სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სიმბოლურ შეხვედრებს ატარებს, სინამდვილეში, მოსკოვში სამკურნალოდ ჩადის" - რა დაემართა ასლან ბჟანიას და რას მალავს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი
"სიმბოლურ შეხვედრებს ატარებს,  სინამდვილეში, მოსკოვში სამკურნალოდ ჩადის" - რა დაემართა ასლან ბჟანიას და რას მალავს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი

ბჟა­ნია ისევ მოს­კოვ­ში მკურ­ნა­ლობს...

ე.წ. სა­მუ­შაო ვი­ზი­ტით რუ­სეთ­ში ყოფ­ნი­სას, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ლი­დე­რი, ას­ლან ბჟა­ნია შე­უძ­ლოდ გახ­და და მოს­კო­ვის სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც სა­ჭი­რო კვლე­ვებს უტა­რე­ბენ. აფხა­ზუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, "პრე­ზი­დენ­ტის" ე.წ. ად­მი­ნის­ტრა­ცია იტყო­ბი­ნე­ბა, რომ ბჟა­ნი­ას სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

rbc.ru-ს ცნო­ბით, ბჟა­ნია 60 წლის არის და მას შემ­დეგ, რაც ის "პრე­ზი­დენ­ტის" პოსტზეა, მე­სა­მედ აღ­მოჩ­ნდა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში და სა­მი­ვე­ჯერ რუ­სეთ­ში.გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ის არ­ჩევ­ნე­ბის დრო­საც მოხ­ვდა.

"2020 წლის მარ­ტში, ვიდ­რე პრე­ზი­დენ­ტი გახ­დე­ბო­და, სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში იყო ჩარ­თუ­ლი, რა დრო­საც ცუ­დად გახ­და. მისი მომ­ხრე­ე­ბი ვა­რა­უ­დობ­დნენ, რომ ის მო­წამ­ლეს. გა­მოკ­ვლე­ვე­ბის­თვის ბჟა­ნია კრას­ნო­დარ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს...

მა­შინ­დელ­მა პრე­ზი­დენ­ტის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა, ვა­ლე­რი ბგან­ბამ რუ­სე­თის პრო­კუ­რა­ტუ­რას, პო­ლი­ტი­კო­სის მო­წამ­ვლის მცდე­ლო­ბის ფაქ­ტზე, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის აღ­ძვრის მო­თხოვ­ნით მი­მარ­თა, თუმ­ცა კრას­ნო­და­რის სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ ის მო­წამ­ლუ­ლი კი არ იყოს, რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი გა­ცი­ე­ბა, ორ­მხრი­ვი პმევ­მო­ნია ჰქონ­და. შე­სა­ბა­მი­სად, საქ­მე არ აღ­ძრუ­ლა"< - წერს გა­მო­ცე­მა.

მი­სი­ვე ცნო­ბით, 2019 წელს, ბჟა­ნია, დაც­ვის ორ წევრთან ერ­თად, სო­ხუ­მის ერთ-ერთ კა­ფე­ში, დაც­ვის ორ წევრთან ერ­თად მო­წამ­ლეს. კა­ფე­ში მჟა­ნი­ამ ყავა და­ლია. სა­მი­ვე მათ­გა­ნი მოს­კოვ­ში, სა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ბჟა­ნი­ამ "არ­ჩევ­ნებ­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა ვერ შეძ­ლო. თუმ­ცა, ეს საქ­მეც მალე ჩა­ი­ფარ­ცხა...

"2022 წელს, ას­ლან ბჟა­ნი­ას რუ­სე­თის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში თირკმლის ოპე­რა­ცია გა­უ­კე­თეს, თუმ­ცა ამის შე­სა­ხებ პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია დუმ­და და მხო­ლოდ გაკ­ვრით გა­ნა­ცხა­და, რომ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის მიზ­ნით, ის რუ­სე­თის ერთ-ერთი კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლობ­და", - წერს აფხა­ზუ­რი მე­დია.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, "ბჟა­ნია რა­ღა­ცას მა­ლავს და სი­ნამ­დვი­ლე­ში, ძა­ლი­ან მძი­მე და­ა­ვა­დე­ბას ებ­რძვის, რად­გან წე­ლი­წად­ში რამ­დენ­ჯერ­მე მოს­კო­ვის ან სო­ჭის კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლობს".

"ეს არ არის მხო­ლოდ თირკმლე­ბის ამ­ბა­ვი. გა­სა­გე­ბია, რომ დი­ა­ლე­ზით მკურ­ნა­ლო­ბა სჭირ­დე­ბა, მისი გა­რე­მოც­ვა ამ­ბობს, რომ პრე­ზი­დენ­ტი ძვე­ლე­ბუ­რად ენერ­გი­უ­ლი არ არის და მა­ში­ნაც, რო­დე­საც ამ­ბო­ბენ, რომ მოს­კოვ­ში სა­მუ­შაო ვი­ზი­ტით ჩა­ვი­და, სი­ნამ­დვი­ლე­ში, მხო­ლოდ სიმ­ბო­ლურ შეხ­ვედ­რებს ატა­რებს, რო­მელ­საც ხში­რად მე­გობ­რუ­ლი მო­კი­თხვის ხა­სი­ა­თი აქვს. მოს­კოვ­ში ის სამ­კურ­ნა­ლოდ ჩა­დის, მაგ­რამ ამის აფი­ში­რე­ბა არ სურს, რათა ოპო­ზი­ცი­ამ პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის­თვის არ გა­მო­ი­ყე­ნოს", - მი­აჩ­ნია ია­სონ აფხაზს.

"და­სა­მა­ლი არც არის მისი ჯან­მრთე­ლო­ბის ამ­ბა­ვი, იმ­დენ­ჯერ მო­წამ­ლეს, გა­საკ­ვი­რი ის იქ­ნე­ბო­და, რომ პრობ­ლე­მა არ ჰქონ­დეს. ბო­ლოს რომ შეხ­ვდა მო­სახ­ლე­ო­ბას, ფეხ­ზე დგო­მა უჭირ­და. მე უფრო ის მაკ­ვირ­ვევს, რომ მა­ინც რუ­სეთ­ში გარ­ბის. რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა ევ­რო­პის რო­მე­ლი­მე ქვეყ­ნის მე­დი­ცი­ნას მი­მარ­თოს, თა­ვად თუ ვერ ჩავა, მო­ნა­ცე­მე­ბი მა­ინც გაგ­ზავ­ნოს, ახლა ონ­ლა­ინ ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ. რუ­სულ მე­დი­ცი­ნას, თა­ვად რუ­სე­ბი აღარ ენ­დო­ბი­ან", - წერს ინე­სა წუ­შ­ბა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახტანგი -71
18

არ დამბლოკოთ!!!რას ვერჩით ასლან ბჟანიას და მისი სახით აფხაზებს?ისტორიულად: - 697 - 786 წლებში არსებობდა აფხაზეთის სამთავრო, რომელმაც იარსება 89 წელი; - 786 - 978 წლებში არსებობდა აფხაზეთის სამეფო, რომელმაც იარსება 192 წელი. მის შემადგენლობაში მთელი დასავლეთ საქართველო შედიოდა, დედაქალაქი იყო დღევანდელი ქუთაისი, პირველი მეფე - ლეონ II;- 978 - 1412 წლებში აფხაზთა მეფის ინიციატივით შეიქმნა აფხაზურ-ქართული სახელმწიფო, რომელმაც გააერთიანა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველო და რომელმაც იარსება 434 წელი. გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე იყო ბაგრატ III; - ერთიანი საქართველოს დაშლის შემდეგ კვლავ შეიქმნა აფხაზეთის სამთავრო, რომელიც არსებობდა 1412 -1864 წლებში (სულ იარსება 452 წელი).აქედან: - 1412 -1490 წლებში (სულ 78 წელი) არსებობდა როგორც დამოუკიდებელი სამთავრო;- 1490 - 1810 წლებში (სულ 320 წელი) აფხაზეთი იყო ოსმალეთის იმპერიაში;- 1810 - 1917 წლებში (სულ 107 წელი) აფხაზეთი იყო რუსეთის იმპერიაში;- 1918 - 1921 წლებში (სულ 3 წელი) აფხაზეთი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში;- 1921- 1990 წლებში (სულ 69 წელი) აფხაზეთი იყო საბჭოთა საქართველოს შემადგენლობაში;- 1990 -1992 წლებში (სულ 2 წელი) აფხაზეთი იყო საქართველოს რესპუბლიკის შემადგენლობაში;- 1992 წლიდან დღემდე (სულ 31 წელი) რუსეთის ფედერაციის მხარდაჭერით არის თვითაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკა...ჩვენ ვთლით, რომ აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია. აფხაზებს არ ვეკითხებით თუ რა სურთ მათ? პ.ს. ჩემი პირადი აზრით მათ უნდათ რუსეთისა და საქართველოსაგან დამოუკიდებლად არსებობა, მაგრამ მჭიდრო ურთიერთკავშირში, როგორც რუსებთან, ასევე ქართველებთან!პ.პ.ს. სოციალურ ქსელში აფხაზებთან პოლემიკის დროს ერთმა აფხაზმა მომწერა:„ჩვენ ძმები ვართ, მაგრამ არა სისხლით!“

დედა გყაავს?
1

შენი ცოლი მეზობელს რომ შეუერთო როზეტში არგიფიქრია?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"სიმბოლურ შეხვედრებს ატარებს, სინამდვილეში, მოსკოვში სამკურნალოდ ჩადის" - რა დაემართა ასლან ბჟანიას და რას მალავს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი

"სიმბოლურ შეხვედრებს ატარებს,  სინამდვილეში, მოსკოვში სამკურნალოდ ჩადის" - რა დაემართა ასლან ბჟანიას და რას მალავს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი

ბჟანია ისევ მოსკოვში მკურნალობს...

ე.წ. სამუშაო ვიზიტით რუსეთში ყოფნისას, ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერი, ასლან ბჟანია შეუძლოდ გახდა და მოსკოვის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც საჭირო კვლევებს უტარებენ. აფხაზური მედიის ცნობით, "პრეზიდენტის" ე.წ. ადმინისტრაცია იტყობინება, რომ ბჟანიას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

rbc.ru-ს ცნობით, ბჟანია 60 წლის არის და მას შემდეგ, რაც ის "პრეზიდენტის" პოსტზეა, მესამედ აღმოჩნდა სამედიცინო დაწესებულებაში და სამივეჯერ რუსეთში.გამოცემის ცნობით, სამედიცინო დაწესებულებაში ის არჩევნების დროსაც მოხვდა.

"2020 წლის მარტში, ვიდრე პრეზიდენტი გახდებოდა, საარჩევნო კამპანიაში იყო ჩართული, რა დროსაც ცუდად გახდა. მისი მომხრეები ვარაუდობდნენ, რომ ის მოწამლეს. გამოკვლევებისთვის ბჟანია კრასნოდარში გადაიყვანეს...

მაშინდელმა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ვალერი ბგანბამ რუსეთის პროკურატურას, პოლიტიკოსის მოწამვლის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით მიმართა, თუმცა კრასნოდარის სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ის მოწამლული კი არ იყოს, რესპირატორული გაციება, ორმხრივი პმევმონია ჰქონდა. შესაბამისად, საქმე არ აღძრულა"< - წერს გამოცემა.

მისივე ცნობით, 2019 წელს, ბჟანია, დაცვის ორ წევრთან ერთად, სოხუმის ერთ-ერთ კაფეში, დაცვის ორ წევრთან ერთად მოწამლეს. კაფეში მჟანიამ ყავა დალია. სამივე მათგანი მოსკოვში, სავადმყოფოში გადაიყვანეს. ბჟანიამ "არჩევნებში" მონაწილეობის მიღება ვერ შეძლო. თუმცა, ეს საქმეც მალე ჩაიფარცხა...

"2022 წელს, ასლან ბჟანიას რუსეთის ერთ-ერთ კლინიკაში თირკმლის ოპერაცია გაუკეთეს, თუმცა ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია დუმდა და მხოლოდ გაკვრით განაცხადა, რომ რეაბილიტაციის მიზნით, ის რუსეთის ერთ-ერთი კლინიკაში მკურნალობდა", - წერს აფხაზური მედია.

ადგილობრივების თქმით, "ბჟანია რაღაცას მალავს და სინამდვილეში, ძალიან მძიმე დაავადებას ებრძვის, რადგან წელიწადში რამდენჯერმე მოსკოვის ან სოჭის კლინიკაში მკურნალობს".

"ეს არ არის მხოლოდ თირკმლების ამბავი. გასაგებია, რომ დიალეზით მკურნალობა სჭირდება, მისი გარემოცვა ამბობს, რომ პრეზიდენტი ძველებურად ენერგიული არ არის და მაშინაც, როდესაც ამბობენ, რომ მოსკოვში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა, სინამდვილეში, მხოლოდ სიმბოლურ შეხვედრებს ატარებს, რომელსაც ხშირად მეგობრული მოკითხვის ხასიათი აქვს. მოსკოვში ის სამკურნალოდ ჩადის, მაგრამ ამის აფიშირება არ სურს, რათა ოპოზიციამ პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოიყენოს", - მიაჩნია იასონ აფხაზს.

"დასამალი არც არის მისი ჯანმრთელობის ამბავი, იმდენჯერ მოწამლეს, გასაკვირი ის იქნებოდა, რომ პრობლემა არ ჰქონდეს. ბოლოს რომ შეხვდა მოსახლეობას, ფეხზე დგომა უჭირდა. მე უფრო ის მაკვირვევს, რომ მაინც რუსეთში გარბის. რატომ არ შეიძლება ევროპის რომელიმე ქვეყნის მედიცინას მიმართოს, თავად თუ ვერ ჩავა, მონაცემები მაინც გაგზავნოს, ახლა ონლაინ ყველაფერს აკეთებენ. რუსულ მედიცინას, თავად რუსები აღარ ენდობიან", - წერს ინესა წუშბა.