პოლიტიკა
სამართალი

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თვალის პრობლემა ფრანგმა ქალბატონმა მომიგვარა, ყველაფერი მან დააფინანსა... რაც შეეხება საქმიანობას, კარგა ხანს ვეძებდი სამსახურს" - თედო ბექაური შეცვლილ ცხოვრებასა და როლებზე
"თვალის პრობლემა ფრანგმა ქალბატონმა მომიგვარა, ყველაფერი მან დააფინანსა... რაც შეეხება საქმიანობას, კარგა ხანს ვეძებდი სამსახურს" - თედო ბექაური შეცვლილ ცხოვრებასა და როლებზე

9 წლის იყო თედო ბე­ქა­უ­რი, რო­დე­საც გაღ­მა ნა­პირ­ში გან­სა­ხი­ე­რე­ბუ­ლი რო­ლით, მსოფ­ლი­ომ გა­იც­ნო. მას შემ­დეგ ბევ­რი წელი გა­ვი­და.... დღეს თე­დოს ცხოვ­რე­ბა არაფ­რით ჰყავს მის მიერ გან­სა­ხი­ე­რე­ბულ, „გაღ­მა ნა­პირ­ზე" მცხოვ­რე­ბი ბი­ჭი­სას. ის უკვე თა­ვად მა­მაა და ახლა მისი მთა­ვა­რი ფიქ­რი და საზ­რუ­ნა­ვი 2 წლის დე­მეტ­რეს მო­მა­ვა­ლია (რო­მე­ლიც მა­მის ორე­უ­ლია).

ვინ იცის, რო­გორ გაგ­რძელ­დე­ბო­და თეთ­რი­წყა­როს რა­ი­ო­ნის სო­ფელ ორ­ბე­თე­ლი ბი­ჭის ცხოვ­რე­ბა, რომ არა ერთი შემ­თხვე­ვი­თი შეხ­ვედ­რა ფილ­მის რე­ჟი­სორ გი­ორ­გი ოვაშ­ვილ­თან. რო­გორც ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნავს თედო ბე­ქა­უ­რი, ამ შეხ­ვედ­რამ მისი ცხოვ­რე­ბა ძი­რე­უ­ლად შეც­ვა­ლა.

- მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე არა­სო­დეს მი­ოც­ნე­ბია. ყვე­ლა­ფე­რი ბედ­ნი­ე­რი შემ­თხვე­ვი­თო­ბის შე­დე­გია. ერთ დღეს, თბი­ლის­ში, თვა­ლის კლი­ნი­კა­ში ჩა­მო­მიყ­ვა­ნა დე­დამ, სა­დაც სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით შევ­ხვდი გი­ორ­გი ოვაშ­ვილს, რო­მელ­საც შვი­ლე­ბი ჰყავ­და ექიმ­თან ვი­ზიტ­ზე მოყ­ვა­ნი­ლი. ამ შეხ­ვედ­რამ ჩემი ცხოვ­რე­ბა ძი­რე­უ­ლად შეც­ვა­ლა. ვი­ზი­ტის მო­ლო­დინ­ში ბა­ტო­ნი გი­ორ­გის ქალ-ვაჟ­მა მი­ი­პყრო ჩემი ყუ­რა­დღე­ბა, ცელ­ქობ­დნენ. ბიჭს ხელ­ში რა­ღაც სა­თა­მა­შო ეჭი­რა, თა­მა­შობ­და, უცებ გო­გომ გა­მოს­ტა­ცა და თავ­ში ჩა­არ­ტყა. ამა­ზე გუ­ლი­ა­ნად გა­და­ვი­ხარ­ხა­რე. თურ­მე სწო­რედ ამ სი­ცი­ლით მი­ვიქ­ციე რე­ჟი­სო­რის ყუ­რა­დღე­ბა. მო­ვი­და, გა­მო­მე­ლა­პა­რა­კა. მერე დე­და­ჩემს გა­ე­სა­უბ­რა და გა­და­წყვი­ტეს, სინ­ჯებ­ზე მი­ვეყ­ვა­ნე.

- კას­ტინ­გმა რო­გორ ჩა­ი­ა­რა?

- მახ­სოვს, სტუ­დი­ა­ში რომ შე­ვე­დი, ბა­ტონ­მა გი­ორ­გიმ მი­თხრა, ახლა მე მა­გი­და­ზე რა­ღაც რიტმს და­ვუკ­რავ და შენ იცეკ­ვეო. მე ჯერ მორ­ცხვად ვი­დე­ქი, მერე კი უცებ ენერ­გი­უ­ლად ავ­ცეკვდი. რე­ჟი­სორ­მა, რო­მე­ლიც კმა­ყო­ფი­ლი ჩან­და, გა­მაფრ­თხი­ლა, იცო­დე, სა­ნამ გა­და­ღე­ბე­ბი არ ჩა­ივ­ლის აღარ­სად იცეკ­ვოო. გა­და­ღე­ბე­ბი 2 კვი­რა­ში და­ი­წყო და 8 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ამა­სო­ბა­ში, პირ­ვე­ლად ვნა­ხე ზღვა. მა­ნამ­დე თბი­ლისს არ ვი­ყა­ვი გა­ცი­ლე­ბუ­ლი. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი დამ­ჭირ­და, რომ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­მო­მემ­ჟღავ­ნე­ბი­ნა. თა­ვი­დან ისე ვმორ­ცხვობ­დი და ისე­თი ჩა­კე­ტი­ლი ვი­ყა­ვი, რომ რე­ჟი­სორს ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, ტყუ­ი­ლად კარ­გავ ამ ბავ­შვთან დრო­სო. მერე ბა­ტო­ნი გი­ორ­გი და­მიჯ­და, სე­რი­ო­ზუ­ლად და­მე­ლა­პა­რა­კა და ამ სა­უ­ბარ­მა შე­დე­გი გა­მო­ი­ღო... გა­და­ღე­ბე­ბის დროს, ჯანო იზო­რი­ას­თან ერ­თად ვცხოვ­რობ­დი ოთახ­ში. ისე მა­ნე­ბივ­რებ­და, სულ კი­სერ­ზე ვყა­ვი შემჯდა­რი. ყველ­გან ერ­თად დავ­დი­ო­დით.

- ფილ­მის პერ­სო­ნა­ჟე­ბი­დან ვის­თან აგ­რძე­ლებთ დღეს მე­გობ­რო­ბას?

- ჯანო იზო­რი­ას­თან და თემო გო­გი­ნა­ვას­თან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მე­გობ­რო­ბა მა­კავ­ში­რებს დღემ­დე.

- გო­გოს გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა რომ გა­და­წყვი­ტა თე­მოს პერ­სო­ნაჟ­მა, კა­ცუ­რად გა­უს­წორ­დი...

- კი, ნა­ტუ­რა­ლუ­რად გა­მო­მი­ვი­და... არა­და, კა­მე­რე­ბის მიღ­მა, სულ ასე ვძიძ­გი­ლა­ობ­დით ხოლ­მე, თა­მაშ-თა­მაშ­ში. გარ­და იმი­სა, რომ გი­ორ­გი კარ­გი რე­ჟი­სო­რია, ის კარ­გი ფსი­ქო­ლო­გი­ცაა. ამ სცე­ნის წინ და­მიჯ­და და და­მე­ლა­პა­რა­კა, წარ­მო­იდ­გი­ნე, რომ გო­გოს ავიწ­რო­ე­ბენ, ატი­რე­ბენ, შენ ამის შემ­ხედ­ვა­რე, რო­გორ მო­იქ­ცე­ვიო?.. ჰოდა, მეც რომ წარ­მო­ვიდ­გი­ნე, რომ იმ გო­გოს ჩემს გარ­და დამ­ცვე­ლი არ ჰყავ­და იმ მო­მენ­ტში, „უჰ, თქვე­ნი" მეთ­ქი წა­მო­ვიყ­ვი­რე და ვეძ­გე­რე თე­მოს.. ჩემ­თვის არ­ნა­ხუ­ლად ემო­ცი­უ­რი და შო­კის­მომ­გვრე­ლი იყო ჯანო იზო­რი­ას პერ­სო­ნა­ჟის სიკ­ვდი­ლი. მე არ ვი­ცო­დი რომ, ამ სცე­ნა­ში ის უნდა და­ღუ­პუ­ლი­ყო და უცებ, ია­რა­ღის ხმა რომ გა­ის­მა და სის­ხლი და ძირს და­ცე­მუ­ლი ჯანო და­ვი­ნა­ხე, რე­ა­ლუ­რად გან­ვი­ცა­დე, კი­ნა­ღამ გავ­გიჟ­დი, ამი­ტო­მა­ცაა ეს სცე­ნა ასე­თი ნა­ტუ­რა­ლუ­რი.

- ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე შთამ­ბეჭ­და­ვი ბოლო კად­რე­ბია, ტი­რი­ლით რომ ცეკ­ვავ...

- ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი გა­მო­ვი­და ეს კად­რე­ბი, რო­მელ­შიც ჩემი საყ­ვა­რე­ლი და­თუ­ნია სხირტლა­ძეც მო­ნა­წი­ლე­ობს. ამ სცე­ნის გა­და­ღე­ბი­სას ტი­რი­ლი მი­ჭირ­და. ისევ ბა­ტო­ნი გი­ორ­გი ფსი­ქო­ლო­გი­ურ­მა მიდ­გო­მამ ითა­მა­შა გა­დამ­წყვე­ტი როლი და ისე ავ­ტირ­დი, გა­და­ღე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კარ­გა ხანს ვე­ღარ მამ­შვი­დებ­დნენ.

- ფილ­მის გა­მოს­ვლის შემ­დეგ რო­გორ გაგ­რძელ­და თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა?

- მო­უ­ლოდ­ნე­ლად ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი გავ­ხდი. მერე კი ისევ უცა­ბე­დად, და­ვი­წყე­ბას მი­ე­ცა ჩემი სა­ხე­ლი... ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში რე­ჟი­სო­რე­ბის მხრი­დან, თო­რემ ხალ­ხის სიყ­ვა­რულს მუ­დამ ვგრძნობ­დი და ახ­ლაც ვგრძნობ. ყვე­ლას ვახ­სო­ვარ, მცნო­ბენ, მე­ფე­რე­ბი­ან, ათას თბილ სი­ტყვას მე­უბ­ნე­ბი­ან. იმ­დე­ნი ფეს­ტი­ვა­ლი მო­ა­ტა­რა ამ ფილმმა, ყველ­გან ისე მე­ფე­რე­ბოდ­ნენ და ისეთ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ახ­დენ­და მა­ყუ­რე­ბელ­ზე ეს ფილ­მი... ერთხელ, სერ­ბეთ­ში ფილ­მის ჩვე­ნე­ბა რომ დას­რულ­და და დარ­ბაზ­ში სი­ნათ­ლე აინ­თო, ერთ-ერ­თმა კი­ნო­მოღ­ვა­წემ გა­მო­ა­ცხა­და, თედო ახლა ამ დარ­ბაზ­ში­აო. ყვე­ლა მო­ვი­და, მე­ფე­რე­ბო­და, ერთ-ერ­თმა აქ­ვი­თი­ნე­ბულ­მა მა­ყუ­რე­ბელ­მა გულ­ში ჩა­მიკ­რა და ჯი­ბე­ში ფული ჩა­მი­კუ­ჭა... ფილმმა ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა მას­ზე, მარ­თლა გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ვე­გო­ნე. მერე ამ თან­ხით, ტკბი­ლე­უ­ლი ვი­ყი­დე და ჯგუ­ფის წევ­რებს გა­ვუ­მას­პინ­ძლდი.

- დღეს რო­გორ ცხოვ­რობთ?

- 27 წლის გახ­ლა­ვართ. უკვე და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი ვარ, ჩემი მე­უღ­ლე, ანი ხუ­ციშ­ვი­ლი, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნია. ჩვე­ნი პა­ტა­რა ვაჟ­კა­ცი დე­მეტ­რე კი უკვე 2 წლი­საა.

- პრო­ფე­სი­ით ვინ ხართ?

- ზა­ქა­რი­ა­ძის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რა­ლუ­რი კო­ლე­ჯი და­ვამ­თავ­რე.

- ამ ეტაპ­ზე რამ­დე­ნი როლი გაქვთ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი?

- 5. აქე­დან 2 მთა­ვა­რი. "გაღ­მა ნა­პი­რი" იყო პირ­ვე­ლი, ყვე­ლა გა­გე­ბით. ამ ფილმმა პო­პუ­ლა­რო­ბაც მო­ი­ტა­ნა, ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლიც მა­ჩუ­ქა, თვალ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მაც მო­მიგ­ვა­რა. ეს ფილ­მი რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, დღეს ის არ ვიქ­ნე­ბო­დი, ვინც ახლა ვარ.

მე­უღ­ლეს­თან ერ­თად

- თვალ­თან და­კავ­ში­რე­ბით პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა­ში რო­გორ და­გეხ­მა­რათ ფილ­მი?

- ფილ­მის ნახ­ვის შემ­დეგ ერთ-ერ­თმა წარ­მა­ტე­ბულ­მა ფრან­გმა პრო­ფე­სორ­მა ქალ­ბა­ტონ­მა გა­მოთ­ქვა სურ­ვი­ლი - მე მინ­და ამ ბავ­შვს და­ვეხ­მა­როო. ისიც დას­ძი­ნა, თუ უნდა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ვალ და იქ გა­ვუ­კე­თებ ოპე­რა­ცი­ას, მაგ­რამ მირ­ჩევ­ნია, თედო ჩა­მო­ვი­დეს პა­რიზ­შიო. ამ ქალ­ბა­ტონ­მა და­ა­ფი­ნან­სა ყვე­ლა­ფე­რი.

- დღეს რას საქ­მი­ა­ნობთ?

- დღეს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო სფე­რო­ში ვარ, ელი­ა­ვას ბაზ­რო­ბა­ზე ცენ­ტრა­ლუ­რი გათ­ბო­ბის მა­ღა­ზი­ა­ში ვმუ­შა­ობ.

- სა­ინ­ტე­რე­სო რი­თაა?

- იმით, რომ რო­გორც მსა­ხი­ობს, დღე­ში ასო­ბით, ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბულ ადა­მი­ან­თან მაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა. ვაკ­ვირ­დე­ბი და ვი­მახ­სოვ­რებ მათ მა­ნე­რებს, ჩვე­ვებს, გა­მო­ხედ­ვას... იმედს არ ვკარ­გავ, რომ ეს გა­მოც­დი­ლე­ბა მო­მა­ვალ­ში, რო­გორც მსა­ხი­ობს გა­მო­მად­გე­ბა.

- რა რე­აქ­ცია აქვთ მა­ღა­ზი­ა­ში შე­მო­სუ­ლებს, დახ­ლთან რომ ნაც­ნო­ბი ფილ­მის პერ­სო­ნა­ჟი ხვდე­ბათ?

- გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი რჩე­ბი­ან. ზოგი პირ­და­პირ შე­მო­დის დი­ა­ლოგ­ში, ზოგი, სხვას გა­და­უ­ლა­პა­რა­კებს ხოლ­მე, ეს ის არი­სო და ამის შემ­დეგ მე­კი­თხე­ბი­ან, აქ რა­ტომ მუ­შა­ო­ბო?

- მერე რას პა­სუ­ხობთ?

- „ასე გაგ­რძელ­და ცხოვ­რე­ბა". აქ და­საქ­მე­ბამ­დე, კარ­გა ხანს ვე­ძებ­დი სამ­სა­ხურს. მე­გო­ბა­რი მყავს სა­სუ­ლი­ე­რო მოღ­ვა­წე, მამა ტი­მე­ნი. რომ გა­ი­გო უმუ­შე­ვა­რი ვი­ყა­ვი, ახ­ლო­ბელს, თორ­ნი­კე გო­გეშ­ვილს სთხო­ვა, იქ­ნებ და­ა­საქ­მოო და მან და­მა­წყე­ბი­ნა მუ­შა­ო­ბა. უკვე 8 თვეა და­საქ­მე­ბუ­ლი ვარ.

- სად ცხოვ­რობ?

- წე­რეთ­ლის გამ­ზირ­ზე ვი­ქი­რა­ვე ბინა, სა­დაც ცოლ-შვილ­თან ერ­თად ვცხოვ­რობ.

- რო­გორ ფიქ­რობ 10 წლის შემ­დეგ რო­გო­რი იქ­ნე­ბა თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა?

- მა­ინც მგო­ნია, რომ ჩემი ხვა­ლინ­დე­ლი დღე კი­ნოს უკავ­შირ­დე­ბა. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ესაა ჩემი მი­ზა­ნი.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაია
0

გუშინ ვუყურე ამ ფილმს პირველად, თავიდან ვერ გამოდის, არაჩვეულებრივად ასრულებთ, ვიტირე კიდეც, ბოლო ცეკვის კადრები ხომ .... აუცილებლად გააგრძელეთ კინოში მოღვაწეობა👍

მანჩო
0

თედო სულ წარმატებულ გზაზე გევლოს ყოჩაღო და თავმდაბალო ბიჭო❤️

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"თვალის პრობლემა ფრანგმა ქალბატონმა მომიგვარა, ყველაფერი მან დააფინანსა... რაც შეეხება საქმიანობას, კარგა ხანს ვეძებდი სამსახურს" - თედო ბექაური შეცვლილ ცხოვრებასა და როლებზე

"თვალის პრობლემა ფრანგმა ქალბატონმა მომიგვარა, ყველაფერი მან დააფინანსა... რაც შეეხება საქმიანობას, კარგა ხანს ვეძებდი სამსახურს" - თედო ბექაური შეცვლილ ცხოვრებასა და როლებზე

9 წლის იყო თედო ბექაური, როდესაც გაღმა ნაპირში განსახიერებული როლით, მსოფლიომ გაიცნო. მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა.... დღეს თედოს ცხოვრება არაფრით ჰყავს მის მიერ განსახიერებულ, „გაღმა ნაპირზე" მცხოვრები ბიჭისას. ის უკვე თავად მამაა და ახლა მისი მთავარი ფიქრი და საზრუნავი 2 წლის დემეტრეს მომავალია (რომელიც მამის ორეულია).

ვინ იცის, როგორ გაგრძელდებოდა თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ორბეთელი ბიჭის ცხოვრება, რომ არა ერთი შემთხვევითი შეხვედრა ფილმის რეჟისორ გიორგი ოვაშვილთან. როგორც ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნავს თედო ბექაური, ამ შეხვედრამ მისი ცხოვრება ძირეულად შეცვალა.

- მსახიობობაზე არასოდეს მიოცნებია. ყველაფერი ბედნიერი შემთხვევითობის შედეგია. ერთ დღეს, თბილისში, თვალის კლინიკაში ჩამომიყვანა დედამ, სადაც სრულიად შემთხვევით შევხვდი გიორგი ოვაშვილს, რომელსაც შვილები ჰყავდა ექიმთან ვიზიტზე მოყვანილი. ამ შეხვედრამ ჩემი ცხოვრება ძირეულად შეცვალა. ვიზიტის მოლოდინში ბატონი გიორგის ქალ-ვაჟმა მიიპყრო ჩემი ყურადღება, ცელქობდნენ. ბიჭს ხელში რაღაც სათამაშო ეჭირა, თამაშობდა, უცებ გოგომ გამოსტაცა და თავში ჩაარტყა. ამაზე გულიანად გადავიხარხარე. თურმე სწორედ ამ სიცილით მივიქციე რეჟისორის ყურადღება. მოვიდა, გამომელაპარაკა. მერე დედაჩემს გაესაუბრა და გადაწყვიტეს, სინჯებზე მივეყვანე.

- კასტინგმა როგორ ჩაიარა?

- მახსოვს, სტუდიაში რომ შევედი, ბატონმა გიორგიმ მითხრა, ახლა მე მაგიდაზე რაღაც რიტმს დავუკრავ და შენ იცეკვეო. მე ჯერ მორცხვად ვიდექი, მერე კი უცებ ენერგიულად ავცეკვდი. რეჟისორმა, რომელიც კმაყოფილი ჩანდა, გამაფრთხილა, იცოდე, სანამ გადაღებები არ ჩაივლის აღარსად იცეკვოო. გადაღებები 2 კვირაში დაიწყო და 8 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამასობაში, პირველად ვნახე ზღვა. მანამდე თბილისს არ ვიყავი გაცილებული. გარკვეული პერიოდი დამჭირდა, რომ შესაძლებლობები გამომემჟღავნებინა. თავიდან ისე ვმორცხვობდი და ისეთი ჩაკეტილი ვიყავი, რომ რეჟისორს ეუბნებოდნენ, ტყუილად კარგავ ამ ბავშვთან დროსო. მერე ბატონი გიორგი დამიჯდა, სერიოზულად დამელაპარაკა და ამ საუბარმა შედეგი გამოიღო... გადაღებების დროს, ჯანო იზორიასთან ერთად ვცხოვრობდი ოთახში. ისე მანებივრებდა, სულ კისერზე ვყავი შემჯდარი. ყველგან ერთად დავდიოდით.

- ფილმის პერსონაჟებიდან ვისთან აგრძელებთ დღეს მეგობრობას?

- ჯანო იზორიასთან და თემო გოგინავასთან განსაკუთრებული მეგობრობა მაკავშირებს დღემდე.

- გოგოს გაუპატიურება რომ გადაწყვიტა თემოს პერსონაჟმა, კაცურად გაუსწორდი...

- კი, ნატურალურად გამომივიდა... არადა, კამერების მიღმა, სულ ასე ვძიძგილაობდით ხოლმე, თამაშ-თამაშში. გარდა იმისა, რომ გიორგი კარგი რეჟისორია, ის კარგი ფსიქოლოგიცაა. ამ სცენის წინ დამიჯდა და დამელაპარაკა, წარმოიდგინე, რომ გოგოს ავიწროებენ, ატირებენ, შენ ამის შემხედვარე, როგორ მოიქცევიო?.. ჰოდა, მეც რომ წარმოვიდგინე, რომ იმ გოგოს ჩემს გარდა დამცველი არ ჰყავდა იმ მომენტში, „უჰ, თქვენი" მეთქი წამოვიყვირე და ვეძგერე თემოს.. ჩემთვის არნახულად ემოციური და შოკისმომგვრელი იყო ჯანო იზორიას პერსონაჟის სიკვდილი. მე არ ვიცოდი რომ, ამ სცენაში ის უნდა დაღუპულიყო და უცებ, იარაღის ხმა რომ გაისმა და სისხლი და ძირს დაცემული ჯანო დავინახე, რეალურად განვიცადე, კინაღამ გავგიჟდი, ამიტომაცაა ეს სცენა ასეთი ნატურალური.

- ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავი ბოლო კადრებია, ტირილით რომ ცეკვავ...

- ძალიან ემოციური გამოვიდა ეს კადრები, რომელშიც ჩემი საყვარელი დათუნია სხირტლაძეც მონაწილეობს. ამ სცენის გადაღებისას ტირილი მიჭირდა. ისევ ბატონი გიორგი ფსიქოლოგიურმა მიდგომამ ითამაშა გადამწყვეტი როლი და ისე ავტირდი, გადაღების დასრულების შემდეგ კარგა ხანს ვეღარ მამშვიდებდნენ.

- ფილმის გამოსვლის შემდეგ როგორ გაგრძელდა თქვენი ცხოვრება?

- მოულოდნელად ძალიან პოპულარული გავხდი. მერე კი ისევ უცაბედად, დავიწყებას მიეცა ჩემი სახელი... ყოველ შემთხვევაში რეჟისორების მხრიდან, თორემ ხალხის სიყვარულს მუდამ ვგრძნობდი და ახლაც ვგრძნობ. ყველას ვახსოვარ, მცნობენ, მეფერებიან, ათას თბილ სიტყვას მეუბნებიან. იმდენი ფესტივალი მოატარა ამ ფილმმა, ყველგან ისე მეფერებოდნენ და ისეთ შთაბეჭდილებას ახდენდა მაყურებელზე ეს ფილმი... ერთხელ, სერბეთში ფილმის ჩვენება რომ დასრულდა და დარბაზში სინათლე აინთო, ერთ-ერთმა კინომოღვაწემ გამოაცხადა, თედო ახლა ამ დარბაზშიაო. ყველა მოვიდა, მეფერებოდა, ერთ-ერთმა აქვითინებულმა მაყურებელმა გულში ჩამიკრა და ჯიბეში ფული ჩამიკუჭა... ფილმმა ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე, მართლა გაჭირვებული ვეგონე. მერე ამ თანხით, ტკბილეული ვიყიდე და ჯგუფის წევრებს გავუმასპინძლდი.

- დღეს როგორ ცხოვრობთ?

- 27 წლის გახლავართ. უკვე დაოჯახებული ვარ, ჩემი მეუღლე, ანი ხუციშვილი, არაჩვეულებრივი ადამიანია. ჩვენი პატარა ვაჟკაცი დემეტრე კი უკვე 2 წლისაა.

- პროფესიით ვინ ხართ?

- ზაქარიაძის სახელობის თეატრალური კოლეჯი დავამთავრე.

- ამ ეტაპზე რამდენი როლი გაქვთ შესრულებული?

- 5. აქედან 2 მთავარი. "გაღმა ნაპირი" იყო პირველი, ყველა გაგებით. ამ ფილმმა პოპულარობაც მოიტანა, ხალხის სიყვარულიც მაჩუქა, თვალთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემაც მომიგვარა. ეს ფილმი რომ არ ყოფილიყო, დღეს ის არ ვიქნებოდი, ვინც ახლა ვარ.

მეუღლესთან ერთად

- თვალთან დაკავშირებით პრობლემის მოგვარებაში როგორ დაგეხმარათ ფილმი?

- ფილმის ნახვის შემდეგ ერთ-ერთმა წარმატებულმა ფრანგმა პროფესორმა ქალბატონმა გამოთქვა სურვილი - მე მინდა ამ ბავშვს დავეხმაროო. ისიც დასძინა, თუ უნდა, საქართველოში ჩავალ და იქ გავუკეთებ ოპერაციას, მაგრამ მირჩევნია, თედო ჩამოვიდეს პარიზშიო. ამ ქალბატონმა დააფინანსა ყველაფერი.

- დღეს რას საქმიანობთ?

- დღეს ძალიან საინტერესო სფეროში ვარ, ელიავას ბაზრობაზე ცენტრალური გათბობის მაღაზიაში ვმუშაობ.

- საინტერესო რითაა?

- იმით, რომ როგორც მსახიობს, დღეში ასობით, ერთმანეთისგან განსხვავებულ ადამიანთან მაქვს ურთიერთობა. ვაკვირდები და ვიმახსოვრებ მათ მანერებს, ჩვევებს, გამოხედვას... იმედს არ ვკარგავ, რომ ეს გამოცდილება მომავალში, როგორც მსახიობს გამომადგება.

- რა რეაქცია აქვთ მაღაზიაში შემოსულებს, დახლთან რომ ნაცნობი ფილმის პერსონაჟი ხვდებათ?

- გაკვირვებული რჩებიან. ზოგი პირდაპირ შემოდის დიალოგში, ზოგი, სხვას გადაულაპარაკებს ხოლმე, ეს ის არისო და ამის შემდეგ მეკითხებიან, აქ რატომ მუშაობო?

- მერე რას პასუხობთ?

- „ასე გაგრძელდა ცხოვრება". აქ დასაქმებამდე, კარგა ხანს ვეძებდი სამსახურს. მეგობარი მყავს სასულიერო მოღვაწე, მამა ტიმენი. რომ გაიგო უმუშევარი ვიყავი, ახლობელს, თორნიკე გოგეშვილს სთხოვა, იქნებ დაასაქმოო და მან დამაწყებინა მუშაობა. უკვე 8 თვეა დასაქმებული ვარ.

- სად ცხოვრობ?

- წერეთლის გამზირზე ვიქირავე ბინა, სადაც ცოლ-შვილთან ერთად ვცხოვრობ.

- როგორ ფიქრობ 10 წლის შემდეგ როგორი იქნება თქვენი ცხოვრება?

- მაინც მგონია, რომ ჩემი ხვალინდელი დღე კინოს უკავშირდება. ყოველ შემთხვევაში, ესაა ჩემი მიზანი.