კონფლიქტები
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სამწუხაროდ, ქალიშვილზე ამხელა ამაგი არ მაქვს, ის ჩემს ყოფილ მეუღლესთან ცხოვრობს... ჩემი ვაჟის დედა იაპონელია, რამდენიმე წელია ერთად ვცხოვრობთ" - "ტოჩინოშინი" ახალ ცხოვრებაზე
"სამწუხაროდ, ქალიშვილზე ამხელა ამაგი არ მაქვს, ის ჩემს ყოფილ მეუღლესთან ცხოვრობს... ჩემი ვაჟის დედა იაპონელია, რამდენიმე წელია ერთად ვცხოვრობთ" - "ტოჩინოშინი" ახალ ცხოვრებაზე

ბოლო რამ­დე­ნი­მე კვი­რაა, ტო­კი­ო­ში ისე ცხე­ლა, დღი­სით ქუ­ჩა­ში ვერ გახ­ვალ. დღეს ღრუბ­ლი­ა­ნი, შე­და­რე­ბით გრი­ლი დილა გა­თენ­და და "დემ­ბე" და "ქლოე" სას­წრა­ფოდ გა­ვიყ­ვა­ნე სა­სე­ირ­ნო­დო - ინ­ტერ­ვი­უს­თვის შე­თან­ხმე­ბულ დრო­ზე მცი­რე­დით გა­და­ცი­ლე­ბის­თვის მო­მი­ბო­დი­შა ლე­ვან გორ­გა­ძემ - "ტო­ჩი­ნო­შინ­მა". "დემ­ბე" და "ქლოე" მგლე­ბი არი­ან. მე­სა­მე წე­ლი­წა­დია, ტო­კი­ო­ში ცხოვ­რო­ბენ კაც­თან, რო­მე­ლიც თვი­თო­ნაც "მგე­ლი" იყო დო­ჰი­ო­ზე, 1400-ზე მეტი (!) ორ­თაბ­რძო­ლა გა­უ­მარ­თავს, "იმ­პე­რა­ტო­რის თა­სიც" მო­უ­გია და ლე­გენ­და­რუ­ლი "იო­კო­ძუ­ნა" "ჰა­კუ­ჰოს" და­მარ­ცხე­ბი­თაც შე­უძ­ლია თა­ვის მო­წო­ნე­ბა. ქრო­ნი­კულ­მა ტრავ­მებ­მა კა­რი­ე­რის გაგ­რძე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა აღარ მის­ცა. მო­მა­ვა­ლი წლის 4 თე­ბერ­ვალს, "დან­პა­ცუ-ში­კის" სევ­დი­ან ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე, ლე­ვა­ნი ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ემ­შვი­დო­ბე­ბა სუ­მო­ტო­რის ვარ­ცხნი­ლო­ბას და მას­თან ერ­თად - პრო­ფე­სი­ულ სუ­მო­საც... სამი თვის წინ, მე­ო­რე შვი­ლის - ხა­რე­ბას მამა გახ­და და ახალ ცხოვ­რე­ბას მას­თან ერ­თად იწყებს.

კა­რი­ე­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, "ტო­ჩი­ნო­შინს" ინ­ტერ­ვიუ არა­ვის­თვის მი­უ­ცია. "კვი­რის პა­ლიტ­რა" პირ­ვე­ლია:

- "ყო­ფი­ლი სუ­მო­ტო­რი "ტო­ჩი­ნო­ში­ნი" - სწო­რი ფორ­მუ­ლი­რე­ბაა? მო­ჭი­და­ვე­ებს კა­რი­ე­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დე­გაც "ში­კო­ნა­თი" (საბ­რძო­ლო სა­ხე­ლი) მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ?

- დიახ, რაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს­მო­დათ, აქა­უ­რე­ბი იმ სა­ხე­ლებს არი­ან მიჩ­ვე­უ­ლი და ია­პო­ნე­ლე­ბის­თვის სუ­მო­დან წას­ვლის შემ­დე­გაც "ტო­ჩი­ნო­ში­ნი", "გა­გა­მა­რუ", "კო­კაი" ვართ... თუმ­ცა "ბო­ლომ­დე" ჯერ არ­სად წავ­სულ­ვარ, პე­რი­ო­დუ­ლად, ისევ მივ­დი­ვარ დარ­ბაზ­ში და ასე გაგ­რძელ­დე­ბა მო­მა­ვა­ლი წლის თე­ბერ­ვლამ­დე, როცა ჩემი "დან­პა­ცუ-შიკი" (ცე­რე­მო­ნი­ა­ლი, რომ­ლის დრო­საც სუ­მო­ისტს თმას ჭრი­ან და ამ სიმ­ბო­ლუ­რი ქმე­დე­ბით ოფი­ცი­ა­ლუ­რად ას­რუ­ლე­ბენ მის კა­რი­ე­რას. - რ.შ.) გა­ი­მარ­თე­ბა. ჩემს თა­ნაკ­ლუ­ბელ ბი­ჭებ­თან ვვარ­ჯი­შობ ხოლ­მე. ამით, მა­თაც ვეხ­მა­რე­ბი, კლუბ­საც და წო­ნის დაკ­ლე­ბა­საც ვცდი­ლობ. თან­და­თა­ნო­ბით, ვეჩ­ვე­ვი ცხოვ­რე­ბის ახალ ეტაპ­ზე გა­დას­ვლას, ვვარ­ჯი­შობ, სუ­მო­ტო­რის ვარ­ცხნი­ლო­ბას ვა­ტა­რებ და გუ­ლის სიღ­რმე­ში, თავი ისევ მოქ­მე­დი სპორ­ტსმე­ნი მგო­ნია... რაც შე­ე­ხე­ბა სპორ­ტის თან­მდევ სტრესს, ფი­ზი­კუ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და­ძა­ბუ­ლო­ბა აღარ მა­წუ­ხებს და ამ თვალ­საზ­რი­სით, თავს უკეთ ვგრძნობ. რად­გან ყო­ველ­დღი­უ­რი ვარ­ჯი­ში, მძი­მე­წო­ნი­ა­ნი მე­ტო­ქე­ე­ბის და­ჯა­ხე­ბე­ბი მო­აკ­ლდა, ორ­გა­ნიზ­მმაც და­ის­ვე­ნა და ფსი­ქი­კა­მაც. ზედ­მეტ წო­ნას და­ვიკ­ლებ, გა­ცი­ლე­ბის ცე­რე­მო­ნი­ალ­საც გა­და­ვა­გო­რებ და მერე, ალ­ბათ, ოპე­რა­ცი­ის­თვი­საც მო­ვიც­ლი. მე­გო­ნა, კა­რი­ე­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მა­ინც მექ­ნე­ბა მეტი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო-მეთ­ქი. თურ­მე, პი­რი­ქით არის - რაც აღარ ვჭი­და­ობ, დრო სა­ერ­თოდ აღარ მაქვს...

- ხუთი წლის წინ, როცა "იმ­პე­რა­ტო­რის თასი" აღ­მარ­თე და "ოძე­კის" წო­დე­ბაც და­იმ­სა­ხუ­რე, კა­რი­ე­რის დას­რუ­ლე­ბა, ალ­ბათ, ძა­ლი­ან შო­რე­ულ პერ­სპექ­ტი­ვად მო­ჩან­და, მაგ­რამ მუხ­ლის ქრო­ნი­კულ ტრავ­მას მხრის და­ზი­ა­ნე­ბაც და­ე­მა­ტა...

- სა­ნამ ჩემ­პი­ო­ნი გავ­ხდე­ბო­დი, ჯერ კი­დევ მა­ნამ­დე გა­დავ­წყვი­ტე, რომ მი­ნი­მუმ ტო­კი­ოს 2020 წლის ოლიმ­პი­ა­დამ­დე დავ­რჩე­ბო­დი სუ­მო­ში. ტრავ­მებ­მა გა­მა­წა­მა, მაგ­რამ როცა მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სპორ­ტში ხარ, ძნე­ლია წას­ვლა, იმის დათ­მო­ბა, რა­საც 17 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყო­ველ­დღე აკე­თებ­დი. რაც არის, არის, ამ ერთ ბა­შო­საც გა­და­ვა­გო­რებ-მეთ­ქი, მერე - კი­დევ ერთს, ერთს და... ამა­სო­ბა­ში, კი გა­ვი­და სამი წე­ლი­წა­დი. არა­და, მხრის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა რომ არა, ალ­ბათ, ჯე­რაც მოქ­მე­დი სპორ­ტსმე­ნი ვიქ­ნე­ბო­დი.

- ვიცი, რომ დარ­ჩე­ნა კლუ­ბის პრე­ზი­დენ­ტმაც ბევ­რჯერ გთხო­ვა...

- როცა ჯუ­რი­ო­ში (რან­გით მე­ო­რე დი­ვი­ზი­ო­ნი სუ­მო­ში. - რ.შ.) დავ­ქვე­ით­დი, წას­ვლა გა­დავ­წყვი­ტე, მაგ­რამ კლუ­ბის პრე­ზი­დენ­ტმა მთხო­ვა - ბი­ჭე­ბის გამო მა­ინც დარ­ჩი, შენ­თან ერ­თად ვარ­ჯი­ში მათ­თვის დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა­აო. დღემ­დე, ამი­ტო­მაც მივ­დი­ვარ ხოლ­მე კლუბ­ში, ვცდი­ლობ, თა­ნაკ­ლუ­ბე­ლებს და­ვეხ­მა­რო. ისე კი, მთე­ლი ცხოვ­რე­ბაა ტრავ­მებს ვებ­რძვი და გუ­ლის სიღ­რმე­ში, ბო­ლომ­დე მქონ­და იმე­დი, რომ ამ და­ზი­ა­ნე­ბა­საც დავძლევ­დი, უმაღ­ლეს დი­ვი­ზი­ონ­ში დაბ­რუ­ნე­ბას შევ­ძლებ­დი. სამ­წუ­ხა­როდ, აღარ გა­მო­ვი­და.

- რამ­დე­ნი­მე დღის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვა­ჟიშ­ვილ­თან გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნე: სუ­მო­დან წას­ვლის შემ­დეგ, მე­გო­ნა, ცხოვ­რე­ბა მთავ­რდე­ბო­და და ამ რთუ­ლი პე­რი­ო­დის დაძ­ლე­ვა­ში, პა­ტა­რა ხა­რე­ბა და­მეხ­მა­რაო. მოგ­ვი­ყე­ვი შენს შვილ­ზე.

- ხა­რე­ბა გორ­გა­ძის მამა სამი თვის წინ გავ­ხდი. ის ჩემი მე­ო­რე შვი­ლია, ჩემ­თან ცხოვ­რობს და კი­დევ უფრო მძაფ­რად გან­მაც­დე­ვი­ნა რას ნიშ­ნავს მა­მო­ბა, შვი­ლის მოვ­ლა, მის­თვის ღა­მის გა­თე­ვა... სამ­წუ­ხა­როდ, ჩემს პირ­ველ ქა­ლიშ­ვილ­ზე - ანას­ტა­სი­ა­ზე არ მაქვს ამ­ხე­ლა ამა­გი... მე ია­პო­ნი­ა­ში ვარ, ანას­ტა­სია კი - მას ენაც­ვა­ლოს ჩემი სი­ცო­ცხლე, დე­დას­თან, ჩემს ყო­ფილ მე­უღ­ლეს­თან ცხოვ­რობს სა­ქარ­თვე­ლო­ში, იშ­ვი­ა­თად მაქვს მისი ნახ­ვის ბედ­ნი­ე­რე­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, ვერ ვმო­ნა­წი­ლე­ობ მის აღ­ზრდა­ში... ძა­ლი­ან რთუ­ლია, მაგ­რამ ასე მოხ­და.

- ხა­რე­ბას დედა ია­პო­ნე­ლია?

- დიახ. რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წა­დია, ერ­თად ვცხოვ­რობთ. ვა­ჟიშ­ვილს პა­პა­ჩე­მის სა­ხე­ლი - ხა­რე­ბა და­ვარ­ქვი...წა­ი­კი­თხეთ ინ­ტერ­ვიუ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 59 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარიამი
11

უცხო ქალის ღიმილი ასპიტის გესლიაო,ასე ვკითხულობთ ბიბლიაში რადგან ისინი რწმენას შეგიცვლიანო. თუმცა დღეს სად არის ჭეშმარიტი რწმენა, ქართველებმა რწმენა მოდად გადააქციეს. ფარისევლებით აივსო ღვთის სახლები 

დიანა
8

გაოცებული ვარ ხალხის ღვარძლიანი კომენტარებით!😡 არავის გაქვთ უფლება განსაჯოთ ადამიანის ცხოვრება! ეს მისი პირადი ცხოვრებაა და არა თქვენი! ვის რაში გეკითხებათ სად იცხოვრებს, ან ვის მოიყვანს ცოლად?! ან მის ქართველობას რას ეხებით?! რომელი ხართ მასზე უკეთესი ქართველი?!😡😡😡

გრცხვეოდეთ, ამდენ ღვარძლს რომ ატარებთ გულში!!! ნუ იმძიმებთ სულს!!!

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"სამწუხაროდ, ქალიშვილზე ამხელა ამაგი არ მაქვს, ის ჩემს ყოფილ მეუღლესთან ცხოვრობს... ჩემი ვაჟის დედა იაპონელია, რამდენიმე წელია ერთად ვცხოვრობთ" - "ტოჩინოშინი" ახალ ცხოვრებაზე

"სამწუხაროდ, ქალიშვილზე ამხელა ამაგი არ მაქვს, ის ჩემს ყოფილ მეუღლესთან ცხოვრობს... ჩემი ვაჟის დედა იაპონელია, რამდენიმე წელია ერთად ვცხოვრობთ" - "ტოჩინოშინი" ახალ ცხოვრებაზე

ბოლო რამდენიმე კვირაა, ტოკიოში ისე ცხელა, დღისით ქუჩაში ვერ გახვალ. დღეს ღრუბლიანი, შედარებით გრილი დილა გათენდა და "დემბე" და "ქლოე" სასწრაფოდ გავიყვანე სასეირნოდო - ინტერვიუსთვის შეთანხმებულ დროზე მცირედით გადაცილებისთვის მომიბოდიშა ლევან გორგაძემ - "ტოჩინოშინმა". "დემბე" და "ქლოე" მგლები არიან. მესამე წელიწადია, ტოკიოში ცხოვრობენ კაცთან, რომელიც თვითონაც "მგელი" იყო დოჰიოზე, 1400-ზე მეტი (!) ორთაბრძოლა გაუმართავს, "იმპერატორის თასიც" მოუგია და ლეგენდარული "იოკოძუნა" "ჰაკუჰოს" დამარცხებითაც შეუძლია თავის მოწონება. ქრონიკულმა ტრავმებმა კარიერის გაგრძელების შესაძლებლობა აღარ მისცა. მომავალი წლის 4 თებერვალს, "დანპაცუ-შიკის" სევდიან ცერემონიალზე, ლევანი ოფიციალურად დაემშვიდობება სუმოტორის ვარცხნილობას და მასთან ერთად - პროფესიულ სუმოსაც... სამი თვის წინ, მეორე შვილის - ხარებას მამა გახდა და ახალ ცხოვრებას მასთან ერთად იწყებს.

კარიერის დასრულების შემდეგ, "ტოჩინოშინს" ინტერვიუ არავისთვის მიუცია. "კვირის პალიტრა" პირველია:

- "ყოფილი სუმოტორი "ტოჩინოშინი" - სწორი ფორმულირებაა? მოჭიდავეებს კარიერის დასრულების შემდეგაც "შიკონათი" (საბრძოლო სახელი) მოიხსენიებენ?

- დიახ, რაც წლების განმავლობაში ესმოდათ, აქაურები იმ სახელებს არიან მიჩვეული და იაპონელებისთვის სუმოდან წასვლის შემდეგაც "ტოჩინოშინი", "გაგამარუ", "კოკაი" ვართ... თუმცა "ბოლომდე" ჯერ არსად წავსულვარ, პერიოდულად, ისევ მივდივარ დარბაზში და ასე გაგრძელდება მომავალი წლის თებერვლამდე, როცა ჩემი "დანპაცუ-შიკი" (ცერემონიალი, რომლის დროსაც სუმოისტს თმას ჭრიან და ამ სიმბოლური ქმედებით ოფიციალურად ასრულებენ მის კარიერას. - რ.შ.) გაიმართება. ჩემს თანაკლუბელ ბიჭებთან ვვარჯიშობ ხოლმე. ამით, მათაც ვეხმარები, კლუბსაც და წონის დაკლებასაც ვცდილობ. თანდათანობით, ვეჩვევი ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას, ვვარჯიშობ, სუმოტორის ვარცხნილობას ვატარებ და გულის სიღრმეში, თავი ისევ მოქმედი სპორტსმენი მგონია... რაც შეეხება სპორტის თანმდევ სტრესს, ფიზიკური და ფსიქოლოგიური დაძაბულობა აღარ მაწუხებს და ამ თვალსაზრისით, თავს უკეთ ვგრძნობ. რადგან ყოველდღიური ვარჯიში, მძიმეწონიანი მეტოქეების დაჯახებები მოაკლდა, ორგანიზმმაც დაისვენა და ფსიქიკამაც. ზედმეტ წონას დავიკლებ, გაცილების ცერემონიალსაც გადავაგორებ და მერე, ალბათ, ოპერაციისთვისაც მოვიცლი. მეგონა, კარიერის დასრულების შემდეგ მაინც მექნება მეტი თავისუფალი დრო-მეთქი. თურმე, პირიქით არის - რაც აღარ ვჭიდაობ, დრო საერთოდ აღარ მაქვს...

- ხუთი წლის წინ, როცა "იმპერატორის თასი" აღმართე და "ოძეკის" წოდებაც დაიმსახურე, კარიერის დასრულება, ალბათ, ძალიან შორეულ პერსპექტივად მოჩანდა, მაგრამ მუხლის ქრონიკულ ტრავმას მხრის დაზიანებაც დაემატა...

- სანამ ჩემპიონი გავხდებოდი, ჯერ კიდევ მანამდე გადავწყვიტე, რომ მინიმუმ ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადამდე დავრჩებოდი სუმოში. ტრავმებმა გამაწამა, მაგრამ როცა მთელი ცხოვრება სპორტში ხარ, ძნელია წასვლა, იმის დათმობა, რასაც 17 წლის განმავლობაში ყოველდღე აკეთებდი. რაც არის, არის, ამ ერთ ბაშოსაც გადავაგორებ-მეთქი, მერე - კიდევ ერთს, ერთს და... ამასობაში, კი გავიდა სამი წელიწადი. არადა, მხრის მძიმე დაზიანება რომ არა, ალბათ, ჯერაც მოქმედი სპორტსმენი ვიქნებოდი.

- ვიცი, რომ დარჩენა კლუბის პრეზიდენტმაც ბევრჯერ გთხოვა...

- როცა ჯურიოში (რანგით მეორე დივიზიონი სუმოში. - რ.შ.) დავქვეითდი, წასვლა გადავწყვიტე, მაგრამ კლუბის პრეზიდენტმა მთხოვა - ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო. დღემდე, ამიტომაც მივდივარ ხოლმე კლუბში, ვცდილობ, თანაკლუბელებს დავეხმარო. ისე კი, მთელი ცხოვრებაა ტრავმებს ვებრძვი და გულის სიღრმეში, ბოლომდე მქონდა იმედი, რომ ამ დაზიანებასაც დავძლევდი, უმაღლეს დივიზიონში დაბრუნებას შევძლებდი. სამწუხაროდ, აღარ გამოვიდა.

- რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ვაჟიშვილთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნე: სუმოდან წასვლის შემდეგ, მეგონა, ცხოვრება მთავრდებოდა და ამ რთული პერიოდის დაძლევაში, პატარა ხარება დამეხმარაო. მოგვიყევი შენს შვილზე.

- ხარება გორგაძის მამა სამი თვის წინ გავხდი. ის ჩემი მეორე შვილია, ჩემთან ცხოვრობს და კიდევ უფრო მძაფრად განმაცდევინა რას ნიშნავს მამობა, შვილის მოვლა, მისთვის ღამის გათევა... სამწუხაროდ, ჩემს პირველ ქალიშვილზე - ანასტასიაზე არ მაქვს ამხელა ამაგი... მე იაპონიაში ვარ, ანასტასია კი - მას ენაცვალოს ჩემი სიცოცხლე, დედასთან, ჩემს ყოფილ მეუღლესთან ცხოვრობს საქართველოში, იშვიათად მაქვს მისი ნახვის ბედნიერება, ფაქტობრივად, ვერ ვმონაწილეობ მის აღზრდაში... ძალიან რთულია, მაგრამ ასე მოხდა.

- ხარებას დედა იაპონელია?

- დიახ. რამდენიმე წელიწადია, ერთად ვცხოვრობთ. ვაჟიშვილს პაპაჩემის სახელი - ხარება დავარქვი...წაიკითხეთ ინტერვიუ სრულად