მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საფრანგეთში, "ყველაზე ბრიტანული კურორტის" აეროპორტს ელისაბედ II-ის სახელს არქმევენ
საფრანგეთში, "ყველაზე ბრიტანული კურორტის" აეროპორტს ელისაბედ II-ის სახელს არქმევენ

ჩრდი­ლო­ეთ საფ­რან­გეთ­ში მდე­ბა­რე სა­კუ­რორ­ტო ქა­ლაქ ლე ტუ­კეს აე­რო­პორ­ტს სა­ხე­ლი გა­და­ერ­ქმე­ვა და ის ელი­სა­ბედ II-ის სა­ხე­ლო­ბის გახ­დე­ბა. სა­ხე­ლის შეც­ვლის ნე­ბარ­თვა დიდი ბრი­ტა­ნე­თის მე­ფემ, ჩარლზ III-მ გას­ცა. ლე ტუკე პარი პლაჟ, რო­მელ­საც უფრო ხში­რად ლე ტუ­კე­თი მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ, ჩრდი­ლო­ეთ საფ­რან­გე­თის კო­მუ­ნაა. მისი მო­სახ­ლე­ო­ბა 4 227 ადა­მი­ა­ნის­გან შედ­გე­ბა, თუმ­ცა სა­კუ­რორ­ტო ქა­ლაქს ზა­ფხუ­ლო­ბით ასი­ა­თა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი სტუმ­რობს.

ლე ტუ­კეს ქა­ლა­ქის მე­რი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ "დი­დე­ბუ­ლი დე­დოფ­ლი­სად­მი" პა­ტი­ვის მი­გე­ბით მათი ქა­ლა­ქი "საფ­რან­გე­თის ყვე­ლა­ზე ბრი­ტა­ნულ კუ­რორ­ტად" წო­დე­ბას კი­დევ უფრო მი­უ­ახ­ლოვ­დე­ბა.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, ბრი­ტა­ნეთს აე­რო­პორ­ტის სა­ხელ­წო­დე­ბის შეც­ვლის მო­თხოვ­ნა დე­დოფ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 6 დღე­ში გა­ეგ­ზავ­ნა. ლე ტუ­კეს მე­რის გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ გარ­დაც­ვლი­ლი დე­დოფ­ლის ბიძა, ედ­ვარდ მერ­ვე ხში­რად სტუმ­რობ­და სა­კუ­რორ­ტო ზო­ნას სა­ჯი­რი­თოდ და იახ­ტით გა­სა­სე­ირ­ნებ­ლად, რა დრო­საც მას ხში­რად ახ­ლდა პა­ტა­რა ელი­სა­ბე­დიც.

ლე ტუ­კეს აე­რო­პორ­ტი 1930 წელს აშენ­და, რათა ბრი­ტა­ნე­ლებს სა­ნა­პი­რო ქა­ლაქ­ში შეს­ვლა შეძ­ლე­ბო­დათ. ქა­ლა­ქის მმარ­თვე­ლო­ბა იმე­დოვ­ნებს, რომ აე­რო­პორ­ტის ახა­ლი სა­ხე­ლი მათ ქა­ლაქ­სა და ბრი­ტა­ნეთს შო­რის მჭიდ­რო კავ­შირს გა­აძ­ლი­ე­რებს და კი­დევ უფრო მეტ ტუ­რისტს უმას­პინ­ძლებს.

ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნის ვილა ლე ტუ­კე­ში

ლე ტუ­კეს კუ­რორტზე და­სას­ვე­ნე­ბელ სახ­ლს ფლობს საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტი ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნიც, რო­მე­ლიც მას მე­უღ­ლეს­თან ერ­თად სტუმ­რობს ხოლ­მე.

წყა­რო: bbc

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

ლუდვიგი
0

აააა კაცი

ავტორი:

საფრანგეთში, "ყველაზე ბრიტანული კურორტის" აეროპორტს ელისაბედ II-ის სახელს არქმევენ

საფრანგეთში, "ყველაზე ბრიტანული კურორტის" აეროპორტს ელისაბედ II-ის სახელს არქმევენ

ჩრდილოეთ საფრანგეთში მდებარე საკურორტო ქალაქ ლე ტუკეს აეროპორტს სახელი გადაერქმევა და ის ელისაბედ II-ის სახელობის გახდება. სახელის შეცვლის ნებართვა დიდი ბრიტანეთის მეფემ, ჩარლზ III-მ გასცა. ლე ტუკე პარი პლაჟ, რომელსაც უფრო ხშირად ლე ტუკეთი მოიხსენიებენ, ჩრდილოეთ საფრანგეთის კომუნაა. მისი მოსახლეობა 4 227 ადამიანისგან შედგება, თუმცა საკურორტო ქალაქს ზაფხულობით ასიათასობით ადამიანი სტუმრობს.

ლე ტუკეს ქალაქის მერიამ განაცხადა, რომ "დიდებული დედოფლისადმი" პატივის მიგებით მათი ქალაქი "საფრანგეთის ყველაზე ბრიტანულ კურორტად" წოდებას კიდევ უფრო მიუახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბრიტანეთს აეროპორტის სახელწოდების შეცვლის მოთხოვნა დედოფლის გარდაცვალებიდან 6 დღეში გაეგზავნა. ლე ტუკეს მერის განცხადებაში ნათქვამია, რომ გარდაცვლილი დედოფლის ბიძა, ედვარდ მერვე ხშირად სტუმრობდა საკურორტო ზონას საჯირითოდ და იახტით გასასეირნებლად, რა დროსაც მას ხშირად ახლდა პატარა ელისაბედიც.

ლე ტუკეს აეროპორტი 1930 წელს აშენდა, რათა ბრიტანელებს სანაპირო ქალაქში შესვლა შეძლებოდათ. ქალაქის მმართველობა იმედოვნებს, რომ აეროპორტის ახალი სახელი მათ ქალაქსა და ბრიტანეთს შორის მჭიდრო კავშირს გააძლიერებს და კიდევ უფრო მეტ ტურისტს უმასპინძლებს.

ემანუელ მაკრონის ვილა ლე ტუკეში

ლე ტუკეს კურორტზე დასასვენებელ სახლს ფლობს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც, რომელიც მას მეუღლესთან ერთად სტუმრობს ხოლმე.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"