კერძო სამხედრო კომპანიის "ვაგნერის“ ლიდერს, ევგენი პრიგოჟინს თუ დავუჯერებთ, ის ამჟამად აფრიკაშია.
გაუგებარი ამბოხისა და მოსკოვზე გალაშქრების შემდეგ, პრიგოჟინის ადგილმდებარეობა და მომავალი მისიები უფრო და უფრო მეტ კითხვებს აჩენდა. მას ხან ბელარუსში ეძებდნენ, ხანაც - მშობლიურ პეტერბურგში. თავად ევგენი კი კომენტარს ამის შესახებ არ აკეთებდა. თუმცა ფაქტია, რომ მისი ჯარისკაცების ნაწილი ბელარუსშია და ამჟამად ლუკაშენკოს არმიას წვრთნის.
მოკლედ, გუშინ, 21 აგვისტოს საღამოს, ამბოხის შემდეგ პრიგოჟინის პირველი ვიდეო გავრცელდა. ამჯერად "ვაგნერის“ მეთაური კამერის წინ ჩაფხუტის ნაცვლად პანამით გამოჩნდა და მოგვახსენა, რომ აფრიკაშია.
"ვმუშაობთ. ტემპერატურა +50 გრადუსია. ყველაფერი ისეა, ჩვენ როგორც გვიყვარს. "ვაგნერი“ დაზვერვით-სამძებრო საქმიანობას ეწევა. რუსეთს სხვადასხვა კონტინენტზე უფრო დიდებულს ვხდით, ხოლო აფრიკას - უფრო თავისუფალს. სამართლიანობა და ბედნიერება აფრიკელ ხალხს. ცხოვრებას კოშმარად ვუქცევთ "ისლამურ სახელმწიფოს", "ალ-ქაიდას" და სხვა ბანდიტებს. საქმეში აგვყავს ნამდვილი გოლიათები და ვაგრძელებთ იმ დავალებების შესრულებას, რომელთა შესრულების პირობაც დავდეთ", - ამბობს ვიდეოში პრიგოჟინი.
იმ ფაქტმა, რომ ნიგერის სამხედრო ამბოხი რუსულ სპეცსამსახურებისა და "ვაგნერის“ კონსულტანტების მჭიდრო თანამშრომლობით შედგა, აჩვენა, რომ კერძო სამხედრო ორგანიზაცია და რუსეთის ხელისუფლება ძველებურად შეხმატკბილებულად მუშაობენ.
არსებული სიტუაცია თავად პუტინსაც აწყობს, რადგან პრიგოჟინი და შოიგუ იმდენად სხვადასხვა მიმართულებებზე მუშაობენ, რომ მათი გადაკვეთა მინიმალურ დონეზე ხდება.
ამჟამად "ვაგნერის“ ძალები აქტიურად იმყოფებიან ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში. სუდანსა და ლიბიაში მათი მისია მცირეა და შესაბამისად, შეზღუდული კონტიგენტები ჰყავთ, ხოლო ბურკინა-ფასოში აქტიურად მუშაობა ახლახანს იწყება. როგორც ამბობენ, დიდი ალბათობით, ვიდეო მალიშია ჩაწერილი.
რუსი ექსპერტების მოსაზრებით, ნიგერის მთავრობამ "ვაგნერს“ მწვანე შუქი აუნთო. ეს რამდენად სიმართლეა, უახლოეს თვეებში გამოჩნდება.
იხილეთ ასევე:
მოამზადა ანრი კურტანიძემ
ერთი ამის საქციელით დამტკიცდა რომ რუსეთი იმენა გაბუქებული და არაფრის მაქნისია. მხოლოდ ბომჟებით და პროპაგანდით იმხნევებს თავს. რაც იყო ის დარჩა ნივა ყველგან ვერ მივა
სადაც არის რუსეთი ჯერ იქ გახადეთ დიდებული და მერე გადადით სხვა კონტინენტებზე და პლანეტებზე.