პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გიორგის 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა... როგორც ვიცი, შოვში დასასვენებლად იყო, მეგობრის კოტეჯში" - რას ჰყვება ვარლამ გოლეთიანი სტიქიისას დაღუპულ გიორგი გოგინაშვილზე
"გიორგის 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა... როგორც ვიცი, შოვში დასასვენებლად იყო, მეგობრის კოტეჯში" - რას ჰყვება ვარლამ გოლეთიანი სტიქიისას დაღუპულ გიორგი გოგინაშვილზე

3 აგ­ვის­ტოს რა­ჭა­ში, შოვ­ში უდი­დე­სი ტრა­გე­დია მოხ­და. იმ ად­გი­ლის მიმ­დე­ბა­რედ, სა­დაც სას­ტუმ­რო "სან­სეთ შოვი" და კო­ტე­ჯე­ბია გან­თავ­სე­ბუ­ლი მე­წყე­რი ჩა­მოწ­ვა. ად­გილ­ზე ათო­ბით დამ­სვე­ნე­ბე­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და. მაშ­ვე­ლებ­მა შეძ­ლეს 210 ადა­მი­ა­ნის უვ­ნებ­ლად გა­მოყ­ვა­ნა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, ამ დრომ­დე 25 ადა­მი­ანს ვერ უკავ­შირ­დე­ბი­ან. შოვ­ში მაშ­ვე­ლე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად იმ­ყო­ფე­ბი­ან მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, მო­ხა­ლი­სე­ე­ბი, ძებ­ნის სა­მუ­შა­ო­ებ­ში ჩარ­თუ­ლია ჯა­რიც. ნა­პოვ­ნია 11 გარ­დაც­ვლი­ლის ცხე­და­რი. და­ღუ­პულ­თა შო­რი­საა გი­ორ­გი გო­გი­ნაშ­ვი­ლიც.

გო­გი­ნაშ­ვილს მისი თა­ნა­მებ­რძო­ლი, მოძ­რა­ო­ბა „რი­ო­ნის ხე­ო­ბის გა­დარ­ჩე­ნის­თვის“ წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ვარ­ლამ გო­ლე­თი­ა­ნი იხ­სე­ნებს:

"გი­ორ­გის ახ­ლოს ვიც­ნობ­დი, ის ჩვენ­თან ჩა­მო­ვი­და თბი­ლი­სი­დან და პრო­ტეს­ტის აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში შე­მოგ­ვი­ერ­თდა, თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო ჩვენ­თან ერ­თად და არ გვტო­ვებ­და. ჩვენ­თან ერ­თად რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი რჩე­ბო­და კარ­ვებ­ში და მათ შო­რის იყო გი­ორ­გიც. რა გი­თხრათ, სა­ო­ცა­რი ბიჭი იყო. მას დიდი ღვაწ­ლი აქვს შე­ტა­ნი­ლი მთელს ამ ბრძო­ლა­ში, რო­მე­ლიც 554 დღე გაგ­რძელ­და, სულ ჩვენ­თან იყო, არ და­ვუ­ტო­ვე­ბი­ვართ.

გი­ორ­გი ოპე­რა­ტო­რი იყო და გა­და­ღე­ბებ­ში გვეხ­მა­რე­ბო­და, კარ­გად იცო­და ეს საქ­მე, სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ებ­თან თა­ნამ­შრომ­ლობ­და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. მა­შინ ძა­ლი­ან დაგ­ვეხ­მა­რა. ის უამ­რავ პრო­ცეს­ში იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბა იყო, თა­ნაგ­რძნო­ბას იჩენ­და იმ პრო­ცე­სის მი­მართ, რაც რი­ო­ნის ხე­ო­ბა­ში მი­დი­ო­და. ის მარ­თლაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ერ­თგუ­ლე­ბით, თავ­და­დე­ბი­თა და თვი­სე­ბე­ბით, ყვე­ლას­გან გა­მორ­ჩე­უ­ლი პი­როვ­ნე­ბა იყო. ძა­ლი­ან დამ­წყდა გული... გი­ორ­გის 2 მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი დარ­ჩა. რო­გორც ვიცი, შოვ­ში და­სას­ვე­ნებ­ლად იყო, მის მე­გო­ბარს ჰქონ­და კო­ტე­ჯი და იქ იმ­ყო­ფე­ბო­და, სტი­ქი­ის ზო­ნა­ში. რა და რო­გორ მოხ­და, არ გვაქვს და­ზუს­ტე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია“ - გვიყ­ვე­ბა ვარ­ლამ გო­ლე­თი­ა­ნი.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
rusa
2

ვალიკო ტყემალზეა და ბალს ჭამს.

ვალიკო
9

 ასეთი მოვლენები რომ არ განვითარდეს ზუსტად შეუძლია ჰუდროელექტროსადგურებს! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"გიორგის 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა... როგორც ვიცი, შოვში დასასვენებლად იყო, მეგობრის კოტეჯში" - რას ჰყვება ვარლამ გოლეთიანი სტიქიისას დაღუპულ გიორგი გოგინაშვილზე

"გიორგის 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა... როგორც ვიცი, შოვში დასასვენებლად იყო, მეგობრის კოტეჯში" - რას ჰყვება ვარლამ გოლეთიანი სტიქიისას დაღუპულ გიორგი გოგინაშვილზე

3 აგვისტოს რაჭაში, შოვში უდიდესი ტრაგედია მოხდა. იმ ადგილის მიმდებარედ, სადაც სასტუმრო "სანსეთ შოვი" და კოტეჯებია განთავსებული მეწყერი ჩამოწვა. ადგილზე ათობით დამსვენებელი იმყოფებოდა. მაშველებმა შეძლეს 210 ადამიანის უვნებლად გამოყვანა. ოფიციალური მონაცემებით, ამ დრომდე 25 ადამიანს ვერ უკავშირდებიან. შოვში მაშველების დასახმარებლად იმყოფებიან მოქალაქეები, მოხალისეები, ძებნის სამუშაოებში ჩართულია ჯარიც. ნაპოვნია 11 გარდაცვლილის ცხედარი. დაღუპულთა შორისაა გიორგი გოგინაშვილიც.

გოგინაშვილს მისი თანამებრძოლი, მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ წარმომადგენელი ვარლამ გოლეთიანი იხსენებს:

"გიორგის ახლოს ვიცნობდი, ის ჩვენთან ჩამოვიდა თბილისიდან და პროტესტის აქტიურ ფაზაში შემოგვიერთდა, თვეების განმავლობაში იყო ჩვენთან ერთად და არ გვტოვებდა. ჩვენთან ერთად რამდენიმე ადამიანი რჩებოდა კარვებში და მათ შორის იყო გიორგიც. რა გითხრათ, საოცარი ბიჭი იყო. მას დიდი ღვაწლი აქვს შეტანილი მთელს ამ ბრძოლაში, რომელიც 554 დღე გაგრძელდა, სულ ჩვენთან იყო, არ დავუტოვებივართ.

გიორგი ოპერატორი იყო და გადაღებებში გვეხმარებოდა, კარგად იცოდა ეს საქმე, სხვადასხვა კომპანიებთან თანამშრომლობდა ამ მიმართულებით. მაშინ ძალიან დაგვეხმარა. ის უამრავ პროცესში იღებდა მონაწილეობას, განსაკუთრებული პიროვნება იყო, თანაგრძნობას იჩენდა იმ პროცესის მიმართ, რაც რიონის ხეობაში მიდიოდა. ის მართლაც განსაკუთრებული ერთგულებით, თავდადებითა და თვისებებით, ყველასგან გამორჩეული პიროვნება იყო. ძალიან დამწყდა გული... გიორგის 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა. როგორც ვიცი, შოვში დასასვენებლად იყო, მის მეგობარს ჰქონდა კოტეჯი და იქ იმყოფებოდა, სტიქიის ზონაში. რა და როგორ მოხდა, არ გვაქვს დაზუსტებული ინფორმაცია“ - გვიყვება ვარლამ გოლეთიანი.

წაიკითხეთ ასევე: