პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის და როგორ დაიდგა "ვეფხისტყაოსანი" პარიზში? - "დღესაც არავინ იცის, რა ბედი ეწვია მუსიკას, დეკორაციებსა თუ კოსტიუმებს..."
როდის და როგორ დაიდგა "ვეფხისტყაოსანი" პარიზში? - "დღესაც არავინ იცის, რა ბედი ეწვია მუსიკას, დეკორაციებსა თუ კოსტიუმებს..."

XIX სა­უ­კუ­ნის 80-იანი წლე­ბის დამ­დეგს გი­ორ­გი ქარ­თვე­ლიშ­ვილ­მა, ქარ­თველ­მა სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წემ, მე­წარ­მემ და ქველ­მოქ­მედ­მა, სუ­რა­თე­ბი­ა­ნი "ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის" გა­მო­ცე­მა გა­ნიზ­რა­ხა და კო­მი­სი­აც მო­ქარ­თუ­ლე პი­რე­ბის­გან შედ­გა. "გი­ორ­გი ქარ­თვე­ლიშ­ვი­ლი შეძ­ლე­ბუ­ლი კაცი იყო. დიდი გა­ნათ­ლე­ბის არ იყო, მაგ­რამ შო­თას თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი დიდი იყო. მან გა­მოს­ცა დიდი სუ­რა­თე­ბი­ა­ნი "ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი" და ყურს მოკ­რავ­და თუ არა, რომ შო­თას ეს გან­ძი ვინ­მემ გა­და­თარ­გმნა უცხო ენა­ზე, ამ მთარ­გმნე­ლის დიდ პა­ტი­ვის­ცე­მას კის­რუ­ლობ­და. უცხო სტუმ­რებს, ინ­გლი­სელ მწერ­ლებს და-ძმა უორდრო­პებს, "ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის" მთარ­გმნე­ლებს დიდი ბან­კე­ტი გა­უ­მარ­თა", - წერ­და პო­ე­ტი დო­მი­ნი­კა ერის­თა­ვი.

ბუ­ნებ­რი­ვია, ასეთ უნი­კა­ლურ და გე­ნი­ა­ლურ ქმნი­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბა ღრმა, ფუნ­და­მენ­ტურ ცოდ­ნას, დიდ ერუ­დი­ცი­ას, სე­რი­ო­ზულ, გა­აზ­რე­ბულ და ფა­ქიზ მიდ­გო­მას მო­ი­თხოვ­და.

გი­ორ­გი ქარ­თვე­ლიშ­ვილ­მა, რომ­ლის ხარ­ჯით პო­ე­მის ახა­ლი გა­მო­ცე­მა მზად­დე­ბო­და, ისარ­გებ­ლა სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­ხაი ზი­ჩის ჩა­მოს­ვლით, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში იმ­ყო­ფე­ბო­და ლერ­მონ­ტო­ვის პო­ე­მის "დე­მო­ნის" ილუსტრა­ცი­ე­ბის და­სა­ხა­ტად.

უნ­გრე­ლი მხატ­ვა­რი მი­ხაი ზიჩი აღ­ნიშ­ნავ­და: "რუს­თა­ვე­ლის "ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი" დღემ­დე ერ­თგვარ ბიბ­ლი­ას წარ­მო­ად­გენ­და ქარ­თველ­თათ­ვის, რო­გორც პო­ე­ტუ­რი და მო­რა­ლუ­რი წყა­რო...

თუ ვინ­მე მათ (ქარ­თვე­ლებს) სამ­სა­ხურს გა­უ­წევს, ყო­ველ­თვის მზად არი­ან სი­კე­თით გა­და­უ­ხა­დონ სა­მა­გი­ე­რო, რი­თაც კი ძალა შეს­წევთ. თა­ნაც ამას აკე­თე­ბენ უფა­ქი­ზე­სი მე­გობ­რუ­ლი გრძნო­ბით".

ფას­და­უ­დე­ბე­ლი წვლი­ლი გა­ი­ღეს და-ძმა უორდრო­პებ­მა "ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის" ინ­გლი­სურ ენა­ზე თარ­გმნით. 1913 წელს სწო­რედ მათი სა­შუ­ა­ლე­ბით გა­ეც­ნო ამ უნი­კა­ლურ ქმნი­ლე­ბას რუსი სიმ­ბო­ლის­ტი პო­ე­ტი კონ­სტან­ტინ ბალ­მონ­ტი. მან "ვე­ფხის­ტყა­ო­სანს" ჯერ "სიყ­ვა­რუ­ლის ცი­სარ­ტყე­ლა" უწო­და, ხოლო შემ­დეგ "ცისა და მი­წის შე­მა­ერ­თე­ბე­ლი ცე­ცხლო­ვა­ნი ხიდი". აქე­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი შე­უდ­გა ბალ­მონ­ტი ქარ­თუ­ლი ენის შეს­წავ­ლას. იგი პო­ე­მის სამ­ყა­როს უკეთ აღ­საქ­მე­ლად თბი­ლის­ში სამ­ჯერ ჩა­მო­ვი­და.

სა­ბო­ლო­ოდ, კონ­სტან­ტინ ბალ­მონტმა 1915-1917 წლებ­ში და­ას­რუ­ლა "ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის" პო­ე­მის სრუ­ლი თარ­გმა­ნი, რომ­ლის მცი­რე ნა­წი­ლი ჯერ მოს­კოვ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა, ხოლო მთლი­ა­ნად კი პო­ე­მა პა­რიზ­ში გა­მო­ი­ცა. აქვე უნდა აღი­ნიშ­ნოს ისიც, რომ ბალ­მონტს თარ­გმნი­სას კონ­სულ­ტა­ცი­ას უწევ­დნენ ნიკო მარი, ტი­ცი­ან ტა­ბი­ძე. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

როდის და როგორ დაიდგა "ვეფხისტყაოსანი" პარიზში? - "დღესაც არავინ იცის, რა ბედი ეწვია მუსიკას, დეკორაციებსა თუ კოსტიუმებს..."

როდის და როგორ დაიდგა "ვეფხისტყაოსანი" პარიზში? - "დღესაც არავინ იცის, რა ბედი ეწვია მუსიკას, დეკორაციებსა თუ კოსტიუმებს..."

XIX საუკუნის 80-იანი წლების დამდეგს გიორგი ქართველიშვილმა, ქართველმა საზოგადო მოღვაწემ, მეწარმემ და ქველმოქმედმა, სურათებიანი "ვეფხისტყაოსნის" გამოცემა განიზრახა და კომისიაც მოქართულე პირებისგან შედგა. "გიორგი ქართველიშვილი შეძლებული კაცი იყო. დიდი განათლების არ იყო, მაგრამ შოთას თაყვანისმცემელი დიდი იყო. მან გამოსცა დიდი სურათებიანი "ვეფხისტყაოსანი" და ყურს მოკრავდა თუ არა, რომ შოთას ეს განძი ვინმემ გადათარგმნა უცხო ენაზე, ამ მთარგმნელის დიდ პატივისცემას კისრულობდა. უცხო სტუმრებს, ინგლისელ მწერლებს და-ძმა უორდროპებს, "ვეფხისტყაოსნის" მთარგმნელებს დიდი ბანკეტი გაუმართა", - წერდა პოეტი დომინიკა ერისთავი.

ბუნებრივია, ასეთ უნიკალურ და გენიალურ ქმნილებაზე მუშაობა ღრმა, ფუნდამენტურ ცოდნას, დიდ ერუდიციას, სერიოზულ, გააზრებულ და ფაქიზ მიდგომას მოითხოვდა.

გიორგი ქართველიშვილმა, რომლის ხარჯით პოემის ახალი გამოცემა მზადდებოდა, ისარგებლა საქართველოში მიხაი ზიჩის ჩამოსვლით, რომელიც თბილისში იმყოფებოდა ლერმონტოვის პოემის "დემონის" ილუსტრაციების დასახატად.

უნგრელი მხატვარი მიხაი ზიჩი აღნიშნავდა: "რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი" დღემდე ერთგვარ ბიბლიას წარმოადგენდა ქართველთათვის, როგორც პოეტური და მორალური წყარო...

თუ ვინმე მათ (ქართველებს) სამსახურს გაუწევს, ყოველთვის მზად არიან სიკეთით გადაუხადონ სამაგიერო, რითაც კი ძალა შესწევთ. თანაც ამას აკეთებენ უფაქიზესი მეგობრული გრძნობით".

ფასდაუდებელი წვლილი გაიღეს და-ძმა უორდროპებმა "ვეფხისტყაოსნის" ინგლისურ ენაზე თარგმნით. 1913 წელს სწორედ მათი საშუალებით გაეცნო ამ უნიკალურ ქმნილებას რუსი სიმბოლისტი პოეტი კონსტანტინ ბალმონტი. მან "ვეფხისტყაოსანს" ჯერ "სიყვარულის ცისარტყელა" უწოდა, ხოლო შემდეგ "ცისა და მიწის შემაერთებელი ცეცხლოვანი ხიდი". აქედან მოყოლებული შეუდგა ბალმონტი ქართული ენის შესწავლას. იგი პოემის სამყაროს უკეთ აღსაქმელად თბილისში სამჯერ ჩამოვიდა.

საბოლოოდ, კონსტანტინ ბალმონტმა 1915-1917 წლებში დაასრულა "ვეფხისტყაოსნის" პოემის სრული თარგმანი, რომლის მცირე ნაწილი ჯერ მოსკოვში გამოქვეყნდა, ხოლო მთლიანად კი პოემა პარიზში გამოიცა. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბალმონტს თარგმნისას კონსულტაციას უწევდნენ ნიკო მარი, ტიციან ტაბიძე. გააგრძელეთ კითხვა