საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უყვარდათ ყველგან, სამშობლოს გარდა" - გარდაიცვალა საოცარი ისტორიის მუსიკოსი, რომელიც თავს მშენებლობაზე მუშაობით ირჩენდა, სამხრეთ აფრიკაში კი მუსიკის ღმერთად ჰყავდათ გამოცხადებული
"უყვარდათ ყველგან, სამშობლოს გარდა" - გარდაიცვალა საოცარი ისტორიის მუსიკოსი, რომელიც თავს მშენებლობაზე მუშაობით ირჩენდა, სამხრეთ აფრიკაში კი მუსიკის ღმერთად ჰყავდათ გამოცხადებული

81 წლის ასაკ­ში ამე­რი­კე­ლი მუ­სი­კო­სი სიქსტო როდ­რი­გე­სი გარ­და­იც­ვა­ლა. როდ­რი­გე­სის ხან­მოკ­ლე კა­რი­ე­რა 1960-იანი წლე­ბის ბო­ლოს და­ი­წყო და 70-იანი წლე­ბის და­სა­წყი­სამ­დე გაგ­რძელ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამე­რი­კის მუ­სი­კა­ლუ­რი ინ­დუსტრი­ის აღი­ა­რე­ბა ვერ მო­ი­პო­ვა, სამ­ხრეთ აფ­რი­კის რეს­პუბ­ლი­კა­ში ნამ­დვილ სუ­პერ­ვარ­სკვლა­ვად იქცა.

  • ად­რე­უ­ლი ცხოვ­რე­ბა და კა­რი­ე­რა

სიქსტო როდ­რი­გე­სი მექ­სი­კე­ლი ემიგ­რან­ტე­ბის ოჯახ­ში მე­ექ­ვსე შვი­ლი იყო. მშობ­ლებ­მა სა­ხე­ლი და­ბა­დე­ბის რი­გის მი­ხედ­ვით და­არ­ქვეს - "Sixto“ ეს­პა­ნუ­რად მე­ექ­ვსეს ნიშ­ნავს. 16 წლის ასაკ­ში როდ­რი­გეს­მა გი­ტა­რა­ზე დაკ­ვრა და­ი­წყო და სა­შუ­ა­ლო სკო­ლა მი­ა­ტო­ვა.

1970 და 1971 წლებ­ში ორი ალ­ბო­მი გა­მო­უშ­ვა - სა­ხელ­წო­დე­ბით Cold Fact და Coming From Reality - ორი­ვე მათ­გა­ნი კო­მერ­ცი­უ­ლად წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი გა­მოდ­გა და ჩამ­წერ­მა კომ­პა­ნი­ამ როდ­რი­გეს­თან კონ­ტრაქ­ტი შე­წყვი­ტა. ამის მი­უ­ხე­და­ვად, ჩა­ნა­წე­რებ­მა სა­კულ­ტო სტა­ტუ­სი მო­ი­პო­ვა სხვა ქვეყ­ნებ­ში, კერ­ძოდ, ავ­სტრა­ლი­ა­სა და სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში - იქ მისი სიმ­ღე­რე­ბი ხში­რად ის­მო­და რა­დი­ო­ში და დიდი რა­ო­დე­ნო­ბი­თაც იყი­დე­ბო­და.

სამ­ხრეთ აფ­რი­კის ახალ­გაზ­რდო­ბის­თვის როდ­რი­გე­სის სიმ­ღე­რე­ბი ანტი-აპარ­ტე­ი­დის მოძ­რა­ო­ბის არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ ჰიმ­ნად იქცა. თა­ვად მომ­ღე­რალს კი ისეთ როკ-ვარ­სკვლა­ვებს ადა­რებ­დნენ, რო­გო­რე­ბიც ბობ დი­ლა­ნი და ჯიმი ჰენ­დრიქ­სი იყ­ვნენ.

როდ­რი­გეს­მა მუ­სი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რა 1976 წელს და­ას­რუ­ლა, დეტ­რო­ი­ტში მი­ტო­ვე­ბუ­ლი სახ­ლი იყი­და და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში თავს მშე­ნებ­ლო­ბებ­ზე მუ­შა­ო­ბით ირ­ჩენ­და, პა­რა­ლე­ლუ­რად კი სამ ქა­ლიშ­ვილს ზრდი­და. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, დაკ­ვრა არას­დროს შე­უ­წყვე­ტია და ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის­თვის კონ­ცერ­ტებს მარ­თავ­და.

  • ხე­ლა­ხა­ლი აღ­მო­ჩე­ნა და პო­პუ­ლა­რო­ბა სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში

წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში როდ­რი­გე­სის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ერ­თი ჭორი და­დი­ო­და - ლა­პა­რა­კობ­დნენ იმა­ზე, რომ მომ­ღე­რალ­მა თით­ქოს თავი სცე­ნა­ზე მო­იკ­ლა, ზოგი ამ­ბობ­და, რომ ნარ­კო­ტი­კე­ბის გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი დო­ზით გარ­და­იც­ვა­ლაო, ზო­გიც კი ამ­ტკი­ცებ­და, რომ როდ­რი­გე­სი ცო­ცხა­ლი იყო და ფსი­ქი­ატ­რი­ულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

1996 წელს ჩა­ნა­წე­რე­ბის მა­ღა­ზი­ის მფლო­ბელ­მა სტე­ფან სე­გერ­მან­მა და ჟურ­ნა­ლის­ტმა კრე­იგ ბარ­თლო­მე­ომ როდ­რი­გე­სის ძებ­ნა და­ი­წყეს. მათ შექ­მნეს ვებგ­ვერ­დი სა­ხელ­წო­დე­ბით Great Rodriguez Hunt და აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ მომ­ღე­რა­ლი დეტ­რო­ი­ტში ცხოვ­რობ­და.

1998 წელს მის­თვის სამ­ხრეთ აფ­რი­კის ტური მო­ე­წყო, რო­მელ­საც მოჰ­ყვა გას­ტრო­ლე­ბი ნა­მი­ბი­ა­ში, ინ­გლის­ში, ავ­სტრა­ლი­ა­სა და ნი­დერ­ლან­დებ­ში.

2012 წელს როდ­რი­გესს პო­პუ­ლა­რო­ბის მო­რი­გი ტალ­ღა ეწ­ვია - ამ­ჯე­რად მთელ მსოფ­ლი­ო­ში. ის მა­ლიქ ბენ­ჯე­ლუ­ლის დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მის “Searching for Sugar Man”- ის მთა­ვა­რი გმი­რი გახ­და. ფილ­მი სამ­ხრეთ კე­ი­პთა­უნ­ში მცხოვ­რებ ორ ადა­მი­ან­ზე გვიყ­ვე­ბა, რომ­ლე­ბიც სიქსტო როდ­რი­გე­სის პოვ­ნას ცდი­ლო­ბენ.

2013 წლის 10 თე­ბერ­ვალს ფილმმა BAFTA-ს ჯილ­დო მო­ი­პო­ვა, ორი კვი­რის შემ­დეგ კი, სა­უ­კე­თე­სო დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მის ნო­მი­ნა­ცი­ა­ში, "ოს­კა­რის" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და.

პირ­ვე­ლი ალ­ბო­მის გა­მოს­ვლი­დან 30 წლის შემ­დეგ, როდ­რი­გეს­მა აღი­ა­რე­ბა სამ­შობ­ლო­შიც მო­ი­პო­ვა - 2018 წელს გას­ტრო­ლე­ბი აშშ-სა და კა­ნა­და­ში გა­მარ­თა.

სიქსტო როდ­რი­გე­სი 2023 წლის 8 აგ­ვის­ტოს, 81 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

"ის იყო ლე­გენ­და სა­ო­ცა­რი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი ის­ტო­რი­ით. აშშ-ში არ აფა­სებ­დნენ, მაგ­რამ აქ, სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში ყვე­ლას ძა­ლი­ან უყ­ვარ­და. მის მსგავსს ვე­ღა­რას­დროს ვი­ხი­ლავთ“, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა მის გარ­დაც­ვა­ლე­ბას სამ­ხრეთ აფ­რი­კე­ლი მუ­სი­კო­სი დე­ვიდ სკო­ტი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"უყვარდათ ყველგან, სამშობლოს გარდა" - გარდაიცვალა საოცარი ისტორიის მუსიკოსი, რომელიც თავს მშენებლობაზე მუშაობით ირჩენდა, სამხრეთ აფრიკაში კი მუსიკის ღმერთად ჰყავდათ გამოცხადებული

"უყვარდათ ყველგან, სამშობლოს გარდა" - გარდაიცვალა საოცარი ისტორიის მუსიკოსი, რომელიც თავს მშენებლობაზე მუშაობით ირჩენდა, სამხრეთ აფრიკაში კი მუსიკის ღმერთად ჰყავდათ გამოცხადებული

81 წლის ასაკში ამერიკელი მუსიკოსი სიქსტო როდრიგესი გარდაიცვალა. როდრიგესის ხანმოკლე კარიერა 1960-იანი წლების ბოლოს დაიწყო და 70-იანი წლების დასაწყისამდე გაგრძელდა. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის მუსიკალური ინდუსტრიის აღიარება ვერ მოიპოვა, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ნამდვილ სუპერვარსკვლავად იქცა.

  • ადრეული ცხოვრება და კარიერა

სიქსტო როდრიგესი მექსიკელი ემიგრანტების ოჯახში მეექვსე შვილი იყო. მშობლებმა სახელი დაბადების რიგის მიხედვით დაარქვეს - "Sixto“ ესპანურად მეექვსეს ნიშნავს. 16 წლის ასაკში როდრიგესმა გიტარაზე დაკვრა დაიწყო და საშუალო სკოლა მიატოვა.

1970 და 1971 წლებში ორი ალბომი გამოუშვა - სახელწოდებით Cold Fact და Coming From Reality - ორივე მათგანი კომერციულად წარუმატებელი გამოდგა და ჩამწერმა კომპანიამ როდრიგესთან კონტრაქტი შეწყვიტა. ამის მიუხედავად, ჩანაწერებმა საკულტო სტატუსი მოიპოვა სხვა ქვეყნებში, კერძოდ, ავსტრალიასა და სამხრეთ აფრიკაში - იქ მისი სიმღერები ხშირად ისმოდა რადიოში და დიდი რაოდენობითაც იყიდებოდა.

სამხრეთ აფრიკის ახალგაზრდობისთვის როდრიგესის სიმღერები ანტი-აპარტეიდის მოძრაობის არაოფიციალურ ჰიმნად იქცა. თავად მომღერალს კი ისეთ როკ-ვარსკვლავებს ადარებდნენ, როგორებიც ბობ დილანი და ჯიმი ჰენდრიქსი იყვნენ.

როდრიგესმა მუსიკალური კარიერა 1976 წელს დაასრულა, დეტროიტში მიტოვებული სახლი იყიდა და წლების განმავლობაში თავს მშენებლობებზე მუშაობით ირჩენდა, პარალელურად კი სამ ქალიშვილს ზრდიდა. მიუხედავად ამისა, დაკვრა არასდროს შეუწყვეტია და ადგილობრივებისთვის კონცერტებს მართავდა.

  • ხელახალი აღმოჩენა და პოპულარობა სამხრეთ აფრიკაში

წლების განმავლობაში სამხრეთ აფრიკაში როდრიგესის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არაერთი ჭორი დადიოდა - ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ მომღერალმა თითქოს თავი სცენაზე მოიკლა, ზოგი ამბობდა, რომ ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზით გარდაიცვალაო, ზოგიც კი ამტკიცებდა, რომ როდრიგესი ცოცხალი იყო და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იმყოფებოდა.

1996 წელს ჩანაწერების მაღაზიის მფლობელმა სტეფან სეგერმანმა და ჟურნალისტმა კრეიგ ბართლომეომ როდრიგესის ძებნა დაიწყეს. მათ შექმნეს ვებგვერდი სახელწოდებით Great Rodriguez Hunt და აღმოაჩინეს, რომ მომღერალი დეტროიტში ცხოვრობდა.

1998 წელს მისთვის სამხრეთ აფრიკის ტური მოეწყო, რომელსაც მოჰყვა გასტროლები ნამიბიაში, ინგლისში, ავსტრალიასა და ნიდერლანდებში.

2012 წელს როდრიგესს პოპულარობის მორიგი ტალღა ეწვია - ამჯერად მთელ მსოფლიოში. ის მალიქ ბენჯელულის დოკუმენტური ფილმის “Searching for Sugar Man”- ის მთავარი გმირი გახდა. ფილმი სამხრეთ კეიპთაუნში მცხოვრებ ორ ადამიანზე გვიყვება, რომლებიც სიქსტო როდრიგესის პოვნას ცდილობენ.

2013 წლის 10 თებერვალს ფილმმა BAFTA-ს ჯილდო მოიპოვა, ორი კვირის შემდეგ კი, საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ნომინაციაში, "ოსკარის" გამარჯვებული გახდა.

პირველი ალბომის გამოსვლიდან 30 წლის შემდეგ, როდრიგესმა აღიარება სამშობლოშიც მოიპოვა - 2018 წელს გასტროლები აშშ-სა და კანადაში გამართა.

სიქსტო როდრიგესი 2023 წლის 8 აგვისტოს, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.

"ის იყო ლეგენდა საოცარი ცხოვრებისეული ისტორიით. აშშ-ში არ აფასებდნენ, მაგრამ აქ, სამხრეთ აფრიკაში ყველას ძალიან უყვარდა. მის მსგავსს ვეღარასდროს ვიხილავთ“, - ასე გამოეხმაურა მის გარდაცვალებას სამხრეთ აფრიკელი მუსიკოსი დევიდ სკოტი.