მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ სახლში მოვედი, მაგრამ არავინ დამხვდა, არც აივანზე მდგარი დედაჩემი" - რას წერს აფხაზეთიდან დევნილი ცნობილი ექიმი სოხუმზე და "სახლში დაბრუნებაზე"
"ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ სახლში მოვედი, მაგრამ არავინ დამხვდა, არც აივანზე მდგარი დედაჩემი" - რას წერს აფხაზეთიდან დევნილი ცნობილი ექიმი სოხუმზე და "სახლში დაბრუნებაზე"

31 წლის წინ, 1992 წლის 14 აგ­ვის­ტოს, აფხა­ზეთ­ში ომი და­ი­წყო და 13 თვეს გას­ტა­ნა, სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის დროს და­ი­ღუ­პა 20 000-30 000 ეთ­ნი­კუ­რი ქარ­თვე­ლი, ხოლო 250 000 დევ­ნი­ლად იქცა.

ექი­მი-რეპ­რო­დუქ­ტო­ლო­გი მა­ნა­ნა მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი სო­ხუ­მი­და­ნაა. დედ­მა­მიშ­ვი­ლებ­თან ერ­თად მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­დე­საც გა­ი­გო, რომ ქა­ლა­ქის სი­ახ­ლო­ვეს სრო­ლა და­ი­წყო. მა­შინ ფიქ­რობ­და, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი დრო­ე­ბი­თი იყო, მაგ­რამ მალე მშობ­ლი­უ­რი ქა­ლა­ქის და­ტო­ვე­ბა მო­უ­წია. უკან 27 წლის შემ­დეგ სტუმ­რად დაბ­რუნ­და.

"ზუს­ტად 31 წლის წინ 14 აგ­ვის­ტოს და­ი­წყო ომი აფხა­ზეთ­ში, იმ პე­რი­ოდ­ში პო­ლი­ტი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა საკ­მა­ოდ და­ძა­ბუ­ლი იყო, რო­გორც აფხა­ზეთ­ში, ასე­ვე მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში: ორად გახ­ლე­ჩი­ლი ქვე­ყა­ნა და ოჯა­ხე­ბიც კი. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნა გახ­ლდათ, როცა ოჯა­ხის წევ­რე­ბი ერ­თმა­ნეთს არ ელა­პა­რა­კე­ბოდ­ნენ და მტრობ­დნენ იმის გამო, რომ ერთი გამ­სა­ხურ­დი­ას უჭერ­და მხარს, მე­ო­რე კი შე­ვარ­დნა­ძეს.

ახა­ლი გა­მოვ­ლი­ლია 9 აპ­რი­ლის ტრა­გე­დია, შემ­დეგ პრე­ზი­დენტ გამ­სა­ხურ­დი­ას დამ­ხო­ბა და დე­და­ქა­ლა­ქის ცენ­ტრში გა­ჩა­ღე­ბუ­ლი ომი, სა­ში­ნე­ლი კრი­მი­ნა­ლი, ახ­ლაც მიკ­ვირს, რო­გორ მშვი­დად და იმე­დი­ა­ნად ვი­ყა­ვით მა­ინც.

ამ პე­რი­ოდ­ში ვამ­თავ­რებ­დი ლვო­ვის სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუტს, ვიმ­ყო­ფე­ბო­დი სო­ხუმ­ში ზა­ფხუ­ლის არ­და­დე­გებ­ზე, 13 აგ­ვის­ტოს ჩემს დებ­თან და მე­გობ­რებ­თან ერ­თად ბო­ლო­ჯერ ვი­ყა­ვი ზღვა­ზე.

14 აგ­ვის­ტოს - დი­ლი­დან სახ­ლის ჩვე­უ­ლი რუ­ტი­ნა, შემ­დეგ და­ვი­წყეთ მზა­დე­ბა პლაჟ­ზე წა­სას­ვლე­ლად და ამ დროს ვი­გებთ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ სო­ხუმ­თან სრო­ლე­ბია - და­ი­წყო ომი. სრო­ლებს და "პა­ტა­რა ომებს" უკვე დაჩ­ვე­უ­ლი ვართ და ვფიქ­რობთ, რომ ალ­ბათ ესეც გა­და­ივ­ლის. ელ­ვი­სე­ბუ­რად ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი. რა­დი­ო­ში და ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში გვეს­მის სულ უფრო უა­რე­სი და სა­გან­გა­შო ამ­ბე­ბი: დაჭ­რი­ლე­ბი, მსხვერ­პლი ორი­ვე მხა­რეს.

მე­ო­რე დღეს უკვე სრო­ლე­ბი ჩვენც გვეს­მის, ამ­ბო­ბენ სნა­ი­პე­რე­ბი­აო, ვინ ის­ვრის, რო­მე­ლი მხა­რე, რა­ტომ, რის­თვის? არ ვი­ცით, მაგ­რამ ფაქ­ტია რომ ტყვი­ე­ბი ზუ­ზუ­ნე­ბენ ჩვენს გარ­შე­მო და სახ­ლი­დან გა­რეთ ვერ გავ­დი­ვართ, ყო­ვე­ლი სრო­ლის გა­ნახ­ლე­ბი­სას ია­ტაკ­ზე ვე­ცე­მით და სა­ში­ნე­ლი პა­ნი­კა გვაქვს. მამა ამ დროს კა­ბი­ნეტ­ში ზის, რა­ღა­ცას წერს და ღრმა ფიქ­რებ­შია ჩაფ­ლუ­ლი.. მე­ზობ­ლე­ბი იწყე­ბენ ქუ­ჩის დაც­ვას, მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს შე­ნა­ხუ­ლი ია­რა­ღე­ბიც კი გა­მო­აქვთ, აწყო­ბენ და საბ­რძო­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მოჰ­ყავთ. იწყე­ბენ მო­რი­გე­ო­ბას ქუ­ჩის ყვე­ლა შე­მო­სას­ვლელ­თან, ამას­თა­ნა­ვე აწყო­ბენ ბა­რი­კა­დებს. სი­ტუ­ა­ცია სულ უფრო მძიმ­დე­ბა და რამ­დე­ნი­მე დღე­ში მა­მას მე და ჩემი დები მივ­ყა­ვართ აე­რო­პორ­ტში, რათა თბი­ლის­ში გა­დაგ­ვაფ­რი­ნოს. მთე­ლი ღამე ვზი­ვართ და ვე­ლო­დე­ბით.

აე­რო­პორ­ტი სავ­სეა, ხალ­ხს ია­ტაკ­ზე სძი­ნავს, რა­ღაც­ნა­ი­რად გვტე­ნი­ან თვითმფრი­ნავ­ში და მამა გვემ­შვი­დო­ბე­ბა იმ იმე­დით, რომ ჩა­წყნარ­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი და მალე დავ­ბრუნ­დე­ბით. თვითმფრი­ნავ­ში იმ­დე­ნი ხალ­ხია, რო­გორც პი­კის სა­ა­თის ავ­ტო­ბუს­ში.

მას შემ­დეგ სო­ხუმ­ში მხო­ლოდ 27 წლის შემ­დეგ 2019 ში ვბრუნ­დე­ბი.. თვალს შე­ვავ­ლებ ჩემს დამ­წვარ და გა­ვე­რა­ნე­ბულ ეზო-კარს, გა­ვივ­ლი ნაც­ნობ ქუ­ჩებ­ში, დავ­ლევ სო­ხუ­მურ ყა­ვას და გო­ნე­ბა­ში აღ­ვიდ­გენ ომამ­დე სო­ხუმს, ნაც­ნობ სა­ხე­ებს და სო­ხუ­მურ ხმებს.

ისე­თი შეგ­რძნე­ბა მაქვს, რომ სახ­ლში მო­ვე­დი, მაგ­რამ არა­ვინ დამ­ხვდა, არც აი­ვან­ზე მდგა­რი დე­და­ჩე­მი, შო­რი­დან­ვე ჩემს და­ნახ­ვა­ზე მო­სა­ფე­რე­ბე­ლი სი­ტყვე­ბით რომ მე­გე­ბე­ბო­და... არც მა­მა­ჩე­მი, გა­ხა­რე­ბუ­ლი და ამა­ყად მდგა­რი თა­ვი­სი კა­ბი­ნე­ტის ფან­ჯრას­თან. უც­ნა­უ­რია, როცა ტაქ­სით ჭო­ჭუ­ას ქუ­ჩა­ზე მე-17 სკო­ლას ვუ­ახ­ლოვ­დე­ბი, ინ­სტიქ­ტუ­რად ვემ­ზა­დე­ბი ტაქ­სისტს ვუ­თხრა - "ნა პრა­ვო" ანუ მარ­ჯვნივ და უცებ მახ­სენ­დე­ბა... რომ სახ­ლში არ და ვერ მივ­დი­ვარ, ვდუმ­დე­ბი და ტაქ­სიც აგ­რძე­ლებს გზას", - წერს მა­ნა­ნა მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

აფხა­ზე­თის მთა­ვა­რი ფსი­ქი­ატ­რის ქა­ლიშ­ვი­ლის ემო­ცი­უ­რი მოგ­ზა­უ­რო­ბა სო­ხუმ­ში 26 წლის შემ­დეგ - რა ნახა ქარ­თველ­მა ექიმ­მა მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ­ში

"ზე­მი­კო და მა­მა­ჩე­მი სა­კუ­თარ ქუ­ჩა­ზე ერ­თად დახ­ვრი­ტეს" - რას წერს ცნო­ბი­ლი ექი­მი სო­ხუ­მელ კაც­ზე, რომ­ლის ნეშ­ტიც აფხა­ზე­თი­დან წლე­ბის შემ­დეგ გად­მო­ას­ვე­ნეს

"პირ­ვე­ლად ვაქ­ვეყ­ნებ ჩემი სახ­ლის ფო­ტოს, რო­მე­ლიც სო­ხუმ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას გა­და­ვი­ღე - დამ­წვა­რი, ჩა­მონ­გრე­უ­ლი, გა­ძარ­ცუ­ლი, გა­შიშ­ვლე­ბუ­ლი..." - მა­ნა­ნა მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახტანგი -71
3

ერთი ადამიანის, ერთი ოჯახის ტრაგედია!!!

და ასეთი ტრაგედიები ასობით და ათასობით იყო!

რატომ და რა მიზეზებით მოხდა ეს უბედურებები?

მგონია, რომ არა შევარდნაძის, სიგუას, კიტოვანისა და იოსელიანის უგუნური და დანაშაულებრივი ქმედებები აფხაზეთის ომი (1992-1993 წლები) არც დაიწყებოდა და არ იქნებოდა ის უბედურებები რაც მოხდა!

- 30 ათასამდე დაღუპული;

- 300 ათასამდე ლტოლვილი;

- გაუბედურებული ხალხი;

- აფხაზეთის გაჩანაკებული ქალაქები, სოფლები, ინფრასტრუქტურა....

ხელისუფლებაში სამხედრო გადატრიალებისა და სამოქალაქო ომის შედეგად მოსულმა „ხუნტამ“ აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთზე წესრიგის დამყარების ფორმალური საბაბით სამხედრო ფორმირებები შეიყვანა აფხაზეთის ტერიტორიაზე, რასაც მოყვა შეიარაღებული კონფლიქტი, რომელიც მალე გადაიზარდა ომში...

სინამდვილეში ამ კონფლიქტის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი გახდა ხუნტის მიერ აღდგენილი 1921 წლის კონსტიტუცია, რომელიც წინააღმდეგობაში მოდიოდა ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციასთან...

ასევე ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო პატრიოტულ გრძნობებზე ვაჟკაცი და გულანთებული ახალგაზრდების თბილისიდან მოშორება, რომლებიც ეწინააღმდეგობდნენ შევარდნაძის ხუნტას.... (ამის თაობაზე თვით ჯაბა იოსელიანს აქვს დაწერილი საკუთარ წიგნში „სამი განზომილება“)...

ნაკლებად მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო „ხისთავიანი“ თენგიზ კიტოვანის მოწოდება ახალგაზრდებისადმი ზღვაზე გასეირნებისა და გულაობისათვის...

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არ მომხდარიყო ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ მოწყობილი სამხედრო გადატრიალება (პუტჩი) და მისი განდევნა ხელისუფლებიდან - ისევე, როგორც სამოქალაქო ომი - ქართველებსა და აფხაზებს შორის ძმათა შორის ომიც არ დაიწყებოდა....

კიდევ ერთხელ - ის უბედურება, რაც მოხდა ორ მონათესავო ხალხს შორის, ქართველებსა და აფხაზებს შორის უპირველეს ყოვლისა მაშინდელი ხელისუფლებების ბრალია, როგორც ქართული ისე აფხაზური...

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ სახლში მოვედი, მაგრამ არავინ დამხვდა, არც აივანზე მდგარი დედაჩემი" - რას წერს აფხაზეთიდან დევნილი ცნობილი ექიმი სოხუმზე და "სახლში დაბრუნებაზე"

"ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ სახლში მოვედი, მაგრამ არავინ დამხვდა, არც აივანზე მდგარი დედაჩემი" - რას წერს აფხაზეთიდან დევნილი ცნობილი ექიმი სოხუმზე და "სახლში დაბრუნებაზე"

31 წლის წინ, 1992 წლის 14 აგვისტოს, აფხაზეთში ომი დაიწყო და 13 თვეს გასტანა, საომარი მოქმედებების დროს დაიღუპა 20 000-30 000 ეთნიკური ქართველი, ხოლო 250 000 დევნილად იქცა.

ექიმი-რეპროდუქტოლოგი მანანა მგალობლიშვილი სოხუმიდანაა. დედმამიშვილებთან ერთად მშობლიურ ქალაქში იმყოფებოდა, როდესაც გაიგო, რომ ქალაქის სიახლოვეს სროლა დაიწყო. მაშინ ფიქრობდა, რომ ეს ყველაფერი დროებითი იყო, მაგრამ მალე მშობლიური ქალაქის დატოვება მოუწია. უკან 27 წლის შემდეგ სტუმრად დაბრუნდა.

"ზუსტად 31 წლის წინ 14 აგვისტოს დაიწყო ომი აფხაზეთში, იმ პერიოდში პოლიტიკური მდგომარეობა საკმაოდ დაძაბული იყო, როგორც აფხაზეთში, ასევე მთელ საქართველოში: ორად გახლეჩილი ქვეყანა და ოჯახებიც კი. წარმოიდგინეთ, რომ ჩვეულებრივი მოვლენა გახლდათ, როცა ოჯახის წევრები ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ და მტრობდნენ იმის გამო, რომ ერთი გამსახურდიას უჭერდა მხარს, მეორე კი შევარდნაძეს.

ახალი გამოვლილია 9 აპრილის ტრაგედია, შემდეგ პრეზიდენტ გამსახურდიას დამხობა და დედაქალაქის ცენტრში გაჩაღებული ომი, საშინელი კრიმინალი, ახლაც მიკვირს, როგორ მშვიდად და იმედიანად ვიყავით მაინც.

ამ პერიოდში ვამთავრებდი ლვოვის სამედიცინო ინსტიტუტს, ვიმყოფებოდი სოხუმში ზაფხულის არდადეგებზე, 13 აგვისტოს ჩემს დებთან და მეგობრებთან ერთად ბოლოჯერ ვიყავი ზღვაზე.

14 აგვისტოს - დილიდან სახლის ჩვეული რუტინა, შემდეგ დავიწყეთ მზადება პლაჟზე წასასვლელად და ამ დროს ვიგებთ ინფორმაციას, რომ სოხუმთან სროლებია - დაიწყო ომი. სროლებს და "პატარა ომებს" უკვე დაჩვეული ვართ და ვფიქრობთ, რომ ალბათ ესეც გადაივლის. ელვისებურად ვითარდება მოვლენები. რადიოში და ტელევიზიაში გვესმის სულ უფრო უარესი და საგანგაშო ამბები: დაჭრილები, მსხვერპლი ორივე მხარეს.

მეორე დღეს უკვე სროლები ჩვენც გვესმის, ამბობენ სნაიპერებიაო, ვინ ისვრის, რომელი მხარე, რატომ, რისთვის? არ ვიცით, მაგრამ ფაქტია რომ ტყვიები ზუზუნებენ ჩვენს გარშემო და სახლიდან გარეთ ვერ გავდივართ, ყოველი სროლის განახლებისას იატაკზე ვეცემით და საშინელი პანიკა გვაქვს. მამა ამ დროს კაბინეტში ზის, რაღაცას წერს და ღრმა ფიქრებშია ჩაფლული.. მეზობლები იწყებენ ქუჩის დაცვას, მეორე მსოფლიო ომის დროს შენახული იარაღებიც კი გამოაქვთ, აწყობენ და საბრძოლო მდგომარეობაში მოჰყავთ. იწყებენ მორიგეობას ქუჩის ყველა შემოსასვლელთან, ამასთანავე აწყობენ ბარიკადებს. სიტუაცია სულ უფრო მძიმდება და რამდენიმე დღეში მამას მე და ჩემი დები მივყავართ აეროპორტში, რათა თბილისში გადაგვაფრინოს. მთელი ღამე ვზივართ და ველოდებით.

აეროპორტი სავსეა, ხალხს იატაკზე სძინავს, რაღაცნაირად გვტენიან თვითმფრინავში და მამა გვემშვიდობება იმ იმედით, რომ ჩაწყნარდება ყველაფერი და მალე დავბრუნდებით. თვითმფრინავში იმდენი ხალხია, როგორც პიკის საათის ავტობუსში.

მას შემდეგ სოხუმში მხოლოდ 27 წლის შემდეგ 2019 ში ვბრუნდები.. თვალს შევავლებ ჩემს დამწვარ და გავერანებულ ეზო-კარს, გავივლი ნაცნობ ქუჩებში, დავლევ სოხუმურ ყავას და გონებაში აღვიდგენ ომამდე სოხუმს, ნაცნობ სახეებს და სოხუმურ ხმებს.

ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ სახლში მოვედი, მაგრამ არავინ დამხვდა, არც აივანზე მდგარი დედაჩემი, შორიდანვე ჩემს დანახვაზე მოსაფერებელი სიტყვებით რომ მეგებებოდა... არც მამაჩემი, გახარებული და ამაყად მდგარი თავისი კაბინეტის ფანჯრასთან. უცნაურია, როცა ტაქსით ჭოჭუას ქუჩაზე მე-17 სკოლას ვუახლოვდები, ინსტიქტურად ვემზადები ტაქსისტს ვუთხრა - "ნა პრავო" ანუ მარჯვნივ და უცებ მახსენდება... რომ სახლში არ და ვერ მივდივარ, ვდუმდები და ტაქსიც აგრძელებს გზას", - წერს მანანა მგალობლიშვილი.

წაიკითხეთ ასევე:

აფხაზეთის მთავარი ფსიქიატრის ქალიშვილის ემოციური მოგზაურობა სოხუმში 26 წლის შემდეგ - რა ნახა ქართველმა ექიმმა მშობლიურ ქალაქში

"ზემიკო და მამაჩემი საკუთარ ქუჩაზე ერთად დახვრიტეს" - რას წერს ცნობილი ექიმი სოხუმელ კაცზე, რომლის ნეშტიც აფხაზეთიდან წლების შემდეგ გადმოასვენეს

"პირველად ვაქვეყნებ ჩემი სახლის ფოტოს, რომელიც სოხუმში მოგზაურობისას გადავიღე - დამწვარი, ჩამონგრეული, გაძარცული, გაშიშვლებული..." - მანანა მგალობლიშვილი