მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სურსათის სააგენტომ "ნიკორა ტრეიდს“ მზა კერძების საწარმოო პროცესი შეუჩერა
სურსათის სააგენტომ "ნიკორა ტრეიდს“ მზა კერძების საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურ­სა­თის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ "ნი­კო­რა ტრე­ი­დის“ მზა კერ­ძე­ბის წარ­მო­ე­ბას სა­წარ­მოო პრო­ცე­სი შე­უ­ჩე­რა ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, სა­ა­გენ­ტოს მიერ ინ­სპექ­ტი­რე­ბა მას შემ­დეგ გან­ხორ­ცი­ელ­და, რაც რვა ადა­მი­ა­ნის საკ­ვე­ბის­მი­ე­რი ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის შე­სა­ხებ ეც­ნო­ბათ, რო­მელ­თაც სალ­მო­ნე­ლო­ზი და­უ­დას­ტურ­დათ.

"სურ­სა­თის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი­დან და თბი­ლი­სის გა­დამ­დებ და­ა­ვა­დე­ბა­თა ეპიდ­ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბი­სა და კონ­ტრო­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ცენ­ტრი­დან მი­ი­ღო ორი შე­ტყო­ბი­ნე­ბა რვა ადა­მი­ა­ნის საკ­ვე­ბის­მი­ე­რი ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის შე­სა­ხებ, რო­მელ­თაც სალ­მო­ნე­ლო­ზი და­უ­დას­ტურ­დათ.

ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვით დად­გინ­და, რომ ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში პა­ცი­ენ­ტებ­მა საკ­ვე­ბად მი­ი­ღეს ს.ს. "ნი­კო­რა ტრე­ი­დის“ სა­სურ­სა­თო მა­ღა­ზი­ებ­ში შე­ძე­ნი­ლი "კოტ­ლე­ტი კი­ე­ვუ­რი“.

შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე, სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის უფ­ლე­ბა­მო­სილ­მა პი­რებ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს ინ­სპექ­ტი­რე­ბა "ნი­კო­რა ტრე­ი­დის“ სა­სურ­სა­თო მარ­კე­ტებ­ში (ს/კ 206255808) მი­სა­მარ­თებ­ზე: თბი­ლი­სი აღ­მა­შე­ნებ­ლის ხე­ი­ვა­ნი N62/495; თბი­ლი­სი, ხომ­ლე­ლის ქუჩა და აე­როდ­რო­მის და­სახ. მე-7 ქუ­ჩას შო­რის, ასე­ვე, მიკ­ვლე­ვა­დო­ბით დად­გე­ნილ სს "ნი­კო­რა ტრე­ი­დის“ მზა კერ­ძე­ბის წარ­მო­ე­ბა­ში (აღ­მა­შე­ნებ­ლის ხე­ი­ვა­ნი 1.6 კმ), სა­ი­და­ნაც ორი­ვე მარ­კე­ტი "კოტ­ლე­ტი კი­ე­ვუ­რით“ მა­რაგ­დე­ბო­და.

სა­ა­გენ­ტოს ინ­სპექ­ტო­რებ­მა ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვის­თვის აი­ღეს სურ­სა­თის ნი­მუ­შე­ბი, რომ­ლებ­შიც პა­თო­გე­ნუ­რი მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მი სალ­მო­ნე­ლა აღ­მოჩ­ნდა. შე­დე­გად, სს "ნი­კო­რა ტრე­ი­დის“ მზა კერ­ძე­ბის წარ­მო­ე­ბა და­ჯა­რიმ­და და, კრი­ტი­კუ­ლი შე­უ­სა­ბა­მო­ბე­ბის აღ­მო­ფხვრამ­დე, სა­წარ­მოო პრო­ცე­სი შე­უ­ჩერ­და. ამო­ღე­ბუ­ლია და შე­სა­ბა­მი­სი წე­სე­ბის დაც­ვით გა­ნად­გურ­დე­ბა პა­თო­გე­ნით და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი 20 კგ ქათ­მის ფილე, 100 კგ სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის სურ­სა­თი­სა და 22 კგ "კოტ­ლე­ტი კი­ე­ვუ­რის“ ფარ­ში, სა­დაც გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იყო აღ­ნიშ­ნუ­ლი ქათ­მის ფილე. მიკ­ვლე­ვა­დო­ბის მიზ­ნით, სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო სა­ხელ­მწი­ფო კონ­ტროლს ნედ­ლე­უ­ლის იმ­პორ­ტი­ორ კომ­პა­ნი­ა­შიც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს“, - ნათ­ქვა­მია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

  • აღ­ნიშ­ნულ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით "ნი­კო­რა ტრე­ი­დი" გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ მზა კერ­ძე­ბის მცი­რე ზო­მის სა­წარ­მოს პრო­ცე­სის შე­ჩე­რე­ბის მი­ზე­ზი "ჯეო დის­ტრი­ბუ­ცი­ის“ ქათ­მის ფილე "გრა­კო“ გახ­და.

რო­გორც კომ­პა­ნი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, "ნი­კო­რა ტრე­ი­დი“ სურ­სა­თის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტოს­თან, რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის ზედ­მი­წევ­ნით შეს­რუ­ლე­ბის მიზ­ნით, აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობს.

"სურ­სა­თის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ მოგ­ვმარ­თა რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის საკ­ვე­ბის­მი­ე­რი ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით. რო­გორც გა­ირ­კვა ყვე­ლა მათ­გან­მა საკ­ვე­ბად მი­ი­ღო "კოტ­ლე­ტი კი­ე­ვუ­რი“. ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე ჩვე­ნი მხრი­დან მყი­სი­ე­რად მოხ­და სა­ა­გენ­ტოს ყვე­ლა მი­თი­თე­ბის შეს­რუ­ლე­ბა, მათ­თან აქ­ტი­უ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბით გა­მო­ვავ­ლი­ნეთ სად იყო მი­ზე­ზი და მი­ვაკ­ვლი­ეთ ქათ­მის ფილე "გრა­კოს“, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და კოტ­ლე­ტის წარ­მო­ე­ბა­ში, ხოლო ამ უკა­ნას­კნე­ლით გვა­მა­რა­გებ­და კომ­პა­ნია "ჯეო დის­ტრი­ბუ­ცია". რა თქმა უნდა, ვაც­ნო­ბეთ აღ­ნიშ­ნულ კომ­პა­ნი­ას მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ და უმალ­ვე მოვხსე­ნით ის კონ­კრე­ტუ­ლი პარ­ტია მოხ­მა­რე­ბი­დან. ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის გე­ტყვით, რომ მზა კვე­ბის სა­წარ­მოს მცი­რე ზო­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამ პრო­დუქ­ტით მო­მა­რა­გე­ბა სულ რამ­დე­ნი­მე ფი­ლი­ალ­ში ხდე­ბო­და და სა­ბედ­ნი­ე­როდ პრობ­ლე­მის გან­ვრცო­ბის მას­შტა­ბი ძა­ლი­ან მცი­რეა. ვწუხ­ვართ აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტის გამო და ამ ეტაპ­ზეც აქ­ტი­უ­რად ვთა­ნამ­შრომ­ლობთ სა­ა­გენ­ტოს­თან ყვე­ლა მათი რე­კო­მენ­და­ცი­ის ზედ­მი­წევ­ნით შეს­რუ­ლე­ბის მიზ­ნით“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია კომ­პა­ნი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ირინა
0

ყოჩაღ ნიკორა! სირცხვილია უბრალოდ.. უმკაცრესად უნდა დაისაჯოთ, სხვამ რომ ვერ გაბედოს იგივე.

ფგჰრ
1

ვადაგასულებსაც ყიდიან უბრალოდ არ ამოწმებენ ასე რომ სუ კიდიათ მომხმარებელმა უნდა შეამოწმოს 

ავტორი:

სურსათის სააგენტომ "ნიკორა ტრეიდს“ მზა კერძების საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის სააგენტომ "ნიკორა ტრეიდს“ მზა კერძების საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ "ნიკორა ტრეიდის“ მზა კერძების წარმოებას საწარმოო პროცესი შეუჩერა ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სააგენტოს მიერ ინსპექტირება მას შემდეგ განხორციელდა, რაც რვა ადამიანის საკვებისმიერი ინტოქსიკაციის შესახებ ეცნობათ, რომელთაც სალმონელოზი დაუდასტურდათ.

"სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან და თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრიდან მიიღო ორი შეტყობინება რვა ადამიანის საკვებისმიერი ინტოქსიკაციის შესახებ, რომელთაც სალმონელოზი დაუდასტურდათ.

ეპიდემიოლოგიური კვლევით დადგინდა, რომ ორივე შემთხვევაში პაციენტებმა საკვებად მიიღეს ს.ს. "ნიკორა ტრეიდის“ სასურსათო მაღაზიებში შეძენილი "კოტლეტი კიევური“.

შეტყობინებების მიღებისთანავე, სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფლებამოსილმა პირებმა განახორციელეს ინსპექტირება "ნიკორა ტრეიდის“ სასურსათო მარკეტებში (ს/კ 206255808) მისამართებზე: თბილისი აღმაშენებლის ხეივანი N62/495; თბილისი, ხომლელის ქუჩა და აეროდრომის დასახ. მე-7 ქუჩას შორის, ასევე, მიკვლევადობით დადგენილ სს "ნიკორა ტრეიდის“ მზა კერძების წარმოებაში (აღმაშენებლის ხეივანი 1.6 კმ), საიდანაც ორივე მარკეტი "კოტლეტი კიევურით“ მარაგდებოდა.

სააგენტოს ინსპექტორებმა ლაბორატორიული კვლევისთვის აიღეს სურსათის ნიმუშები, რომლებშიც პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა აღმოჩნდა. შედეგად, სს "ნიკორა ტრეიდის“ მზა კერძების წარმოება დაჯარიმდა და, კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე, საწარმოო პროცესი შეუჩერდა. ამოღებულია და შესაბამისი წესების დაცვით განადგურდება პათოგენით დაბინძურებული 20 კგ ქათმის ფილე, 100 კგ სხვადასხვა სახეობის სურსათისა და 22 კგ "კოტლეტი კიევურის“ ფარში, სადაც გამოყენებული იყო აღნიშნული ქათმის ფილე. მიკვლევადობის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს ნედლეულის იმპორტიორ კომპანიაშიც განახორციელებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით "ნიკორა ტრეიდი" განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მზა კერძების მცირე ზომის საწარმოს პროცესის შეჩერების მიზეზი "ჯეო დისტრიბუციის“ ქათმის ფილე "გრაკო“ გახდა.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, "ნიკორა ტრეიდი“ სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან, რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულების მიზნით, აქტიურად თანამშრომლობს.

"სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოგვმართა რამდენიმე ადამიანის საკვებისმიერი ინტოქსიკაციის ფაქტთან დაკავშირებით. როგორც გაირკვა ყველა მათგანმა საკვებად მიიღო "კოტლეტი კიევური“. ინფორმაციის მიღებისთანავე ჩვენი მხრიდან მყისიერად მოხდა სააგენტოს ყველა მითითების შესრულება, მათთან აქტიური თანამშრომლობით გამოვავლინეთ სად იყო მიზეზი და მივაკვლიეთ ქათმის ფილე "გრაკოს“, რომელიც გამოიყენებოდა კოტლეტის წარმოებაში, ხოლო ამ უკანასკნელით გვამარაგებდა კომპანია "ჯეო დისტრიბუცია". რა თქმა უნდა, ვაცნობეთ აღნიშნულ კომპანიას მომხდარის შესახებ და უმალვე მოვხსენით ის კონკრეტული პარტია მოხმარებიდან. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ მზა კვების საწარმოს მცირე ზომიდან გამომდინარე, ამ პროდუქტით მომარაგება სულ რამდენიმე ფილიალში ხდებოდა და საბედნიეროდ პრობლემის განვრცობის მასშტაბი ძალიან მცირეა. ვწუხვართ აღნიშნული ფაქტის გამო და ამ ეტაპზეც აქტიურად ვთანამშრომლობთ სააგენტოსთან ყველა მათი რეკომენდაციის ზედმიწევნით შესრულების მიზნით“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში