პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შვედეთში მოსალოდნელია ტერორისტული თავდასხმა  - დიდი ბრიტანეთი მოქალაქეებს აფრთხილებს
შვედეთში მოსალოდნელია ტერორისტული თავდასხმა  - დიდი ბრიტანეთი მოქალაქეებს აფრთხილებს

კვი­რას ბრი­ტა­ნეთ­მა შვე­დეთ­ში ჩა­სუ­ლი თა­ვი­სი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი შე­საძ­ლო ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმე­ბის შე­სა­ხებ გა­აფრ­თხი­ლა. გა­ნახ­ლე­ბულ სა­მოგ­ზა­უ­რო რჩე­ვებ­ში, ბრი­ტა­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მო­ქა­ლა­ქე­ებს სიფრ­თხი­ლის­კენ მო­უ­წო­და:

"ფრთხი­ლად უნდა იყოთ. ტე­რო­რის­ტე­ბი დიდი ალ­ბა­თო­ბით თავ­დას­ხმე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას შე­ეც­დე­ბი­ან. ტუ­რის­ტე­ბის თავ­შეყ­რის ად­გი­ლე­ბი კი მათი პო­ტენ­ცი­უ­რი სა­მიზ­ნე იქ­ნე­ბა“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ბრი­ტა­ნე­თის შეც­ვლილ სა­მოგ­ზა­უ­რო რჩე­ვებს, შვე­დე­თის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის მრჩე­ვე­ლი ჰენ­რიკ ლან­დერ­ჰოლ­მი გა­მო­ეხ­მა­უ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ან­ტი­ის­ლა­მუ­რი აქ­ტი­ვის­ტე­ბის მიერ ყუ­რა­ნის დაწ­ვის შემ­დეგ, საფრ­თხის რის­კი გაზ­რდი­ლია - შვე­დეთ­ში ყუ­რა­ნის დაწ­ვა ნე­ბა­დარ­თუ­ლია სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის წე­სე­ბით, მაგ­რამ მუს­ლი­მე­ბი წმინ­და წიგ­ნის დაწ­ვას მკრე­ხე­ლო­ბად მი­იჩ­ნე­ვენ.

შვე­დეთ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბის­კენ მო­ქა­ლა­ქე­ებს აშშ-მაც მო­უ­წო­და.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 19 ივ­ლისს, ერაყ­ში შვე­დე­თის სა­ელ­ჩო­ზე თავ­დას­ხმა გან­ხორ­ცი­ელ­და, 1-ლ აგ­ვის­ტოს კი თურ­ქეთ­ში შვე­დე­თის სა­კონ­სუ­ლოს თა­ნამ­შრო­მე­ლი დაჭ­რეს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქართველი
1

მე ვიტყვი სიმართლეს და არ დამიწყოთ ბევრი ბაზარი რა!!!!!!! შეიძლება რო მსოფლიომ ნორმალურად და წყნარად იცხოვროს, მაგრამ ეს არ აწყობთ მსოფლიო ლიდერებს და მხოლოდ ეს არის ამ ყველა უბედურების თავი და თავი რა. ისე კარგად შეთანხმდებოდნენ და ისეთი კარგი მშვიდობა იქნებოდა დედამიწაზე, რომ ყველას გაუკვირდებოდა, მაგრამ ნუ არუნდათ და სანამ ამ პლანეტას არ დააზიანებენ მანამდე არ მოასვენებთ გამჩენი ალბათ რა. მერე ადამიანებისგან რო გაიწმინდება დედამიწა გახდება წალკოტი.

მოქალაქე
1

საფრანგეთის პრეზიდენტიდან დაწყებული მთელი მსოფლიო რომ გაიძახოდა "მე ვარ ჩარლი"ო, ფრანგები სკოლაშიდაც ბავშვებს უხსნიდნენ რომ ის ჟურნალი კარგს წერდა მუჰამედს რომ ეშმაკისეულად მოიხსენიებდაო..., მაგას ბევრი აფეთქებები და მსხვერპლი მოჰყვა. შემდეგ შეეშინდათ, ჩამოხსნეს ბანერები, სკოლებშიც პირიქით დაიწყეს იმ გაზეთის რედაქციის გამტყუნებაც და ამდენი მიცვალებულიც ყველამ მიივიწყა. ახლა კიდევ არ ასვენებთ გამჩენი...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

შვედეთში მოსალოდნელია ტერორისტული თავდასხმა  - დიდი ბრიტანეთი მოქალაქეებს აფრთხილებს

შვედეთში მოსალოდნელია ტერორისტული თავდასხმა  - დიდი ბრიტანეთი მოქალაქეებს აფრთხილებს

კვირას ბრიტანეთმა შვედეთში ჩასული თავისი მოქალაქეები შესაძლო ტერორისტული თავდასხმების შესახებ გააფრთხილა. განახლებულ სამოგზაურო რჩევებში, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდა:

"ფრთხილად უნდა იყოთ. ტერორისტები დიდი ალბათობით თავდასხმების განხორციელებას შეეცდებიან. ტურისტების თავშეყრის ადგილები კი მათი პოტენციური სამიზნე იქნება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ბრიტანეთის შეცვლილ სამოგზაურო რჩევებს, შვედეთის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჰენრიკ ლანდერჰოლმი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ანტიისლამური აქტივისტების მიერ ყურანის დაწვის შემდეგ, საფრთხის რისკი გაზრდილია - შვედეთში ყურანის დაწვა ნებადართულია სიტყვის თავისუფლების წესებით, მაგრამ მუსლიმები წმინდა წიგნის დაწვას მკრეხელობად მიიჩნევენ.

შვედეთში მოგზაურობისგან თავის შეკავებისკენ მოქალაქეებს აშშ-მაც მოუწოდა.

შეგახსენებთ, რომ 19 ივლისს, ერაყში შვედეთის საელჩოზე თავდასხმა განხორციელდა, 1-ლ აგვისტოს კი თურქეთში შვედეთის საკონსულოს თანამშრომელი დაჭრეს.