მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კელი დეგნანის განცხადება მიანიშნებს იმაზე, რომ "რუსულ ოცნებას“ ქვეყნის გარეთ განაჩენი გამოტანილი აქვს" - ლევან ხაბეიშვილი
"კელი დეგნანის განცხადება მიანიშნებს იმაზე, რომ "რუსულ ოცნებას“ ქვეყნის გარეთ განაჩენი გამოტანილი აქვს" - ლევან ხაბეიშვილი

ნე­ბის­მი­ე­რი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი წინსვლა და მისი არ­ჩევ­ნებ­ში გა­მო­ყე­ნე­ბა კარ­გია, იმ შემ­თხვე­ვა­ში, როცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ არის გამ­ყალ­ბე­ბე­ლი და ქურ­დი. ამე­რი­კის ელ­ჩის გან­ცხა­დე­ბა მხო­ლოდ იმა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს, რომ ქვეყ­ნის გა­რეთ "რუ­სულ ოც­ნე­ბას“ გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ტა­ნი­ლი აქვს, - ამის შე­სა­ხებ "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა პარ­ტი­ის ოფის­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და. ამით ის გა­მო­ეხ­მა­უ­რა ამე­რი­კის ელ­ჩის, კელი დეგ­ნა­ნის გან­ცხა­დე­ბას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც “არას­წო­რი რა­ღა­ცე­ბი” არა მხო­ლოდ არ­ჩევ­ნე­ბის დღეს, არა­მედ თვე­ე­ბით ადრე შე­იძ­ლე­ბა და­ი­გეგ­მოს და მოხ­დეს.

რო­გორც ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი მაქ­სი­მა­ლუ­რი მო­ბი­ლი­ზე­ბა და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ში, მოქ­მე­დე­ბებ­სა და ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა­ში ჩარ­თვაა.

მი­სი­ვე თქმით, ამე­რი­კის ელ­ჩის გან­ცხა­დე­ბა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პო­ზი­ცი­ას გა­მო­ხა­ტავს და კელი დეგ­ნან­მაც სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას სწო­რედ არ­ჩევ­ნებ­ში მაქ­სი­მა­ლუ­რი ჩარ­თუ­ლო­ბი­სა­კენ მო­უ­წო­და.

"მინ­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გა­ი­გოს, რომ ნე­ბის­მი­ე­რი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი წინსვლა და მისი არ­ჩევ­ნებ­ში გა­მო­ყე­ნე­ბა კარ­გია, იმ შემ­თხვე­ვა­ში, როცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ არის გამ­ყალ­ბე­ბე­ლი და ქურ­დი. ამას არა მხო­ლოდ მე, არა­მედ სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რიც ამ­ბო­ბენ. კელი დეგ­ნა­ნა­მა პირ­და­პირ მიგ­ვა­ნიშ­ნა, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და "რუ­სუ­ლი პარ­ტი­ის“ მმარ­თვე­ლო­ბის პი­რო­ბებ­ში გა­ყალ­ბე­ბის მა­ღა­ლი რის­კე­ბი არ­სე­ბობს. ეს ნიშ­ნავს იმას, რომ არ­ჩევ­ნებს არა­ვინ ენ­დო­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ელექტრო­ნულ არ­ჩევ­ნებს, ცხა­დია, აქაც არ­სე­ბობს მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი. მა­გა­ლი­თად, თეა წუ­ლუ­კი­ანს შე­უძ­ლია და­ბეჭ­დოს პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბე­ბი და არ­ჩევ­ნე­ბის გა­სა­ყალ­ბებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნოს. შევ­თან­ხმდეთ, რომ არ არ­სე­ბობს სა­მარ­თლი­ა­ნი თა­მა­შის წესი, სა­ნამ "რუ­სუ­ლი ოც­ნე­ბაა“ მმარ­თვე­ლი.

ყვე­ლამ უნდა იცო­დეს ის, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ამ სი­ტუ­ა­ცი­ი­დან თა­ვის დაღ­წე­ვა. ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რე­ბი ქარ­თველ ხალ­ხს უჭე­რენ მხარს. ისი­ნი ცვლი­ლე­ბებს ემ­ხრო­ბი­ან. მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა მოვ­ბი­ლიზ­დეთ და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ში, მოქ­მე­დე­ბებ­სა და ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა ჩა­ერ­თონ.

ამე­რი­კის ელ­ჩის გან­ცხა­დე­ბა ამე­რი­კის სა­ხელ­მწი­ფოს პო­ზი­ცი­ას ნიშ­ნავს. ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა­გან ვერ მო­ის­მენთ პუ­ტი­ნის, ლავ­რო­ვის, მარ­გა­რი­ტა სი­მო­ნი­ა­ნი­სა და სხვე­ბის კრი­ტი­კას, თუმ­ცა ხში­რად მო­უს­მენთ ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რე­ბის ლან­ძღვას. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს გა­და­წყვე­ტი­ლი აქვს, რომ სა­ქარ­თვე­ლო რუ­სე­თის გუ­ბერ­ნია გახ­დეს. ამავდრო­უ­ლად, და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბი უარ­ყო­ფენ ამას და ამ­ბო­ბენ, რომ ხალ­ხს ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცია და მშვი­დო­ბა უნდა. ასე­თი გან­ცხა­დე­ბა მხო­ლოდ იმა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს, რომ ქვეყ­ნის გა­რეთ "რუ­სულ ოც­ნე­ბას“ გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ტა­ნი­ლი აქვს.

არ­ჩევ­ნე­ბის გა­სა­ყალ­ბებ­ლად, ცხა­დია, დიდი რის­კე­ბი არ­სე­ბობს, თუმ­ცა რის­კის შე­სამ­ცი­რებ­ლად ჩვენ ძა­ლი­ან ბევ­რს ვმუ­შა­ობ­დით. სექ­ტემ­ბრი­დან სა­მუ­შა­ო­ე­ბის ძა­ლი­ან აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში გა­და­ვალთ. ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი ხალ­ხის ჩარ­თუ­ლო­ბა და აქ­ტი­უ­რო­ბაა და სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას კელი დეგ­ნან­მაც ამის­კენ მო­უ­წო­და“, - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოთარი
0

ბუჰაჰაჰაჰააააააააააა ვაი შე მასხარა და გარეწარო!

გოჩა
3

გაჰკუკა შენმა დეგნანმა ლევუან აწი რა გეშველებათ 

ავტორი:

"კელი დეგნანის განცხადება მიანიშნებს იმაზე, რომ "რუსულ ოცნებას“ ქვეყნის გარეთ განაჩენი გამოტანილი აქვს" - ლევან ხაბეიშვილი

"კელი დეგნანის განცხადება მიანიშნებს იმაზე, რომ "რუსულ ოცნებას“ ქვეყნის გარეთ განაჩენი გამოტანილი აქვს" - ლევან ხაბეიშვილი

ნებისმიერი ტექნოლოგიური წინსვლა და მისი არჩევნებში გამოყენება კარგია, იმ შემთხვევაში, როცა ხელისუფლება არ არის გამყალბებელი და ქურდი. ამერიკის ელჩის განცხადება მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ ქვეყნის გარეთ "რუსულ ოცნებას“ განაჩენი გამოტანილი აქვს, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამით ის გამოეხმაურა ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას, რომლის მიხედვითაც “არასწორი რაღაცები” არა მხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ თვეებით ადრე შეიძლება დაიგეგმოს და მოხდეს.

როგორც ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, არჩევნების გაყალბების თავიდან ასაცილებლად, ერთადერთი გამოსავალი მაქსიმალური მობილიზება და მოქალაქეების საარჩევნო პროცესში, მოქმედებებსა და ადმინისტრირებაში ჩართვაა.

მისივე თქმით, ამერიკის ელჩის განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციას გამოხატავს და კელი დეგნანმაც საქართველოს მოსახლეობას სწორედ არჩევნებში მაქსიმალური ჩართულობისაკენ მოუწოდა.

"მინდა, საზოგადოებამ გაიგოს, რომ ნებისმიერი ტექნოლოგიური წინსვლა და მისი არჩევნებში გამოყენება კარგია, იმ შემთხვევაში, როცა ხელისუფლება არ არის გამყალბებელი და ქურდი. ამას არა მხოლოდ მე, არამედ საზოგადოება და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორიც ამბობენ. კელი დეგნანამა პირდაპირ მიგვანიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილისა და "რუსული პარტიის“ მმართველობის პირობებში გაყალბების მაღალი რისკები არსებობს. ეს ნიშნავს იმას, რომ არჩევნებს არავინ ენდობა.

რაც შეეხება ელექტრონულ არჩევნებს, ცხადია, აქაც არსებობს მანიპულაციის საშუალებები. მაგალითად, თეა წულუკიანს შეუძლია დაბეჭდოს პირადობის მოწმობები და არჩევნების გასაყალბებლად გამოიყენოს. შევთანხმდეთ, რომ არ არსებობს სამართლიანი თამაშის წესი, სანამ "რუსული ოცნებაა“ მმართველი.

ყველამ უნდა იცოდეს ის, თუ როგორ შეიძლება ამ სიტუაციიდან თავის დაღწევა. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ქართველ ხალხს უჭერენ მხარს. ისინი ცვლილებებს ემხრობიან. მაქსიმალურად უნდა მოვბილიზდეთ და მოქალაქეები საარჩევნო პროცესში, მოქმედებებსა და ადმინისტრირებაში მაქსიმალურად უნდა ჩაერთონ.

ამერიკის ელჩის განცხადება ამერიკის სახელმწიფოს პოზიციას ნიშნავს. ამ წლების განმავლობაში ჩვენი ხელისუფლებისაგან ვერ მოისმენთ პუტინის, ლავროვის, მარგარიტა სიმონიანისა და სხვების კრიტიკას, თუმცა ხშირად მოუსმენთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ლანძღვას. ბიძინა ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს, რომ საქართველო რუსეთის გუბერნია გახდეს. ამავდროულად, დასავლელი პარტნიორები უარყოფენ ამას და ამბობენ, რომ ხალხს ევროინტეგრაცია და მშვიდობა უნდა. ასეთი განცხადება მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ ქვეყნის გარეთ "რუსულ ოცნებას“ განაჩენი გამოტანილი აქვს.

არჩევნების გასაყალბებლად, ცხადია, დიდი რისკები არსებობს, თუმცა რისკის შესამცირებლად ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობდით. სექტემბრიდან სამუშაოების ძალიან აქტიურ ფაზაში გადავალთ. ერთადერთი გამოსავალი ხალხის ჩართულობა და აქტიურობაა და საქართველოს მოსახლეობას კელი დეგნანმაც ამისკენ მოუწოდა“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.