მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველაზე მეტი ცხედარი კოტეჯების მიმდებარედ ვიპოვეთ" - რას ამბობს მღებრიშვილი დაკარგულთა სიაზე და როდემდე გაგრძელდება სამძებრო სამუშაოები შოვში?
"ყველაზე მეტი ცხედარი კოტეჯების მიმდებარედ ვიპოვეთ" - რას ამბობს მღებრიშვილი დაკარგულთა სიაზე და როდემდე გაგრძელდება სამძებრო სამუშაოები შოვში?

"პრე­მი­ე­რის და­ვა­ლე­ბით და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი იმ დრომ­დე გაგ­რძელ­დე­ბა, ვიდ­რე იარ­სე­ბებს თუნ­დაც მცი­რე­ო­დე­ნი შან­სი იმის, რომ გარ­დაც­ვლი­ლი იყოს ნა­ნა­ხი, ან თუნ­დაც რა­ი­მეს სა­ხის ფრაგ­მენ­ტი", - ამის შე­სა­ხებ სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა თე­მურ მღებ­რიშ­ვილ­მა შოვ­ში მომ­ხდა­რი სტი­ქი­ის შე­დე­გე­ბის აღ­მო­ფხვრის­თვის მიმ­დი­ნა­რე სა­მუ­შა­ო­ე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ მე­დი­ას­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლით მან ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვას უპა­სუ­ხა, თუ რო­დის დას­რულ­დე­ბა შოვ­ში სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

"ზო­გა­დად, რა თქმა უნდა, არ­სე­ბობს გო­ნივ­რუ­ლი ვა­დე­ბი, იმ ანა­ლი­ზებ­ზე დაყ­რდნო­ბით, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა კეთ­დე­ბო­დეს სტი­ქი­უ­რი უბე­დუ­რე­ბის ზო­ნებ­ში. თუმ­ცა, პრე­მი­ე­რის და­ვა­ლე­ბით და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი იმ დრომ­დე გაგ­რძელ­დე­ბა, ვიდ­რე იარ­სე­ბებს თუნ­დაც მცი­რე­ო­დე­ნი შან­სი იმის, რომ გარ­დაც­ვლი­ლი იყოს ნა­ნა­ხი, ან თუნ­დაც რა­ი­მეს სა­ხის ფრაგ­მენ­ტი“, - აღ­ნიშ­ნა მღებ­რიშ­ვილ­მა.

გარ­და ამი­სა, მღებ­რიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ყვე­ლა­ზე მეტი ცხე­და­რი, და­ახ­ლო­ე­ბით 12, ე.წ. კო­ტე­ჯე­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იპო­ვეს.

მისი თქმით, ამ­ჟა­მად ინ­ტენ­სი­უ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი 10 ლო­კა­ცი­ა­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს. რაც შე­ე­ხე­ბა ცო­ცხალ ძა­ლას, თე­მურ მღებ­რიშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, რომ ამ დრო­ის­თვის სტი­ქი­ის ზო­ნა­ში, სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში 800-ზე მეტი ადა­მი­ა­ნია ჩარ­თუ­ლი.

რო­გორც მღებ­რიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, სტი­ქი­ის მე­ო­რე დღეს­ვე და­კარ­გუ­ლი პი­რე­ბის სია გა­ნი­სა­ზღვრა 36 პი­რით, მოხ­და 33 პი­რის ზუს­ტი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, ხოლო ერთი პი­რის ვი­ნა­ო­ბა მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ზუს­ტდა.

"უწყვეტ რე­ჟიმ­ში გრძელ­დე­ბო­და სა­გა­მო­ძი­ე­ბო და ოპე­რა­ტი­უ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი. და­ი­დენ­ტი­ფი­ცირ­და შე­ტყო­ბი­ნე­ბებ­ში მყო­ფი პი­რე­ბი, მათ შო­რის უცხო ქვეყ­ნის ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქე და სა­ბო­ლო­ოდ სტი­ქი­ის შე­დე­გად და­კარ­გუ­ლად ჩა­ით­ვა­ლა უკ­რა­ი­ნის რეს­პუბ­ლი­კის ორი და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ერთი მო­ქა­ლა­ქე. მე­ო­რე დღეს­ვე და­კარ­გუ­ლი პი­რე­ბის სია გა­ნი­სა­ზღვრა 36 პი­რით, სა­ი­და­ნაც 2 პირ­თან მა­ლე­ვე მოხ­და და­კავ­ში­რე­ბა. და­კარ­გუ­ლი 34 პი­რი­დან, მოხ­და 33 პი­რის ზუს­ტი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, ხოლო ერთი პი­რის - ზუ­რაბ ბი­ბი­ლე­იშ­ვი­ლის ვი­ნა­ო­ბის დად­გე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ინ­ტენ­სი­უ­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი და სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად, მოხ­და შე­ტყო­ბი­ნე­ბის ინი­ცი­ა­ტორ­თან ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­ზუს­ტე­ბა და ამ მო­ნა­ცე­მე­ბის მქო­ნე პი­რის და­კარ­გულ­თა სი­ი­დან ამო­ღე­ბა მოხ­და“, - გა­ნა­ცხა­და თე­მურ მღებ­რიშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!
4

შოვში აკრძალული იყო მოსახლეობის განსახლება, სულ რამდენიმე სანატორიუმ, დასასვენებელი სახლი არსებობდა(ეს იმ ავად სახსენებელ წესრიგის დროს), ეხლა ვისაც სად მიეპრიანება იქ სახლდება და აშენებს ნაგებობას და აი შედეგიც

კ ო მ ბ ლ ე
29

ასჯერ მაინც დაწერეს თვითმხილველებმა;; „ჩვენი გმირი მაშველები შიშველი ხელებით ებრძოდნენ სტიქიას!“

აბა ამი მერე რაღა უნდა ვთქვა? სამაშველო სამსახურს ბარი და ლაფატკაც თუ არა აქვსმ და შიშველ ხელების იმედად არიან, ეს ვისი უფროსი ნაჩალნიკია? რომელ საგანგებო სიტუციებს ებრძვის? კარგით რაა, ქვის ხანაში ვართ ჩარჩენილები სა კარგს იზავთ, თუ ამ ყაიმაზას მოზრდილ ქვას მოაბავთ კისერზე და ბაც! მტკვარში, თუ მართლა მაგარია, გამოცუროს!

ისიც კი არ იცის, სულ რამდენი ადამიანია დაღუპული.. ნამდვილი ტროცკია. კაზა ბლინ!

ავტორი:

"ყველაზე მეტი ცხედარი კოტეჯების მიმდებარედ ვიპოვეთ" - რას ამბობს მღებრიშვილი დაკარგულთა სიაზე და როდემდე გაგრძელდება სამძებრო სამუშაოები შოვში?

"ყველაზე მეტი ცხედარი კოტეჯების მიმდებარედ ვიპოვეთ" - რას ამბობს მღებრიშვილი დაკარგულთა სიაზე და როდემდე გაგრძელდება სამძებრო სამუშაოები შოვში?

"პრემიერის დავალებით და გადაწყვეტილებით, სამძებრო სამუშაოები იმ დრომდე გაგრძელდება, ვიდრე იარსებებს თუნდაც მცირეოდენი შანსი იმის, რომ გარდაცვლილი იყოს ნანახი, ან თუნდაც რაიმეს სახის ფრაგმენტი", - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა შოვში მომხდარი სტიქიის შედეგების აღმოფხვრისთვის მიმდინარე სამუშაოებისა და განვითარებული მოვლენების შესახებ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

აღნიშნულით მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, თუ როდის დასრულდება შოვში სამძებრო სამუშაოები.

"ზოგადად, რა თქმა უნდა, არსებობს გონივრული ვადები, იმ ანალიზებზე დაყრდნობით, რომელიც შეიძლება კეთდებოდეს სტიქიური უბედურების ზონებში. თუმცა, პრემიერის დავალებით და გადაწყვეტილებით, სამძებრო სამუშაოები იმ დრომდე გაგრძელდება, ვიდრე იარსებებს თუნდაც მცირეოდენი შანსი იმის, რომ გარდაცვლილი იყოს ნანახი, ან თუნდაც რაიმეს სახის ფრაგმენტი“, - აღნიშნა მღებრიშვილმა.

გარდა ამისა, მღებრიშვილმა აღნიშნა, რომ ყველაზე მეტი ცხედარი, დაახლოებით 12, ე.წ. კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს.

მისი თქმით, ამჟამად ინტენსიური სამუშაოები 10 ლოკაციაზე მიმდინარეობს. რაც შეეხება ცოცხალ ძალას, თემურ მღებრიშვილი განმარტავს, რომ ამ დროისთვის სტიქიის ზონაში, სამძებრო ღონისძიებებში 800-ზე მეტი ადამიანია ჩართული.

როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, სტიქიის მეორე დღესვე დაკარგული პირების სია განისაზღვრა 36 პირით, მოხდა 33 პირის ზუსტი იდენტიფიცირება, ხოლო ერთი პირის ვინაობა მოგვიანებით დაზუსტდა.

"უწყვეტ რეჟიმში გრძელდებოდა საგამოძიებო და ოპერატიული სამუშაოები. დაიდენტიფიცირდა შეტყობინებებში მყოფი პირები, მათ შორის უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქე და საბოლოოდ სტიქიის შედეგად დაკარგულად ჩაითვალა უკრაინის რესპუბლიკის ორი და რუსეთის ფედერაციის ერთი მოქალაქე. მეორე დღესვე დაკარგული პირების სია განისაზღვრა 36 პირით, საიდანაც 2 პირთან მალევე მოხდა დაკავშირება. დაკარგული 34 პირიდან, მოხდა 33 პირის ზუსტი იდენტიფიცირება, ხოლო ერთი პირის - ზურაბ ბიბილეიშვილის ვინაობის დადგენა ვერ მოხერხდა. მოგვიანებით ჩატარებული ინტენსიური ოპერატიული და სამძებრო სამუშაოების შედეგად, მოხდა შეტყობინების ინიციატორთან ინფორმაციის გადაზუსტება და ამ მონაცემების მქონე პირის დაკარგულთა სიიდან ამოღება მოხდა“, - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.