შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს და ამით მეწყრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა.
აღნიშნულის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარტია "ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"განახლებული მონაცემებით, სულ ნაპოვნია 20 ადამიანის ცხედარი. ასეთ კრიტიკულ მომენტში გადამწყვეტია სოლიდარობა და თანადგომა. ამიტომ, მინდა უპირველეს ყოვლისა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სოფელ გლოლის მოსახლეობას“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სამაშველო ღონისძიების ფარგლებში უსაფრთხოდ გამოიყვანეს 200-ზე მეტი ადამიანი.
ღამე რომ ყოფილიყოო წარმოდგენაც შეუძლებელია იქ რა მოხდებოდანათელში ამყოფოთ გმერთმა გარდაცვლილთა სულები, ღმერთმა გვაკმაროს
პაპუასა როგორ გვადგებაა