კონფლიქტები
მსოფლიო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამბობენ, სტალინის ამ საქციელმა მეორე დღეს თავად ლენინიც გააოგნაო" - როგორ მოხვდა თურქეთის მხარეს უძველესი ქართული სოფელი: შვიდკომლიანი თათალეთის ისტორია?
"ამბობენ, სტალინის ამ საქციელმა მეორე დღეს თავად ლენინიც გააოგნაო" - როგორ მოხვდა თურქეთის მხარეს უძველესი ქართული სოფელი: შვიდკომლიანი თათალეთის ისტორია?

"ეს თურ­ქე­თის მხა­რეს დარ­ჩე­ნი­ლი სო­ფე­ლი თა­თა­ლე­თია, რო­მე­ლიც გურ­ჯის­ტა­ნის ვი­ლა­ე­თის დიდი დავთრის შედ­გე­ნის დროს ახალ­ქა­ლა­ქის ლი­ვის, ნი­ა­ლის­ყუ­რის ნა­ჰი­ე­ში შე­მა­ვა­ლი შვიდ­კომ­ლი­ა­ნი სო­ფე­ლი ყო­ფი­ლა.

თა­ვის დრო­ზე ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვილს თა­თა­ლეთ­ში ორი ეკ­ლე­სია აქვს და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი... ბა­ტონ­მა კახა ას­პა­ნი­ძემ მოგ­ვა­წო­და თა­თა­ლეთ­ში მცხოვ­რე­ბი თა­ვი­სი თურ­ქი მე­გობ­რის ფა­ტიჰ აკჩა­ის მიერ გად­მოგ­ზავ­ნი­ლი თა­თა­ლე­თის ერთი ეკ­ლე­სი­ის (ეტყო­ბა მე­ო­რე ეკ­ლე­სია მთლი­ა­ნა­დაა გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი) და თა­თა­ლე­თი­დან სამ­ხრე­თით, კი­ლო­მეტრ ნა­ხე­ვარ­ში მდე­ბა­რე ნა­მო­სახ­ლა­რის და ნა­ტაძ­რა­ლის ფო­ტო­ე­ბი" - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პუბ­ლი­ცის­ტი, მკვლე­ვა­რი კუ­კუ­რი მეტ­რე­ვე­ლი...

უძ­ვე­ლე­სი სოფ­ლის შე­სა­ხებ კუ­კუ­რი მეტ­რე­ვე­ლი ის­ტო­რი­ულ ცნო­ბებს გვაწ­ვდის...

- პირ­ვე­ლად თა­თა­ლე­თი მე-16 სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს ოს­მა­ლე­თის სამ­ხრეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ბა­ტო­ნე­ბის შემ­დეგ და­ი­კარ­გა. მეს­ხე­თის უამ­რა­ვი სოფ­ლის მსგავ­სად ისიც ოს­მა­ლე­თის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა. რო­დე­საც 1595 წელს ოს­მა­ლებ­მა გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­დამ­ხდელ­თა და მო­ცუ­ლო­ბის დად­გე­ნის მიზ­ნით მეს­ხე­თის და­პყრო­ბილ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე და­სახ­ლე­ბე­ბის, სახ­ნავ-სა­თე­სი მი­წე­ბის და სხვა სა­ვარ­გუ­ლე­ბის კომ­პლექ­სუ­რი აღ­წე­რა ჩა­ა­ტა­რეს, თა­თა­ლე­თი მა­შინ შვიდ­კომ­ლი­ა­ნი სო­ფე­ლი ყო­ფი­ლა...

- ანუ ძა­ლი­ან პა­ტა­რა...

- დიახ.. გა­მოღ­მა სო­ფელ ქარ­ზა­მეთ­ში (ახლა ნა­სოფ­ლა­რია) მა­შინ 45 კომლს უცხოვ­რია. თუმ­ცა ეს პი­რო­ბი­თია, რად­გან მა­შინ­დე­ლი კომ­ლე­ბი სულ ცოტა 10-15 სუ­ლის­გან მა­ინც შედ­გე­ბო­და. ძმე­ბი, ძმა­თა შვი­ლე­ბი... ოჯა­ხე­ბით ერ­თად ცხოვ­რობ­დნენ. იშ­ვი­ა­თად, მაგ­რამ ზოგ­ჯერ ერთი კომ­ლი 30-მდე სუ­ლის­გა­ნაც შედ­გე­ბო­და. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა უნდა ჩავ­თვა­ლოთ, რომ იმ­ხა­ნად თა­თა­ლე­თი მა­ინც პა­ტა­რა, საკ­მა­ოდ დაც­ლი­ლი სო­ფე­ლი ყო­ფი­ლა.

თა­თა­ლე­თი ჩრდი­ლო­ე­თი­დან, ქარ­ზა­მეტ­თის­წყლის ხე­ვი­დან

- სო­ფე­ლი ორ­ჯერ და­ი­კარ­გა...

- არა, თა­თა­ლე­თი ორ­ჯერ კი არა, სამ­ჯერ და­ი­კარ­გა! პირ­ვე­ლად რო­გორც უკვე გი­თხა­რით მე-16 სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს, სრუ­ლი­ად მეს­ხე­თის ოს­მა­ლე­თის მიერ და­პყრო­ბის შე­დე­გად...მარ­თა­ლია 1828 წელს რუ­სეთ-თურ­ქე­თის ომის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ან­დრი­ა­პო­ლი­სის ზა­ვით მეს­ხე­თის ნა­წი­ლი (24 სან­ჯა­ყი­დან მხო­ლოდ 10, რაც ის­ტო­რი­უ­ლი თო­რის, სამ­ცხის და ჯა­ვა­ხე­თის ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ნა­წილს უდ­რი­და) ოს­მა­ლე­თის თით­ქმის სამ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ბა­ტო­ნო­ბის­გან გან­თა­ვი­სუფ­ლდა და რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში გად­მო­ვი­და.,მაგ­რამ- თა­თა­ლე­თი მა­ინც იქით მხა­რეს დარ­ჩა. იმ დროს რუ­სეთ-თურ­ქე­თის სა­ზღვა­რი ზედ ამ სო­ფელ­ზე გა­დი­ო­და.

1878 წლის რუ­სეთ-თურ­ქე­თის ომის შემ­დეგ, როცა ის­ტო­რი­უ­ლი მეს­ხე­თის და­ნარ­ჩე­ნი ტე­რი­ტო­რი­ე­ბიც გა­თა­ვი­სუფ­ლდა და ფაქ­ტობ­რი­ვად აღ­დგა ძვე­ლი სა­ქარ­თვე­ლო (თუმ­ცა რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში) თა­თა­ლე­თიც ისევ სა­ქარ­თვე­ლოს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში მო­ექ­ცა.

პირ­ველ მსოფ­ლიო ომის პე­რი­ოდ­ში (1914-1918წწ) გერ­მა­ნი­ის მო­კავ­ში­რე პან­თურ­ქუ­ლი ოს­მა­ლე­თი კავ­კა­სი­ის ფრონტზე რუ­სეთ­თან სას­ტი­კად და­მარ­ცხდა და ტე­რი­ტო­რი­ე­ბის 1/3 და­კარ­გა. რუ­სე­ბი ტრა­პი­ზო­ნამ­დე ჩა­ვიდ­ნენ. მაგ­რამ 1917 წელს რუ­სეთ­ში მომ­ხდა­რი თე­ბერ­ვლის რე­ვო­ლუ­ცი­ის შე­დე­გად კავ­კა­სი­ის ფრონტზე მოქ­მე­დი რუ­სუ­ლი არ­მია უმარ­თა­ვად დარ­ჩა, უკან და­ი­ხია და და­ი­შა­ლა. ფრონ­ტის ხა­ზის მო­შიშ­ვლე­ბით ისარ­გებ­ლა ოს­მა­ლეთ­მა და და­ი­წყო მოქ­მე­დე­ბე­ბი ახლა უკვე მთე­ლი კავ­კა­სი­ის ხელ­ში ჩა­საგ­დე­ბად. გარ­კვე­ულ წარ­მა­ტე­ბებ­საც მი­აღ­წია.

1918 წლის მარტ-აპ­რილ­ში ოს­მა­ლეთ­მა ბა­თუ­მის, არ­ტა­ა­ნის და ყარ­სის ოლ­ქე­ბის და­კა­ვე­ბის მიზ­ნით სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი წა­მო­ი­წყო და მთე­ლი აჭა­რის გუ­რი­ის ნა­წი­ლის და სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის ოკუ­პა­ცია მო­ახ­დი­ნა. რო­გორც სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლია 1918 წლის 26 მა­ისს სა­ქარ­თვე­ლომ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა გა­მო­ა­ცხა­და და და­მო­უ­კი­დებ­ლად შე­ე­ცა­და ოს­მა­ლე­თის მთავ­რო­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გარ­კვე­ვას, და­ი­წყო მას­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბა, მაგ­რამ შექ­მნი­ლი მძი­მე სამ­ხედ­რო-პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის გამო სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და და და­თან­ხმდა ოს­მა­ლე­თის მთავ­რო­ბის ბევრ კა­ბა­ლურ მო­თხოვ­ნას. 1918 წლის 4 ივ­ნისს ბა­თუმ­ში ხელ­მო­წე­რი­ლი შე­თან­ხმე­ბის ძა­ლით ოს­მა­ლე­თის კუთ­ვნი­ლე­ბა­ში გა­და­ვი­და ბა­თუ­მის, არ­თვი­ნის და არ­ტა­ა­ნის ოლ­ქე­ბი, ახალ­ცი­ხის მაზ­რის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი და ახალ­ქა­ლა­ქის მაზ­რა მთლი­ა­ნად. რი­თაც ფაქ­ტობ­რი­ვად აღ­დგა 1828 წლამ­დე არ­სე­ბუ­ლი რუ­სეთ- ოს­მა­ლე­თის სა­ზღვა­რი ოღონდ უკვე სა­ქარ­თვე­ლო ოს­მა­ლე­თის სა­ზღვრის სა­ხით.

სა­ბედ­ნი­ე­როდ სამ­ხრეთ სა­ქარ­თვე­ლოს ეს ოკუ­პა­ცია ძვე­ლე­ბუ­რად დიდ­ხანს არ გაგ­რძელ­და: ან­ტან­ტის წი­ნა­აღ­მდეგ წარ­მო­ე­ბულ ომში ოს­მა­ლე­თი სა­ბო­ლო­ოდ და­მარ­ცხდა და 1918 წლის 30 ოქ­ტომ­ბერს ხელი მო­ა­წე­რა მუდ­რო­სის დრო­ე­ბით ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას, რომ­ლის ძა­ლი­თაც ოს­მა­ლე­თის მიერ დრო­ე­ბით და­კა­ვე­ბულ კავ­კა­სი­ის ყვე­ლა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მო­კავ­ში­რე­თა ჯა­რებს მი­ე­ცათ შეს­ვლის და და­კა­ვე­ბის უფ­ლე­ბა. თურ­ქებ­მა და­ი­წყეს სა­ქარ­თვე­ლოს და­კა­ვე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის და­ტო­ვე­ბა და მათი ად­გი­ლი თან­და­თა­ნო­ბით სა­ქარ­თვე­ლოს სამ­თავ­რო­ბო ჯა­რებ­მა და­ი­კა­ვეს. 1918 წლის 9 ნო­ემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბამ ახალ­ცი­ხი­სა და ახალ­ქა­ლა­ქის მაზ­რე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბას მი­მარ­თეს და სი­ხა­რუ­ლით აუ­წყეს მათი დე­და­სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა -თა­თა­ლე­თიც ისევ სამ­შობ­ლოს და­უბ­რუნ­და.

1921 წელს, თე­ბერ­ვალ­ში, ახლა უკვე საბ­ჭო­თა რუ­სეთ­მა მო­ახ­დი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს სრუ­ლი ოკუ­პა­ცია და გა­საბ­ჭო­ე­ბა. მა­შინ საბ­ჭო­თა რუ­სე­თის და ქე­მა­ლის­ტუ­რი თურ­ქე­თის ინ­ტე­რე­სე­ბი ბევრ რა­მე­ში და­ემ­თხვა და და­ი­წყეს ერ­თმა­ნე­თი­სათ­ვის ხე­ლის გა­მარ­თვა. მათ შო­რის სა­სა­ზღვრო სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მოს­კოვ­ში 1921 წლის თე­ბერ­ვალ­ში და­წყე­ბუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბა მარ­ტში დას­რულ­და. დიდ­ხანს მომ­ლო­დი­ნე თურ­ქე­თის დე­ლე­გა­ცი­ას მოს­კოვ­ში დაბ­რუ­ნე­ბულ­მა სტა­ლინ­მა პირ­ველ­სა­ვე ღა­მეს მო­უ­წე­რა ხელი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის უაღ­რე­სად სა­ზი­ა­ნო ტე­რი­ტო­რი­ულ პი­რო­ბებ­ზე. ამ­ბო­ბენ ბევ­რის­თვის დღემ­დე „ბე­ლა­დად“ დარ­ჩე­ნი­ლი სტა­ლი­ნის ამ საქ­ცი­ელ­მა მე­ო­რე დღეს თა­ვად ლე­ნი­ნიც გა­ა­ოგ­ნაო. ამ დო­კუ­მენ­ტში შე­თან­ხმე­ბუ­ლი დე­ბუ­ლე­ბე­ბი კი­დევ უფრო და­კონ­კრეტ­და და გან­მტკიც­და ყარსში გა­ფორ­მე­ბუ­ლი ახა­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით, რომ­ლის ძა­ლი­თაც თურ­ქეთს გა­და­ე­ცა უძ­ვე­ლე­სი ქარ­თუ­ლი მხა­რე­ე­ბი: ტაო, კლარ­ჯე­თი, შავ­შე­თი, კოლა, არ­ტა­ა­ნი, ერუ­შე­თი, ჩრდი­ლი, ფო­ცხო­ვის ხე­ო­ბა... სა­ქარ­თვე­ლოს მიღ­მა დარ­ჩა ის­ტო­რი­უ­ლი ჯა­ვა­ხე­თის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი- კარ­წა­ხის ტბის და­სავ­ლე­თი სა­ნა­პი­რო­დან ვიდ­რე ერუ­შე­თამ­დე, მათ შო­რის სო­ფე­ლი თა­თა­ლე­თიც.

ამის მერე ეს სო­ფე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში აღარ ყო­ფი­ლა. თურ­ქე­თის მხა­რეს ქარ­ზა­მე­თის წყლის მარ­ჯვე­ნა ნა­პირ­ზე, შე­მაღ­ლე­ბულ თხემ­ზე გა­შე­ნე­ბუ­ლი ამ სოფ­ლის მო­პირ­და­პი­რედ ქარ­ზა­მე­თის ნა­მო­სახ­ლარ­თან საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს რუ­სებს მძლავ­რი სა­სა­ზღვრო-სა­კონ­ტრო­ლო სა­გუ­შა­გო ჰქონ­დათ გა­შე­ნე­ბუ­ლი. მთე­ლი თა­ვი­სი ინფრას­ტრუქ­ტუ­რით, სათ­ვალ­თვა­ლო კოშ­კე­ბით, მძლავ­რი გა­ნა­თე­ბის სის­ტე­მე­ბით, ლო­კა­ტო­რუ­ლი კონ­ტრო­ლით, მავ­თულხლარ­თე­ბის და სა­გულ­და­გუ­ლოდ დახ­ნუ­ლი მი­წის ზო­ლე­ბით. ისე­თი, რომ იტყვი­ან „ჩიტი ვერ გა­დაფ­რინ­დე­ბო­დაო“.

გაღ­მა დარ­ჩე­ნი­ლი თა­თა­ლე­თე­ლი ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ყო­ველ დი­ლით მზის ამოს­ვლას­თან ერ­თად სევ­დი­ა­ნი თვა­ლე­ბით უყუ­რებ­დნენ ამ ყვე­ლა­ფერს და ვინ იცის რაზე ფიქ­რობ­დნენ.

- წერთ , რომ ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვილ­მა სო­ფელ თა­თა­ლეთ­ში ორი ეკ­ლე­სია და­ა­ფიქ­სი­რა...

- დიახ, ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვილ­მა სო­ფელ თა­თა­ლეთ­ში მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში ორი ეკ­ლე­სია და­ა­ფიქ­სი­რა. დღეს ერ­თია შე­მორ­ჩე­ნი­ლი, ისიც ფო­ტო­ზე რო­გორც ჩანს, სულ შე­მო­ძარ­ცვუ­ლია (სხვა­თა შო­რის ასე­თი შე­მო­ძარ­ცუ­ლი ეკ­ლე­სი­ე­ბი გა­მოღ­მაც გვაქვს) ორი­ვე დარ­ბა­ზუ­ლი ტი­პის ეკ­ლე­სია ყო­ფი­ლა.

- დღეს იქ ქარ­თუ­ლად მო­სა­უბ­რე არა­ვინ არის?

- რამ­დე­ნა­დაც ჩემ­თვის ცნო­ბი­ლია, იქ ამ­ჟა­მად ძი­რი­თა­დად წარ­მო­შო­ბის თურ­ქე­ბი ცხოვ­რო­ბენ... რამ­დე­ნი­მე ოჯა­ხია, რომ­ლე­ბიც თა­ვის თავს „იერ­ლებს“- ად­გი­ლობ­რი­ვებს ეძა­ხი­ან. თუმ­ცა არ იცი­ან მათი წი­ნაპ­რე­ბი ვინ იყ­ვნენ. სხვა­თა შო­რის სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლებ­ში არ­სე­ბობს დო­კუ­მენ­ტი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ბორ­ჯო­მის ხე­ო­ბის ახალ­და­ბის და მო­მიჯ­ნა­ვე სოფ­ლე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბა რუს მო­ხე­ლეს თა­თა­ლე­თის გა­უ­კაც­რი­ე­ლე­ბულ და­უ­სახ­ლე­ბელ მი­წებ­ზე გა­და­სახ­ლე­ბას სთხო­ვენ. უც­ნო­ბია მო­ა­ხერ­ხეს მათ რუ­სუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან ამა­ზე თან­ხმო­ბის მი­ღე­ბა და თა­თა­ლეთ­ში გა­და­სახ­ლე­ბა.

თა­თა­ლე­თის ეკ­ლე­სია. ფო­ტოს ავ­ტო­რი ფა­ტიჰ აკჩაი

ამ ერთი სოფ­ლის მა­გა­ლით­ზეც კი ძა­ლი­ან კარ­გად ჩანს, თუ რა­ტომ და რო­გორ დავ­კარ­გეთ ამ­დე­ნი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი და ამ­დე­ნი მკვიდ­რი მო­სახ­ლე­ო­ბა. სა­ვა­ლა­ლო კი­დევ ისაა, რომ სა­სა­ზღვრო ზოლ­ში მოხ­ვედ­რილ იქით მხა­რეს მყოფ სოფ­ლე­ბის თუ პა­ტა­რა აუ­ლე­ბის ფორ­მის და­სახ­ლე­ბებს თურ­ქე­თის მთავ­რო­ბის მხრი­დან ყუ­რა­დღე­ბა და ხელ­შე­წყო­ბა არ აკ­ლი­ათ, აქეთ, ჩვენს მხა­რეს დარ­ჩე­ნი­ლი სა­სა­ზღვრო სოფ­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ნა­სოფ­ლა­რე­ბა­დაა ქცე­უ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 93 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მერაბი
4

ზუსტად ამ ამბის შემდეგ დარდით ჩაწვა ლენილი და აღარ ამდგარა. ნუთუ სინდისის ძარღვი არ გიტოკტებათ ისტორიის გაყალბებისათვის.

აააააააააა
12

ეხლა ყველაფერს წეერთ. მკვდარზე ან კარგს ამბობენ ან არაფერს

ავტორი:

"ამბობენ, სტალინის ამ საქციელმა მეორე დღეს თავად ლენინიც გააოგნაო" - როგორ მოხვდა თურქეთის მხარეს უძველესი ქართული სოფელი: შვიდკომლიანი თათალეთის ისტორია?

"ამბობენ, სტალინის ამ საქციელმა მეორე დღეს თავად ლენინიც გააოგნაო" - როგორ მოხვდა თურქეთის მხარეს უძველესი ქართული სოფელი: შვიდკომლიანი თათალეთის ისტორია?

"ეს თურქეთის მხარეს დარჩენილი სოფელი თათალეთია, რომელიც გურჯისტანის ვილაეთის დიდი დავთრის შედგენის დროს ახალქალაქის ლივის, ნიალისყურის ნაჰიეში შემავალი შვიდკომლიანი სოფელი ყოფილა.

თავის დროზე ექვთიმე თაყაიშვილს თათალეთში ორი ეკლესია აქვს დაფიქსირებული... ბატონმა კახა ასპანიძემ მოგვაწოდა თათალეთში მცხოვრები თავისი თურქი მეგობრის ფატიჰ აკჩაის მიერ გადმოგზავნილი თათალეთის ერთი ეკლესიის (ეტყობა მეორე ეკლესია მთლიანადაა განადგურებული) და თათალეთიდან სამხრეთით, კილომეტრ ნახევარში მდებარე ნამოსახლარის და ნატაძრალის ფოტოები" - წერს სოციალურ ქსელში პუბლიცისტი, მკვლევარი კუკური მეტრეველი...

უძველესი სოფლის შესახებ კუკური მეტრეველი ისტორიულ ცნობებს გვაწვდის...

- პირველად თათალეთი მე-16 საუკუნის ბოლოს ოსმალეთის სამხრეთ საქართველოში გაბატონების შემდეგ დაიკარგა. მესხეთის უამრავი სოფლის მსგავსად ისიც ოსმალეთის შემადგენლობაში აღმოჩნდა. როდესაც 1595 წელს ოსმალებმა გადასახადების გადამხდელთა და მოცულობის დადგენის მიზნით მესხეთის დაპყრობილ ტერიტორიებზე დასახლებების, სახნავ-სათესი მიწების და სხვა სავარგულების კომპლექსური აღწერა ჩაატარეს, თათალეთი მაშინ შვიდკომლიანი სოფელი ყოფილა...

- ანუ ძალიან პატარა...

- დიახ.. გამოღმა სოფელ ქარზამეთში (ახლა ნასოფლარია) მაშინ 45 კომლს უცხოვრია. თუმცა ეს პირობითია, რადგან მაშინდელი კომლები სულ ცოტა 10-15 სულისგან მაინც შედგებოდა. ძმები, ძმათა შვილები... ოჯახებით ერთად ცხოვრობდნენ. იშვიათად, მაგრამ ზოგჯერ ერთი კომლი 30-მდე სულისგანაც შედგებოდა. მიუხედავად ამისა უნდა ჩავთვალოთ, რომ იმხანად თათალეთი მაინც პატარა, საკმაოდ დაცლილი სოფელი ყოფილა.

თათალეთი ჩრდილოეთიდან, ქარზამეტთისწყლის ხევიდან

- სოფელი ორჯერ დაიკარგა...

- არა, თათალეთი ორჯერ კი არა, სამჯერ დაიკარგა! პირველად როგორც უკვე გითხარით მე-16 საუკუნის ბოლოს, სრულიად მესხეთის ოსმალეთის მიერ დაპყრობის შედეგად...მართალია 1828 წელს რუსეთ-თურქეთის ომის დამთავრების შემდეგ ანდრიაპოლისის ზავით მესხეთის ნაწილი (24 სანჯაყიდან მხოლოდ 10, რაც ისტორიული თორის, სამცხის და ჯავახეთის ტერიტორიების ნაწილს უდრიდა) ოსმალეთის თითქმის სამსაუკუნოვანი ბატონობისგან განთავისუფლდა და რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში გადმოვიდა.,მაგრამ- თათალეთი მაინც იქით მხარეს დარჩა. იმ დროს რუსეთ-თურქეთის საზღვარი ზედ ამ სოფელზე გადიოდა.

1878 წლის რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ, როცა ისტორიული მესხეთის დანარჩენი ტერიტორიებიც გათავისუფლდა და ფაქტობრივად აღდგა ძველი საქართველო (თუმცა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში) თათალეთიც ისევ საქართველოს შემადგენლობაში მოექცა.

პირველ მსოფლიო ომის პერიოდში (1914-1918წწ) გერმანიის მოკავშირე პანთურქული ოსმალეთი კავკასიის ფრონტზე რუსეთთან სასტიკად დამარცხდა და ტერიტორიების 1/3 დაკარგა. რუსები ტრაპიზონამდე ჩავიდნენ. მაგრამ 1917 წელს რუსეთში მომხდარი თებერვლის რევოლუციის შედეგად კავკასიის ფრონტზე მოქმედი რუსული არმია უმართავად დარჩა, უკან დაიხია და დაიშალა. ფრონტის ხაზის მოშიშვლებით ისარგებლა ოსმალეთმა და დაიწყო მოქმედებები ახლა უკვე მთელი კავკასიის ხელში ჩასაგდებად. გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწია.

1918 წლის მარტ-აპრილში ოსმალეთმა ბათუმის, არტაანის და ყარსის ოლქების დაკავების მიზნით საომარი მოქმედებები წამოიწყო და მთელი აჭარის გურიის ნაწილის და სამცხე-ჯავახეთის ოკუპაცია მოახდინა. როგორც საყოველთაოდ ცნობილია 1918 წლის 26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და დამოუკიდებლად შეეცადა ოსმალეთის მთავრობასთან ურთიერთობის გარკვევას, დაიწყო მასთან მოლაპარაკება, მაგრამ შექმნილი მძიმე სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციის გამო საქართველოს მთავრობა იძულებული გახდა და დათანხმდა ოსმალეთის მთავრობის ბევრ კაბალურ მოთხოვნას. 1918 წლის 4 ივნისს ბათუმში ხელმოწერილი შეთანხმების ძალით ოსმალეთის კუთვნილებაში გადავიდა ბათუმის, ართვინის და არტაანის ოლქები, ახალციხის მაზრის უმეტესი ნაწილი და ახალქალაქის მაზრა მთლიანად. რითაც ფაქტობრივად აღდგა 1828 წლამდე არსებული რუსეთ- ოსმალეთის საზღვარი ოღონდ უკვე საქართველო ოსმალეთის საზღვრის სახით.

საბედნიეროდ სამხრეთ საქართველოს ეს ოკუპაცია ძველებურად დიდხანს არ გაგრძელდა: ანტანტის წინააღმდეგ წარმოებულ ომში ოსმალეთი საბოლოოდ დამარცხდა და 1918 წლის 30 ოქტომბერს ხელი მოაწერა მუდროსის დროებით ხელშეკრულებას, რომლის ძალითაც ოსმალეთის მიერ დროებით დაკავებულ კავკასიის ყველა ტერიტორიაზე მოკავშირეთა ჯარებს მიეცათ შესვლის და დაკავების უფლება. თურქებმა დაიწყეს საქართველოს დაკავებული ტერიტორიების დატოვება და მათი ადგილი თანდათანობით საქართველოს სამთავრობო ჯარებმა დაიკავეს. 1918 წლის 9 ნოემბერს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ ახალციხისა და ახალქალაქის მაზრების მოსახლეობას მიმართეს და სიხარულით აუწყეს მათი დედასამშობლოში დაბრუნება -თათალეთიც ისევ სამშობლოს დაუბრუნდა.

1921 წელს, თებერვალში, ახლა უკვე საბჭოთა რუსეთმა მოახდინა საქართველოს სრული ოკუპაცია და გასაბჭოება. მაშინ საბჭოთა რუსეთის და ქემალისტური თურქეთის ინტერესები ბევრ რამეში დაემთხვა და დაიწყეს ერთმანეთისათვის ხელის გამართვა. მათ შორის სასაზღვრო საკითხებთან დაკავშირებით მოსკოვში 1921 წლის თებერვალში დაწყებული მოლაპარაკება მარტში დასრულდა. დიდხანს მომლოდინე თურქეთის დელეგაციას მოსკოვში დაბრუნებულმა სტალინმა პირველსავე ღამეს მოუწერა ხელი საქართველოსთვის უაღრესად საზიანო ტერიტორიულ პირობებზე. ამბობენ ბევრისთვის დღემდე „ბელადად“ დარჩენილი სტალინის ამ საქციელმა მეორე დღეს თავად ლენინიც გააოგნაო. ამ დოკუმენტში შეთანხმებული დებულებები კიდევ უფრო დაკონკრეტდა და განმტკიცდა ყარსში გაფორმებული ახალი ხელშეკრულებით, რომლის ძალითაც თურქეთს გადაეცა უძველესი ქართული მხარეები: ტაო, კლარჯეთი, შავშეთი, კოლა, არტაანი, ერუშეთი, ჩრდილი, ფოცხოვის ხეობა... საქართველოს მიღმა დარჩა ისტორიული ჯავახეთის მნიშვნელოვანი ნაწილი- კარწახის ტბის დასავლეთი სანაპიროდან ვიდრე ერუშეთამდე, მათ შორის სოფელი თათალეთიც.

ამის მერე ეს სოფელი საქართველოს შემადგენლობაში აღარ ყოფილა. თურქეთის მხარეს ქარზამეთის წყლის მარჯვენა ნაპირზე, შემაღლებულ თხემზე გაშენებული ამ სოფლის მოპირდაპირედ ქარზამეთის ნამოსახლართან საბჭოთა კავშირის დროს რუსებს მძლავრი სასაზღვრო-საკონტროლო საგუშაგო ჰქონდათ გაშენებული. მთელი თავისი ინფრასტრუქტურით, სათვალთვალო კოშკებით, მძლავრი განათების სისტემებით, ლოკატორული კონტროლით, მავთულხლართების და საგულდაგულოდ დახნული მიწის ზოლებით. ისეთი, რომ იტყვიან „ჩიტი ვერ გადაფრინდებოდაო“.

გაღმა დარჩენილი თათალეთელი ადგილობრივები ყოველ დილით მზის ამოსვლასთან ერთად სევდიანი თვალებით უყურებდნენ ამ ყველაფერს და ვინ იცის რაზე ფიქრობდნენ.

- წერთ , რომ ექვთიმე თაყაიშვილმა სოფელ თათალეთში ორი ეკლესია დააფიქსირა...

- დიახ, ექვთიმე თაყაიშვილმა სოფელ თათალეთში მეოცე საუკუნის დასაწყისში ორი ეკლესია დააფიქსირა. დღეს ერთია შემორჩენილი, ისიც ფოტოზე როგორც ჩანს, სულ შემოძარცვულია (სხვათა შორის ასეთი შემოძარცული ეკლესიები გამოღმაც გვაქვს) ორივე დარბაზული ტიპის ეკლესია ყოფილა.

- დღეს იქ ქართულად მოსაუბრე არავინ არის?

- რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, იქ ამჟამად ძირითადად წარმოშობის თურქები ცხოვრობენ... რამდენიმე ოჯახია, რომლებიც თავის თავს „იერლებს“- ადგილობრივებს ეძახიან. თუმცა არ იციან მათი წინაპრები ვინ იყვნენ. სხვათა შორის საარქივო მასალებში არსებობს დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ბორჯომის ხეობის ახალდაბის და მომიჯნავე სოფლების მოსახლეობა რუს მოხელეს თათალეთის გაუკაცრიელებულ დაუსახლებელ მიწებზე გადასახლებას სთხოვენ. უცნობია მოახერხეს მათ რუსული ხელისუფლებისგან ამაზე თანხმობის მიღება და თათალეთში გადასახლება.

თათალეთის ეკლესია. ფოტოს ავტორი ფატიჰ აკჩაი

ამ ერთი სოფლის მაგალითზეც კი ძალიან კარგად ჩანს, თუ რატომ და როგორ დავკარგეთ ამდენი ტერიტორიები და ამდენი მკვიდრი მოსახლეობა. სავალალო კიდევ ისაა, რომ სასაზღვრო ზოლში მოხვედრილ იქით მხარეს მყოფ სოფლების თუ პატარა აულების ფორმის დასახლებებს თურქეთის მთავრობის მხრიდან ყურადღება და ხელშეწყობა არ აკლიათ, აქეთ, ჩვენს მხარეს დარჩენილი სასაზღვრო სოფლების უმრავლესობა ნასოფლარებადაა ქცეული.