მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"8 ადამიანის ძებნა-შველის ღონისძიება მიმდინარეობს - ხვალისთვის გარკვეულ გადაჯგუფებასა და სტრატეგიის შეცვლას ვგეგმავთ" - თემურ მღებრიშვილი
"8 ადამიანის ძებნა-შველის ღონისძიება მიმდინარეობს - ხვალისთვის გარკვეულ გადაჯგუფებასა და სტრატეგიის შეცვლას ვგეგმავთ" - თემურ მღებრიშვილი

ონის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სტი­ქი­ის ზო­ნა­ში აქ­ტი­უ­რად გრძელ­დე­ბა სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რო­გორც ცო­ცხა­ლი ძა­ლით, ასე­ვე, მძი­მე ტექ­ნი­კით და მცუ­რა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

შსს-ს ცნო­ბით, მიმ­დი­ნა­რე სა­მუ­შა­ო­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, დღის ბო­ლოს მე­დი­ას­თან შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა თე­მურ მღებ­რიშ­ვილ­მა.

"დღეს გარ­დაც­ვლი­ლე­ბის სტა­ტის­ტი­კა შე­იც­ვა­ლა, ერთი ადა­მი­ა­ნის ცხე­და­რია ნა­ნა­ხი, უშუ­ა­ლოდ სტი­ქი­ის ეპი­ცენ­ტრში. გარ­და ამი­სა, ნა­ნა­ხია ადა­მი­ა­ნის ფრაგ­მენ­ტი. სტი­ქი­ის ეპი­ცენ­ტრში აღ­მო­ჩე­ნი­ლია ავ­ტო­მო­ბი­ლი ჰი­უნ­დაი, რო­მელ­ზეც დი­ლით­ვე მო­გახ­სე­ნეთ. გვქონ­და ვა­რა­უ­დი, რომ შე­საძ­ლოა ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში ყო­ფი­ლიყ­ვნენ და­კარ­გუ­ლე­ბი, სამ­წუ­ხა­როდ, მან­ქა­ნა­ში და­კარ­გუ­ლე­ბის პოვ­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

გარ­და ამი­სა, ინ­ტენ­სი­უ­რად გრძელ­დე­ბა მდი­ნა­რე­ზე სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, ამ­ბრო­ლა­უ­რის ტე­რი­ტო­რი­ამ­დე. ხვა­ლის­თვის ვგეგ­მავთ გარ­კვე­ულ გა­დაჯ­გუ­ფე­ბა­სა და სტრა­ტე­გი­ის შეც­ვლას. დღე­ის მო­ნა­ცე­მე­ბით 25 ადა­მი­ა­ნის ცხე­და­რია ნა­პოვ­ნი და 8 ადა­მი­ა­ნის მი­მართ ძებ­ნა-შვე­ლის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის პრო­ცე­დუ­რე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს 5 ადა­მი­ან­ზე. რო­გორც მო­გახ­სე­ნეთ, 25-26% იყო დარ­ჩე­ნი­ლი მი­წის მა­სის გა­და­სა­მოწ­მე­ბე­ლი, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს ციფ­რი შე­იც­ვა­ლა“, - გა­ნა­ცხა­და თე­მურ მღებ­რიშ­ვილ­მა.

ავტორი:

"8 ადამიანის ძებნა-შველის ღონისძიება მიმდინარეობს - ხვალისთვის გარკვეულ გადაჯგუფებასა და სტრატეგიის შეცვლას ვგეგმავთ" - თემურ მღებრიშვილი

"8 ადამიანის ძებნა-შველის ღონისძიება მიმდინარეობს - ხვალისთვის გარკვეულ გადაჯგუფებასა და სტრატეგიის შეცვლას ვგეგმავთ" - თემურ მღებრიშვილი

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში აქტიურად გრძელდება სამძებრო სამუშაოები, როგორც ცოცხალი ძალით, ასევე, მძიმე ტექნიკით და მცურავი საშუალებებით. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით, დღის ბოლოს მედიასთან შემაჯამებელი კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა.

"დღეს გარდაცვლილების სტატისტიკა შეიცვალა, ერთი ადამიანის ცხედარია ნანახი, უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში. გარდა ამისა, ნანახია ადამიანის ფრაგმენტი. სტიქიის ეპიცენტრში აღმოჩენილია ავტომობილი ჰიუნდაი, რომელზეც დილითვე მოგახსენეთ. გვქონდა ვარაუდი, რომ შესაძლოა ავტომანქანაში ყოფილიყვნენ დაკარგულები, სამწუხაროდ, მანქანაში დაკარგულების პოვნა ვერ მოხერხდა.

გარდა ამისა, ინტენსიურად გრძელდება მდინარეზე საძიებო სამუშაოები, ამბროლაურის ტერიტორიამდე. ხვალისთვის ვგეგმავთ გარკვეულ გადაჯგუფებასა და სტრატეგიის შეცვლას. დღეის მონაცემებით 25 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი და 8 ადამიანის მიმართ ძებნა-შველის ღონისძიებები მიმდინარეობს. იდენტიფიცირების პროცედურები მიმდინარეობს 5 ადამიანზე. როგორც მოგახსენეთ, 25-26% იყო დარჩენილი მიწის მასის გადასამოწმებელი, დღის განმავლობაში ეს ციფრი შეიცვალა“, - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.