სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სინამდვილეში მის ქვეშ ისევ ყინულია... მოგლეჯილი მყინვარის მასშტაბი და მოცულობა, გადაჭარბებულად გვქონდა შეფასებული" - რას გვაძლევს ფოტო, რომელიც სტიქიის ადგილის სიახლოვეს, მომხდარიდან 1 საათსა და 20 წუთშია გადაღებული
"სინამდვილეში მის ქვეშ ისევ ყინულია... მოგლეჯილი მყინვარის მასშტაბი და მოცულობა, გადაჭარბებულად გვქონდა შეფასებული" - რას გვაძლევს ფოტო, რომელიც სტიქიის ადგილის სიახლოვეს, მომხდარიდან 1 საათსა და 20 წუთშია  გადაღებული

"სტი­ქი­ი­დან 1 სა­ათ­სა და 20 წუთ­ში (16:20:21) გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო (Heidi Declercq)“ - ასე და­ა­სა­თა­უ­რა ფოტო დე­და­მი­წის შემ­სწავ­ლე­ლი ინ­სტი­ტუ­ტის წევ­რმა, მეც­ნი­ერ­მა ლაშა სუ­ხიშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ ფე­ის­ბუქგ­ვერ­დზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა...

სტა­ტუსს სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი კო­მენ­ტა­რი და გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. უა­მა­ვი კი­თხვა და­ის­ვა. AMBEBi.GE ლაშა სუ­ხიშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და:

- ფოტო, რო­მე­ლიც გა­მო­ვაქ­ვეყ­ნე, სა­ინ­ტე­რე­სოა იმით, რომ გა­და­ღე­ბუ­ლია სტი­ქი­ი­დან ძა­ლი­ან მალე და ერ­თა­დერ­თი ფო­ტოა, რო­მე­ლიც სტი­ქი­ის უშუ­ა­ლო სი­ახ­ლო­ვეს არის გა­და­ღე­ბუ­ლი. და­ნარ­ჩე­ნი, რაც გვაქვს ვერ­ტმფრე­ნის კად­რე­ბი, სა­ტე­ლი­ტუ­რი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბია, მაგ­რამ ახ­ლო­დან და ფო­ტო­გა­და­ღე­ბა ეს ერ­თა­დერ­თია. ფო­ტო­ზე კარ­გად ჩანს მყინ­ვა­რი „თბი­ლი­სა“, სა­დაც და­ი­წყო სტი­ქია, მაგ­რამ მარ­ცხნივ ჩანს მყინ­ვა­რი „ბუბა“. ფოტო უცხო­ელ­მა კო­ლე­გებ­მა მოგ­ვა­წო­დეს, რო­მელ­თაც უცხო­ელ­მა ტუ­რის­ტე­ბა მი­ა­წო­დეს.

- რა არის ამ ფო­ტო­ზე სა­ინ­ტე­რე­სო და ხელ­ჩა­სა­ჭი­დი?

- აქამ­დე რა გზი­თაც ვა­ხერ­ხებ­დით ამა თუ იმ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბას, ყვე­ლა­ფე­რი მო­დი­ო­და სა­ტე­ლი­ტი­დან, ზედ­ხე­დი­დან, ამ შემ­თხვე­ვა­ში გვაქვს სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ სტი­ქი­ის ეპი­ცენ­ტრს შევ­ხე­დოთ გვერ­დი­დან, ანუ სხვა კუ­თხით. ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. რო­დე­საც ვფიქ­რობთ და ვმსჯე­ლობთ იმა­ზე, ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რა მო­ცუ­ლო­ბის მყინ­ვა­რი შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო საქ­მე­ში ჩარ­თუ­ლი, ზე­მო­დან გა­და­ღე­ბულ კად­რებ­ში კარ­გად არ ჩანს, რად­გა­ნაც ნა­კად­მა გა­და­ფა­რა მყინ­ვა­რის სხე­უ­ლი, ანუ თა­ვი­სი მა­სა­ლით შე­უც­ვა­ლა ფერი. ჩვენ რომ ნა­შა­ლი მა­სა­ლა, ან ქანი გვგო­ნია, სი­ნამ­დვი­ლე­ში მის ქვეშ ისევ ყი­ნუ­ლია, ანუ გვერ­დი­დან და­ვი­ნა­ხეთ, რომ მოგ­ლე­ჯი­ლი მყინ­ვა­რის მას­შტა­ბი და მო­ცუ­ლო­ბა, გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლად გვქონ­და შე­ფა­სე­ბუ­ლი. გვერდხე­დით გა­მოჩ­ნდა, რომ ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ზედა ფე­ნის ქვეშ ისევ ყი­ნუ­ლია. თუ ვერ­ტმფრე­ნი­დან და­ხე­დავთ შე­ნო­ბას, ფან­ჯრებ­ში ვერ შე­ი­ხე­დავთ, თუ შე­ხედ­ვა გინ­დათ, გვერ­დი­დან უნდა შე­ხე­დოთ - ეს პრინ­ცი­პია და აღ­ნიშ­ნუ­ლი ფოტო ამის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა.

- ანუ ზო­გი­ერთ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რომ გე­გო­ნათ, ყი­ნუ­ლი აღარ იყო, გა­ირ­კვა, რომ არის?

- კი, ჩანს, რომ ყი­ნუ­ლი ისევ არის. ახლა და­სად­გე­ნია ამ ტე­რი­ტო­რი­ი­დან რა სის­ქის ყი­ნუ­ლია მოხ­სნი­ლი, ან ასე­თი ყი­ნუ­ლი სა­ერ­თოდ მო­იხ­სნა თუ არა.

- რა­ტომ?

- იმი­ტომ რომ ყი­ნუ­ლის გარ­და შე­იძ­ლე­ბა ფირ­ნი ყო­ფი­ლი­ყო (ფირ­ნი არის შუ­ა­ლე­დუ­რი სტა­დია, როცა თოვ­ლი იწყებს მყინ­ვა­რად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას, მაგ­რამ ჯერ მყინ­ვა­რად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი არ არის). მისი სიმ­კვრი­ვე უფრო ნაკ­ლე­ბია, ვიდ­რე მყინ­ვა­რის ყი­ნუ­ლი. ამი­ტომ მისი ნა­კა­დის მიერ დაშ­ლა და მო­წყვე­ტა უფრო მარ­ტი­ვია, ვიდ­რე მყინ­ვა­რის. შე­იძ­ლე­ბა ზოგ შემ­თხვე­ვა­ში ფირ­ნი ყო­ფი­ლი­ყო ნა­კა­დის მიერ ჩაქ­ცე­უ­ლი და არა მყინ­ვა­რი.

ეს ფოტო სწო­რედ ასე­თი სცე­ნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას გვაძ­ლევს, მაგ­რამ ჩვე­ნი სცე­ნა­რე­ბი მტკი­ცე­ბით ფორ­მას ჯერ ვერ იძენს.

- ავ­ტო­მან­ქა­ნა ჩანს ფო­ტო­ზე, ასე ად­ვი­ლად შე­იძ­ლე­ბა ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მის­ვლა?

- ფო­ტოს ის­ტო­რია არის ასე­თი, - ტუ­რის­ტე­ბი იყ­ვნენ შოვ­ში 3-ის 10 წუთ­ზე, სტი­ქი­ამ­დე 50 წუ­თით ადრე და აპი­რებ­დნენ სა­ლაშ­ქროდ გას­ვლას, ბუ­ბას­წყლის ხე­ო­ბა­ში უნდა ასუ­ლიყ­ვნენ. რო­გორც ჩანს, ბოლო მო­მენ­ტში გა­და­ი­ფიქ­რეს და მან­ქა­ნით მა­მი­სო­ნის­კენ წა­ვიდ­ნენ. მა­მი­სო­ნის გზა­ზე არის ად­გი­ლი, გა­და­სა­ხე­დი, სა­დაც გა­ჩერ­დნენ და ეს კად­რი გა­და­ი­ღეს.

- მათ ჰქონ­დათ უკვე ინ­ფორ­მა­ცია მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ?

- რო­დე­საც შო­ვი­დან და­ი­წყეს გა­და­ად­გი­ლე­ბა, სტი­ქია არ იყო და­წყე­ბუ­ლი, მაგ­რამ ხედ­ზე რომ ავიდ­ნენ და ეს ხე­ო­ბა და­ი­ნა­ხეს, ყვე­ლა­ფე­რი უკვე დას­რუ­ლე­ბუ­ლი იყო. მა­შინ მიხ­ვდნენ, რომ რა­ღა­ცამ ჩა­ი­ა­რა.

- მოკ­ლედ, ფოტო გარ­კვე­ულ ინ­ფორ­მა­ცი­ას გვაწ­ვდის, მაგ­რამ მტკი­ცე­ბი­თი ფორ­მით არაფ­რის თქმა არ შეგ­ვიძ­ლია. შე­საძ­ლე­ბე­ლია აქ იყოს ყი­ნუ­ლის მასა, ან შე­საძ­ლე­ბე­ლია არ იყოს? თუ არის, უნდა ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ისევ და­იძ­რას?

- არა მარ­ტო ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ბევ­რი მყინ­ვა­რია შე­სას­წავ­ლი, იმი­ტომ, რომ წარ­სუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა უკვე აღარ იყოს აქ­ტუ­ა­ლუ­რი და ბევ­რი საფრ­თხე იმა­ლე­ბო­დეს ამ მყინ­ვა­რებ­ში. ეს სუ­რა­თი დიდი ფაზ­ლის ერთი ნა­წი­ლია, ოღონდ, ის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც სრუ­ლი სუ­რა­თის აღ­დგე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას ჯერ არ იძ­ლე­ვა. ისე, ფაზ­ლის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტია და რომ­ლის ამოხ­სნა­საც ვცდი­ლობთ.

- სა­ბო­ლო­ოდ, რას ვე­უბ­ნე­ბით ადა­მი­ა­ნებს - შე­იძ­ლე­ბო­და ამ ტრა­გე­დი­ის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა?

- სტი­ქი­ის შე­ჩე­რე­ბა, შერ­ბი­ლე­ბა, მას­შტა­ბე­ბის შემ­ცი­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ მო­ნი­ტო­რინ­გის სის­ტე­მე­ბის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, რო­გო­რიც არის ად­რე­უ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბა, ამას­თან, სა­სიგ­ნა­ლო შე­ტყო­ბი­ნე­ბა, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, მსხვერ­პლის რა­ო­დე­ნო­ბა ნაკ­ლე­ბი ყო­ფი­ლი­ყო.

- ეს მო­ნი­ტო­რინ­გი სა­ერ­თოდ არ ხდე­ბა ამ მე­ტად კრი­ტი­კულ ად­გი­ლებ­ზე?

- რო­გორც ჩანს, გლა­ცი­ო­ლო­გი­უ­რი მო­ნი­ტო­რინ­გი სუს­ტი წერ­ტი­ლი გვაქვს ქვე­ყა­ნა­ში. ამ დღე­ებ­ში ბევ­რი შე­ფა­სე­ბა მო­ვის­მი­ნე, თუმ­ცა მყინ­ვა­რუ­ლი საფრ­თხე­ე­ბის კომ­პო­ნენ­ტი ვერ­სად ვნა­ხე, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ეს აუ­ცი­ლებ­ლად გა­სა­კე­თე­ბე­ლია, რად­გან სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ვი­მე­ო­რებ, ყვე­ლა­ფე­რი იმ დიდი პრო­ცე­სის ჯერ და­სა­წყი­სია. სტი­ქი­უ­რი პრო­ცე­სე­ბი, რა­საც კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის ფონ­ზე ვუ­ყუ­რებთ, ბუ­ნებ­რი­ვი გა­რე­მო­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სამ­წუ­ხა­ოდ კი­დევ გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა. სა­ჭი­როა, რაც შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის შეგ­რო­ვე­ბა. გა­სა­გე­ბია, ერთი შე­ხედ­ვით, შე­იძ­ლე­ბა ძვი­რი ჯდე­ბო­დეს, მაგ­რამ ეს არის ხარ­ჯი, რო­მე­ლიც სა­სი­ცო­ცხლოდ აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ეს არ არის რა­ღაც სა­თა­და­რი­გო თუ ფუ­ფუ­ნე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი და­ნა­ხარ­ჯე­ბი. უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მი­მარ­თუ­ლე­ბაა.

- ხში­რად ახ­სე­ნე­ბენ მდი­ნა­რეს, ამ სტი­ქი­ურ პრო­ცეს­ში მდი­ნა­რე არ მო­ნა­წი­ლებ­და?

- გან­ვი­თა­რე­ბის ერთ-ერთი მო­დე­ლის მი­ხედ­ვით სა­თა­ვე­ში­ვე გვჭირ­დე­ბა თხე­ვად მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი წყა­ლი იმის­თვის, რომ ნა­კა­დი და­იძ­რას და ია­როს ისე, რო­გორც გვგო­ნია, რომ იარა. ამი­ტომ ვე­ძებთ ამ ფაზ­ლის ნა­წი­ლებს. თუ ასე იყო, მა­შინ უნდა ვი­პო­ვოთ ეს და­მამ­ტკი­ცე­ბე­ლი სა­ბუ­თე­ბი, რომ ად­გილ­ზე­ვე იყო დიდი რა­ო­დე­ნო­ბის წყა­ლი...

იმის გამო, რომ მა­სა­ლე­ბი არ გვაქვს და უცხო­ელ კო­ლე­გებს ვთხოვთ ხოლ­მე, იქ­ნებ მათ ჰქონ­დეთ წვდო­მა, ან მათ მო­ი­პო­ვონ ჩვენ­თვის და გვა­ჩუ­ქონ, გად­მოგ­ვცენ. სამ­წუ­ხა­როა, რომ შე­ფა­სე­ბე­ბის გა­კე­თე­ბა ასე გვი­წევს. სამ­წუ­ხა­როა, რომ ასე­თი ფორ­მით ვცდი­ლობთ აღ­ვად­გი­ნოთ ეს სცე­ნა­რი.

რაც შე­ე­ხე­ბა მდი­ნა­რეს, მყინ­ვა­რი არ უნდა წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, რომ ის ყი­ნუ­ლის მა­საა, რო­მე­ლიც წერ­ტილ­ზეა და­მაგ­რე­ბუ­ლი და მხო­ლოდ დნე­ბა. სი­ნამ­დვი­ლე­ში მყინ­ვა­რი დე­ნა­დად გა­და­ად­გილ­დე­ბა, რო­გორც ნა­ხევ­რად თხე­ვა­დი სუბსტან­ცია. გა­და­ად­გი­ლე­ბას აქვს თა­ვი­სი სიჩ­ქა­რე (ყვე­ლა მყინ­ვარს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი). ამ გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას ხდე­ბა ის, რომ იშ­ლე­ბა კლდე (აბ­რა­ზია ხდე­ბა) ხა­ხუ­ნის გამო და თან დნე­ბა. ის ნად­ნო­ბი ჩა­დის ნაპ­რა­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ფსკერ­ზე, სა­დაც სივ­რცე­ებს პო­უ­ლობს და მყინ­ვარ­ქვე­შა მდი­ნა­რის სა­ხით გა­მო­დის და მდი­ნა­რე­ებს ქმნის. ამ შემ­თხვე­ვა­ში მდი­ნა­რე თბი­ლი­სას.

მდი­ნა­რე ბუ­ბის­წყა­ლი სა­თა­ვეს იღებს მდი­ნა­რე თბი­ლი­სა­დან. სტი­ქია სი­ნამ­დვი­ლე­ში ჩა­ი­სა­ხა მდი­ნა­რე თბი­ლი­სა­ზე, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტრში უერ­თდე­ბა ბუ­ბის­წყალს.

ასე რომ, მყინ­ვა­რი ძა­ლი­ან დი­ნა­მი­კუ­რი სის­ტე­მაა, მოძ­რა­ვი, მის ცხოვ­რე­ბა­ში ჩარ­თუ­ლია ნა­შა­ლი მა­სა­ლა, წყა­ლი, ყი­ნუ­ლი, ფირ­ნი, ძა­ლი­ან მგრძნო­ბი­ა­რეა გა­რე­მო­პი­რო­ბე­ბის მი­მართ. მგრძნო­ბი­ა­რეა რო­გორც ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რის ცვლი­ლე­ბა­ზე, ისე ატ­მოს­ფე­რულ ნა­ლე­ქებ­ზე და ა.შ.

- თქვე­ნი სტა­ტუ­სის ქვე­მოთ არა­ერ­თგგვა­რო­ვა­ნი კო­მენ­ტა­რე­ბიც გაჩ­ნდა - რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ვი­ღა­ცამ იცო­და, ან არ იცო­და ა.შ. რას ვე­უბ­ნე­ბუთ ასე­თი კო­მენ­ტა­რე­ბის ავ­ტო­რებს?

- ვერ­სია, რომ ვინ­მემ იცო­და და თა­ვის­თვის შე­ი­ნა­ხა ეს ცოდ­ნა, შეგ­ვიძ­ლია, გა­მოვ­რი­ცხოთ... და ერ­თიც უნდა გან­ვმარ­ტოთ, კო­მენ­ტა­რებ­ში იყო, - „სუ­რათ­ზე არის და­გუ­ბე­ბუ­ლი წყა­ლი“. ამ სუ­რათ­ზე და­გუ­ბე­ბუ­ლი წყა­ლი არ ჩანს, ამას ვერ ვხე­დავ...

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დავითი
0

ერთი ორი კარგი გლაციოლოგი აქამდე არ უნდა გვყოლოდა?

ვახტანგი
7

აბა ხმა გავიგეთო მაგას ხომ არ იტყვიან, ძზალიანაც კარგად გაიგეს მაგრამ არავის შეატყობინეს სამწუხაროდ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"სინამდვილეში მის ქვეშ ისევ ყინულია... მოგლეჯილი მყინვარის მასშტაბი და მოცულობა, გადაჭარბებულად გვქონდა შეფასებული" - რას გვაძლევს ფოტო, რომელიც სტიქიის ადგილის სიახლოვეს, მომხდარიდან 1 საათსა და 20 წუთშია გადაღებული

"სინამდვილეში მის ქვეშ ისევ ყინულია... მოგლეჯილი მყინვარის მასშტაბი და მოცულობა, გადაჭარბებულად გვქონდა შეფასებული" - რას გვაძლევს ფოტო, რომელიც სტიქიის ადგილის სიახლოვეს, მომხდარიდან 1 საათსა და 20 წუთშია  გადაღებული

"სტიქიიდან 1 საათსა და 20 წუთში (16:20:21) გადაღებული ფოტო (Heidi Declercq)“ - ასე დაასათაურა ფოტო დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის წევრმა, მეცნიერმა ლაშა სუხიშვილმა, რომელიც საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა...

სტატუსს სხვადასხვაგვარი კომენტარი და გამოხმაურება მოჰყვა. უამავი კითხვა დაისვა. AMBEBi.GE ლაშა სუხიშვილს დაუკავშირდა:

- ფოტო, რომელიც გამოვაქვეყნე, საინტერესოა იმით, რომ გადაღებულია სტიქიიდან ძალიან მალე და ერთადერთი ფოტოა, რომელიც სტიქიის უშუალო სიახლოვეს არის გადაღებული. დანარჩენი, რაც გვაქვს ვერტმფრენის კადრები, სატელიტური გამოსახულებებია, მაგრამ ახლოდან და ფოტოგადაღება ეს ერთადერთია. ფოტოზე კარგად ჩანს მყინვარი „თბილისა“, სადაც დაიწყო სტიქია, მაგრამ მარცხნივ ჩანს მყინვარი „ბუბა“. ფოტო უცხოელმა კოლეგებმა მოგვაწოდეს, რომელთაც უცხოელმა ტურისტება მიაწოდეს.

- რა არის ამ ფოტოზე საინტერესო და ხელჩასაჭიდი?

- აქამდე რა გზითაც ვახერხებდით ამა თუ იმ ინფორმაციის მიღებას, ყველაფერი მოდიოდა სატელიტიდან, ზედხედიდან, ამ შემთხვევაში გვაქვს საშუალება, რომ სტიქიის ეპიცენტრს შევხედოთ გვერდიდან, ანუ სხვა კუთხით. ეს მნიშვნელოვანია. როდესაც ვფიქრობთ და ვმსჯელობთ იმაზე, ტერიტორიაზე რა მოცულობის მყინვარი შეიძლება ყოფილიყო საქმეში ჩართული, ზემოდან გადაღებულ კადრებში კარგად არ ჩანს, რადგანაც ნაკადმა გადაფარა მყინვარის სხეული, ანუ თავისი მასალით შეუცვალა ფერი. ჩვენ რომ ნაშალი მასალა, ან ქანი გვგონია, სინამდვილეში მის ქვეშ ისევ ყინულია, ანუ გვერდიდან დავინახეთ, რომ მოგლეჯილი მყინვარის მასშტაბი და მოცულობა, გადაჭარბებულად გვქონდა შეფასებული. გვერდხედით გამოჩნდა, რომ ხშირ შემთხვევაში, ზედა ფენის ქვეშ ისევ ყინულია. თუ ვერტმფრენიდან დახედავთ შენობას, ფანჯრებში ვერ შეიხედავთ, თუ შეხედვა გინდათ, გვერდიდან უნდა შეხედოთ - ეს პრინციპია და აღნიშნული ფოტო ამის საშუალებას იძლევა.

- ანუ ზოგიერთ ტერიტორიაზე, რომ გეგონათ, ყინული აღარ იყო, გაირკვა, რომ არის?

- კი, ჩანს, რომ ყინული ისევ არის. ახლა დასადგენია ამ ტერიტორიიდან რა სისქის ყინულია მოხსნილი, ან ასეთი ყინული საერთოდ მოიხსნა თუ არა.

- რატომ?

- იმიტომ რომ ყინულის გარდა შეიძლება ფირნი ყოფილიყო (ფირნი არის შუალედური სტადია, როცა თოვლი იწყებს მყინვარად ჩამოყალიბებას, მაგრამ ჯერ მყინვარად ჩამოყალიბებული არ არის). მისი სიმკვრივე უფრო ნაკლებია, ვიდრე მყინვარის ყინული. ამიტომ მისი ნაკადის მიერ დაშლა და მოწყვეტა უფრო მარტივია, ვიდრე მყინვარის. შეიძლება ზოგ შემთხვევაში ფირნი ყოფილიყო ნაკადის მიერ ჩაქცეული და არა მყინვარი.

ეს ფოტო სწორედ ასეთი სცენარების განვითარებას გვაძლევს, მაგრამ ჩვენი სცენარები მტკიცებით ფორმას ჯერ ვერ იძენს.

- ავტომანქანა ჩანს ფოტოზე, ასე ადვილად შეიძლება ამ ტერიტორიაზე მისვლა?

- ფოტოს ისტორია არის ასეთი, - ტურისტები იყვნენ შოვში 3-ის 10 წუთზე, სტიქიამდე 50 წუთით ადრე და აპირებდნენ სალაშქროდ გასვლას, ბუბასწყლის ხეობაში უნდა ასულიყვნენ. როგორც ჩანს, ბოლო მომენტში გადაიფიქრეს და მანქანით მამისონისკენ წავიდნენ. მამისონის გზაზე არის ადგილი, გადასახედი, სადაც გაჩერდნენ და ეს კადრი გადაიღეს.

- მათ ჰქონდათ უკვე ინფორმაცია მომხდარის შესახებ?

- როდესაც შოვიდან დაიწყეს გადაადგილება, სტიქია არ იყო დაწყებული, მაგრამ ხედზე რომ ავიდნენ და ეს ხეობა დაინახეს, ყველაფერი უკვე დასრულებული იყო. მაშინ მიხვდნენ, რომ რაღაცამ ჩაიარა.

- მოკლედ, ფოტო გარკვეულ ინფორმაციას გვაწვდის, მაგრამ მტკიცებითი ფორმით არაფრის თქმა არ შეგვიძლია. შესაძლებელია აქ იყოს ყინულის მასა, ან შესაძლებელია არ იყოს? თუ არის, უნდა ვივარაუდოთ, რომ ისევ დაიძრას?

- არა მარტო ამ ტერიტორიაზე, ბევრი მყინვარია შესასწავლი, იმიტომ, რომ წარსული მონაცემები შეიძლება უკვე აღარ იყოს აქტუალური და ბევრი საფრთხე იმალებოდეს ამ მყინვარებში. ეს სურათი დიდი ფაზლის ერთი ნაწილია, ოღონდ, ის ნაწილი, რომელიც სრული სურათის აღდგენის საშუალებას ჯერ არ იძლევა. ისე, ფაზლის მნიშვნელოვანი კომპონენტია და რომლის ამოხსნასაც ვცდილობთ.

- საბოლოოდ, რას ვეუბნებით ადამიანებს - შეიძლებოდა ამ ტრაგედიის თავიდან აცილება?

- სტიქიის შეჩერება, შერბილება, მასშტაბების შემცირება შეუძლებელი იქნებოდა, მაგრამ მონიტორინგის სისტემების არსებობის შემთხვევაში, როგორიც არის ადრეული შეტყობინება, ამასთან, სასიგნალო შეტყობინება, არ არის გამორიცხული, მსხვერპლის რაოდენობა ნაკლები ყოფილიყო.

- ეს მონიტორინგი საერთოდ არ ხდება ამ მეტად კრიტიკულ ადგილებზე?

- როგორც ჩანს, გლაციოლოგიური მონიტორინგი სუსტი წერტილი გვაქვს ქვეყანაში. ამ დღეებში ბევრი შეფასება მოვისმინე, თუმცა მყინვარული საფრთხეების კომპონენტი ვერსად ვნახე, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს აუცილებლად გასაკეთებელია, რადგან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ვიმეორებ, ყველაფერი იმ დიდი პროცესის ჯერ დასაწყისია. სტიქიური პროცესები, რასაც კლიმატის ცვლილების ფონზე ვუყურებთ, ბუნებრივი გარემოდან გამომდინარე, სამწუხაოდ კიდევ გააქტიურდება. საჭიროა, რაც შეიძლება ბევრი ინფორმაციის შეგროვება. გასაგებია, ერთი შეხედვით, შეიძლება ძვირი ჯდებოდეს, მაგრამ ეს არის ხარჯი, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია. ეს არ არის რაღაც სათადარიგო თუ ფუფუნებისთვის განკუთვნილი დანახარჯები. უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა.

- ხშირად ახსენებენ მდინარეს, ამ სტიქიურ პროცესში მდინარე არ მონაწილებდა?

- განვითარების ერთ-ერთი მოდელის მიხედვით სათავეშივე გვჭირდება თხევად მდგომარეობაში არსებული წყალი იმისთვის, რომ ნაკადი დაიძრას და იაროს ისე, როგორც გვგონია, რომ იარა. ამიტომ ვეძებთ ამ ფაზლის ნაწილებს. თუ ასე იყო, მაშინ უნდა ვიპოვოთ ეს დამამტკიცებელი საბუთები, რომ ადგილზევე იყო დიდი რაოდენობის წყალი...

იმის გამო, რომ მასალები არ გვაქვს და უცხოელ კოლეგებს ვთხოვთ ხოლმე, იქნებ მათ ჰქონდეთ წვდომა, ან მათ მოიპოვონ ჩვენთვის და გვაჩუქონ, გადმოგვცენ. სამწუხაროა, რომ შეფასებების გაკეთება ასე გვიწევს. სამწუხაროა, რომ ასეთი ფორმით ვცდილობთ აღვადგინოთ ეს სცენარი.

რაც შეეხება მდინარეს, მყინვარი არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ის ყინულის მასაა, რომელიც წერტილზეა დამაგრებული და მხოლოდ დნება. სინამდვილეში მყინვარი დენადად გადაადგილდება, როგორც ნახევრად თხევადი სუბსტანცია. გადაადგილებას აქვს თავისი სიჩქარე (ყველა მყინვარს განსხვავებული). ამ გადაადგილებისას ხდება ის, რომ იშლება კლდე (აბრაზია ხდება) ხახუნის გამო და თან დნება. ის ნადნობი ჩადის ნაპრალების საშუალებით ფსკერზე, სადაც სივრცეებს პოულობს და მყინვარქვეშა მდინარის სახით გამოდის და მდინარეებს ქმნის. ამ შემთხვევაში მდინარე თბილისას.

მდინარე ბუბისწყალი სათავეს იღებს მდინარე თბილისადან. სტიქია სინამდვილეში ჩაისახა მდინარე თბილისაზე, რომელიც რამდენიმე კილომეტრში უერთდება ბუბისწყალს.

ასე რომ, მყინვარი ძალიან დინამიკური სისტემაა, მოძრავი, მის ცხოვრებაში ჩართულია ნაშალი მასალა, წყალი, ყინული, ფირნი, ძალიან მგრძნობიარეა გარემოპირობების მიმართ. მგრძნობიარეა როგორც ჰაერის ტემპერატურის ცვლილებაზე, ისე ატმოსფერულ ნალექებზე და ა.შ.

- თქვენი სტატუსის ქვემოთ არაერთგგვაროვანი კომენტარებიც გაჩნდა - რომ ეს ყველაფერი ვიღაცამ იცოდა, ან არ იცოდა ა.შ. რას ვეუბნებუთ ასეთი კომენტარების ავტორებს?

- ვერსია, რომ ვინმემ იცოდა და თავისთვის შეინახა ეს ცოდნა, შეგვიძლია, გამოვრიცხოთ... და ერთიც უნდა განვმარტოთ, კომენტარებში იყო, - „სურათზე არის დაგუბებული წყალი“. ამ სურათზე დაგუბებული წყალი არ ჩანს, ამას ვერ ვხედავ...

წაიკითხეთ ასევე: