საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“გამოიკვეთა შოვის სტიქიის განვითარების ეტაპები… გადათვლამ გვაჩვენა, რომ ეპიცენტრში სტიქიამდე ხდება წყლის დაგროვება” - გამოქვეყნდა შოვის სტიქიის რეკონსტრუქცია: რას წერს სეისმოლოგი?
“გამოიკვეთა შოვის სტიქიის განვითარების ეტაპები… გადათვლამ გვაჩვენა, რომ ეპიცენტრში სტიქიამდე ხდება წყლის დაგროვება” - გამოქვეყნდა შოვის სტიქიის რეკონსტრუქცია: რას წერს სეისმოლოგი?

სე­ის­მუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის გე­ოგ­რა­ფი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი ლაშა სუ­ხიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში 15 აგ­ვის­ტოს­თვის არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით შო­ვის სტი­ქი­ის რე­კონ­სტრუქ­ცი­ას აქ­ვეყ­ნებს.

"შო­ვის სტი­ქი­ის რე­კონ­სტრუქ­ცია 15 აგ­ვის­ტოს­თვის არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით:

MAXAR-ის სა­ტე­ლიტ Worldview 3-ის მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით გა­მო­იკ­ვე­თა შო­ვის სტი­ქი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ეტა­პე­ბი, რო­მე­ლიც შე­ივ­სო სა­ქარ­თვე­ლოს სე­ის­მუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის ცენ­ტრის მა­სა­ლე­ბით.Planet-ის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბებ­ზე წყლის ინ­დექ­სის გა­დათ­ვლამ გვაჩ­ვე­ნა, რომ სტი­ქი­ის ეპი­ცენ­ტრში სტი­ქი­ამ­დე ხდე­ბა წყლის დაგ­რო­ვე­ბა და გავ­რცე­ლე­ბა, რაც თოვ­ლის ინ­ტენ­სი­ურ დნო­ბა­სა და სტი­ქი­ის­წი­ნა პე­რი­ოდ­ში მო­სულ წვი­მებს უნდა უკავ­შირ­დე­ბო­დეს (ვი­დეო).ტე­რი­ტო­რი­ა­ზე წყლის დიდი რა­ო­დე­ნო­ბით დაგ­რო­ვე­ბამ გა­ა­აქ­ტი­უ­რა გა­მო­ფი­ტუ­ლი ქა­ნე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბის პრო­ცე­სი და 3 აგ­ვის­ტოს 14 სა­ათ­სა და 57 წუთ­ზე 57000 მ2 ფარ­თო­ბის და და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი კუ­ბუ­რი მეტ­რის (მო­ცუ­ლო­ბა აღე­ბუ­ლია გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მო­ნა­ცე­მი­დან) კლდის მა­სი­ვი და­იძ­რა. დაძ­რუ­ლი სხე­უ­ლი ჩა­მო­ყა­ლიბ­და კლდეზ­ვა­ვად და და­ახ­ლო­ე­ბით 20 წამ­ში მი­აღ­წია მყინ­ვა­რამ­დე (სუ­რა­თი 1, სუ­რა­თი 2-ის და სუ­რა­თი 3-ის პრო­ცე­სი 1);

მყინ­ვარ­ში და მყინ­ვა­რის ფსკერ­ზე ვვა­რა­უ­დობთ ძა­ლი­ან უხე­ში შე­ფა­სე­ბით 50 000 მ3 თხე­ვად წყალს, თუ მე­ტია, რამ­დე­ნი­მე­ჯე­რა­დად მეტი წყა­ლი ნაკ­ლე­ბად გვგო­ნია. ზვა­ვის მყინ­ვარ­ზე მოქ­მე­დე­ბამ გა­მო­იწ­ვია GLOF, ანუ მყინ­ვა­რუ­ლი, ზე­და­პირ­ზე უხი­ლა­ვი, «ტბის» გას­კდო­მა და თხე­ვა­დი წყლის გა­მო­თა­ვი­სუფ­ლე­ბა. ამ პრო­ცეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნა გაგ­რძელ­და და­ახ­ლო­ე­ბით 45 წამი (სუ­რა­თი 2 და სუ­რა­თი 3, პრო­ცე­სი 2);

კლდეზ­ვა­ვის მყინ­ვარ­ზე მოქ­მე­დე­ბამ გა­მო­იწ­ვია მყინ­ვა­რის ძა­ლი­ან მცი­რე მო­ცუ­ლო­ბით გად­ნო­ბა, რაც სა­ვა­რა­უ­დოდ 1-2 ათე­ულ ათას კუ­ბურ მეტრ წყალს არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს (მო­დე­ლი­რე­ბის ამო­ცა­ნაა და შემ­დე­გაა და­ზუს­ტე­ბა­დი);

რე­ლი­ე­ფი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ნა­კა­დი გა­და­ად­გილ­დე­ბა ორი მი­მარ­თუ­ლე­ბით: ერთი მი­მარ­თუ­ლე­ბაა სამ­ხრე­თის, სა­დაც ძი­რი­თა­დად მოძ­რა­ობს წყლით მდი­და­რი ნა­კა­დი, ხოლო მე­ო­რე მი­მარ­თუ­ლე­ბაა სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლე­თი სა­დაც მყა­რი მა­სა­ლის კონ­ცენ­ტრა­ცია, წინა ნა­კად­თან შე­და­რე­ბით, მე­ტია. ეს გრძელ­დე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 10 წამი (სუ­რა­თი 2 და სუ­რა­თი 3, პრო­ცე­სი 3);

მყა­რი მა­სა­ლით შე­და­რე­ბით მდი­და­რი ნა­კა­დი სამ­ხრე­თის­კენ მოხ­ვე­ვამ­დე ინერ­ცი­ით ეჯა­ხე­ბა კე­დელს და ხდე­ბა მისი შე­და­რე­ბით და­ცხრო­მა (სუ­რა­თი 2 და შე­ჯა­ხე­ბა - სუ­რა­თი 3, პრო­ცე­სი 4);

ორი­ვე ნა­კადს, გზად, სა­ვა­რა­უ­დოდ უწევთ მყინ­ვა­რე­ბის ნაპ­რა­ლებ­ში მყა­რი მა­სა­ლის ჩა­ტო­ვე­ბა, მყინ­ვა­რის ზედა თხე­ლი, რბი­ლი ფე­ნის მოხ­სნა და ამის გამო იზ­რდე­ბა ნა­კად­ში წყლის კონ­ცენ­ტრა­ცია. შე­სა­ბა­მი­სად ლურჯ ზო­ნა­ში გა­დას­ვლი­სას (სუ­რა­თი 4) ნა­კადს აქვს წყალ­დი­დო­ბის სახე (თუმ­ცა დაახ. 150 000 მ3 მა­სა­ლას ისევ გა­და­ად­გი­ლებს, ზოგს ად­გილ­ზეც ტო­ვებს), სე­ის­მურ ჩა­ნა­წერ­ში რხე­ვის ამ­პლი­ტუ­დე­ბიც შე­და­რე­ბით «მშვიდ­დე­ბა» (სუ­რა­თი 2 და სუ­რა­თი 3, პრო­ცე­სი 5). ეს გრძელ­დე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 40 წამი. აქვე ყუ­რა­დღე­ბას ვაქ­ცევთ ლურჯ ზო­ნა­ში არ­სე­ბულ მცე­ნა­რე­ულ კუნ­ძუ­ლებს, რომ­ლე­ბიც არ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლა;

ნა­კა­დის მდი­ნა­რის ხე­ო­ბა­ში შეს­ვლის შემ­დეგ იწყე­ბა ნი­ა­და­გის და გა­მო­ფი­ტუ­ლი ძი­რი­თა­დი ქა­ნე­ბის ერო­ზია და ამ 5.5 კმ-იან მო­ნაკ­ვეთ­ში ყა­ლიბ­დე­ბა ღვარ­ცო­ფი. ერო­ზი­რე­ბუ­ლი ფარ­თო­ბი მი­ნი­მუმ 500 000 მ2-ია, ალ­ბათ 750 000 მ2-მდეც. ესეც მო­დე­ლი­რე­ბის ამო­ცა­ნაა, მაგ­რამ აქ ვვა­რა­უ­დობთ 1 მლნ მ3 მყა­რი მა­სა­ლის მო­ბი­ლი­ზე­ბას (სუ­რა­თი 4). ღვარ­ცო­ფის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას და შო­ვამ­დე მის­ვლას დას­ჭირ­დე­ბო­და 5 წუთი ან მეტი დრო (სუ­რა­თი 2, პრო­ცე­სი 6);

შოვ­ში 540000 მ2 ფარ­თობ­ზე ღვარ­ცოფ­მა და­ტო­ვა სა­ვა­რა­უ­დოდ 1 მლნ მ3 მა­სა­ლა (სუ­რა­თი 4, წი­თე­ლი ზონა), ხოლო შოვი გა­ი­ა­რა და რი­ონს მი­აღ­წია 230-500 ათას­მა მ3 მა­სა­ლამ (სუ­რა­თი 4, მწვა­ნე ზონა). წი­თე­ლი ზო­ნის სა­შუ­ა­ლო სიღ­რმედ აღე­ბუ­ლია და­ახ­ლო­ე­ბით 2 მეტ­რი (და­სა­ზუს­ტე­ბე­ლია), ხოლო მწვა­ნე ზო­ნის სა­შუ­ა­ლო სიღ­რმედ 1 მეტ­რი, რაც ეყ­რდნო­ბა გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს (გ.ე.ს.) მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ჰიდ­რო­ლო­გი­უ­რი სად­გუ­რის დო­ნის ჩა­ნა­წე­რებს (სუ­რა­თი 5), სა­დაც 3 აგ­ვის­ტო­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი მაქ­სი­მა­ლუ­რი დონე, მი­ნი­მუმ რამ­დე­ნი­მე დღე, მო­მა­ტე­ბუ­ლია და­ახ­ლო­ე­ბით 1 მეტ­რით, რაც სა­ვა­რა­უ­დოდ ღვარ­ცო­ფუ­ლი მა­სა­ლის და­ლექ­ვის გავ­ლე­ნით უნდა იყოს. ასე­თი ფარ­თო­ბი არის 230000 მ2, ამი­ტომ აქ მა­სა­ლას ვვა­რა­უ­დობთ 230000-დან უხე­შად 500000 მ3-მდე (სუ­რა­თი 4). ესაც მო­დე­ლი­რე­ბის შე­დე­გად უნდა და­ზუს­ტდეს;

სულ რა რა­ო­დე­ნო­ბის ღვარ­ცო­ფის მყარ მა­სა­ლას ვვა­რა­უ­დობთ? და­ახ­ლო­ე­ბით 1500000 მ3-ს;

სულ რა მო­ცუ­ლო­ბის წყალს ვვა­რა­უ­დობთ?

შოვ­თან და­ახ­ლო­ე­ბით უხე­შად 250000 მ3, სა­თა­ვე­ში ბევ­რად ნაკ­ლებს;

სა­თა­ვე­ში სად ინა­ხე­ბო­და წყა­ლი?

სა­ვა­რა­უ­დოდ მყინ­ვარ­ში და მყინ­ვა­რის ფსკერ­ზე. მყინ­ვა­რის ფსკე­რის რე­ლი­ე­ფი არ გვაქვს, გვაქვს ზე­და­პი­რის რე­ლი­ე­ფი. თუ ზე­და­პი­რის რე­ლი­ე­ფის მი­ხედ­ვით ფსკერ­ზე ვიმ­სჯე­ლებთ, სა­წყის ზო­ნა­ში, ფერ­დო­ბის მი­უ­ხე­და­ვად უნდა იყოს ორი მოს­წო­რე­ბუ­ლი ან ჩაღ­რმა­ვე­ბუ­ლი ად­გი­ლი. მათი ფარ­თო­ბი და­ახ­ლო­ე­ბით 1 ჰა-ია (სუ­რა­თი 6), რაც წყლის­თვის რე­ზერ­ვუ­ა­რი შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო;

კლდეზ­ვა­ვი სრუ­ლად ჩა­მო­ვი­და?

კლდეზ­ვავ­მა გა­და­უ­ა­რა მყინ­ვა­რის 779000 მ2 ფარ­თობს, ამო­ავ­სო საკ­მა­ოდ ბევ­რი და დიდი ნაპ­რა­ლე­ბი, გა­და­ფა­რა მყინ­ვა­რის ზე­და­პი­რი და ზედ და­მა­ტე­ბით და­ტო­ვა დიდი რა­ო­დე­ნო­ბის ლო­დე­ბი (სუ­რა­თი 7). მო­დე­ლი­რე­ბის ამო­ცა­ნაა, მაგ­რამ და­ახ­ლო­ე­ბით ვვა­რა­უ­დობთ 350 000 მ3 მა­სა­ლას თეთრ ზო­ნა­ში (სუ­რა­თი 4). და­ნარ­ჩენ­მა გა­ი­ა­რა ლურ­ჯი ზონა, მაგ­რამ ნა­წი­ლი ლურჯ ზო­ნა­ში­ცაა დარ­ჩე­ნი­ლი.

რა ვი­ცით რომ სა­თა­ვე­ში სუბ GLOF მოხ­და და რას გვაჩ­ვე­ნებს სე­ის­მუ­რი მო­ნა­ცე­მი?

ჩვენს მიერ წარ­მოდ­გენ­ლი გლო­ფის სცე­ნა­რის და­სა­ბუ­თე­ბაა სა­ქარ­თვე­ლოს სე­ის­მუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის ცენ­ტრის მიერ რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი გლო­ფის მიერ გა­მოწ­ვე­უ­ლი თრე­მო­რის სე­ის­მუ­რი ჩა­ნა­წე­რე­ბი. მო­ცე­მულ მა­სა­ლა­ში ვი­ყე­ნებთ ილუსტრა­ცი­ი­სათ­ვის ყვე­ლა­ზე ახლო სად­გუ­რის, კერ­ძოდ სად­გურ ღა­რის (ონის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი) ჩა­ნა­წერს, რო­მე­ლიც სტი­ქი­ის ლო­კა­ცი­ი­დან 30 კმ-ში მდე­ბა­რე­ობს. გლო­ფით გა­მოწ­ვე­უ­ლი გრუნ­ტის მოძ­რა­ო­ბის სიგ­ნა­ლი სად­გურ ღა­რამ­დე მი­აღ­წევ­და და­ახ­ლო­ე­ბით 3-4 წამ­ში. შე­სა­ბა­მი­სად, მოვ­ლე­ნის და­წყე­ბის დროდ მიგ­ვაჩ­ნია 14:57.

აღ­წე­რი­ლი რე­კონ­სტრუქ­ცია არის პირ­ვე­ლა­დი, მისი მო­ნა­ცე­მე­ბი და სტა­დი­ე­ბი და­ზუს­ტე­ბა­დია, მათ შო­რის მო­დე­ლი­რე­ბის შე­დე­გად. მო­ნა­ცე­მებს ვან­თავ­სებთ ღიად, რომ გახ­დეს გან­ხილ­ვის და შე­დე­გად და­ზუს­ტე­ბის სა­გა­ნი.

ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის დე­და­მი­წის შემ­სწავ­ლელ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ინ­სტი­ტუ­ტი და სე­ის­მუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი...

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აკო
23

ეს თეა გოდოლაძის ქმარია? რა მაყუთს აკეთებენ ორივე! ნაცები უჯიბავენ მაგრად!

ზაქრო
7

ბევრი მეცნიერი გამოსთქვამს აზრს, სასურველია რომელიმე ტელეარხზე მოეწყოს გადაცემა, რომელშიც ეს მეცნიერები მიიღებენ მონაწილეობას და ერთ აზრზე შეჯერდებიან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

“გამოიკვეთა შოვის სტიქიის განვითარების ეტაპები… გადათვლამ გვაჩვენა, რომ ეპიცენტრში სტიქიამდე ხდება წყლის დაგროვება” - გამოქვეყნდა შოვის სტიქიის რეკონსტრუქცია: რას წერს სეისმოლოგი?

“გამოიკვეთა შოვის სტიქიის განვითარების ეტაპები… გადათვლამ გვაჩვენა, რომ ეპიცენტრში სტიქიამდე ხდება წყლის დაგროვება” - გამოქვეყნდა შოვის სტიქიის რეკონსტრუქცია: რას წერს სეისმოლოგი?

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი ლაშა სუხიშვილი სოციალურ ქსელში 15 აგვისტოსთვის არსებული მონაცემებით შოვის სტიქიის რეკონსტრუქციას აქვეყნებს.

"შოვის სტიქიის რეკონსტრუქცია 15 აგვისტოსთვის არსებული მონაცემებით:

MAXAR-ის სატელიტ Worldview 3-ის მასალების მიხედვით გამოიკვეთა შოვის სტიქიის განვითარების ეტაპები, რომელიც შეივსო საქართველოს სეისმური მონიტორინგის ცენტრის მასალებით.Planet-ის გამოსახულებებზე წყლის ინდექსის გადათვლამ გვაჩვენა, რომ სტიქიის ეპიცენტრში სტიქიამდე ხდება წყლის დაგროვება და გავრცელება, რაც თოვლის ინტენსიურ დნობასა და სტიქიისწინა პერიოდში მოსულ წვიმებს უნდა უკავშირდებოდეს (ვიდეო).ტერიტორიაზე წყლის დიდი რაოდენობით დაგროვებამ გაააქტიურა გამოფიტული ქანების გადაადგილების პროცესი და 3 აგვისტოს 14 საათსა და 57 წუთზე 57000 მ2 ფართობის და დაახლოებით ნახევარი მილიონი კუბური მეტრის (მოცულობა აღებულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემიდან) კლდის მასივი დაიძრა. დაძრული სხეული ჩამოყალიბდა კლდეზვავად და დაახლოებით 20 წამში მიაღწია მყინვარამდე (სურათი 1, სურათი 2-ის და სურათი 3-ის პროცესი 1);

მყინვარში და მყინვარის ფსკერზე ვვარაუდობთ ძალიან უხეში შეფასებით 50 000 მ3 თხევად წყალს, თუ მეტია, რამდენიმეჯერადად მეტი წყალი ნაკლებად გვგონია. ზვავის მყინვარზე მოქმედებამ გამოიწვია GLOF, ანუ მყინვარული, ზედაპირზე უხილავი, «ტბის» გასკდომა და თხევადი წყლის გამოთავისუფლება. ამ პროცესთან დაკავშირებული მოვლენა გაგრძელდა დაახლოებით 45 წამი (სურათი 2 და სურათი 3, პროცესი 2);

კლდეზვავის მყინვარზე მოქმედებამ გამოიწვია მყინვარის ძალიან მცირე მოცულობით გადნობა, რაც სავარაუდოდ 1-2 ათეულ ათას კუბურ მეტრ წყალს არ უნდა აღემატებოდეს (მოდელირების ამოცანაა და შემდეგაა დაზუსტებადი);

რელიეფიდან გამომდინარე ნაკადი გადაადგილდება ორი მიმართულებით: ერთი მიმართულებაა სამხრეთის, სადაც ძირითადად მოძრაობს წყლით მდიდარი ნაკადი, ხოლო მეორე მიმართულებაა სამხრეთ-აღმოსავლეთი სადაც მყარი მასალის კონცენტრაცია, წინა ნაკადთან შედარებით, მეტია. ეს გრძელდება დაახლოებით 10 წამი (სურათი 2 და სურათი 3, პროცესი 3);

მყარი მასალით შედარებით მდიდარი ნაკადი სამხრეთისკენ მოხვევამდე ინერციით ეჯახება კედელს და ხდება მისი შედარებით დაცხრომა (სურათი 2 და შეჯახება - სურათი 3, პროცესი 4);

ორივე ნაკადს, გზად, სავარაუდოდ უწევთ მყინვარების ნაპრალებში მყარი მასალის ჩატოვება, მყინვარის ზედა თხელი, რბილი ფენის მოხსნა და ამის გამო იზრდება ნაკადში წყლის კონცენტრაცია. შესაბამისად ლურჯ ზონაში გადასვლისას (სურათი 4) ნაკადს აქვს წყალდიდობის სახე (თუმცა დაახ. 150 000 მ3 მასალას ისევ გადაადგილებს, ზოგს ადგილზეც ტოვებს), სეისმურ ჩანაწერში რხევის ამპლიტუდებიც შედარებით «მშვიდდება» (სურათი 2 და სურათი 3, პროცესი 5). ეს გრძელდება დაახლოებით 40 წამი. აქვე ყურადღებას ვაქცევთ ლურჯ ზონაში არსებულ მცენარეულ კუნძულებს, რომლებიც არ დაზიანებულა;

ნაკადის მდინარის ხეობაში შესვლის შემდეგ იწყება ნიადაგის და გამოფიტული ძირითადი ქანების ეროზია და ამ 5.5 კმ-იან მონაკვეთში ყალიბდება ღვარცოფი. ეროზირებული ფართობი მინიმუმ 500 000 მ2-ია, ალბათ 750 000 მ2-მდეც. ესეც მოდელირების ამოცანაა, მაგრამ აქ ვვარაუდობთ 1 მლნ მ3 მყარი მასალის მობილიზებას (სურათი 4). ღვარცოფის ჩამოყალიბებას და შოვამდე მისვლას დასჭირდებოდა 5 წუთი ან მეტი დრო (სურათი 2, პროცესი 6);

შოვში 540000 მ2 ფართობზე ღვარცოფმა დატოვა სავარაუდოდ 1 მლნ მ3 მასალა (სურათი 4, წითელი ზონა), ხოლო შოვი გაიარა და რიონს მიაღწია 230-500 ათასმა მ3 მასალამ (სურათი 4, მწვანე ზონა). წითელი ზონის საშუალო სიღრმედ აღებულია დაახლოებით 2 მეტრი (დასაზუსტებელია), ხოლო მწვანე ზონის საშუალო სიღრმედ 1 მეტრი, რაც ეყრდნობა გარემოს ეროვნული სააგენტოს (გ.ე.ს.) მიერ გამოქვეყნებულ ჰიდროლოგიური სადგურის დონის ჩანაწერებს (სურათი 5), სადაც 3 აგვისტოდან მოყოლებული მაქსიმალური დონე, მინიმუმ რამდენიმე დღე, მომატებულია დაახლოებით 1 მეტრით, რაც სავარაუდოდ ღვარცოფული მასალის დალექვის გავლენით უნდა იყოს. ასეთი ფართობი არის 230000 მ2, ამიტომ აქ მასალას ვვარაუდობთ 230000-დან უხეშად 500000 მ3-მდე (სურათი 4). ესაც მოდელირების შედეგად უნდა დაზუსტდეს;

სულ რა რაოდენობის ღვარცოფის მყარ მასალას ვვარაუდობთ? დაახლოებით 1500000 მ3-ს;

სულ რა მოცულობის წყალს ვვარაუდობთ?

შოვთან დაახლოებით უხეშად 250000 მ3, სათავეში ბევრად ნაკლებს;

სათავეში სად ინახებოდა წყალი?

სავარაუდოდ მყინვარში და მყინვარის ფსკერზე. მყინვარის ფსკერის რელიეფი არ გვაქვს, გვაქვს ზედაპირის რელიეფი. თუ ზედაპირის რელიეფის მიხედვით ფსკერზე ვიმსჯელებთ, საწყის ზონაში, ფერდობის მიუხედავად უნდა იყოს ორი მოსწორებული ან ჩაღრმავებული ადგილი. მათი ფართობი დაახლოებით 1 ჰა-ია (სურათი 6), რაც წყლისთვის რეზერვუარი შეიძლება ყოფილიყო;

კლდეზვავი სრულად ჩამოვიდა?

კლდეზვავმა გადაუარა მყინვარის 779000 მ2 ფართობს, ამოავსო საკმაოდ ბევრი და დიდი ნაპრალები, გადაფარა მყინვარის ზედაპირი და ზედ დამატებით დატოვა დიდი რაოდენობის ლოდები (სურათი 7). მოდელირების ამოცანაა, მაგრამ დაახლოებით ვვარაუდობთ 350 000 მ3 მასალას თეთრ ზონაში (სურათი 4). დანარჩენმა გაიარა ლურჯი ზონა, მაგრამ ნაწილი ლურჯ ზონაშიცაა დარჩენილი.

რა ვიცით რომ სათავეში სუბ GLOF მოხდა და რას გვაჩვენებს სეისმური მონაცემი?

ჩვენს მიერ წარმოდგენლი გლოფის სცენარის დასაბუთებაა საქართველოს სეისმური მონიტორინგის ცენტრის მიერ რეგისტრირებული გლოფის მიერ გამოწვეული თრემორის სეისმური ჩანაწერები. მოცემულ მასალაში ვიყენებთ ილუსტრაციისათვის ყველაზე ახლო სადგურის, კერძოდ სადგურ ღარის (ონის მუნიციპალიტეტი) ჩანაწერს, რომელიც სტიქიის ლოკაციიდან 30 კმ-ში მდებარეობს. გლოფით გამოწვეული გრუნტის მოძრაობის სიგნალი სადგურ ღარამდე მიაღწევდა დაახლოებით 3-4 წამში. შესაბამისად, მოვლენის დაწყების დროდ მიგვაჩნია 14:57.

აღწერილი რეკონსტრუქცია არის პირველადი, მისი მონაცემები და სტადიები დაზუსტებადია, მათ შორის მოდელირების შედეგად. მონაცემებს ვანთავსებთ ღიად, რომ გახდეს განხილვის და შედეგად დაზუსტების საგანი.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი...