სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ასე არავის მოუნდება ჩვენთან თანაცხოვრება. უკვე რამდენიმე ადამიანია მოკლული სოხუმის ცენტრში. დღისით, მზისით" - მორიგი მკვლელობა ოკუპირებულ აფხაზეთში: რა მოხდა სოხუმში
"ასე არავის მოუნდება ჩვენთან თანაცხოვრება. უკვე რამდენიმე ადამიანია მოკლული სოხუმის ცენტრში. დღისით, მზისით" - მორიგი მკვლელობა ოკუპირებულ აფხაზეთში: რა მოხდა სოხუმში

სო­ხუმ­ში თურ­ქე­თი­დან ე.წ. რე­პატ­რი­ან­ტი, 56 წლის ხან-იპა რიდ­ვან ინ­ხან-იპა ჩა­ცხრი­ლეს. ის ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში ცხოვ­რობ­და და ბიზ­ნე­სი ჰქონ­და. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, მკვლე­ლო­ბა 7 აგ­ვის­ტოს ღა­მით მოხ­და. მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე კი ძებ­ნა ორ პირ­ზე გა­მო­ცხად­და.

"მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ცხელ კვალ­ზე, გა­ლის რა­ი­ონ­ში, ტე­რეშ­კო­ვას ქუ­ჩა­ზე, უზ­ბე­კე­თის მო­ქა­ლა­ქე, 1992 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ოტ­ბეკ სა­ლო­მო­ვი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მო­ქა­ლა­ქე, 1998 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ალი იბ­რა­გიმო­ვი და­ა­კა­ვეს. მათ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წი­ეს, თუმ­ცა და­კა­ვე­ბა მა­ინც შეძ­ლეს.

ხან-იპა რიდ­ვან ინ­ხან იპა თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის ქა­ლაქ ნა­პა­ზა­რა­ში და­ი­ბა­და. თურ­ქუ­ლის გარ­და, აფხა­ზე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბაც ჰქონ­და და აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში. სო­ხუმ­ში მას რამ­დე­ნი­მე ბიზ­ნე­სი, ასე­ვე კო­მერ­ცი­უ­ლი ფარ­თე­ბი ჰქონ­და. დიდი ალ­ბა­თო­ბით, მადა ჭა­მა­ში მო­უ­ვი­და, რაც ვი­ღა­ცებს არ მო­ე­წო­ნათ და არ შე­არ­ჩი­ნეს", - წერს ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია.

  • მარ­თა­ლია, მე­დია მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის და­კა­ვე­ბა­ზე წერს, თუმ­ცა ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ისი­ნი ე.წ. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან.

eadaily.com-ის ცნო­ბით, ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის, რო­დე­საც სო­ხუმ­ში თურ­ქე­თის მო­ქა­ლა­ქე მოკ­ლეს. მიმ­დი­ნა­რე წლის მა­ის­ში, ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში, ასე­ვე თურ­ქე­თის მო­ქა­ლა­ქე აი­დი­ნა ახ­მე­ტა მოკ­ლეს. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ცნო­ბით, მისი მკვლე­ლო­ბა, თურ­ქეთ­ში მოკ­ლუ­ლი იუკ­სელ უს­ტა­ხი­უ­სე­ი­ნის მკვლე­ლო­ბის გამო შუ­რის­ძი­ე­ბა იყო.

"მკვლე­ლო­ბა მა­ში­ნაც სო­ხუ­მის ცენ­ტრში მოხ­და და თურ­ქე­თი­დან რე­პატ­რი­რე­ბულ­ზე თავ­დას­ხმი­სას, ოთხი ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის 14 წლის მო­ზარ­დი და­შავ­და. ამ­ბო­ბენ, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მო­ქა­ლა­ქე და­და­შოვ ნი­ჯათ­მა, რო­მე­ლიც აფხა­ზეთ­ში დღემ­დე ძებ­ნა­შია, აი­დინ ახ­მე­ტის მკვლე­ლო­ბის­თვის უს­ტაჰუ­სე­ინ­ზე იძია შური", - წე­რენ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი.

აფხა­ზე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ დიდი ალ­ბა­თო­ბით, ორი­ვე მათ­განს ყალ­ბი აფხა­ზუ­რი ე.წ. პას­პორ­ტი ჰქონ­და და "ქარ­თულ მხა­რეს აპი­რებ­დნენ გად­მო­პარ­ვას", თუმ­ცა, მთა­ვა­რი ეს არ არის, მათი თქმით, შემ­კვე­თი, ე.წ. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია და "უნდა გა­მო­აშ­კა­რავ­დეს".

"მე ვიც­ნობ­დი მოკ­ლულს. გულრ­ფიშ­შიც ჰქონ­და სახ­ლი. მისი წი­ნა­პა­რი ავი­ძ­ბა ყო­ფი­ლა და თა­ვა­დაც ეს გვა­რი აიღო. ძა­ლი­ან კარ­გი ად­მი­ა­ნი იყო და რო­გორც ვიცი, ძა­ლი­ან ბევ­რს ეხ­მა­რე­ბო­და. ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით, არა­ვის მო­უნ­დე­ბა ჩვენ­თან არც ბიზ­ნე­სი და აღარც თა­ნა­ცხოვ­რე­ბა. უკვე რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნია მოკ­ლუ­ლი სო­ხუ­მის ცენ­ტრში. დღი­სით, მზი­სით", - წერს მა­რი­ნა კიჩ­ბა.

"მე ვიცი, რომ აყ­ვა­ნი­სას ორი­ვემ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წია და ორი­ვე ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლია. ეს კი ნიშ­ნავს, რომ ვე­რას­დროს გა­ვი­გებთ სი­ნამ­დვი­ლე­ში რა მოხ­და, რის­თვის მოკ­ლეს ავი­ძ­ბა, ვისი და­ვა­ლე­ბა იყო, ვინ შე­უკ­ვე­თა მისი მკვლე­ლო­ბა ან ეს სნა­ი­პე­რე­ბი რო­გორ შე­მო­იყ­ვა­ნეს აფხა­ზეთ­ში", - მი­აჩ­ნია სე­მი­ონ კვი­ცი­ნი­ას.

"ერთ-ერთს რა სა­სა­ცი­ლო მა­ი­სუ­რი აც­ვია. ტუ­რის­ტე­ბის არ იყოს, სნა­ი­პე­რე­ბიც რო­გო­რი შე­უმ­დგა­რე­ბი შე­მო­დი­ან აფხა­ზეთ­ში.. მე­ო­რეს ხელ­ზე გა­ურ­კვე­ვე­ლი ტატუ აქვს, ხან­და­ხან არ მინ­და დავ­ფიქ­რდე, რა ხდე­ბა ჩვენ გარ­შე­მო, ვინ შე­მო­დის, რა და­ვა­ლე­ბა აქვს", - წერს ნი­კო­ლოზ ოტირ­ბა.

"ზა­ფხუ­ლი, რუ­სე­თი­დან შე­მო­დი­ნე­ბუ­ლი ტუ­რის­ტე­ბის უკონ­ტრო­ლო ნა­კა­დის ფონ­ზე, მკვლე­ლო­ბე­ბის სე­რი­ე­ბით გვა­მახ­სოვ­რდე­ბა, ერ­თა­დერ­თი მი­ზე­ზის გამო - აფხა­ზეთ­ში ნარ­კო­ბიზ­ნე­სი ყვა­ვის და თით­ქმის ყვე­ლა მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვი ეს არის", - მი­აჩ­ნია ვიკა ხა­ზა­ლი­ას.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინორე
7

მაგ ველური კრიმინალების დაბრუნება გვინდა? მაგათთან თანაცხოვრება შეუძლებელი იქნება.

Qeto
27

გეგონება , აქ არ ხოცავენ ერთმანეთს ყოველდღე! განუკითხაობა....

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ასე არავის მოუნდება ჩვენთან თანაცხოვრება. უკვე რამდენიმე ადამიანია მოკლული სოხუმის ცენტრში. დღისით, მზისით" - მორიგი მკვლელობა ოკუპირებულ აფხაზეთში: რა მოხდა სოხუმში

"ასე არავის მოუნდება ჩვენთან თანაცხოვრება. უკვე რამდენიმე ადამიანია მოკლული სოხუმის ცენტრში. დღისით, მზისით" - მორიგი მკვლელობა ოკუპირებულ აფხაზეთში: რა მოხდა სოხუმში

სოხუმში თურქეთიდან ე.წ. რეპატრიანტი, 56 წლის ხან-იპა რიდვან ინხან-იპა ჩაცხრილეს. ის ბოლო წლების განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში ცხოვრობდა და ბიზნესი ჰქონდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მკვლელობა 7 აგვისტოს ღამით მოხდა. მკვლელობის საქმეზე კი ძებნა ორ პირზე გამოცხადდა.

"მოგვიანებით, ცხელ კვალზე, გალის რაიონში, ტერეშკოვას ქუჩაზე, უზბეკეთის მოქალაქე, 1992 წელს დაბადებული ოტბეკ სალომოვი და აზერბაიჯანის მოქალაქე, 1998 წელს დაბადებული ალი იბრაგიმოვი დააკავეს. მათ სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა დაკავება მაინც შეძლეს.

ხან-იპა რიდვან ინხან იპა თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ნაპაზარაში დაიბადა. თურქულის გარდა, აფხაზეთის მოქალაქეობაც ჰქონდა და აქტიურად იყო ჩართული ადგილობრივების ცხოვრებაში. სოხუმში მას რამდენიმე ბიზნესი, ასევე კომერციული ფართები ჰქონდა. დიდი ალბათობით, მადა ჭამაში მოუვიდა, რაც ვიღაცებს არ მოეწონათ და არ შეარჩინეს", - წერს ადგილობრივი მედია.

  • მართალია, მედია მკვლელობაში ბრალდებულების დაკავებაზე წერს, თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ ისინი ე.წ. სამართალდამცველების მიერ ლიკვიდირებულები არიან.

eadaily.com-ის ცნობით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სოხუმში თურქეთის მოქალაქე მოკლეს. მიმდინარე წლის მაისში, ოკუპირებულ აფხაზეთში, ასევე თურქეთის მოქალაქე აიდინა ახმეტა მოკლეს. ადგილობრივების ცნობით, მისი მკვლელობა, თურქეთში მოკლული იუკსელ უსტახიუსეინის მკვლელობის გამო შურისძიება იყო.

"მკვლელობა მაშინაც სოხუმის ცენტრში მოხდა და თურქეთიდან რეპატრირებულზე თავდასხმისას, ოთხი ადამიანი, მათ შორის 14 წლის მოზარდი დაშავდა. ამბობენ, რომ აზერბაიჯანის მოქალაქე დადაშოვ ნიჯათმა, რომელიც აფხაზეთში დღემდე ძებნაშია, აიდინ ახმეტის მკვლელობისთვის უსტაჰუსეინზე იძია შური", - წერენ ადგილობრივები.

აფხაზები სოციალურ ქსელებში აღნიშნავენ, რომ დიდი ალბათობით, ორივე მათგანს ყალბი აფხაზური ე.წ. პასპორტი ჰქონდა და "ქართულ მხარეს აპირებდნენ გადმოპარვას", თუმცა, მთავარი ეს არ არის, მათი თქმით, შემკვეთი, ე.წ. ხელმძღვანელობის წარმომადგენელია და "უნდა გამოაშკარავდეს".

"მე ვიცნობდი მოკლულს. გულრფიშშიც ჰქონდა სახლი. მისი წინაპარი ავიძბა ყოფილა და თავადაც ეს გვარი აიღო. ძალიან კარგი ადმიანი იყო და როგორც ვიცი, ძალიან ბევრს ეხმარებოდა. ასეთი დამოკიდებულებით, არავის მოუნდება ჩვენთან არც ბიზნესი და აღარც თანაცხოვრება. უკვე რამდენიმე ადამიანია მოკლული სოხუმის ცენტრში. დღისით, მზისით", - წერს მარინა კიჩბა.

"მე ვიცი, რომ აყვანისას ორივემ წინააღმდეგობა გაუწია და ორივე ლიკვიდირებულია. ეს კი ნიშნავს, რომ ვერასდროს გავიგებთ სინამდვილეში რა მოხდა, რისთვის მოკლეს ავიძბა, ვისი დავალება იყო, ვინ შეუკვეთა მისი მკვლელობა ან ეს სნაიპერები როგორ შემოიყვანეს აფხაზეთში", - მიაჩნია სემიონ კვიცინიას.

"ერთ-ერთს რა სასაცილო მაისური აცვია. ტურისტების არ იყოს, სნაიპერებიც როგორი შეუმდგარები შემოდიან აფხაზეთში.. მეორეს ხელზე გაურკვეველი ტატუ აქვს, ხანდახან არ მინდა დავფიქრდე, რა ხდება ჩვენ გარშემო, ვინ შემოდის, რა დავალება აქვს", - წერს ნიკოლოზ ოტირბა.

"ზაფხული, რუსეთიდან შემოდინებული ტურისტების უკონტროლო ნაკადის ფონზე, მკვლელობების სერიებით გვამახსოვრდება, ერთადერთი მიზეზის გამო - აფხაზეთში ნარკობიზნესი ყვავის და თითქმის ყველა მკვლელობის მოტივი ეს არის", - მიაჩნია ვიკა ხაზალიას.