საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დედამ 400 მანეთად გამყიდა... ბიოლოგიურ მამას იქვე უთქვამს, მეტი არ ღირს ეს ბავშვიო?" - რას ჰყვება ქალი, რომელიც ბიოლოგიურ დედას წლების შემდეგ შეხვდა, და-ძმას კი ისევ ეძებს
"დედამ 400 მანეთად გამყიდა... ბიოლოგიურ მამას იქვე უთქვამს, მეტი არ ღირს ეს ბავშვიო?" - რას ჰყვება ქალი, რომელიც ბიოლოგიურ დედას წლების შემდეგ შეხვდა, და-ძმას კი ისევ ეძებს
  • ფო­ტო­ზე: სა­ლო­მე და ნინო

"ჯგუ­ფის "ვე­ძებ" მეშ­ვე­ო­ბით ერთი წლის წინ ვი­პო­ვე დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი და კი­დევ ერთი გაშ­ვი­ლე­ბუ­ლი დაც. თა­ვა­დაც გაშ­ვი­ლე­ბუ­ლი ვარ. და­ვი­ბა­დე 1980 წლის 6 აგ­ვის­ტოს. ჩემი და, რო­მე­ლიც ვი­პო­ვე, 1981 წელს და­ი­ბა­და. ვინც გაგ­ვაშ­ვი­ლა, მას ჩვენ გარ­და კი­დევ ოთხი შვი­ლი ჰყავს, რომ­ლე­ბიც მას­თან გა­ი­ზარ­დნენ. ჩვენ - ორი გოგო გაგ­ვაშ­ვი­ლა სხვა­დას­ხვა ოჯახ­ში: მე თბი­ლის­ში, ნინო - სე­ნაკ­ში. ახლა გა­ვი­გეთ, რომ კი­დევ ჰყო­ლია გაშ­ვი­ლე­ბუ­ლი ტყუ­პი გოგო-ბიჭი, 1982 წელს და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი. ერთი ტყუ­პის­ცა­ლი - ბიჭი ფოთ­ში გა­უშ­ვი­ლე­ბია, გოგო კი არ ვი­ცით, სად. მათ გარ­და გა­უშ­ვი­ლე­ბია კი­დევ ორი გოგო: ერთი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1983 წელს და მე­ო­რე - 1984-ში. გამ­შვი­ლე­ბე­ლი ოჯა­ხი ადრე ცხოვ­რობ­და შხეფ­ში, სე­ნა­კის რა­ი­ონ­ში, მერე გა­და­ვიდ­ნენ სე­ნაკ­ში და ახლა ცხოვ­რო­ბენ ხო­ბის სო­ფელ ნო­ჯი­ხევ­ში. ვე­ძებთ და­ნარ­ჩენ გაშ­ვი­ლე­ბულ და-ძმებს. თუ ვინ­მეს გეც­ნო­ბათ ან იცით ამ ამ­ბის შე­სა­ხებ რა­ი­მე, გთხოვთ, შე­მეხ­მი­ა­ნოთ პი­რად­ში. წი­ნას­წარ გიხ­დით მად­ლო­ბას", - ეს ამო­ნა­რი­დია სა­ლო­მე შურ­ღა­ი­ას წე­რი­ლი­დან. ამ ქალ­ბა­ტონ­მა უკვე მო­ი­ნა­ხუ­ლა ბი­ო­ლო­გი­უ­რი დედა, მამა, სამ­წუ­ხა­როდ, გარ­დაც­ვლი­ლია. გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლია ის ფაქ­ტი, რომ მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ აქვთ ბი­ო­ლო­გი­ურ დებს და ძმას, გარ­და ნი­ნო­სი, რო­მე­ლიც თა­ვის დრო­ზე ასე­ვე გა­აშ­ვი­ლა ოჯახ­მა.

- ზუს­ტად არ მახ­სოვს, რა ასა­კის ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ჯერ კი­დევ სკო­ლის მოს­წავ­ლეს მი­თხრა დე­დამ, რომ აყ­ვა­ნი­ლი ვყავ­დი. ეს ამ­ბა­ვი ჩვე­უ­ლებ­რი­ვად მი­ვი­ღე, მის­თვის საყ­ვე­დუ­რი არ მით­ქვამს... თუმ­ცა ცხა­დია, რო­გორც ყვე­ლას, მეც მა­ინ­ტე­რე­სებ­და, სად და რო­გორ ცხოვ­რობ­დნენ ჩემი ბი­ო­ლო­გი­უ­რი ნა­თე­სა­ვე­ბი... გა­ვი­და წლე­ბი და როცა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოჩ­ნდა ჯგუ­ფი "ვე­ძებ", მეც გა­მო­ვაქ­ვეყ­ნე პოს­ტი და ამის შემ­დეგ და­ვი­წყე მათი ძებ­ნა. სხვა­თა შო­რის, ძა­ლი­ან კარ­გი გამ­ზრდე­ლი დედა მყავს, მა­მაც კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო (სამ­წუ­ხა­როდ, 13 წე­ლია, რაც მხარ­ში აღარ მიდ­გას, გარ­დაც­ვლი­ლია). ბი­ო­ლო­გი­ურ მშობ­ლებს კი­დევ ერთი გო­გო­ნა რომ ჰყავ­დათ გაშ­ვი­ლე­ბუ­ლი, ესეც აღ­მზრდე­ლი დე­დის­გან ვი­ცო­დი.

- მან ეს სა­ი­დან შე­ი­ტყო?

- მე რომ ამიყ­ვა­ნეს, ერთ წე­ლი­წად­ში და­ი­ბა­და ჩემი და ნინო და, თურ­მე, ჩე­მებს შეს­თა­ვა­ზეს, ხომ არ აიყ­ვან­თო? დე­დას უნ­დო­და ისიც ეშ­ვი­ლა, ერ­თად გა­იზ­რდე­ბი­ა­ნო, მაგ­რამ ბა­ბუ­ას უთ­ქვამს, - შვი­ლო, ახლა არ მაქვს სა­შუ­ა­ლე­ბა და იქ­ნებ, მოგ­ვი­ა­ნე­ბით მო­ვიყ­ვა­ნო­თო, მაგ­რამ ამა­სო­ბა­ში გა­მოჩ­ნდა პა­ტა­რას აყ­ვა­ნის მსურ­ვე­ლი და ნინო სე­ნაკ­ში იშ­ვი­ლეს.

ჰოდა, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოს­ტის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბი­დან, და­ახ­ლო­ე­ბით, ერთ სა­ათ­ში შე­მეხ­მი­ა­ნა გოგო, რო­მელ­მაც მი­თხრა: შხეფ­ში ბიძა მყავს და რა­მეს მა­ინც გა­გი­გე­ბო. მან მა­პოვ­ნი­ნა ნი­ნოც და მერე ბი­ო­ლო­გი­ურ ოჯახ­საც მი­ვა­გე­ნი... მათ­თან ახ­ლა­ხან ჩა­ვე­დი.

- რო­გორ მი­გი­ღეს?

- რა გი­თხრათ? ერთ-ერთ დის­შვილს მა­ნამ­დე ვე­სა­უბ­რე და ის მიმყვა. ცოტა ხნით ადრე გა­უფრ­თხი­ლე­ბია ჩემი ბი­ო­ლო­გი­უ­რი დედა, - მო­ვაო, რომ ძა­ლი­ან მო­უ­ლოდ­ნე­ლიც არ ყო­ფი­ლი­ყო ჩემი სტუმ­რო­ბა მის­თვის. ჩვე­უ­ლებ­რი­ვად მიგ­ვი­ღო და ის­ტე­რი­კა არც მე დამ­მარ­თვია, მშვი­დად ვი­სა­უბ­რეთ, მერე წა­მო­ვე­დი და ამით დამ­თავ­რდა ყვე­ლა­ფე­რი... სხვე­ბის­გან ვი­ცო­დი, რომ კი­დევ ჰყავ­და გაშ­ვი­ლე­ბუ­ლი ტყუ­პი და კი­დევ ორო გოგო, მაგ­რამ ეჭვი მე­პა­რე­ბა, რომ შე­იძ­ლე­ბა მათ გარ­და კი­დევ ჰყავ­დეს გაშ­ვი­ლე­ბუ­ლი ბავ­შვი...

- ეს ეჭვი რამ გა­გი­ჩი­ნა?

- ჩემი უფ­რო­სი ბი­ო­ლო­გი­უ­რი და-ძმე­ბი 1966, 1967, 1969 და 1972 წლებ­ში არი­ან და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი, მე 1980-იანი გახ­ლა­ვართ ანუ გა­მო­დის, რომ მათ შო­რის უმ­ცრო­სის შემ­დეგ, 8-წლი­ა­ნი სხვა­ო­ბით გავჩნდი... არა­და, ჩემს შემ­დეგ ნი­ნოც გა­ა­ჩი­ნა, მერე კი­დევ - ტყუ­პი და ორი გო­გო­ნა - გა­მო­დის, ლა­მის ყო­ველ წელს აჩენ­და შვილს და ის 8-წლი­ა­ნი პა­უ­ზა მა­ფიქ­რებს... ხომ შე­იძ­ლე­ბა, ჩე­მამ­დეც ჰყავ­დეს გა­ჩე­ნი­ლი და გაშ­ვი­ლე­ბუ­ლი?...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ფოთოლა კუჭუხიძე
5

ღორი ხომ არ იყო როგორ შეიძლება ბავშვი გაყიდო მე ასეთ მშობელს არც მოვიკითხავდი

ინგა
7

ქარხანა იყო, ᲐᲩენდა და ყიდიდა.ვაიმე , გული

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"დედამ 400 მანეთად გამყიდა... ბიოლოგიურ მამას იქვე უთქვამს, მეტი არ ღირს ეს ბავშვიო?" - რას ჰყვება ქალი, რომელიც ბიოლოგიურ დედას წლების შემდეგ შეხვდა, და-ძმას კი ისევ ეძებს

"დედამ 400 მანეთად გამყიდა... ბიოლოგიურ მამას იქვე უთქვამს, მეტი არ ღირს ეს ბავშვიო?" - რას ჰყვება ქალი, რომელიც ბიოლოგიურ დედას წლების შემდეგ შეხვდა, და-ძმას კი ისევ ეძებს
  • ფოტოზე: სალომე და ნინო

"ჯგუფის "ვეძებ" მეშვეობით ერთი წლის წინ ვიპოვე დედმამიშვილები და კიდევ ერთი გაშვილებული დაც. თავადაც გაშვილებული ვარ. დავიბადე 1980 წლის 6 აგვისტოს. ჩემი და, რომელიც ვიპოვე, 1981 წელს დაიბადა. ვინც გაგვაშვილა, მას ჩვენ გარდა კიდევ ოთხი შვილი ჰყავს, რომლებიც მასთან გაიზარდნენ. ჩვენ - ორი გოგო გაგვაშვილა სხვადასხვა ოჯახში: მე თბილისში, ნინო - სენაკში. ახლა გავიგეთ, რომ კიდევ ჰყოლია გაშვილებული ტყუპი გოგო-ბიჭი, 1982 წელს დაბადებულები. ერთი ტყუპისცალი - ბიჭი ფოთში გაუშვილებია, გოგო კი არ ვიცით, სად. მათ გარდა გაუშვილებია კიდევ ორი გოგო: ერთი - დაბადებული 1983 წელს და მეორე - 1984-ში. გამშვილებელი ოჯახი ადრე ცხოვრობდა შხეფში, სენაკის რაიონში, მერე გადავიდნენ სენაკში და ახლა ცხოვრობენ ხობის სოფელ ნოჯიხევში. ვეძებთ დანარჩენ გაშვილებულ და-ძმებს. თუ ვინმეს გეცნობათ ან იცით ამ ამბის შესახებ რაიმე, გთხოვთ, შემეხმიანოთ პირადში. წინასწარ გიხდით მადლობას", - ეს ამონარიდია სალომე შურღაიას წერილიდან. ამ ქალბატონმა უკვე მოინახულა ბიოლოგიური დედა, მამა, სამწუხაროდ, გარდაცვლილია. გამაოგნებელია ის ფაქტი, რომ მასთან ურთიერთობა არ აქვთ ბიოლოგიურ დებს და ძმას, გარდა ნინოსი, რომელიც თავის დროზე ასევე გააშვილა ოჯახმა.

- ზუსტად არ მახსოვს, რა ასაკის ვიყავი, მაგრამ ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეს მითხრა დედამ, რომ აყვანილი ვყავდი. ეს ამბავი ჩვეულებრივად მივიღე, მისთვის საყვედური არ მითქვამს... თუმცა ცხადია, როგორც ყველას, მეც მაინტერესებდა, სად და როგორ ცხოვრობდნენ ჩემი ბიოლოგიური ნათესავები... გავიდა წლები და როცა სოციალურ ქსელში გამოჩნდა ჯგუფი "ვეძებ", მეც გამოვაქვეყნე პოსტი და ამის შემდეგ დავიწყე მათი ძებნა. სხვათა შორის, ძალიან კარგი გამზრდელი დედა მყავს, მამაც კარგი ადამიანი იყო (სამწუხაროდ, 13 წელია, რაც მხარში აღარ მიდგას, გარდაცვლილია). ბიოლოგიურ მშობლებს კიდევ ერთი გოგონა რომ ჰყავდათ გაშვილებული, ესეც აღმზრდელი დედისგან ვიცოდი.

- მან ეს საიდან შეიტყო?

- მე რომ ამიყვანეს, ერთ წელიწადში დაიბადა ჩემი და ნინო და, თურმე, ჩემებს შესთავაზეს, ხომ არ აიყვანთო? დედას უნდოდა ისიც ეშვილა, ერთად გაიზრდებიანო, მაგრამ ბაბუას უთქვამს, - შვილო, ახლა არ მაქვს საშუალება და იქნებ, მოგვიანებით მოვიყვანოთო, მაგრამ ამასობაში გამოჩნდა პატარას აყვანის მსურველი და ნინო სენაკში იშვილეს.

ჰოდა, სოციალურ ქსელში პოსტის გამოქვეყნებიდან, დაახლოებით, ერთ საათში შემეხმიანა გოგო, რომელმაც მითხრა: შხეფში ბიძა მყავს და რამეს მაინც გაგიგებო. მან მაპოვნინა ნინოც და მერე ბიოლოგიურ ოჯახსაც მივაგენი... მათთან ახლახან ჩავედი.

- როგორ მიგიღეს?

- რა გითხრათ? ერთ-ერთ დისშვილს მანამდე ვესაუბრე და ის მიმყვა. ცოტა ხნით ადრე გაუფრთხილებია ჩემი ბიოლოგიური დედა, - მოვაო, რომ ძალიან მოულოდნელიც არ ყოფილიყო ჩემი სტუმრობა მისთვის. ჩვეულებრივად მიგვიღო და ისტერიკა არც მე დამმართვია, მშვიდად ვისაუბრეთ, მერე წამოვედი და ამით დამთავრდა ყველაფერი... სხვებისგან ვიცოდი, რომ კიდევ ჰყავდა გაშვილებული ტყუპი და კიდევ ორო გოგო, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ შეიძლება მათ გარდა კიდევ ჰყავდეს გაშვილებული ბავშვი...

- ეს ეჭვი რამ გაგიჩინა?

- ჩემი უფროსი ბიოლოგიური და-ძმები 1966, 1967, 1969 და 1972 წლებში არიან დაბადებულები, მე 1980-იანი გახლავართ ანუ გამოდის, რომ მათ შორის უმცროსის შემდეგ, 8-წლიანი სხვაობით გავჩნდი... არადა, ჩემს შემდეგ ნინოც გააჩინა, მერე კიდევ - ტყუპი და ორი გოგონა - გამოდის, ლამის ყოველ წელს აჩენდა შვილს და ის 8-წლიანი პაუზა მაფიქრებს... ხომ შეიძლება, ჩემამდეც ჰყავდეს გაჩენილი და გაშვილებული?...წაიკითხეთ სრულად

წაიკითხეთ ასევე