საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"9 ადამიანის ძებნა მიმდინარეობს. ასევე, 4 ფრაგმენტია აღმოჩენილი" - რა ხდება ამ დროისთვის სტიქიის ზონაში? თემურ მღებრიშვილის განცხადება
"9 ადამიანის ძებნა მიმდინარეობს. ასევე, 4 ფრაგმენტია აღმოჩენილი" - რა ხდება ამ დროისთვის სტიქიის ზონაში? თემურ მღებრიშვილის განცხადება

სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის თე­მურ მღებ­რიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, შოვ­ში, სტი­ქი­ის ეპი­ცენ­ტრში მი­წის მა­სის 60% უკვე გა­და­მოწ­მე­ბუ­ლია.

მან ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან აღ­ნიშ­ნა, რომ მსხვერ­პლთა რი­ცხვი არ შეც­ვლი­ლა - და­ღუ­პუ­ლია 24 ადა­მი­ა­ნი, ეძე­ბენ 9-ს და 4 ფრაგ­მენ­ტია ნა­პოვ­ნია.

"მიმ­დი­ნა­რე­ობს ინ­ტენ­სი­უ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რო­გორც სტი­ქი­ის ზო­ნა­ში, ასე­ვე რი­ო­ნი­სა და ჭან­ჭა­ხის მდი­ნა­რის კა­ლა­პო­ტებ­ში. სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბის მიზ­ნით, სტი­ქი­ის ეპი­ცენ­ტრში მი­წის მა­სის 60% უკვე გა­და­მოწ­მე­ბუ­ლია. ასე­ვე, მინ­და მო­გახ­სე­ნოთ, რომ მდი­ნა­რის კა­ლა­პო­ტებ­ში 54 კმ-ის მო­ნაკ­ვე­თი, რო­მე­ლიც არის ამ­ბრო­ლა­უ­რის აე­რო­პორ­ტის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია, 18 ლო­კა­ცი­ა­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს კონ­კრე­ტუ­ლი წერ­ტი­ლო­ვა­ნი გა­და­მოწ­მე­ბე­ბი. გარ­დაც­ვლი­ლე­ბის სტა­ტის­ტი­კა არ შეც­ვლი­ლა- არის 24 ადა­მი­ა­ნი დღე­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, 9 ადა­მი­ა­ნის ძებ­ნა მიმ­დი­ნა­რე­ობს. ასე­ვე, 4 ფრაგ­მენ­ტია აღ­მო­ჩე­ნი­ლი, ეს არის კი­დუ­რის ნა­წი­ლე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და მღებ­რიშ­ვილ­მა.

ამას­თან, მან მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და "სა­ქარ­თვე­ლოს წი­თე­ლი ჯვრის სა­ზო­გა­დო­ე­ბას“ გა­წე­უ­ლი სა­მუ­შა­ოს­თვის.

"მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ნა­წი­ლი თვით­ნე­ბუ­რად ცდი­ლობ­და მოძ­რა­ო­ბებს.

"წი­თე­ლი ჯვრის“ სა­შუ­ა­ლე­ბით ეს სა­კი­თხი და­რე­გუ­ლირ­და და ძი­რი­თა­დად, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, მო­ხა­ლი­სე­ე­ბი ლო­ჯის­ტი­კუ­რი კუ­თხით გვეხ­მა­რე­ბი­ან, რო­გორც ჩვენ, ასე­ვე თავ­დაც­ვას, ად­გილ­ზე მყოფ მძი­მე ტექ­ნი­კის ოპე­რა­ტო­რებს“, - გა­ნა­ცხა­და მღებ­რიშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"9 ადამიანის ძებნა მიმდინარეობს. ასევე, 4 ფრაგმენტია აღმოჩენილი" - რა ხდება ამ დროისთვის სტიქიის ზონაში? თემურ მღებრიშვილის განცხადება

"9 ადამიანის ძებნა მიმდინარეობს. ასევე, 4 ფრაგმენტია აღმოჩენილი" - რა ხდება ამ დროისთვის სტიქიის ზონაში? თემურ მღებრიშვილის განცხადება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შოვში, სტიქიის ეპიცენტრში მიწის მასის 60% უკვე გადამოწმებულია.

მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ მსხვერპლთა რიცხვი არ შეცვლილა - დაღუპულია 24 ადამიანი, ეძებენ 9-ს და 4 ფრაგმენტია ნაპოვნია.

"მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები, როგორც სტიქიის ზონაში, ასევე რიონისა და ჭანჭახის მდინარის კალაპოტებში. საძიებო სამუშაოების მიზნით, სტიქიის ეპიცენტრში მიწის მასის 60% უკვე გადამოწმებულია. ასევე, მინდა მოგახსენოთ, რომ მდინარის კალაპოტებში 54 კმ-ის მონაკვეთი, რომელიც არის ამბროლაურის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია, 18 ლოკაციაზე მიმდინარეობს კონკრეტული წერტილოვანი გადამოწმებები. გარდაცვლილების სტატისტიკა არ შეცვლილა- არის 24 ადამიანი დღეის მონაცემებით, 9 ადამიანის ძებნა მიმდინარეობს. ასევე, 4 ფრაგმენტია აღმოჩენილი, ეს არის კიდურის ნაწილები“, - განაცხადა მღებრიშვილმა.

ამასთან, მან მადლობა გადაუხადა "საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას“ გაწეული სამუშაოსთვის.

"მოქალაქეების ნაწილი თვითნებურად ცდილობდა მოძრაობებს.

"წითელი ჯვრის“ საშუალებით ეს საკითხი დარეგულირდა და ძირითადად, ეს ადამიანები, მოხალისეები ლოჯისტიკური კუთხით გვეხმარებიან, როგორც ჩვენ, ასევე თავდაცვას, ადგილზე მყოფ მძიმე ტექნიკის ოპერატორებს“, - განაცხადა მღებრიშვილმა.