საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თურმე გრძნობდა სიკვდილის მოახლოებას... ასმაგად ვაზღვევინებთ რუსებს!" - რას ჰყვებიან უკრაინაში დაღუპული ნიკა ახვლედიანის თანამებრძოლები
"თურმე გრძნობდა სიკვდილის მოახლოებას... ასმაგად ვაზღვევინებთ რუსებს!" - რას ჰყვებიან უკრაინაში დაღუპული ნიკა ახვლედიანის თანამებრძოლები

42 წლის ნი­კო­ლოზ ახვლე­დი­ა­ნი კი­დევ ერთი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლია, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნა­ში რუსი ოკუ­პან­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლას შე­ე­წი­რა. ის უკ­რა­ი­ნის ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ლე­გი­ო­ნის რი­გებ­ში, ქარ­თუ­ლი ბა­ტა­ლი­ონ „დიდ­გორ­ში იბ­რძო­და და ბახ­მუ­ტის სამ­ხრე­თით, კლი­შევ­კას­თან შე­ტა­კე­ბე­ბის დროს გმი­რუ­ლად და­ი­ღუ­პა. რო­გორც მისი თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, კარ­გი მებ­რძო­ლი და სამ­შობ­ლო­ზე უზო­მოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი კაცი იყო. დღე­დღე­ზე შვე­ბუ­ლე­ბას ელო­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლას და ოჯა­ხის მო­ნა­ხუ­ლე­ბას აპი­რებ­და. უფრო ვრცლად, ნი­კო­ლოზ ახვლე­დი­ა­ნის შე­სა­ხებ მისი თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბი თორ­ნი­კე გო­გუ­ა­ძე და გი­ორ­გი მი­ქე­ლა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბი­ან.

თორ­ნი­კე გო­გუ­ა­ძე:

- ბო­ლოს რამ­დე­ნი­მე დღის წინ ვე­სა­უბ­რე. რთულ პო­ზი­ცი­ებ­ზე ვართ, ყო­ველ­დღე შე­ტა­კე­ბე­ბი გვაქვს, მაგ­რამ გა­ვუმკლავ­დე­ბით, ეგ არა­ფე­რიო. სა­უბ­რის და­სას­რულს - მიყ­ვარ­ხარ, ძმა­ოო, მი­თხრა. მე, გულ­წრფე­ლად რომ ვთქვა, ზედ­მე­ტი ემო­ცი­ის გა­რე­შე ვუ­პა­სუ­ხე: მეც მიყ­ვარ­ხარ-მეთ­ქი, ნიკა. თურ­მე, გრძნობ­და რა­ღა­ცას. ალ­ბათ, სიკ­ვდი­ლის მო­ახ­ლო­ე­ბას. ასე ცდი­ლობ­და დამ­შვი­დო­ბე­ბას ჩემ­თან და, ვინ იცის, კი­დევ რამ­დენ ადა­მი­ან­თან, რო­მე­ლებ­საც თა­ვი­სი­ა­ნე­ბად თვლი­და. ახლა მთე­ლი გუ­ლით ვამ­ბობ, ძლი­ე­რი ემო­ცი­ით ვამ­ბობ, მიყ­ვარს ნი­კას სული და მისი სა­ხით ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის, ვინც სა­ქარ­თვე­ლოს­თვის გმი­რუ­ლად და­ე­ცა, ვინც თა­ვის შერ­ცხვე­ნას, ცივი მიწა არ­ჩია, ვინც ამაღ­ლდა სა­კუ­თარ ვნე­ბებ­სა და ინ­სტინ­ქტებ­ზე. მე ვდებ პი­რო­ბას, რომ ას­ჯერ მე­ტად ვა­ზღვე­ვი­ნებთ რუ­სებს მისი და ყვე­ლა ჩვე­ნი გმი­რის გამო!

გი­ორ­გი მი­ქე­ლა­ძე:

- მე და ნიკა, უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის დღი­დან ერ­თად ვი­ყა­ვით. ჩვე­ნი ბა­ტა­ლი­ო­ნი „დიდ­გო­რი“ უკ­რა­ი­ნის ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ლე­გი­ო­ნის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­შია. იმ კონ­კრე­ტულ ოპე­რა­ცი­ა­ში, ჩვე­ნი ბა­ტა­ლი­ო­ნი­დან ნიკა და კი­დევ ორი ბიჭი იყო ლე­გი­ო­ნის ბი­ჭებ­თან ერ­თად, სულ 9 კაცი. რუ­სე­ბის დრონ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა ჩვე­ნი ბი­ჭე­ბი, 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში იბომ­ბე­ბოდ­ნენ, ერთ-ერთი ჭურ­ვი ზუს­ტად იქ ჩა­ვარ­და, სა­დაც ნიკა იყო ჩა­საფ­რე­ბუ­ლი... ნიკა და­ი­ღუ­პა, სამ­მა - ორმა ქარ­თველ­მა და ერ­თმა ჩე­ჩენ­მა, კან­ტუ­ზია მი­ი­ღო. სი­ტყვებს ვერ ვპო­უ­ლობ, ჩემი ძმის და­სა­ხა­სი­ა­თებ­ლად, გარ­და იმი­სა, რომ უში­შა­რი, შე­უ­პო­ვა­რი მებ­რძო­ლი იყო, კე­თილ­შო­ბი­ლი და თავ­გან­წი­რუ­ლი ადა­მი­ა­ნიც გახ­ლდათ. მნიშ­ვნე­ლო­ბა არ ჰქონ­და, გიც­ნობ­და თუ არა, თავს გას­წი­რავ­და შენ­თვის. მტრის ბოღ­მა ჰქონ­და, რომ დავ­ჯდე­ბო­დით, სულ იმა­ზე ლა­პა­რა­კობ­და, რამ­დე­ნი ხალ­ხი დაგ­ვი­ხო­ცეს რუ­სებ­მაო, აფხა­ზეთ­ში ჩვე­ნი ქა­ლე­ბი და ბავ­შვე­ბი აწა­მე­სო. ძა­ლი­ან ენატ­რე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლო, დედა და­ე­ღუ­პა და მის დაკ­რძალ­ვა­ზე ვერ ჩა­მო­ვი­და.

ამას ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­და... მე­უღ­ლე არ ჰყავ­და, მაგ­რამ და ჰყავ­და და დე­ი­დაშ­ვი­ლე­ბი, რომ­ლებ­ზეც ზრუ­ნავ­და. მათ მინ­და ვუ­თხრა, რომ ძნე­ლი ყო­ფი­ლა გა­დარ­ჩე­ნი­ლე­ბის სი­ა­ში ყოფ­ნა. ერთი ასე­თი ამ­ბა­ვი მინ­და გა­ვიხ­სე­ნო. ლი­სი­ჩანსკში ვი­ყა­ვით ერ­თად, ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, გა­ნუ­წყვეტ­ლივ გვბომ­ბავ­დნენ, გა­მო­უ­ვალ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვი­ყა­ვით, გა­დარ­ჩე­ნის შან­სი თით­ქმის არ გვქონ­და, მაგ­რამ ნი­კას წარ­ბი არ შე­უხ­რია, მისი შე­ში­ნე­ბუ­ლი ან შეშ­ფო­თე­ბუ­ლი სახე არ მი­ნა­ხავს. პი­რი­ქით, ძა­ლი­ან მშვი­დად, შე­მარ­თე­ბით იყო და ჩვენც სტი­მულს გვაძ­ლევ­და. სამი ღამე არ მძი­ნე­ბია, ბი­ჭე­ბი ძა­ლი­ან გან­ვიც­დით.

იმ ოპე­რა­ცი­ა­ში, რო­მელ­შიც ნიკა და­ი­ღუ­პა, ჩვე­ნი ბა­ტა­ლი­ო­ნის მე­თა­უ­რიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და. კან­ტუ­ზი­ის გამო წო­ლი­თი რე­ჟი­მი და­უ­ნიშ­ნეს, ჩუ­მად გა­ი­პა­რა და ბი­ჭებ­თან ერ­თად ნი­კას ცხე­და­რის გა­მო­საყ­ვა­ნად ცხელ წერ­ტილ­ში შე­ვი­და. იცით უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი რა დღე­ში იყ­ვნენ ?! გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მე
173

ყურებზე ხახვი არ დააჭრათ რუსებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"თურმე გრძნობდა სიკვდილის მოახლოებას... ასმაგად ვაზღვევინებთ რუსებს!" - რას ჰყვებიან უკრაინაში დაღუპული ნიკა ახვლედიანის თანამებრძოლები

"თურმე გრძნობდა სიკვდილის მოახლოებას... ასმაგად ვაზღვევინებთ რუსებს!" - რას ჰყვებიან უკრაინაში დაღუპული ნიკა ახვლედიანის თანამებრძოლები

42 წლის ნიკოლოზ ახვლედიანი კიდევ ერთი ქართველი მებრძოლია, რომელიც უკრაინაში რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლას შეეწირა. ის უკრაინის ინტერნაციონალური ლეგიონის რიგებში, ქართული ბატალიონ „დიდგორში იბრძოდა და ბახმუტის სამხრეთით, კლიშევკასთან შეტაკებების დროს გმირულად დაიღუპა. როგორც მისი თანამებრძოლები ამბობენ, კარგი მებრძოლი და სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული კაცი იყო. დღედღეზე შვებულებას ელოდა, საქართველოში ჩამოსვლას და ოჯახის მონახულებას აპირებდა. უფრო ვრცლად, ნიკოლოზ ახვლედიანის შესახებ მისი თანამებრძოლები თორნიკე გოგუაძე და გიორგი მიქელაძე გვესაუბრებიან.

თორნიკე გოგუაძე:

- ბოლოს რამდენიმე დღის წინ ვესაუბრე. რთულ პოზიციებზე ვართ, ყოველდღე შეტაკებები გვაქვს, მაგრამ გავუმკლავდებით, ეგ არაფერიო. საუბრის დასასრულს - მიყვარხარ, ძმაოო, მითხრა. მე, გულწრფელად რომ ვთქვა, ზედმეტი ემოციის გარეშე ვუპასუხე: მეც მიყვარხარ-მეთქი, ნიკა. თურმე, გრძნობდა რაღაცას. ალბათ, სიკვდილის მოახლოებას. ასე ცდილობდა დამშვიდობებას ჩემთან და, ვინ იცის, კიდევ რამდენ ადამიანთან, რომელებსაც თავისიანებად თვლიდა. ახლა მთელი გულით ვამბობ, ძლიერი ემოციით ვამბობ, მიყვარს ნიკას სული და მისი სახით ყველა იმ ადამიანის, ვინც საქართველოსთვის გმირულად დაეცა, ვინც თავის შერცხვენას, ცივი მიწა არჩია, ვინც ამაღლდა საკუთარ ვნებებსა და ინსტინქტებზე. მე ვდებ პირობას, რომ ასჯერ მეტად ვაზღვევინებთ რუსებს მისი და ყველა ჩვენი გმირის გამო!

გიორგი მიქელაძე:

- მე და ნიკა, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან ერთად ვიყავით. ჩვენი ბატალიონი „დიდგორი“ უკრაინის ინტერნაციონალური ლეგიონის დაქვემდებარებაშია. იმ კონკრეტულ ოპერაციაში, ჩვენი ბატალიონიდან ნიკა და კიდევ ორი ბიჭი იყო ლეგიონის ბიჭებთან ერთად, სულ 9 კაცი. რუსების დრონმა აღმოაჩინა ჩვენი ბიჭები, 24 საათის განმავლობაში იბომბებოდნენ, ერთ-ერთი ჭურვი ზუსტად იქ ჩავარდა, სადაც ნიკა იყო ჩასაფრებული... ნიკა დაიღუპა, სამმა - ორმა ქართველმა და ერთმა ჩეჩენმა, კანტუზია მიიღო. სიტყვებს ვერ ვპოულობ, ჩემი ძმის დასახასიათებლად, გარდა იმისა, რომ უშიშარი, შეუპოვარი მებრძოლი იყო, კეთილშობილი და თავგანწირული ადამიანიც გახლდათ. მნიშვნელობა არ ჰქონდა, გიცნობდა თუ არა, თავს გასწირავდა შენთვის. მტრის ბოღმა ჰქონდა, რომ დავჯდებოდით, სულ იმაზე ლაპარაკობდა, რამდენი ხალხი დაგვიხოცეს რუსებმაო, აფხაზეთში ჩვენი ქალები და ბავშვები აწამესო. ძალიან ენატრებოდა საქართველო, დედა დაეღუპა და მის დაკრძალვაზე ვერ ჩამოვიდა.

ამას ძალიან განიცდიდა... მეუღლე არ ჰყავდა, მაგრამ და ჰყავდა და დეიდაშვილები, რომლებზეც ზრუნავდა. მათ მინდა ვუთხრა, რომ ძნელი ყოფილა გადარჩენილების სიაში ყოფნა. ერთი ასეთი ამბავი მინდა გავიხსენო. ლისიჩანსკში ვიყავით ერთად, ერთი კვირის განმავლობაში, განუწყვეტლივ გვბომბავდნენ, გამოუვალ მდგომარეობაში ვიყავით, გადარჩენის შანსი თითქმის არ გვქონდა, მაგრამ ნიკას წარბი არ შეუხრია, მისი შეშინებული ან შეშფოთებული სახე არ მინახავს. პირიქით, ძალიან მშვიდად, შემართებით იყო და ჩვენც სტიმულს გვაძლევდა. სამი ღამე არ მძინებია, ბიჭები ძალიან განვიცდით.

იმ ოპერაციაში, რომელშიც ნიკა დაიღუპა, ჩვენი ბატალიონის მეთაურიც მონაწილეობდა. კანტუზიის გამო წოლითი რეჟიმი დაუნიშნეს, ჩუმად გაიპარა და ბიჭებთან ერთად ნიკას ცხედარის გამოსაყვანად ცხელ წერტილში შევიდა. იცით უკრაინელები რა დღეში იყვნენ ?! განაგრძეთ კითხვა