მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ელექტრონული არჩევნები არ არის 100%-ით დამცველი - რაც შეეხება 2020-2021-ის არჩევნებს, ეუთო/ოდირის ანგარიშში მისთვის სამართლიანი არავის უწოდებია" - კელი დეგნანი
"ელექტრონული არჩევნები არ არის 100%-ით დამცველი - რაც შეეხება 2020-2021-ის არჩევნებს, ეუთო/ოდირის ანგარიშში მისთვის სამართლიანი არავის უწოდებია" - კელი დეგნანი

ელექტრო­ნუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი არ არის 100 პრო­ცენ­ტით დამ­ცვე­ლი. ზოგ ქვე­ყა­ნა­ში, გარ­კვე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ, გა­და­წყვი­ტეს, რომ არ არის ეს სა­უ­კე­თე­სო, მას გარ­კვე­უ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი ახ­ლავს, ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბა, თუ რო­გორ მუ­შა­ობს ეს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ელჩმა კელი დეგ­ნან­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ელჩმა გან­მარ­ტა, ეუთო/ოდი­რის ან­გა­რიშ­ში, რო­მე­ლიც 2020-2021 წლის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ გა­მოქ­ვეყ­ნდა, არ­ჩევ­ნე­ბის­თვის სა­მარ­თლი­ა­ნი არა­ვის უწო­დე­ბია.

"აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კამ­პა­ნი­ის ჩა­ტა­რე­ბა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სია მაქ­სი­მუმს გა­ა­კე­თებს მომ­დევ­ნო თვე­ებ­ში. წე­ლი­წად­ზე მე­ტია დარ­ჩე­ნი­ლი, რათა მო­ახ­დი­ნონ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა, ასე­ვე სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის და თა­ნამ­შრომ­ლე­ბის, რათა უმ­ტკივ­ნე­უ­ლოდ წა­რი­მარ­თოს მომ­დევ­ნო წლის არ­ჩევ­ნე­ბი. ელექტრო­ნუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი არ არის 100 პრო­ცენ­ტით დამ­ცვე­ლი. გვი­ნა­ხავს სხვა ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც ელექტრო­ნულ არ­ჩევ­ნებს იყე­ნე­ბენ, ჩემი ქვეყ­ნის ჩათ­ვლით. ზოგ ქვე­ყა­ნა­ში, გარ­კვე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ, გა­და­წყვი­ტეს, რომ არ არის ეს სა­უ­კე­თე­სო, მას გარ­კვე­უ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი ახ­ლავს, ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბა, თუ რო­გორ მუ­შა­ობს ეს.

ძალ­ზედ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, შემ­დე­გი არ­ჩევ­ნე­ბი წა­რი­მარ­თოს სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­რე­შე, რათა არ იყოს შე­ფერ­ხე­ბა და ტექ­ნი­კუ­რი ხარ­ვე­ზე­ბი. ეუთო/ ოდი­რის ან­გა­რიშს რომ გა­ეც­ნოთ, რო­მე­ლიც 2020/2021 წლის შემ­დეგ გა­მოქ­ვეყ­ნდა, სა­მარ­თლი­ა­ნი არა­ვის უწო­დე­ბია. იყო მთე­ლი რიგი კარ­გი მოვ­ლე­ნა, რა­საც იმ პე­რი­ოდ­შიც ვამ­ბობ­დით, რომ კარ­გად ად­მი­ნის­ტრი­რე­ბუ­ლი იყო კო­რო­ნა­ვირუ­სის დროს. პო­ზი­ტი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბიც არის, მაგ­რამ რისი ნახ­ვაც გვსურს არის ის, რომ თი­თო­ე­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი იყოს უფრო უკე­თე­სი, ვიდ­რე წინა. ბევ­რი ამომ­რჩე­ვე­ლი, ვინც სა­ჩი­ვარს წა­რად­გენ­და, თვლი­და, რომ პრო­ცე­სი სა­თა­ნა­დოდ არ წა­რი­მარ­თა, არ ჩა­ტარ­და სა­თა­ნა­დო შეს­წავ­ლა, გა­მო­ძი­ე­ბა, სა­ჩივ­რე­ბის კვლე­ვა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ამომ­რჩე­ვე­ლი თვლი­დეს, რომ მათი სა­ჩი­ვა­რი სრუ­ლად არის გან­ხი­ლუ­ლი. რწმე­ნა უნდა ჰქონ­დეთ, რომ არ­ჩევ­ნე­ბი სა­მარ­თლი­ა­ნია. ეუთო და სხვა დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი ეთან­ხმე­ბი­ან ამ შე­ხე­დუ­ლე­ბას. მო­მა­ვა­ლი წლის­თვის შედ­გე­ბა სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სია და ყვე­ლა აღი­ა­რებს, რომ ძალ­ზედ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი იქ­ნე­ბა 2024 წელს. 2020 წელს, სა­ერ­თა­შო­რი­სო ამომ­რჩევ­ლებ­მა ვერც კი შეძ­ლეს ჩა­მოს­ვლა პან­დე­მი­ის გამო, ამი­ტო­მაც იყო ნა­წი­ლობ­რივ ამ­დე­ნი კი­თხვა, ამ­დე­ნი დავა პრო­ცე­სის და­სას­რულს“, - აღ­ნიშ­ნა ელჩმა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გივი
0

თუ სამართლიანი არ შეიძლებვა იყოს ელექტრონული არჩევნები რატომ არ აუქმებთ ბაიდენის ხმებს რომელიც სწორედ იმ ელექტრონულის წყალობით აქვს და მოიგო კიდევაც. მარტო აქ არ არის სანდო, იმიტომ რომ ვეღატ იყცირებთ გაყალბდაო რადგან საერთოს ვერაფერს გადალახავთ თქვენ მკვლელებთან ერთად დაგესმევათ წერტილ;ი.

ალექს
0

ქართველი ახალგაზრდების ერთ ჯგუფს ქონდა ელექტრონული დაცული არჩევნების სისტემა შემუშავებული !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ელექტრონული არჩევნები არ არის 100%-ით დამცველი - რაც შეეხება 2020-2021-ის არჩევნებს, ეუთო/ოდირის ანგარიშში მისთვის სამართლიანი არავის უწოდებია" - კელი დეგნანი

"ელექტრონული არჩევნები არ არის 100%-ით დამცველი - რაც შეეხება 2020-2021-ის არჩევნებს, ეუთო/ოდირის ანგარიშში მისთვის სამართლიანი არავის უწოდებია" - კელი დეგნანი

ელექტრონული არჩევნები არ არის 100 პროცენტით დამცველი. ზოგ ქვეყანაში, გარკვეული გამოცდილების მიღების შემდეგ, გადაწყვიტეს, რომ არ არის ეს საუკეთესო, მას გარკვეული შეზღუდვები ახლავს, ამიტომ მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინფორმირებულობა, თუ როგორ მუშაობს ეს, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ელჩმა განმარტა, ეუთო/ოდირის ანგარიშში, რომელიც 2020-2021 წლის არჩევნების შემდეგ გამოქვეყნდა, არჩევნებისთვის სამართლიანი არავის უწოდებია.

"აუცილებელია საგანმანათლებლო კამპანიის ჩატარება. დარწმუნებული ვარ, ცენტრალური საარჩევნო კომისია მაქსიმუმს გააკეთებს მომდევნო თვეებში. წელიწადზე მეტია დარჩენილი, რათა მოახდინონ საზოგადოების ინფორმირება, ასევე საარჩევნო კომისიების წარმომადგენლების და თანამშრომლების, რათა უმტკივნეულოდ წარიმართოს მომდევნო წლის არჩევნები. ელექტრონული არჩევნები არ არის 100 პროცენტით დამცველი. გვინახავს სხვა ქვეყნებში, სადაც ელექტრონულ არჩევნებს იყენებენ, ჩემი ქვეყნის ჩათვლით. ზოგ ქვეყანაში, გარკვეული გამოცდილების მიღების შემდეგ, გადაწყვიტეს, რომ არ არის ეს საუკეთესო, მას გარკვეული შეზღუდვები ახლავს, ამიტომ მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინფორმირებულობა, თუ როგორ მუშაობს ეს.

ძალზედ მნიშვნელოვანია, შემდეგი არჩევნები წარიმართოს სირთულეების გარეშე, რათა არ იყოს შეფერხება და ტექნიკური ხარვეზები. ეუთო/ ოდირის ანგარიშს რომ გაეცნოთ, რომელიც 2020/2021 წლის შემდეგ გამოქვეყნდა, სამართლიანი არავის უწოდებია. იყო მთელი რიგი კარგი მოვლენა, რასაც იმ პერიოდშიც ვამბობდით, რომ კარგად ადმინისტრირებული იყო კორონავირუსის დროს. პოზიტიური მოვლენებიც არის, მაგრამ რისი ნახვაც გვსურს არის ის, რომ თითოეული არჩევნები იყოს უფრო უკეთესი, ვიდრე წინა. ბევრი ამომრჩეველი, ვინც საჩივარს წარადგენდა, თვლიდა, რომ პროცესი სათანადოდ არ წარიმართა, არ ჩატარდა სათანადო შესწავლა, გამოძიება, საჩივრების კვლევა. მნიშვნელოვანია, ამომრჩეველი თვლიდეს, რომ მათი საჩივარი სრულად არის განხილული. რწმენა უნდა ჰქონდეთ, რომ არჩევნები სამართლიანია. ეუთო და სხვა დამკვირვებლები ეთანხმებიან ამ შეხედულებას. მომავალი წლისთვის შედგება სადამკვირვებლო მისია და ყველა აღიარებს, რომ ძალზედ მნიშვნელოვანი არჩევნები იქნება 2024 წელს. 2020 წელს, საერთაშორისო ამომრჩევლებმა ვერც კი შეძლეს ჩამოსვლა პანდემიის გამო, ამიტომაც იყო ნაწილობრივ ამდენი კითხვა, ამდენი დავა პროცესის დასასრულს“, - აღნიშნა ელჩმა.