 29.57 მი­ლი­არ­დი აშშ დო­ლა­რი.

თა­ვად ფაქ­ტი, რომ უამ­რა­ვი სან­ქცი­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ქვეყ­ნის მშპ იზ­რდე­ბა, მი­უ­თი­თებს ნაკ­ლებ ეფექ­ტუ­რო­ბა­ზე.

Reuters-ის ანა­ლი­ზის მი­ი­ხედ­ვით ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ბირ­თვუ­ლი პროგ­რა­მა ძლი­ერ­დე­ბა. 2022 წელს ქვე­ყა­ნამ 60-ზე მეტი რა­კე­ტა გა­უშ­ვა. მათ შო­რის კი რე­კორ­დუ­ლი, 23 გაშ­ვე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და ერთ დღე­ში (2 ნო­ემ­ბე­რი).

უფრო მე­ტიც, სა­ხელ­მწი­ფომ სა­ეჭ­ვო კონ­ტი­ნენ­ტთა­შო­რი­სი ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტა გა­ის­რო­ლა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სამ­ხრეთ კო­რე­ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი თვლი­ან, რომ რა­კე­ტამ შე­საძ­ლოა, ფრე­ნა ვერ შეძ­ლო, ეს მა­ინც აშ­კა­რა ნი­შა­ნია იმი­სა, რომ მათ ჩრდი­ლო­ელ მე­ზო­ბელს ახა­ლი ია­რა­ღის ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის­თვის ბი­უ­ჯე­ტი აქვს.

რაც შე­ე­ხე­ბა ექ­სპორ­ტს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის მშპ იზ­რდე­ბა, კო­რე­ის ბან­კის უახ­ლე­სი მო­ნა­ცე­მე­ბით ექ­სპორ­ტი და იმ­პორ­ტი ქვე­ყა­ნა­ში მნიშ­ვნე­ლოვ­ნად არის და­ცე­მუ­ლი.

ია­რა­ღის გა­რი­გე­ბე­ბი რუ­სეთ­თან და სხვა…

რო­გორც ჩანს, ია­რა­ღის გა­რი­გე­ბე­ბი ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის უახ­ლე­სი მომ­გე­ბი­ა­ნი ვაჭ­რო­ბაა. აშშ-ს სამ­ხედ­რო ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რის თქმით, უკ­რა­ი­ნას­თან მიმ­დი­ნა­რე ომის­თვის, სა­ხელ­მწი­ფომ რუ­სე­თის­თვის ია­რა­ღის მი­წო­დე­ბა და­ი­წყო. ით­ვლე­ბა, რომ პრე­ზი­დენ­ტმა პუ­ტინ­მა მი­ლი­ო­ნო­ბით რა­კე­ტა და ჭურ­ვი იყი­და ჩრდი­ლო­ეთ კო­რის­გან, რად­გან და­სავ­ლე­თის სან­ქცი­ებ­მა სხვა სა­ხელ­მწი­ფობ­თან ვაჭ­რო­ბა­ში ხელი შე­უ­შა­ლა.

თუმ­ცა, უნდა აღი­ნიშ­ნოს ისიც, რომ Associated Press -ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ამ რუ­სეთ­თან სა­ვაჭ­რო კავ­ში­რი უარ­ყო.

ნახ­ში­რის ექ­სპორ­ტი...

ქვა­ნახ­ში­რი ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის მთა­ვა­რი სა­ექ­სპორ­ტო ნედ­ლე­უ­ლია, რი­თიც წე­ლი­წად­ში 370 მი­ლი­ონ დო­ლარ­ზე მეტს გა­მო­ი­მუ­შა­ვებს.

2021 წელს BBC-ს მიერ გა­მო­კი­თხუ­ლი ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ე­ლი დე­ზერ­ტი­რის, კიმ კუკ-სო­ნის თქმით, იგი პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი იყო იშ­ვი­ა­თი ლი­თო­ნე­ბი­სა და ნახ­ში­რის გა­ყიდ­ვა­ზე ქვეყ­ნის­თვის და­მა­ტე­ბი­თი სახ­სრე­ბის მო­სა­ზი­დად. ის სა­ქო­ნელს მი­ლი­ო­ნო­ბით დო­ლა­რად ყიდ­და და ფულს ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში ჩე­მოდ­ნით აბ­რუ­ნებ­და.

ამას გარ­და ჩრდ. კო­რე­ამ მხო­ლოდ ქვა­ნახ­ში­რით არ შეძ­ლო ვაჭ­რო­ბა აღ­მო­სავ­ლეთ აზი­ის მე­ზობ­ლებ­თან. Financial Times-ის გა­მო­ძი­ე­ბის თა­ნახ­მად, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ას აქვს ია­ტაკ­ქვე­შა ქსე­ლი, რაც მას სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს ნავ­თო­ბის კონ­ტრა­ბან­და, გან­სა­კუთ­რე­ბით ჩი­ნეთ­თან, ჰონგ კონგთან და მა­კა­ოს­თან.

ზღვის პრო­დუქ­ტე­ბის ექ­სპორ­ტი...

ჩრდი­ლო­ეთ კო­რეა ცნო­ბი­ლია თა­ვი­სი ფიჭ­ვის სო­კო­თი მას შემ­დეგ, რაც კიმ ჩენ ინმა 2018 წელს სამ­ხრეთ კო­რე­ის მთავ­რო­ბას ორი ტონა სოკო აჩუ­ქა, მაგ­რამ ასე­ვე არის სხვა საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბიც, რომ­ლებ­საც ქვე­ყა­ნა ექ­სპორტზე ახორ­ცი­ე­ლებს შე­მო­სავ­ლის გაზ­რდის მიზ­ნით. მა­გა­ლი­თად, მო­ლუს­კებ­მა 2017 წელს 137 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რი შე­მო­ი­ტა­ნეს, ხოლო ჩრდი­ლო­ეთ კო­რეა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი იყო მო­ლუს­კე­ბის მსოფ­ლიო ექ­სპორ­ტის 1,3%-ზე.

ჩრდ. კო­რე­ას ჩი­ნეთ­ში წე­ლი­წად­ში 2,69 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის გა­და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი თევ­ზი გა­აქვს.

OEC-ის მო­ნა­ცე­მე­ბით, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ამ ჩი­ნეთ­ში 2020 წელს 44,1 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ტექ­სტი­ლის ექ­სპორ­ტიც მო­ახ­დი­ნა. 2021 წელს კი 56,3 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის.

ჩრდი­ლო­ეთ კო­რეა არა მხო­ლოდ აგ­ზავ­ნის თა­ვის პრო­დუქ­ტებს სა­ზღვარ­გა­რეთ, არა­მედ გა­დად­გა ერთი ნა­ბი­ჯი წინ და გახ­სნა რეს­ტორ­ნე­ბი სხვა ქვეყ­ნებ­ში. თა­ვი­სი პო­პუ­ლა­რუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო­სა და გარ­თო­ბის სტი­ლის მო­ნე­ტი­ზა­ცი­ის სურ­ვი­ლით, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის მთავ­რო­ბამ გახ­სნა 100-ზე მეტი კაფე ჩი­ნეთ­ში, ტა­ი­ლან­დში, ვი­ეტ­ნამ­ში და ნი­დერ­ლან­დებ­შიც კი. მათ კვე­ბის ობი­ექ­ტებს ქვეყ­ნის დე­და­ქა­ლა­ქის სა­ხე­ლი "პი­ო­ნი­ან­გი" უწო­დეს.

ქსე­ლი ცნო­ბი­ლია იმით, რომ იდუ­მა­ლია და არ­სე­ბობს შე­ზღუდ­ვე­ბი იმ სპექ­ტაკ­ლე­ბის გა­და­ღე­ბა­ზე, რომ­ლებ­საც მიმ­ტა­ნე­ბი აწყო­ბენ კლი­ენ­ტებს შო­რის. და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლია ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ე­ლე­ბით და მთე­ლი მო­გე­ბა პირ­და­პირ მთავ­რო­ბას უბ­რუნ­დე­ბა. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახტანგი -71
4

დავსვათ ლეგიტიმური კითხვა თუ რატომ დაუწესეს ე.წ. დასავლეთის ქვეყნებმა უამ­რა­ვი სან­ქცია ჩრდილოეთ კორეას?

იმიტომ, რომ ამ პატარა ქვეყანამ წლების წინ შესძლო ატომური იარაღისა და მისი მიმტანი საშუალებების-ბალისტიკური რაკეტების შექმნა, რომლებსაც შეუძლიათ აშშ-ის ტერიტორიამდე მიღწევა.

ეს არის ერთად-ერთი ქმედითი საშუალება თავი დაიცვას პოტენციალური მოწინააღმდეგებიდან, როგორებიცაა აშშ და მისი სატელიტი ქვეყნები სამხრეთ კორეა და იაპონია.

ეს ქვეყნები იყენებენ ყველანაირ საშუალებებს (სანქციები, დეზინფორმაციები, ფეიკ-ნიუსები და ა.შ.) რომ როგორმე „გააშავონ“ ამ ქვეყნის იმიჯი და რამენაირად მოახერხონ მისი დაყოლიება ატომური არსენალის განადგურებისათვის.

სიტყვაზე, თუ ასე მოხდა ეს ქვეყნები განახორციელებენ სამხედრო აგრესიას ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ - მისი დაპყრობის მიზნით...

ეს არის და ეს.

მორიელი
0

რატომ გიკვირთ? მსოფლიო ხომ ცოტათი მაინც, ყველგან ვითარდება

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

კიმ ჩენ ინის ვნებანი - რაზე დგას მსოფლიოს ყველაზე დახურული ქვეყნის ეკონომიკა და რატომ იზრდება სანქციების მიუხედავად ქვეყნის მშპ: იდუმალი “მესამე სართული“, რომელიც ლიდერის ოჯახის ფულს განკარგავს

კიმ ჩენ ინის ვნებანი - რაზე დგას მსოფლიოს ყველაზე დახურული ქვეყნის ეკონომიკა და რატომ იზრდება სანქციების მიუხედავად ქვეყნის მშპ: იდუმალი “მესამე სართული“, რომელიც ლიდერის ოჯახის ფულს განკარგავს

ჩრდილოეთ კორეის ვაჭრობა, ძირითადად მოწყვეტილია დანარჩენი მსოფლიოსგან. გლობალური სანქციების შედეგად კი ქვეყანა თითქმის გამოეთიშა მსხვილ სავაჭრო გარიგებებს, თუმცა ანალიზი ცხადყოფს, რომ განმარტოებული ქვეყნის სარაკეტო პროგრამის შესაჩერებლად სანქციები არ იყო ეფექტური.

უზენაესი ლიდერი კიმ ჩენ ინი და მისი ელიტა კვლავ ახერხებენ ფუფუნებაში ცხოვრებას. სახელმწიფოს "შეუქცევადი" ბირთვული მისიის დაფინანსება კი ისევ გრძელდება.

საინტერესოა, საიდან აქვს ჩრდილოეთ კორეას ფინანსები? ბრიტანულმა მედიამ რამდენიმე ხაზი გამოკვეთა:

სანქციების მიუხედავად მშპ იზრდება...

ქვეყნის ეკონომიკური წარმატების გაზომვის საუკეთესო გზა მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) გამოთვლაა. მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ კორეა არ აქვეყნებს თავის ეკონომიკურ ინფორმაციას, Trading Economics-ისა და მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ქვეყნის მშპ 2020 წლის ბოლოსთვის 18 მლრდ დოლარი იყო და მოსალოდნელი იყო ყოველწლიური ზრდა.

Statista-ს მონაცემებით ჩრდილოეთ კორეის მშპ 2021 წელს 35,89 ტრილიონ სამხრეთ კორეულვონს შეადგენს, რაც დაახლოებით 27 მილიარდი დოლარის ექვივალენტია.

tradingeconomics-ის მონაცემებით, მოსალოდნელია რომ ჩრდილოეთ კორეის მშპ 2023 წლის ბოლოს 21,24 მილიარდ აშშ დოლარი იქნება. 2025 წელს კი 29.57 მილიარდი აშშ დოლარი.

თავად ფაქტი, რომ უამრავი სანქციების მიუხედავად, ქვეყნის მშპ იზრდება, მიუთითებს ნაკლებ ეფექტურობაზე.

Reuters-ის ანალიზის მიიხედვით ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამა ძლიერდება. 2022 წელს ქვეყანამ 60-ზე მეტი რაკეტა გაუშვა. მათ შორის კი რეკორდული, 23 გაშვება განხორციელდა ერთ დღეში (2 ნოემბერი).

უფრო მეტიც, სახელმწიფომ საეჭვო კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გაისროლა. მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ კორეის ოფიციალური პირები თვლიან, რომ რაკეტამ შესაძლოა, ფრენა ვერ შეძლო, ეს მაინც აშკარა ნიშანია იმისა, რომ მათ ჩრდილოელ მეზობელს ახალი იარაღის ინვესტიციებისთვის ბიუჯეტი აქვს.

რაც შეეხება ექსპორტს, მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ კორეის მშპ იზრდება, კორეის ბანკის უახლესი მონაცემებით ექსპორტი და იმპორტი ქვეყანაში მნიშვნელოვნად არის დაცემული.

იარაღის გარიგებები რუსეთთან და სხვა…

როგორც ჩანს, იარაღის გარიგებები ჩრდილოეთ კორეის უახლესი მომგებიანი ვაჭრობაა. აშშ-ს სამხედრო ოფიციალური პირის თქმით, უკრაინასთან მიმდინარე ომისთვის, სახელმწიფომ რუსეთისთვის იარაღის მიწოდება დაიწყო. ითვლება, რომ პრეზიდენტმა პუტინმა მილიონობით რაკეტა და ჭურვი იყიდა ჩრდილოეთ კორისგან, რადგან დასავლეთის სანქციებმა სხვა სახელმწიფობთან ვაჭრობაში ხელი შეუშალა.

თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ Associated Press -ის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთთან სავაჭრო კავშირი უარყო.

ნახშირის ექსპორტი...

ქვანახშირი ჩრდილოეთ კორეის მთავარი საექსპორტო ნედლეულია, რითიც წელიწადში 370 მილიონ დოლარზე მეტს გამოიმუშავებს.

2021 წელს BBC-ს მიერ გამოკითხული ჩრდილოეთ კორეელი დეზერტირის, კიმ კუკ-სონის თქმით, იგი პასუხისმგებელი იყო იშვიათი ლითონებისა და ნახშირის გაყიდვაზე ქვეყნისთვის დამატებითი სახსრების მოსაზიდად. ის საქონელს მილიონობით დოლარად ყიდდა და ფულს ჩრდილოეთ კორეაში ჩემოდნით აბრუნებდა.

ამას გარდა ჩრდ. კორეამ მხოლოდ ქვანახშირით არ შეძლო ვაჭრობა აღმოსავლეთ აზიის მეზობლებთან. Financial Times-ის გამოძიების თანახმად, ჩრდილოეთ კორეას აქვს იატაკქვეშა ქსელი, რაც მას საშუალებას აძლევს განახორციელოს ნავთობის კონტრაბანდა, განსაკუთრებით ჩინეთთან, ჰონგ კონგთან და მაკაოსთან.

ზღვის პროდუქტების ექსპორტი...

ჩრდილოეთ კორეა ცნობილია თავისი ფიჭვის სოკოთი მას შემდეგ, რაც კიმ ჩენ ინმა 2018 წელს სამხრეთ კორეის მთავრობას ორი ტონა სოკო აჩუქა, მაგრამ ასევე არის სხვა საკვები პროდუქტებიც, რომლებსაც ქვეყანა ექსპორტზე ახორციელებს შემოსავლის გაზრდის მიზნით. მაგალითად, მოლუსკებმა 2017 წელს 137 მილიონი აშშ დოლარი შემოიტანეს, ხოლო ჩრდილოეთ კორეა პასუხისმგებელი იყო მოლუსკების მსოფლიო ექსპორტის 1,3%-ზე.

ჩრდ. კორეას ჩინეთში წელიწადში 2,69 მილიონი დოლარის ღირებულების გადამუშავებული თევზი გააქვს.

OEC-ის მონაცემებით, ჩრდილოეთ კორეამ ჩინეთში 2020 წელს 44,1 მილიონი დოლარის ღირებულების ტექსტილის ექსპორტიც მოახდინა. 2021 წელს კი 56,3 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების.

ჩრდილოეთ კორეა არა მხოლოდ აგზავნის თავის პროდუქტებს საზღვარგარეთ, არამედ გადადგა ერთი ნაბიჯი წინ და გახსნა რესტორნები სხვა ქვეყნებში. თავისი პოპულარული სამზარეულოსა და გართობის სტილის მონეტიზაციის სურვილით, ჩრდილოეთ კორეის მთავრობამ გახსნა 100-ზე მეტი კაფე ჩინეთში, ტაილანდში, ვიეტნამში და ნიდერლანდებშიც კი. მათ კვების ობიექტებს ქვეყნის დედაქალაქის სახელი "პიონიანგი" უწოდეს.

ქსელი ცნობილია იმით, რომ იდუმალია და არსებობს შეზღუდვები იმ სპექტაკლების გადაღებაზე, რომლებსაც მიმტანები აწყობენ კლიენტებს შორის. დაწესებულებები დაკომპლექტებულია ჩრდილოეთ კორეელებით და მთელი მოგება პირდაპირ მთავრობას უბრუნდება. განაგრძეთ კითხვა