მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეცნიერებმა დაადგინეს, რამდენი ნაბიჯის გავლაა დღეში საჭირო იმისთვის, რომ დაავადებების გაჩენის რისკი შემცირდეს და სიცოცხლე გახანგრძლივდეს
მეცნიერებმა დაადგინეს, რამდენი ნაბიჯის გავლაა დღეში საჭირო იმისთვის, რომ დაავადებების გაჩენის რისკი შემცირდეს და სიცოცხლე გახანგრძლივდეს

მკვლევ­რებ­მა გა­მო­ავ­ლი­ნეს, თუ რამ­დე­ნი ნა­ბი­ჯის გა­და­ად­გმაა სა­ჭი­რო დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის გა­ჩე­ნის რის­კის შე­სამ­ცი­რებ­ლად და სი­ცო­ცხლის გა­სა­ხან­გრძლი­ვებ­ლად. ეს იმა­ზე ცო­ტაა, ვიდ­რე თქვენ გგო­ნი­ათ.

პრე­ვენ­ცი­უ­ლი კარ­დი­ო­ლო­გი­ის ევ­რო­პულ ჟურ­ნალ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი კვლე­ვა გვე­უბ­ნე­ბა, რომ დღე­ში მი­ნი­მუმ 2 337 ნა­ბი­ჯის გავ­ლა გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბის­გან გარ­დაც­ვა­ლე­ბის რისკს ამ­ცი­რებს, 3 967 ნა­ბი­ჯი კი სხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბით სიკ­ვდი­ლის რისკს.

ახალ­მა კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ ცო­ტა­ო­დე­ნი სი­ა­რუ­ლიც კი სა­სარ­გებ­ლოა ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის, თუმ­ცა მეც­ნი­ე­რე­ბი ხაზს უს­ვა­მენ, რომ რაც უფრო მეტს და­დის ადა­მი­ა­ნი, ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის მით უკე­თე­სია.

კვლე­ვა­ში ჩარ­თუ­ლი იყო 226 889 ადა­მი­ა­ნი.

"ჩვენ და­ვამ­ტკი­ცეთ, რომ რაც უფრო მეტს დავ­დი­ვართ, მით უკე­თე­სი გავ­ლე­ნა აქვს ამას ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე",- აცხა­დებს კვლე­ვის ხელ­მძღვა­ნე­ლი და კარ­დი­ო­ლო­გი­ის პრო­ფე­სო­რი, მა­ჩეი ბა­ნა­ხი.

ჯერ­ჯე­რო­ბით, იმის ლი­მი­ტი, თუ რამ­დე­ნი ნა­ბი­ჯი უნდა გა­ი­ა­როს ადა­მი­ან­მა დღე­ში, დად­გე­ნი­ლი არაა.

სი­ა­რუ­ლი ხში­რად ვარ­ჯი­შის და­უ­ფა­სე­ბე­ლი ფორ­მაა.

კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ ცხოვ­რე­ბის აქ­ტი­ურ წესს, თუნ­დაც ეს მა­ღა­ზი­ებ­ში ფე­ხით სი­ა­რუ­ლი იყოს, ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის მრა­ვა­ლი სარ­გე­ბე­ლი მო­აქვს.

სხვა­დას­ხვა კვლე­ვა აჩ­ვე­ნებს, რომ მოძ­რა­ო­ბის და ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა, მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზე­ზია.

კვლე­ვის თა­ნახ­მად, და­ა­ვა­დე­ბებ­თან საბ­რძოლ­ვე­ლად, 60 წლამ­დე ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის უფრო ეფექ­ტი­ა­ნი სი­ა­რუ­ლი, ვიდ­რე უფ­რო­სი ასა­კის ადა­მი­ა­ნებ­ში. ხან­დაზ­მუ­ლებ­ში, რომ­ლე­ბიც დღე­ში 6 000-დან 10 000 ნა­ბიჯს გა­დი­ოდ­ნენ, 42%-ით შემ­ცირ­და სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა, ხოლო ახალ­გაზ­რდებ­ში, რომ­ლე­ბიც დღე­ში 7 000-13 000 ნა­ბიჯს და­დი­ოდ­ნენ, 49%-ით. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბა­ნახ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სჯობს, რაც შე­იძ­ლე­ბა ად­რე­ულ ასაკ­ში და­ვი­წყოთ გან­სა­ზღვრუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გავ­ლა და რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ვი­ა­როთ.

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის და პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრის ცნო­ბით, აშშ-ში ყო­ველ 33 წამ­ში ერთი ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბის­გან.

გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბის მი­ზე­ზი ხში­რა­დაა უმოძ­რა­ო­ბა, ამი­ტომ, მეც­ნი­ე­რე­ბი თვლი­ან, რომ თუნ­დაც თუნ­დაც ხან­მოკ­ლე დრო­ით სი­ა­რულს შე­უძ­ლია, არა­ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესი შეგ­ვიც­ვა­ლოს.

წყა­რო: newsweek

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჰაჰა
4

ჯობდა დაგეწერათ, რამდენი საათი ვიაროთ

ვაჟა-ს
2

იმ საუკუნეებში რასაც თქვენ გულისხმობთ რა პირობებში ცხოვრობდნენ, არასრულფასოვანი კვება, სიცივე, საშინელი ჰიგიენა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

მეცნიერებმა დაადგინეს, რამდენი ნაბიჯის გავლაა დღეში საჭირო იმისთვის, რომ დაავადებების გაჩენის რისკი შემცირდეს და სიცოცხლე გახანგრძლივდეს

მეცნიერებმა დაადგინეს, რამდენი ნაბიჯის გავლაა დღეში საჭირო იმისთვის, რომ დაავადებების გაჩენის რისკი შემცირდეს და სიცოცხლე გახანგრძლივდეს

მკვლევრებმა გამოავლინეს, თუ რამდენი ნაბიჯის გადაადგმაა საჭირო დღის განმავლობაში სხვადასხვა დაავადებების გაჩენის რისკის შესამცირებლად და სიცოცხლის გასახანგრძლივებლად. ეს იმაზე ცოტაა, ვიდრე თქვენ გგონიათ.

პრევენციული კარდიოლოგიის ევროპულ ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევა გვეუბნება, რომ დღეში მინიმუმ 2 337 ნაბიჯის გავლა გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან გარდაცვალების რისკს ამცირებს, 3 967 ნაბიჯი კი სხვა დაავადებებით სიკვდილის რისკს.

ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ცოტაოდენი სიარულიც კი სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, თუმცა მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ რაც უფრო მეტს დადის ადამიანი, ჯანმრთელობისთვის მით უკეთესია.

კვლევაში ჩართული იყო 226 889 ადამიანი.

"ჩვენ დავამტკიცეთ, რომ რაც უფრო მეტს დავდივართ, მით უკეთესი გავლენა აქვს ამას ჯანმრთელობაზე",- აცხადებს კვლევის ხელმძღვანელი და კარდიოლოგიის პროფესორი, მაჩეი ბანახი.

ჯერჯერობით, იმის ლიმიტი, თუ რამდენი ნაბიჯი უნდა გაიაროს ადამიანმა დღეში, დადგენილი არაა.

სიარული ხშირად ვარჯიშის დაუფასებელი ფორმაა.

კვლევამ აჩვენა, რომ ცხოვრების აქტიურ წესს, თუნდაც ეს მაღაზიებში ფეხით სიარული იყოს, ჯანმრთელობისთვის მრავალი სარგებელი მოაქვს.

სხვადასხვა კვლევა აჩვენებს, რომ მოძრაობის და ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა, მსოფლიოს მასშტაბით, სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

კვლევის თანახმად, დაავადებებთან საბრძოლველად, 60 წლამდე ადამიანებისთვის უფრო ეფექტიანი სიარული, ვიდრე უფროსი ასაკის ადამიანებში. ხანდაზმულებში, რომლებიც დღეში 6 000-დან 10 000 ნაბიჯს გადიოდნენ, 42%-ით შემცირდა სიკვდილიანობა, ხოლო ახალგაზრდებში, რომლებიც დღეში 7 000-13 000 ნაბიჯს დადიოდნენ, 49%-ით. აქედან გამომდინარე, ბანახმა განაცხადა, რომ სჯობს, რაც შეიძლება ადრეულ ასაკში დავიწყოთ განსაზღვრული ნაბიჯების გავლა და რაც შეიძლება მეტი ვიაროთ.

დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის ცნობით, აშშ-ში ყოველ 33 წამში ერთი ადამიანი იღუპება გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მიზეზი ხშირადაა უმოძრაობა, ამიტომ, მეცნიერები თვლიან, რომ თუნდაც თუნდაც ხანმოკლე დროით სიარულს შეუძლია, არაჯანსაღი ცხოვრების წესი შეგვიცვალოს.

წყარო: newsweek

მოამზადა: ანა სიბოშვილმა