სამართალი
პოლიტიკა

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არასრულწლოვანზე ძალადობის კვალი არ დაფიქსირდა... თეას თავად დასჭირდა ექიმების დახმარება" - რას ამბობს გოდოლაძის ადვოკატი არასრულწლოვანის უფლებადამცველის ბრალდებაზე?
"არასრულწლოვანზე ძალადობის კვალი არ დაფიქსირდა... თეას თავად დასჭირდა ექიმების დახმარება" - რას ამბობს გოდოლაძის ადვოკატი არასრულწლოვანის უფლებადამცველის ბრალდებაზე?

ფო­ტო­ზე: ნინო ბარ­ა­ჩაშ­ვი­ლი, თეა გო­დო­ლა­ძე, ლიკა ბი­თა­ძე

დღეს "კუ­რი­ერ­მა" გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ დე­და­მი­წის შემ­სწავ­ლელ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ინ­სტი­ტუ­ტი­სა და სე­ის­მუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი, თეა გო­დო­ლა­ძე ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ ძა­ლა­დო­ბა­შია ბრალ­დე­ბუ­ლი.

მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრო­კუ­რა­ტუ­რამ მას ბრა­ლი წა­რუდ­გი­ნა 126 პრი­მა მუხ­ლით, რაც ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს და თეა გო­დო­ლა­ძეს 2 000 ლა­რი­ა­ნი გი­რაო აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი, ხოლო საქ­მე სა­სა­მარ­თლო­ში გა­ნი­ხი­ლე­ბა. თეა გო­დო­ლა­ძე ამ­ბობს, რომ მისი დის­კრე­დი­ტა­ცია ხდე­ბა და შო­ვის ტრა­გე­დი­ის ირ­გვლივ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებს ვერ პა­ტი­ო­ბენ. (წა­ი­კი­თხეთ: "ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცდი­ლობს გა­მა­ჩუ­მოს, რომ აღარ ვი­ლა­პა­რა­კო შოვ­ში მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ა­ზე... ჩემი შან­ტა­ჟი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბით არ გა­მო­გი­ვათ!" - რას წერს თეა გო­დო­ლა­ძე?)

"პი­რი­ქით, ჩემ­ზე მოხ­და ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა ჩემი პარტნი­ო­რი მა­მა­კა­ცის მხრი­დან. ამის გამო, მე გა­მო­ვი­ძა­ხე პო­ლი­ცია, შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი იყო გა­მო­ცე­მუ­ლი მის წი­ნა­აღ­მდეგ, მას უწევ­და ცი­ხე­ში წას­ვლა და ეს რომ არ მომ­ხდა­რი­ყო, ათ­ქმე­ვი­ნეს, რომ თით­ქოს მე ვი­ძა­ლა­დე მის 17 წლის შვილ­ზე და ასე აღ­ძრეს საქ­მე ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ. არა­და, ეს სიც­რუ­ეა" - თქვა გო­დო­ლა­ძემ. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც მის მი­მართ ძა­ლა­დო­ბა­შია ბრალ­დე­ბუ­ლი თე­ი­მუ­რაზ შერ­გე­ლაშ­ვი­ლია.

ცოტა ხნის წინ შერ­გე­ლაშ­ვი­ლის შვი­ლის ად­ვო­კატ­მა გა­ა­კე­თა კო­მენ­ტა­რი და აღ­ნიშ­ნა, რომ ფაქ­ტი მოხ­და არას­რულ­წლოვ­ნის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში და თეა გო­დო­ლა­ძემ მას სა­ხის არე­ში გა­არ­ტყა.

"თეა გო­დო­ლა­ძე იმ­ყო­ფე­ბო­და ამ სახ­ლში და რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნე, მას სურ­და არას­რულ­წლოვ­ნის კუთ­ვნი­ლი ნივ­თე­ბის გა­დაყ­რა, რა­ზეც წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წია ბავ­შვმა, რომ არ გა­და­ე­ყა­რა. აქვე, სა­გუ­ლის­ხმოა ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ ბავ­შვს ქრო­ნი­კუ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა აქვს და ამის შე­სა­ხებ თეა გო­დო­ლა­ძის­თვის ცნო­ბი­ლი იყო. ვი­ნა­ი­დან, თეა გო­დო­ლა­ძე და თვი­თონ ამ არას­რულ­წლოვ­ნის მამა დიდი ხა­ნია იც­ნო­ბენ ერ­თმა­ნეთს. აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მის­თვის ცნო­ბი­ლი იყო ბავ­შვის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, თეა გო­დო­ლა­ძემ ხელი გა­არ­ტყა სა­ხის არე­ში არას­რულ­წლო­ვანს და ბავ­შვმა გა­ნი­ცა­და ძლი­ე­რი ფი­ზი­კუ­რი ტკი­ვი­ლი, ასე­ვე სუ­ლი­ე­რი აღელ­ვე­ბა, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სტრე­სი. იმ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო მი­სუ­ლი, რომ მის­თვის წამ­ლის დო­ზის გაზ­რდაც კი გახ­და სა­ჭი­რო. ბავ­შვმა ჩვე­ნე­ბა მის­ცა მას შემ­დეგ, რო­დე­საც მის მა­მა­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და ძა­ლა­დო­ბა. მაგ­რამ, აქ სა­ინ­ტე­რე­სო მო­მენ­ტი გახ­ლავთ ის, რომ ამ ეტაპ­ზე ამ ბავ­შვის მამა არის ბრალ­დე­ბუ­ლი და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი გახ­ლავთ თეა გო­დო­ლა­ძე," - აცხა­დებს ად­ვო­კა­ტი, ნინო ბარ­ა­ჩაშ­ვი­ლი "კუ­რი­ერ­თან" სა­უბ­რი­სას.

ცნო­ბი­ლია, რომ თეა გო­დო­ლა­ძის ინ­ტე­რე­სებს ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­ფა­რი" და მისი ად­ვო­კა­ტე­ბი იცავ­დნენ. AMBEBI.GE ად­ვო­კატ ლიკა ბი­თა­ძეს და­უ­კავ­შირ­და:

- სა­მარ­თლებ­რი­ვად მხო­ლოდ იმას გე­ტყვით, რომ ვი­ნა­ი­დან საქ­მე­ში ფი­გუ­რი­რებს არას­რულ­წლო­ვა­ნი, დე­ტა­ლებ­ზე ვერ ვი­სა­უბ­რებ და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის დე­ტა­ლებ­ში ვერ შე­ვალთ. თუმ­ცა შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ დაც­ვის მხა­რეს მო­პო­ვე­ბუ­ლი აქვს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და და­მა­ტე­ბი­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბის­თვის მო­თხოვ­ნი­ლი გვაქვს გარ­კვე­უ­ლი ვადა, რომ სა­სა­მარ­თლომ დაგ­ვიკ­მა­ყო­ფი­ლოს. ვი­თხოვთ წინა სა­სა­მარ­თლო სხდო­მის გაგ­რძე­ლე­ბას და ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ ამ საქ­მე­ზე ყვე­ლა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ აუ­ცი­ლებ­ლად დად­გე­ბა ობი­ექ­ტუ­რი ჭეშ­მა­რი­ტე­ბა. სხვა დე­ტა­ლებ­ზე ახლა ვერ ვი­სა­უბ­რებ.

- არას­რულ­წლოვ­ნის ად­ვო­კა­ტი ამ­ბობს, რომ თეა გო­დო­ლა­ძემ ბავ­შვი სცე­მა...

- სი­სუ­ლე­ლეა, საქ­მე­ში მაქვს ყვე­ლა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა იმის და­სამ­ტკი­ცებ­ლად, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი არის მო­წყო­ბი­ლი, შე­თი­თხნი­ლი თემა.

- არას­რუ­წლო­ვანს ნივ­თე­ბიც გა­და­უ­ყა­რაო, ამ­ბობს ად­ვო­კა­ტი...

- არა­ფე­რი არ გა­და­უყ­რია. პარტნი­ო­რი ჰყავ­და თეას, თე­ი­მუ­რაზ შერ­გე­ლაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც 2022 წლის 18 მა­ისს თვი­თონ ბრალ­დე­ბუ­ლად სცნეს ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის­თვის და გენ­დერუ­ლი დის­კრი­მი­ნა­ცი­ის მო­ტი­ვით ბრა­ლი წა­უ­ყე­ნეს. და­ა­კა­ვეს, მერე აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა შე­ეც­ვა­ლა და გი­რა­ო­თი გა­მო­ვი­და. თეა გო­დო­ლა­ძის მი­მართ ერთი წელი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და გა­მო­ძი­ე­ბა და ერთი წლის მერე მიხ­ვდნენ, რომ ძა­ლა­დო­ბა იყო? ერთი წლის მერე აკა­ვე­ბენ პირს? თქვენ თვი­თო­ნაც ხომ ხვდე­ბით, მყა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი პრო­კუ­რა­ტუ­რას რომ ჰქო­ნო­და, რის­თვის უნ­დო­და ერთი წელი გა­მო­ძი­ე­ბას ძა­ლა­დო­ბა­ზე, მი­თუ­მე­ტეს არას­რულ­წლო­ვა­ნის მი­მართ. ერთი წლის მერე, 8 ივ­ლისს უყე­ნე­ბენ ბრალს. რად­გან საქ­მე არას­რულ­წლო­ვანს ეხე­ბა, კა­ნო­ნი არ მაძ­ლევს უფ­ლე­ბას, რომ არ­სე­ბით დე­ტა­ლებ­ში შე­ვი­დე, ამი­ტომ უფრო მეტს ვერ გე­ტყვით. თეა გო­დო­ლა­ძე თვი­თონ არის ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი, მას ექი­მე­ბის დახ­მა­რე­ბაც დას­ჭირ­და და სის­ტე­მა­ტუ­რად და­დი­ო­და ექი­მებ­თან. თეა არის ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი. იმ არას­რულ­წლო­ვან­ზე ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი არ და­ფიქ­სირ­და. მეტი ვე­რა­ფერ­ზე ვი­სა­უბ­რებ.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 45 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თემიდა
1

"პარტნიორი"?-ამის "პარტნიორი "რაღა იქნება 🤣🤣🤣🤣

ალქაჯები
0

''ესნები'' გამოასწორებენ დემოგრაფიას?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"არასრულწლოვანზე ძალადობის კვალი არ დაფიქსირდა... თეას თავად დასჭირდა ექიმების დახმარება" - რას ამბობს გოდოლაძის ადვოკატი არასრულწლოვანის უფლებადამცველის ბრალდებაზე?

"არასრულწლოვანზე ძალადობის კვალი არ დაფიქსირდა... თეას თავად დასჭირდა ექიმების დახმარება" - რას ამბობს გოდოლაძის ადვოკატი არასრულწლოვანის უფლებადამცველის ბრალდებაზე?

ფოტოზე: ნინო ბარაჩაშვილი, თეა გოდოლაძე, ლიკა ბითაძე

დღეს "კურიერმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი, თეა გოდოლაძე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობაშია ბრალდებული.

მათი ინფორმაციით, პროკურატურამ მას ბრალი წარუდგინა 126 პრიმა მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს და თეა გოდოლაძეს 2 000 ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, ხოლო საქმე სასამართლოში განიხილება. თეა გოდოლაძე ამბობს, რომ მისი დისკრედიტაცია ხდება და შოვის ტრაგედიის ირგვლივ გაკეთებულ განცხადებებს ვერ პატიობენ. (წაიკითხეთ: "ხელისუფლება ცდილობს გამაჩუმოს, რომ აღარ ვილაპარაკო შოვში მომხდარ ტრაგედიაზე... ჩემი შანტაჟი პირადი ცხოვრებით არ გამოგივათ!" - რას წერს თეა გოდოლაძე?)

"პირიქით, ჩემზე მოხდა ფიზიკური ძალადობა ჩემი პარტნიორი მამაკაცის მხრიდან. ამის გამო, მე გამოვიძახე პოლიცია, შემაკავებელი ორდერი იყო გამოცემული მის წინააღმდეგ, მას უწევდა ციხეში წასვლა და ეს რომ არ მომხდარიყო, ათქმევინეს, რომ თითქოს მე ვიძალადე მის 17 წლის შვილზე და ასე აღძრეს საქმე ჩემს წინააღმდეგ. არადა, ეს სიცრუეა" - თქვა გოდოლაძემ. მისი ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც მის მიმართ ძალადობაშია ბრალდებული თეიმურაზ შერგელაშვილია.

ცოტა ხნის წინ შერგელაშვილის შვილის ადვოკატმა გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ფაქტი მოხდა არასრულწლოვნის საცხოვრებელ სახლში და თეა გოდოლაძემ მას სახის არეში გაარტყა.

"თეა გოდოლაძე იმყოფებოდა ამ სახლში და როგორც უკვე აღვნიშნე, მას სურდა არასრულწლოვნის კუთვნილი ნივთების გადაყრა, რაზეც წინააღმდეგობა გაუწია ბავშვმა, რომ არ გადაეყარა. აქვე, საგულისხმოა ის გარემოება, რომ ბავშვს ქრონიკული ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და ამის შესახებ თეა გოდოლაძისთვის ცნობილი იყო. ვინაიდან, თეა გოდოლაძე და თვითონ ამ არასრულწლოვნის მამა დიდი ხანია იცნობენ ერთმანეთს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისთვის ცნობილი იყო ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. მიუხედავად ამისა, თეა გოდოლაძემ ხელი გაარტყა სახის არეში არასრულწლოვანს და ბავშვმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ასევე სულიერი აღელვება, ფსიქოლოგიური სტრესი. იმ მდგომარეობაში იყო მისული, რომ მისთვის წამლის დოზის გაზრდაც კი გახდა საჭირო. ბავშვმა ჩვენება მისცა მას შემდეგ, როდესაც მის მამაზე განხორციელდა ძალადობა. მაგრამ, აქ საინტერესო მომენტი გახლავთ ის, რომ ამ ეტაპზე ამ ბავშვის მამა არის ბრალდებული და დაზარალებული გახლავთ თეა გოდოლაძე," - აცხადებს ადვოკატი, ნინო ბარაჩაშვილი "კურიერთან" საუბრისას.

ცნობილია, რომ თეა გოდოლაძის ინტერესებს ორგანიზაცია "საფარი" და მისი ადვოკატები იცავდნენ. AMBEBI.GE ადვოკატ ლიკა ბითაძეს დაუკავშირდა:

- სამართლებრივად მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ვინაიდან საქმეში ფიგურირებს არასრულწლოვანი, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ და მტკიცებულებების დეტალებში ვერ შევალთ. თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ დაცვის მხარეს მოპოვებული აქვს მტკიცებულებები და დამატებითი მტკიცებულების მოპოვებისთვის მოთხოვნილი გვაქვს გარკვეული ვადა, რომ სასამართლომ დაგვიკმაყოფილოს. ვითხოვთ წინა სასამართლო სხდომის გაგრძელებას და ვიმედოვნებთ, რომ ამ საქმეზე ყველა მტკიცებულების მოპოვების შემდეგ აუცილებლად დადგება ობიექტური ჭეშმარიტება. სხვა დეტალებზე ახლა ვერ ვისაუბრებ.

- არასრულწლოვნის ადვოკატი ამბობს, რომ თეა გოდოლაძემ ბავშვი სცემა...

- სისულელეა, საქმეში მაქვს ყველა მტკიცებულება იმის დასამტკიცებლად, რომ ეს ყველაფერი არის მოწყობილი, შეთითხნილი თემა.

- არასრუწლოვანს ნივთებიც გადაუყარაო, ამბობს ადვოკატი...

- არაფერი არ გადაუყრია. პარტნიორი ჰყავდა თეას, თეიმურაზ შერგელაშვილი, რომელიც 2022 წლის 18 მაისს თვითონ ბრალდებულად სცნეს ოჯახური ძალადობისთვის და გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ბრალი წაუყენეს. დააკავეს, მერე აღმკვეთი ღონისძიება შეეცვალა და გირაოთი გამოვიდა. თეა გოდოლაძის მიმართ ერთი წელი მიმდინარეობდა გამოძიება და ერთი წლის მერე მიხვდნენ, რომ ძალადობა იყო? ერთი წლის მერე აკავებენ პირს? თქვენ თვითონაც ხომ ხვდებით, მყარი მტკიცებულებები პროკურატურას რომ ჰქონოდა, რისთვის უნდოდა ერთი წელი გამოძიებას ძალადობაზე, მითუმეტეს არასრულწლოვანის მიმართ. ერთი წლის მერე, 8 ივლისს უყენებენ ბრალს. რადგან საქმე არასრულწლოვანს ეხება, კანონი არ მაძლევს უფლებას, რომ არსებით დეტალებში შევიდე, ამიტომ უფრო მეტს ვერ გეტყვით. თეა გოდოლაძე თვითონ არის ძალადობის მსხვერპლი, მას ექიმების დახმარებაც დასჭირდა და სისტემატურად დადიოდა ექიმებთან. თეა არის ძალადობის მსხვერპლი. იმ არასრულწლოვანზე ძალადობის კვალი არ დაფიქსირდა. მეტი ვერაფერზე ვისაუბრებ.

წაიკითხეთ ასევე: