მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დუტამ ეს არ მაპატია" - მზია ორველაშვილის ახდენილი ოცნება და გავლენინი ქალბატონი "ჩემი ცოლის დაქალებიდან", რომელსაც ქმარიც ჰყავს და საყვარელიც
"დუტამ ეს არ მაპატია" - მზია ორველაშვილის ახდენილი ოცნება და გავლენინი ქალბატონი "ჩემი ცოლის დაქალებიდან", რომელსაც ქმარიც ჰყავს და საყვარელიც

გავ­ლე­ნი­ა­ნი ქალ­ბა­ტო­ნი - ნინ­კა, რო­მელ­საც ქმა­რიც ჰყავს და საყ­ვა­რე­ლიც, "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" ახა­ლი პერ­სო­ნა­ჟი გახ­ლავთ. ნინ­კას როლს მო­ცეკ­ვა­ვე მზია ორ­ვე­ლაშ­ვი­ლი ას­რუ­ლებს. რო­გორ მოხ­ვდა სე­რი­ალ­ში და რა ხდე­ბა გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე, ამის შე­სა­ხებ თა­ვად გვე­სა­უბ­რა...

- მე­გობ­რე­ბი ყო­ველ­თვის მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, - მსა­ხი­ო­ბო­ბა გა­მოგ­დის, რო­მე­ლი­მე კას­ტინგზე შენი მო­ნა­ცე­მე­ბი გაგ­ზავ­ნეო. "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" გა­და­ღე­ბე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია რომ გა­მოქ­ვეყ­ნდა, ერთ-ერ­თმა მე­გო­ბარ­მა, რო­მე­ლიც სე­რი­ა­ლის მა­სობ­რივ სცე­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობს, მი­თხრა, კას­ტინგზე წავ­სუ­ლი­ყა­ვი. მარ­თლაც, ჯერ ფო­ტო­ე­ბი გავ­გზავ­ნე, შემ­დეგ კას­ტინ­გი გა­ვი­ა­რე... კას­ტინ­გი­დან 2 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, სე­რი­ა­ლის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არ შემ­ხმი­ა­ნე­ბი­ან. გულ­და­წყვე­ტი­ლი ვი­ყა­ვი - არა­ფე­რი გა­მო­მი­ვი­და-მეთ­ქი. და­ქალ­მა შე­მომ­თა­ვა­ზა, სად­მე ყავა დაგ­ვე­ლია. ვი­ფიქ­რე - ჯან­და­ბას, ყავა მა­ინც დავ­ლი­ოთ-მეთ­ქი, რად­გან ორი­ვეს სა­ში­ნე­ლი დღე გვქონ­და... ყა­ვას ვსვამ­დით, თან - ვწუ­წუ­ნებ­დით, - ამ ქვეყ­ნი­დან სა­ერ­თოდ წა­ვი­დე­თო... უცებ ტე­ლე­ფონ­მა და­მი­რე­კა, შე­მა­ტყო­ბი­ნეს, რომ როლ­ზე და­მამ­ტკი­ცეს. სი­ხა­რუ­ლის­გან ლა­მის ფრთე­ბი გა­მო­მეს­ხა! ამ სე­რი­ალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უზო­მოდ მინ­დო­და. სა­ერ­თოდ, მსა­ხი­ო­ბო­ბა ბავ­შვო­ბი­დან მსურ­და, მაგ­რამ თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მა­მი­კომ არ ჩა­მა­ბა­რე­ბი­ნა...

- მოგ­წონს შენი როლი?

- უზო­მოდ! ყო­ვე­ლი ეპი­ზო­დის გა­და­ღე­ბის მერე ვე­ლო­დე­ბი, ახალ სცე­ნარს რო­დის გა­მო­მიგ­ზავ­ნი­ან, რად­გან ამ სე­რი­ა­ლით "მო­ვი­წამ­ლე" (კარ­გი გა­გე­ბით), ისე შე­მიყ­ვარ­და! გა­და­ღე­ბი­დან რომ ვბრუნ­დე­ბი, მინ­და, ახა­ლი სცე­ნა­რი ვის­წავ­ლო. ეს სხვა აუ­რაა... გა­და­ღე­ბის პირ­ველ დღეს ძა­ლი­ან ვი­ნერ­ვი­უ­ლე. წარ­მო­იდ­გი­ნე, ცეკ­ვი­დან უცებ სამ­სა­ხი­ო­ბო სფე­რო­ში რომ გა­დახ­ვალ... მარ­თა­ლია, მო­ცეკ­ვა­ვე არ­ტის­ტუ­ლიც უნდა იყო, რომ ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­გი­ვი­დეს, მაგ­რამ მსა­ხი­ო­ბო­ბა სულ სხვა რამე ყო­ფი­ლა: მივ­ხვდი, არ­ტის­ტე­ბი ურ­თუ­ლეს გზას გა­დი­ან - გარ­და­სახ­ვა ად­ვი­ლი არაა. პი­რა­დად მე, თა­მა­ში არ გამ­რთუ­ლე­ბია, მაგ­რამ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად მა­ინც ძნე­ლი იყო. ვერ აღ­გი­წერ, ჩემი პირ­ვე­ლი სცე­ნის გა­და­ღე­ბა­ზე მი­სულს რა მჭირ­და: წარ­მო­იდ­გი­ნე, გი­ორ­გი ლი­ფო­ნა­ვა, თა­ვი­სი საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი წინ გი­ზის და უნდა ითა­მა­შო. მას პი­რა­დად არ ვიც­ნობ­დი, მხო­ლოდ ეკ­რან­ზე მყავ­და ნა­ნა­ხი. ჩემი პერ­სო­ნა­ჟის ტექ­სტი ზე­პი­რად ვი­ცო­დი: უცებ მძი­ნა­რე რომ გა­გეღ­ვი­ძე­ბი­ნე, მა­ში­ნაც გე­ტყო­დი, ისე მქონ­და და­მახ­სოვ­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ და­თოს­თან (ტე­რენ­ტის რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელ­თან) ერ­თად, კა­ფე­ში რომ დავ­ჯე­ქი და გა­და­ღე­ბა და­ვი­წყეთ, არა­ფე­რი მახ­სოვ­და, ისე ვნერ­ვი­უ­ლობ­დი. გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე ოჯა­ხუ­რი სი­ტუ­ა­ცია აქვთ. ისე კარ­გად მო­მექ­ცნენ, ნერ­ვი­უ­ლო­ბაც მო­მეხ­სნა. დღეს შე­მოქ­მე­დე­ბით გუნდთან ისე ვარ, რო­გორც ოჯა­ხის წევ­რებ­თან: ყვე­ლა ძა­ლი­ან შე­მიყ­ვარ­და. ბედ­ნი­ე­რე­ბის ძლი­ე­რი ემო­ცი­ე­ბი მაქვს...

- პირ­ვე­ლი­ვე ეპი­ზოდ­ში, სე­რი­ალ­ში შენ­მა პარტნი­ორ­მა გი­თხრა, - ცუდი მსა­ხი­ო­ბი ხარო. რე­ა­ლუ­რად რო­გორ გა­ფა­სე­ბენ? ბევ­რი დუბ­ლის გა­და­ღე­ბა გჭირ­დე­ბათ?

- მაქ­სი­მუმ, 2-3 დუბ­ლი დაგ­ვჭირ­დეს, ისიც იმი­ტომ, რომ სხვა­დას­ხვა რა­კურ­სით გა­და­ი­ღონ. ყვე­ლა ისეთ გულ­თბილ სი­ტყვებს მე­უბ­ნე­ბა და ჩემი თა­მა­ში ისე მოს­წონთ, რომ მეც ბედ­ნი­ე­რი ვარ. გი­ორ­გი­მაც მი­თხრა, - შენ­თან მუ­შა­ო­ბა მოგ­ვწონ­სო. მოკ­ლედ, ყვე­ლამ შე­მა­ქო. ჩემ­თვის ეს ძა­ლი­ან დიდი და მო­უ­ლოდ­ნე­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბაა! გა­და­ღე­ბე­ბის დროს ვე­კი­თხე­ბო­დი, - კარ­გი იყო? გა­მო­ვი­და თუ რა­ღაც ვიბ­ჟუ­ტუ­რე-მეთ­ქი? მპა­სუ­ხობ­დნენ, - არა, რას ამ­ბობ? როლს ძა­ლი­ან და­მა­ჯე­რებ­ლად ას­რუ­ლე­ბო! სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო საქ­მეს მოვ­კი­დე ხელი და მსა­ხი­ო­ბო­ბა შე­მიყ­ვარ­და.

- თა­ვი­დან­ვე იცო­დი, რო­გორ სცე­ნებ­ში მო­გი­წევ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა?

- რა თქმა უნდა. ჩემი პერ­სო­ნა­ჟი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა. ერთ-ერთი ბან­კის პიარ-მე­ნე­ჯე­რი გახ­ლავთ. გავ­ლე­ნი­ან ხალ­ხთან კონ­ტაქ­ტე­ბი აქვს... ყვე­ლა­ფერს ვერ გა­ვამ­ხელ - ამის უფ­ლე­ბაც არ მაქვს. ერთს ვი­ტყვი: ისე­თი პერ­სო­ნა­ჟია, რო­მე­ლიც ხალ­ხს შე­უყ­ვარ­დე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქმა­რიც ჰყავს და საყ­ვა­რე­ლიც.

- რა­ტომ შე­იძ­ლე­ბა, ხალ­ხს შე­უყ­ვარ­დეს?

- არის სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი, რო­მე­ლიც ამ ქალს სხვა მხრი­დან აჩ­ვე­ნებს მა­ყუ­რებ­ლებს. ჩემს პერ­სო­ნაჟს და­დე­ბი­თი, სწო­რი ნა­ბი­ჯე­ბიც ახა­სი­ა­თებს... ტე­რენ­ტი უყ­ვარს და რა ქნას, რა გა­ა­კე­თოს (იცი­ნის)?!

- იმ ტი­პის ტრე­ნინ­გე­ბის მი­მართ რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გაქვს, რო­გორ­საც ტე­რენ­ტი ატა­რებს?

- (იცი­ნის) ვა­ღი­ა­რებ, ჩემი რე­ჟი­მის გამო არა­სო­დეს მო­მის­მე­ნია, მაგ­რამ სა­ინ­ტე­რე­სოა.

- არც ფსი­ქო­ლო­გის დახ­მა­რე­ბა დაგ­ჭირ­ვე­ბია რთუ­ლი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი ეტა­პის გა­და­ლახ­ვი­სას?

- ბე­ლო­რუ­სი­ა­ში ცეკ­ვი­სას, სპორ­ტუ­ლი ფსი­ქო­ლო­გი მყავ­და, რო­მე­ლიც ჩვენ­თან მუ­შა­ობ­და, თუნ­დაც - კომ­პლექ­სე­ბის მოხ­სნას­თან და­კავ­ში­რე­ბით. პი­რა­დად მე, კომ­პლექ­სე­ბი არ მქო­ნია, მაგ­რამ ზოგს აქვს. მა­გა­ლი­თად - მას­წავ­ლე­ბე­ლი აჩ­ვე­ნებს, რომ რა­ღაც მოძ­რა­ო­ბა ემო­ცი­უ­რად უნდა შე­ას­რუ­ლოს, მაგ­რამ მო­ცეკ­ვა­ვე ვერ აკე­თებს, რცხვე­ნია... პლუს, კონ­კურ­სებ­ზე სპორ­ტსმენს მეტი თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა უნდა ჰქონ­დეს და ისე იმოძ­რა­ოს, რო­გორც ჩემ­პი­ონ­მა. მოკ­ლედ, ფსი­ქო­ლოგ­თან ამ ტი­პის შე­ხე­ბა მქო­ნია... სა­ერ­თოდ, მშობ­ლებ­მა ჩემ­ში "ჩა­დეს", რომ ყო­ველ­თვის მიზ­ნის­კენ ვი­მოძ­რაო და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი ვიყო. კონ­კურ­სე­ბის წინ ბე­ბია მაღ­ვი­ძებ­და და სულ მე­კი­თხე­ბო­და, - ბე, აბა, დღეს შე­ჯიბ­რე­ბა­ზე რა უნდა ქნაო? - ამ კი­თხვას რა­ტომ მის­ვამ? უნდა გა­ვი­მარ­ჯვო! შინ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი მო­ვალ-მეთ­ქი! - ვპა­სუ­ხობ­დი. მე­გობ­რე­ბიც სულ მე­უბ­ნე­ბი­ან, - ბავ­შვო­ბი­დან ჩემ­პი­ო­ნის სული გაქ­ვსო... რთულ ცხოვ­რე­ბი­სე­ულ ეტა­პებს რაც შე­ე­ხე­ბა, მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ, ყო­ველ­თვის პო­ზი­ტი­უ­რი გან­წყო­ბა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნო. ჩვე­ნი წინა ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი­დან მკი­თხვე­ლებ­მა იცი­ან, რომ პან­დე­მი­ის დროს უზო­მოდ რთუ­ლი პე­რი­ო­დი გა­მო­ვი­ა­რე, მაგ­რამ ბევ­რს ეგო­ნა, კარ­გად ვი­ყა­ვი, არა­ფე­რი მა­წუ­ხებ­და. მე­კი­თხე­ბოდ­ნენ კი­დეც, - გოგო, რა დღე­ში ვართ, სამ­სა­ხუ­რე­ბი დავ­კარ­გეთ და კარ­გად რო­გორ ხარო?! უბ­რა­ლოდ, სა­კუ­თა­რი თა­ვის მო­თოკ­ვა ვის­წავ­ლე. იმ დას­კვნამ­დე მი­ვე­დი, რომ ადა­მი­ან­მა არა­სო­დეს უნდა ჩა­მო­ყა­რო ყუ­რე­ბი. ცუდს ყო­ველ­თვის კარ­გი და­სას­რუ­ლი აქვს. თუ ყუ­რებს ჩა­მოყ­რი, მი­ზანს ვე­რა­სო­დეს მი­აღ­წევ. ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ, ცუდ­შიც და­დე­ბი­თი ვი­პო­ვო, ცუდი პე­რი­ო­დი გა­დავ­ლა­ხო და მგო­ნი, ეს მო­ვა­ხერ­ხე კი­დეც. რაც დარ­ჩა, იმა­საც უკან მო­ვი­ტო­ვებ. რა თქმა უნდა, ამა­ში ღმერ­თის იმე­დი მაქვს: ღმერ­თი და ჩემი მფარ­ვე­ლი ან­გე­ლო­ზი ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბი­ან...

- "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შენ­თვის პირ­ვე­ლი სამ­სა­ხი­ო­ბო გა­მოც­დი­ლე­ბაა?

- მა­ნამ­დე სე­რი­ა­ლის - "ტეს­ტი" 2-3 სე­რი­ა­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. ვერ ვი­ტყვი, - იქ ბევ­რი სა­თა­მა­შო მქონ­და-მეთ­ქი. იმ­ხე­ლა გა­მოც­დი­ლე­ბა, რა­საც "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" ვი­ღებ, არა­სო­დეს მქო­ნია. არის ეპი­ზო­დე­ბი, როცა როლი რთუ­ლად შე­სას­რუ­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ არ ვიმ­ჩნევ...

- ერო­ტი­კულ ეპი­ზოდს გუ­ლის­ხმობ?

- ჰო (იღი­მის). მა­გა­ლი­თად, კოც­ნის სცე­ნის შე­სა­ხებ დე­დას კი ვუ­თხა­რი, მაგ­რამ მა­მას - არა...

- ამ სცე­ნის გა­და­ღე­ბი­სას, გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე რა ხდე­ბო­და?

- ჩემს პარტნი­ორს, ტე­რენ­ტის რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელს ვუ­თხა­რი, - დათო, მოდი, იცი, რო­გორ გა­ვა­კე­თოთ? ვი­თომ ერ­თმა­ნეთს ვა­კო­ცეთ და თავი მარ­ჯვნივ-მარ­ცხნივ ვა­ქა­ნა­ოთ-მეთ­ქი (იცი­ნის). ლა­მის სი­ცი­ლით და­ვი­ხო­ცეთ... სა­ბო­ლო­ოდ, ერ­თმა­ნეთს ვა­კო­ცეთ - სხვა გზა არ გვქონ­და. ვი­ფიქ­რე, რომ მო­ვი­ტყუ­ე­ბო­დით, მაგ­რამ ვერა... ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და. ხალ­ხი ამ კუ­თხით არ მიც­ნობს. "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბის დრო­საც, ვცდი­ლობ, მაქ­სი­მა­ლუ­რად მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი კა­ბე­ბი მეც­ვას, რად­გან 2 შვი­ლის დედა ვარ, 2 ბიჭი მეზ­რდე­ბა. ამი­ტომ ცო­ტა­თი ვნერ­ვი­უ­ლობ­დი - ვი­ღა­ცამ "რა­ღაც" არ იფიქ­როს, ცუდი კო­მენ­ტა­რი არ და­მი­წე­როს-მეთ­ქი. გან­ვიც­დი­დი, მაგ­რამ შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ანს ვე­სა­უბ­რე. ერთ-ერთი მათ­გა­ნი მსა­ხი­ო­ბი - გი­ორ­გი ცა­ა­ვა გახ­ლდათ. ვუ­თხა­რი, - მაგ­რად მე­ში­ნია, რას იტყვის ხალ­ხი-მეთ­ქი. პირ­და­პირ მი­თხრა, - გოგო, შენ ხომ არ "უბე­რავ"? იმ­დე­ნი მსა­ხი­ო­ბი ქა­ლის­თვის მი­კოც­ნია, რომ ყვე­ლას შე­სა­ხებ "რა­ღაც" უნდა ეთ­ქვათ! ნორ­მა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი ასეთ ეპი­ზო­დებს "სხვაგ­ვა­რად" სა­ერ­თოდ არ აღიქ­ვამს, რა სი­სუ­ლე­ლე­აო!.. ბევ­რი ლა­პა­რა­კის მერე, ეს ბა­რი­ე­რი გა­დავ­ლა­ხე. ჰო, რა მოხ­და? ეს ხომ სე­რი­ა­ლია? მგო­ნი, დღეს ასე­თი რა­ღაც არა­ვის უკ­ვირს, მაგ­რამ ოჯა­ხის წევ­რებ­თან მა­ინც მო­რი­დე­ბის გან­ცდა მაქვს. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
არმაზი
6

კარგი სერიალი, კარგი იუმორით იყო „შუა ქალაქში". მისი გმირებიც შორს იყვნენ იდეალურობისგან, მაგრამ მხოლოდ კეთილ ღიმილს იწვევდნენ. კარგად მახსენდება „პასეანსიც".

ლალი
21

ზოგადად, ძალიან დაბალი დონის ფილმია, მასებში რის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად ეს კი გასაგებია. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"დუტამ ეს არ მაპატია" - მზია ორველაშვილის ახდენილი ოცნება და გავლენინი ქალბატონი "ჩემი ცოლის დაქალებიდან", რომელსაც ქმარიც ჰყავს და საყვარელიც

"დუტამ ეს არ მაპატია" - მზია ორველაშვილის ახდენილი ოცნება და გავლენინი ქალბატონი "ჩემი ცოლის დაქალებიდან", რომელსაც ქმარიც ჰყავს და საყვარელიც

გავლენიანი ქალბატონი - ნინკა, რომელსაც ქმარიც ჰყავს და საყვარელიც, "ჩემი ცოლის დაქალების" ახალი პერსონაჟი გახლავთ. ნინკას როლს მოცეკვავე მზია ორველაშვილი ასრულებს. როგორ მოხვდა სერიალში და რა ხდება გადასაღებ მოედანზე, ამის შესახებ თავად გვესაუბრა...

- მეგობრები ყოველთვის მეუბნებოდნენ, - მსახიობობა გამოგდის, რომელიმე კასტინგზე შენი მონაცემები გაგზავნეო. "ჩემი ცოლის დაქალების" გადაღებების შესახებ ინფორმაცია რომ გამოქვეყნდა, ერთ-ერთმა მეგობარმა, რომელიც სერიალის მასობრივ სცენებში მონაწილეობს, მითხრა, კასტინგზე წავსულიყავი. მართლაც, ჯერ ფოტოები გავგზავნე, შემდეგ კასტინგი გავიარე... კასტინგიდან 2 კვირის განმავლობაში, სერიალის წარმომადგენლები არ შემხმიანებიან. გულდაწყვეტილი ვიყავი - არაფერი გამომივიდა-მეთქი. დაქალმა შემომთავაზა, სადმე ყავა დაგველია. ვიფიქრე - ჯანდაბას, ყავა მაინც დავლიოთ-მეთქი, რადგან ორივეს საშინელი დღე გვქონდა... ყავას ვსვამდით, თან - ვწუწუნებდით, - ამ ქვეყნიდან საერთოდ წავიდეთო... უცებ ტელეფონმა დამირეკა, შემატყობინეს, რომ როლზე დამამტკიცეს. სიხარულისგან ლამის ფრთები გამომესხა! ამ სერიალში მონაწილეობა უზომოდ მინდოდა. საერთოდ, მსახიობობა ბავშვობიდან მსურდა, მაგრამ თეატრალურ უნივერსიტეტში მამიკომ არ ჩამაბარებინა...

- მოგწონს შენი როლი?

- უზომოდ! ყოველი ეპიზოდის გადაღების მერე ველოდები, ახალ სცენარს როდის გამომიგზავნიან, რადგან ამ სერიალით "მოვიწამლე" (კარგი გაგებით), ისე შემიყვარდა! გადაღებიდან რომ ვბრუნდები, მინდა, ახალი სცენარი ვისწავლო. ეს სხვა აურაა... გადაღების პირველ დღეს ძალიან ვინერვიულე. წარმოიდგინე, ცეკვიდან უცებ სამსახიობო სფეროში რომ გადახვალ... მართალია, მოცეკვავე არტისტულიც უნდა იყო, რომ ყველაფერი გამოგივიდეს, მაგრამ მსახიობობა სულ სხვა რამე ყოფილა: მივხვდი, არტისტები ურთულეს გზას გადიან - გარდასახვა ადვილი არაა. პირადად მე, თამაში არ გამრთულებია, მაგრამ ფსიქოლოგიურად მაინც ძნელი იყო. ვერ აღგიწერ, ჩემი პირველი სცენის გადაღებაზე მისულს რა მჭირდა: წარმოიდგინე, გიორგი ლიფონავა, თავისი საქმის პროფესიონალი წინ გიზის და უნდა ითამაშო. მას პირადად არ ვიცნობდი, მხოლოდ ეკრანზე მყავდა ნანახი. ჩემი პერსონაჟის ტექსტი ზეპირად ვიცოდი: უცებ მძინარე რომ გაგეღვიძებინე, მაშინაც გეტყოდი, ისე მქონდა დამახსოვრებული, მაგრამ დათოსთან (ტერენტის როლის შემსრულებელთან) ერთად, კაფეში რომ დავჯექი და გადაღება დავიწყეთ, არაფერი მახსოვდა, ისე ვნერვიულობდი. გადასაღებ მოედანზე ოჯახური სიტუაცია აქვთ. ისე კარგად მომექცნენ, ნერვიულობაც მომეხსნა. დღეს შემოქმედებით გუნდთან ისე ვარ, როგორც ოჯახის წევრებთან: ყველა ძალიან შემიყვარდა. ბედნიერების ძლიერი ემოციები მაქვს...

- პირველივე ეპიზოდში, სერიალში შენმა პარტნიორმა გითხრა, - ცუდი მსახიობი ხარო. რეალურად როგორ გაფასებენ? ბევრი დუბლის გადაღება გჭირდებათ?

- მაქსიმუმ, 2-3 დუბლი დაგვჭირდეს, ისიც იმიტომ, რომ სხვადასხვა რაკურსით გადაიღონ. ყველა ისეთ გულთბილ სიტყვებს მეუბნება და ჩემი თამაში ისე მოსწონთ, რომ მეც ბედნიერი ვარ. გიორგიმაც მითხრა, - შენთან მუშაობა მოგვწონსო. მოკლედ, ყველამ შემაქო. ჩემთვის ეს ძალიან დიდი და მოულოდნელი ბედნიერებაა! გადაღებების დროს ვეკითხებოდი, - კარგი იყო? გამოვიდა თუ რაღაც ვიბჟუტურე-მეთქი? მპასუხობდნენ, - არა, რას ამბობ? როლს ძალიან დამაჯერებლად ასრულებო! საპასუხისმგებლო საქმეს მოვკიდე ხელი და მსახიობობა შემიყვარდა.

- თავიდანვე იცოდი, როგორ სცენებში მოგიწევდა მონაწილეობა?

- რა თქმა უნდა. ჩემი პერსონაჟი ძალიან საინტერესოა. ერთ-ერთი ბანკის პიარ-მენეჯერი გახლავთ. გავლენიან ხალხთან კონტაქტები აქვს... ყველაფერს ვერ გავამხელ - ამის უფლებაც არ მაქვს. ერთს ვიტყვი: ისეთი პერსონაჟია, რომელიც ხალხს შეუყვარდება, მიუხედავად იმისა, რომ ქმარიც ჰყავს და საყვარელიც.

- რატომ შეიძლება, ხალხს შეუყვარდეს?

- არის სიტუაციები, რომელიც ამ ქალს სხვა მხრიდან აჩვენებს მაყურებლებს. ჩემს პერსონაჟს დადებითი, სწორი ნაბიჯებიც ახასიათებს... ტერენტი უყვარს და რა ქნას, რა გააკეთოს (იცინის)?!

- იმ ტიპის ტრენინგების მიმართ როგორი დამოკიდებულება გაქვს, როგორსაც ტერენტი ატარებს?

- (იცინის) ვაღიარებ, ჩემი რეჟიმის გამო არასოდეს მომისმენია, მაგრამ საინტერესოა.

- არც ფსიქოლოგის დახმარება დაგჭირვებია რთული ცხოვრებისეული ეტაპის გადალახვისას?

- ბელორუსიაში ცეკვისას, სპორტული ფსიქოლოგი მყავდა, რომელიც ჩვენთან მუშაობდა, თუნდაც - კომპლექსების მოხსნასთან დაკავშირებით. პირადად მე, კომპლექსები არ მქონია, მაგრამ ზოგს აქვს. მაგალითად - მასწავლებელი აჩვენებს, რომ რაღაც მოძრაობა ემოციურად უნდა შეასრულოს, მაგრამ მოცეკვავე ვერ აკეთებს, რცხვენია... პლუს, კონკურსებზე სპორტსმენს მეტი თავდაჯერებულობა უნდა ჰქონდეს და ისე იმოძრაოს, როგორც ჩემპიონმა. მოკლედ, ფსიქოლოგთან ამ ტიპის შეხება მქონია... საერთოდ, მშობლებმა ჩემში "ჩადეს", რომ ყოველთვის მიზნისკენ ვიმოძრაო და თავდაჯერებული ვიყო. კონკურსების წინ ბებია მაღვიძებდა და სულ მეკითხებოდა, - ბე, აბა, დღეს შეჯიბრებაზე რა უნდა ქნაო? - ამ კითხვას რატომ მისვამ? უნდა გავიმარჯვო! შინ გამარჯვებული მოვალ-მეთქი! - ვპასუხობდი. მეგობრებიც სულ მეუბნებიან, - ბავშვობიდან ჩემპიონის სული გაქვსო... რთულ ცხოვრებისეულ ეტაპებს რაც შეეხება, მაქსიმალურად ვცდილობ, ყოველთვის პოზიტიური განწყობა შევინარჩუნო. ჩვენი წინა ინტერვიუებიდან მკითხველებმა იციან, რომ პანდემიის დროს უზომოდ რთული პერიოდი გამოვიარე, მაგრამ ბევრს ეგონა, კარგად ვიყავი, არაფერი მაწუხებდა. მეკითხებოდნენ კიდეც, - გოგო, რა დღეში ვართ, სამსახურები დავკარგეთ და კარგად როგორ ხარო?! უბრალოდ, საკუთარი თავის მოთოკვა ვისწავლე. იმ დასკვნამდე მივედი, რომ ადამიანმა არასოდეს უნდა ჩამოყარო ყურები. ცუდს ყოველთვის კარგი დასასრული აქვს. თუ ყურებს ჩამოყრი, მიზანს ვერასოდეს მიაღწევ. ყოველთვის ვცდილობ, ცუდშიც დადებითი ვიპოვო, ცუდი პერიოდი გადავლახო და მგონი, ეს მოვახერხე კიდეც. რაც დარჩა, იმასაც უკან მოვიტოვებ. რა თქმა უნდა, ამაში ღმერთის იმედი მაქვს: ღმერთი და ჩემი მფარველი ანგელოზი ძალიან მეხმარებიან...

- "ჩემი ცოლის დაქალებში" მონაწილეობა შენთვის პირველი სამსახიობო გამოცდილებაა?

- მანამდე სერიალის - "ტესტი" 2-3 სერიაში ვმონაწილეობდი. ვერ ვიტყვი, - იქ ბევრი სათამაშო მქონდა-მეთქი. იმხელა გამოცდილება, რასაც "ჩემი ცოლის დაქალებში" ვიღებ, არასოდეს მქონია. არის ეპიზოდები, როცა როლი რთულად შესასრულებელია, მაგრამ არ ვიმჩნევ...

- ეროტიკულ ეპიზოდს გულისხმობ?

- ჰო (იღიმის). მაგალითად, კოცნის სცენის შესახებ დედას კი ვუთხარი, მაგრამ მამას - არა...

- ამ სცენის გადაღებისას, გადასაღებ მოედანზე რა ხდებოდა?

- ჩემს პარტნიორს, ტერენტის როლის შემსრულებელს ვუთხარი, - დათო, მოდი, იცი, როგორ გავაკეთოთ? ვითომ ერთმანეთს ვაკოცეთ და თავი მარჯვნივ-მარცხნივ ვაქანაოთ-მეთქი (იცინის). ლამის სიცილით დავიხოცეთ... საბოლოოდ, ერთმანეთს ვაკოცეთ - სხვა გზა არ გვქონდა. ვიფიქრე, რომ მოვიტყუებოდით, მაგრამ ვერა... ძალიან გამიჭირდა. ხალხი ამ კუთხით არ მიცნობს. "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობის დროსაც, ვცდილობ, მაქსიმალურად მოკრძალებული კაბები მეცვას, რადგან 2 შვილის დედა ვარ, 2 ბიჭი მეზრდება. ამიტომ ცოტათი ვნერვიულობდი - ვიღაცამ "რაღაც" არ იფიქროს, ცუდი კომენტარი არ დამიწეროს-მეთქი. განვიცდიდი, მაგრამ შემდეგ რამდენიმე ადამიანს ვესაუბრე. ერთ-ერთი მათგანი მსახიობი - გიორგი ცაავა გახლდათ. ვუთხარი, - მაგრად მეშინია, რას იტყვის ხალხი-მეთქი. პირდაპირ მითხრა, - გოგო, შენ ხომ არ "უბერავ"? იმდენი მსახიობი ქალისთვის მიკოცნია, რომ ყველას შესახებ "რაღაც" უნდა ეთქვათ! ნორმალური ადამიანი ასეთ ეპიზოდებს "სხვაგვარად" საერთოდ არ აღიქვამს, რა სისულელეაო!.. ბევრი ლაპარაკის მერე, ეს ბარიერი გადავლახე. ჰო, რა მოხდა? ეს ხომ სერიალია? მგონი, დღეს ასეთი რაღაც არავის უკვირს, მაგრამ ოჯახის წევრებთან მაინც მორიდების განცდა მაქვს. განაგრძეთ კითხვა