პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაქსიმალურად დიდი რაოდენობით ტექნიკის შეყვანა მოხერხდა -  ინფრასტრუქტურის სამინისტრო მუშაობს ხიდის მოწყობაზე" - თემურ მღებრიშვილი
"მაქსიმალურად დიდი რაოდენობით ტექნიკის შეყვანა მოხერხდა -  ინფრასტრუქტურის სამინისტრო მუშაობს ხიდის მოწყობაზე" - თემურ მღებრიშვილი

სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის, თე­მურ მღებ­რიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, გა­ნი­სა­ზღვრა კონ­კრე­ტუ­ლი ლო­კა­ცი­ე­ბი, სა­დაც თე­ო­რი­უ­ლი გა­მოთ­ვლე­ბით, შე­იძ­ლე­ბა, რომ ცხე­და­რი აღ­მო­ა­ჩი­ნონ.

რო­გორც მღებ­რიშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, სტი­ქი­ის ზო­ნა­ში მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი რო­გორც დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მძი­მე ტექ­ნი­კა, ისე ცო­ცხა­ლი ძალა. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, უკვე შეხ­ვდნენ მე­წყრის დროს კო­ტე­ჯე­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბის ოჯა­ხის წევ­რებს, რომ­ლე­ბიც სა­მუ­შაო პრო­ცესს გა­ეც­ნენ.

"გუ­შინ გვქონ­და ოჯა­ხის წევ­რებ­თან შეხ­ვედ­რა. დავ­გეგ­მეთ, რომ ვერ­ტმფრე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით შეგ­ვეყ­ვა­ნა სტი­ქი­ის ზო­ნა­ში და სა­კუ­თა­რი თვა­ლით ენა­ხათ, რა რთუ­ლი და მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბაა შიგ­ნით. გა­ეც­ნენ სა­მუ­შაო პრო­ცე­სებს. ამ­ჟა­მად შიგ­ნით მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მძი­მე ტექ­ნი­კა და ცო­ცხა­ლი ძალა და მიმ­დი­ნა­რე­ობს ინ­ტენ­სი­უ­რი მუ­შა­ო­ბა. პა­რა­ლე­ლუ­რად, გვაქვს კონ­კრე­ტუ­ლი ლო­კა­ცი­ე­ბი, რომ­ლებ­ზეც მაქ­სი­მა­ლუ­რი ყუ­რა­დღე­ბა გა­და­ვი­ტა­ნეთ იმ თე­ო­რი­უ­ლი გა­მოთ­ვლე­ბით, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა, რომ და­მა­ტე­ბით ცხედ­რის აღ­მო­ჩე­ნა მოხ­დეს. ძი­რი­თა­დად კო­ტე­ჯე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა სა­უ­ბა­რი. სწო­რედ კო­ტე­ჯე­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბის ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად გან­ვი­ხი­ლეთ, სად იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ მა­შინ, რო­დე­საც ბოლო კონ­ტაქ­ტე­ბი შედ­გა.

მაქ­სი­მა­ლუ­რად დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ტექ­ნი­კის შეყ­ვა­ნა მო­ხერ­ხდა. ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო მუ­შა­ობს ხი­დის მო­წყო­ბა­ზე, რაც ძა­ლი­ან გა­ა­ად­ვი­ლებს გა­და­ად­გი­ლე­ბას მდი­ნა­რის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე. ეს კი­დევ უფრო მე­ტად გაზ­რდის შრო­მის ნა­ყო­ფი­ე­რე­ბას, რათა მოხ­დეს მეტ ად­გილ­ზე შეს­ვლა და ბევრ ლო­კა­ცი­ა­ზე ტრან­სპორ­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით ფრთხი­ლად მუ­შა­ო­ბა“,- გა­ნა­ცხა­და მღებ­რიშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, შოვ­ში მე­წყე­რი 3 აგ­ვის­ტოს ჩა­მოწ­ვა. სტი­ქი­ის ზო­ნი­დან, ამ დრო­ის­თვის, 210 ადა­მი­ა­ნია გა­მოყ­ვა­ნი­ლი, გარ­დაც­ვლი­ლია 11 პირი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"მაქსიმალურად დიდი რაოდენობით ტექნიკის შეყვანა მოხერხდა -  ინფრასტრუქტურის სამინისტრო მუშაობს ხიდის მოწყობაზე" - თემურ მღებრიშვილი

"მაქსიმალურად დიდი რაოდენობით ტექნიკის შეყვანა მოხერხდა -  ინფრასტრუქტურის სამინისტრო მუშაობს ხიდის მოწყობაზე" - თემურ მღებრიშვილი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, განისაზღვრა კონკრეტული ლოკაციები, სადაც თეორიული გამოთვლებით, შეიძლება, რომ ცხედარი აღმოაჩინონ.

როგორც მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სტიქიის ზონაში მობილიზებული როგორც დიდი რაოდენობით მძიმე ტექნიკა, ისე ცოცხალი ძალა. მისივე ინფორმაციით, უკვე შეხვდნენ მეწყრის დროს კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი ადამიანების ოჯახის წევრებს, რომლებიც სამუშაო პროცესს გაეცნენ.

"გუშინ გვქონდა ოჯახის წევრებთან შეხვედრა. დავგეგმეთ, რომ ვერტმფრენის საშუალებით შეგვეყვანა სტიქიის ზონაში და საკუთარი თვალით ენახათ, რა რთული და მძიმე მდგომარეობაა შიგნით. გაეცნენ სამუშაო პროცესებს. ამჟამად შიგნით მობილიზებულია დიდი რაოდენობით მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა და მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა. პარალელურად, გვაქვს კონკრეტული ლოკაციები, რომლებზეც მაქსიმალური ყურადღება გადავიტანეთ იმ თეორიული გამოთვლებით, სადაც შეიძლება, რომ დამატებით ცხედრის აღმოჩენა მოხდეს. ძირითადად კოტეჯების ტერიტორიაზეა საუბარი. სწორედ კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი ადამიანების ოჯახის წევრებთან ერთად განვიხილეთ, სად იმყოფებოდნენ მაშინ, როდესაც ბოლო კონტაქტები შედგა.

მაქსიმალურად დიდი რაოდენობით ტექნიკის შეყვანა მოხერხდა. ინფრასტრუქტურის სამინისტრო მუშაობს ხიდის მოწყობაზე, რაც ძალიან გააადვილებს გადაადგილებას მდინარის მარჯვენა სანაპიროზე. ეს კიდევ უფრო მეტად გაზრდის შრომის ნაყოფიერებას, რათა მოხდეს მეტ ადგილზე შესვლა და ბევრ ლოკაციაზე ტრანსპორტის საშუალებით ფრთხილად მუშაობა“,- განაცხადა მღებრიშვილმა.

ცნობისთვის, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი, გარდაცვლილია 11 პირი.