მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სხივური თერაპია, ქიმიოთერაპია და ჰორმონოთერაპია 25 ათასი ლარის ფარგლებში დაიფარება ყველასთვის" - რას ამბობს თამარ გაბუნია ონკოპაციენტების მკურნალობის დაფინანსებაზე
"სხივური თერაპია, ქიმიოთერაპია და ჰორმონოთერაპია 25 ათასი ლარის ფარგლებში დაიფარება ყველასთვის" - რას ამბობს თამარ გაბუნია ონკოპაციენტების მკურნალობის დაფინანსებაზე

"თუ აქამ­დე ჰორ­მო­ნო­თე­რა­პი­ის, ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის, სხი­ვუ­რი თე­რა­პი­ის და მე­დი­კა­მენ­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 40 000 ლა­რამ­დე შე­მო­სავ­ლის მქო­ნე პი­რე­ბის­თვის იყო, ახლა ნე­ბის­მი­ე­რი მო­ქა­ლა­ქე იქ­ნე­ბა პროგ­რა­მის მო­სარ­გებ­ლე", - ამის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ, თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ონ­კო­ლო­გი­უ­რი პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის, რო­მელ­თა შე­მო­სა­ვა­ლი წე­ლი­წად­ში 40 ათას ლარს აღე­მა­ტე­ბა, ჰორ­მო­ნო­თე­რა­პი­ის, ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის, სხი­ვუ­რი თე­რა­პი­ის და მე­დი­კა­მენ­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა უკვე და­ი­წყო.

მისი თქმით, ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებს პრო­ცე­დუ­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლებ­ში შე­უძ­ლი­ათ, და­ფი­ნან­სე­ბის მი­სა­ღე­ბი პრო­ცე­დუ­რა კი, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია.

"ეს პროგ­რა­მა ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის ფარ­გლებ­ში, რო­მე­ლიც დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია მთავ­რო­ბის 36-ე დად­გე­ნი­ლე­ბით და 2013 წლი­დან მუ­შა­ობს. ზო­გა­დად, ამ პროგ­რა­მის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი იყ­ვნენ ისი­ნი, ვი­საც წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­მო­სა­ვა­ლი 40 ათა­სამ­დე ჰქონ­და, ახლა კი ამ ცვლი­ლე­ბით, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, თუ რა მძი­მე შე­დე­გი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს არა­ნამ­კურ­ნა­ლებ­მა ონ­კო­ლო­გი­ურ­მა და­ა­ვა­დე­ბამ და რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მკურ­ნა­ლო­ბა­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა, სხი­ვუ­რი თე­რა­პია, ქი­მი­ო­თე­რა­პია და ჰორ­მო­ნო­თე­რა­პია [სპე­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, რო­მე­ლიც ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა და მა­ღა­ლი ეფექ­ტუ­რო­ბა ახა­სი­ა­თებს] 25 ათა­სი ლა­რის ფარ­გლებ­ში და­ი­ფა­რე­ბა ყვე­ლას­თვის.

თუ აქამ­დე იყო 40 000 ლა­რამ­დე შე­მო­სავ­ლის მქო­ნე პი­რე­ბის­თვის, ახლა ნე­ბის­მი­ე­რი მო­ქა­ლა­ქე შე­მო­სავ­ლის სტა­ტუ­სის მი­უ­ხე­და­ვად პროგ­რა­მის მო­სარ­გებ­ლე იქ­ნე­ბა.

პროგ­ნო­ზუ­ლი ბი­უ­ჯე­ტი გა­კე­თე­ბუ­ლია, ეს არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის ბი­უ­ჯე­ტი­დან, ცალ­კე კომ­პო­ნენ­ტი არ არის გა­მო­ყო­ფი­ლი.

პრო­ცე­დუ­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში, ძა­ლი­ან კარ­გად არის აწყო­ბი­ლი ეს პრო­ცე­დუ­რე­ბი. ვინც იღებს ამ სერ­ვი­სებს, იმ ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბის შე­დე­გე­ბი კარ­გია. პროგ­რა­მა და­წყე­ბუ­ლია უკვე, დად­გე­ნი­ლე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე ამოქ­მედ­და.

და­ფი­ნან­სე­ბის მი­სა­ღე­ბი პრო­ცე­დუ­რა ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია. კლი­ნი­კამ იცის სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში რო­გორ უნდა წარ­მო­ად­გი­ნოს მო­თხოვ­ნა კონ­კრე­ტუ­ლი სერ­ვი­სის ანა­ზღა­უ­რე­ბა­ზე. ამას გა­ნი­ხი­ლავს ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო, ადას­ტუ­რებს მო­თხოვ­ნას და პა­ცი­ენ­ტი იღებს შე­ტყო­ბი­ნე­ბას, რომ მისი სერ­ვი­სი და­ფი­ნანსდა“, - აღ­ნიშ­ნა გა­ბუ­ნი­ამ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Qeto
1

დაიწყო წინასაარჩევნო სპრინტი მოკლე , მოკლე მანძილზე! მერე მიშასავით მიყრიან "გაღიმებულებს"....

იიი
0

ბეყე ნახეთ, რა იფოკუსოს? ! ტანკისტმა აზარაშვილმა რა იცის, ამის ხელშია ოჟები!

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"სხივური თერაპია, ქიმიოთერაპია და ჰორმონოთერაპია 25 ათასი ლარის ფარგლებში დაიფარება ყველასთვის" - რას ამბობს თამარ გაბუნია ონკოპაციენტების მკურნალობის დაფინანსებაზე

"სხივური თერაპია, ქიმიოთერაპია და ჰორმონოთერაპია 25 ათასი ლარის ფარგლებში დაიფარება ყველასთვის" - რას ამბობს თამარ გაბუნია ონკოპაციენტების მკურნალობის დაფინანსებაზე

"თუ აქამდე ჰორმონოთერაპიის, ქიმიოთერაპიის, სხივური თერაპიის და მედიკამენტების დაფინანსება წლის განმავლობაში 40 000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებისთვის იყო, ახლა ნებისმიერი მოქალაქე იქნება პროგრამის მოსარგებლე", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ონკოლოგიური პაციენტებისთვის, რომელთა შემოსავალი წელიწადში 40 ათას ლარს აღემატება, ჰორმონოთერაპიის, ქიმიოთერაპიის, სხივური თერაპიის და მედიკამენტების დაფინანსება უკვე დაიწყო.

მისი თქმით, ბენეფიციარებს პროცედურების ჩატარება საქართველოში არსებულ სამედიცინო დაწესებულებში შეუძლიათ, დაფინანსების მისაღები პროცედურა კი, ძალიან მარტივია.

"ეს პროგრამა ხორციელდება საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში, რომელიც დამტკიცებულია მთავრობის 36-ე დადგენილებით და 2013 წლიდან მუშაობს. ზოგადად, ამ პროგრამის ბენეფიციარები იყვნენ ისინი, ვისაც წლის განმავლობაში შემოსავალი 40 ათასამდე ჰქონდა, ახლა კი ამ ცვლილებით, იმის გათვალისწინებით, თუ რა მძიმე შედეგი შეიძლება გამოიწვიოს არანამკურნალებმა ონკოლოგიურმა დაავადებამ და რამდენად მნიშვნელოვანია მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა, სხივური თერაპია, ქიმიოთერაპია და ჰორმონოთერაპია [სპეციალური მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება და მაღალი ეფექტურობა ახასიათებს] 25 ათასი ლარის ფარგლებში დაიფარება ყველასთვის.

თუ აქამდე იყო 40 000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებისთვის, ახლა ნებისმიერი მოქალაქე შემოსავლის სტატუსის მიუხედავად პროგრამის მოსარგებლე იქნება.

პროგნოზული ბიუჯეტი გაკეთებულია, ეს არის გათვალისწინებული საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტიდან, ცალკე კომპონენტი არ არის გამოყოფილი.

პროცედურების ჩატარება შესაძლებელია საქართველოში, ძალიან კარგად არის აწყობილი ეს პროცედურები. ვინც იღებს ამ სერვისებს, იმ ბენეფიციარების შედეგები კარგია. პროგრამა დაწყებულია უკვე, დადგენილების მიღებისთანავე ამოქმედდა.

დაფინანსების მისაღები პროცედურა ძალიან მარტივია. კლინიკამ იცის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში როგორ უნდა წარმოადგინოს მოთხოვნა კონკრეტული სერვისის ანაზღაურებაზე. ამას განიხილავს ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, ადასტურებს მოთხოვნას და პაციენტი იღებს შეტყობინებას, რომ მისი სერვისი დაფინანსდა“, - აღნიშნა გაბუნიამ "ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.