სპორტი
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეჭვიანობის თემა ხელოვნურად შემოიტანეს... სინამდვილეში, სხვა რაღაცაშია საქმე" - მკვლელობა, რომელმაც აფხაზეთი შეძრა: რას ჰყვებიან ბრალდებულზე, რომელიც ბიზნესმენის შვილია
"ეჭვიანობის თემა ხელოვნურად შემოიტანეს... სინამდვილეში, სხვა რაღაცაშია საქმე" - მკვლელობა, რომელმაც აფხაზეთი შეძრა: რას ჰყვებიან ბრალდებულზე, რომელიც ბიზნესმენის შვილია

რამ­დე­ნი­მე­დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ, გა­ლის რა­ი­ონ­ში გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი 28 წლის ნა­თია ბახ­ტა­ძის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბულ­მა აი­ნარ წვიჟ­ბამ და­ნა­შა­უ­ლი აღი­რა. აფხა­ზუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, მან გოგო ჯერ გა­ი­ტა­ცა, შემ­დეგ კი, "ლექ­სუ­სის" მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნის სა­ლონ­ში გა­გუ­და, ცხე­და­რი კი, ვარ­დნილ­ჰეს-3-ის კას­კად­თან მო­ი­შო­რა...

ად­გი­ლობ­რივ­მა ტე­ლე­ვი­ზია ГалМедиа-მ გა­ავ­რცე­ლა კად­რე­ბი, თუ რო­გორ ეძებ­დნენ მაშ­ვე­ლე­ბი გო­გო­ნას ცხე­დარს დამ­ნა­შა­ვის კარ­ნა­ხით, იმ ად­გი­ლას, სა­დაც ტრა­გე­დია მოხ­და...

ად­გი­ლობ­რი­ვი ე.წ. პრო­კუ­რა­ტუ­რის ცნო­ბით, აი­ნარ წვიჟ­ბა წარ­მო­შო­ბით ოჩამ­ჩი­რი­და­ნაა.

25 წლის წვიჟ­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით არ ამ­ბობს, რა მო­ტი­ვით ჩა­ი­დი­ნა და­ნა­შა­უ­ლი, თუმ­ცა მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ეჭ­ვი­ა­ნო­ბაა... მას თა­ვი­სუფ­ლე­ბის 6-დან 12 წლამ­დე აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა.

გა­მომ­ცემ­ლო­ბა ekhokavkaza.com-თან სა­უ­ბარ­ში, გა­ლის ე.წ. დე­პუ­ტა­ტი თე­მურ შერ­გი­ლია ამ­ბობს, რომ მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვი, სა­ვა­რა­უ­დოდ, წვიჟ­ბა­სა და მოკ­ლულ გო­გო­ნას შო­რის პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბია.

მი­სი­ვე თქმით, წვიჟ­ბე­ბის ოჯახს ძა­ლი­ან დიდი ხა­ნია იც­ნობს, რო­გორც ვაჟს, ასე­ვე მა­მას.

"ძა­ლი­ან კარ­გი ოჯა­ხის შვი­ლია. მა­მა­მი­სი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და გა­ლის რა­ი­ო­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლედ. შვილს გალ­ში, წვრილ­მა­ნი ბიზ­ნე­სი ჰქონ­და, მა­მას ეხ­მა­რე­ბო­და, გალ­ში, ქა­ლაქ­ში რამ­დე­ნი­მე კო­მერ­ცი­უ­ლი ობი­ექ­ტი ჰქონ­დათ...

ძა­ლი­ან ცუდი ფაქ­ტი მოხ­და. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, გა­მო­ძი­ე­ბა თა­ვის საქ­მეს ბო­ლომ­დე მი­იყ­ვანს... ახლა მთა­ვა­რია, გო­გო­ნას ცხე­და­რი ვი­პო­ვოთ, რათა უბე­დურ დე­დას შვი­ლის და­ტი­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მა­ინც მი­ე­ცეს... ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ გო­გო­ნას გამო, მას მხო­ლოდ დედა ჰყავ­და, რო­მელ­მაც შვი­ლის­თვის ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა, ას­წავ­ლა, გა­ნათ­ლე­ბა მის­ცა, გო­გო­ნა სკო­ლა­ში მუ­შა­ობ­და და ალ­ბათ, სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი ჰქონ­და.

რაც შე­ხე­ბა მათ ურ­თი­ერ­თო­ბას, გო­გო­ნას დედა ამის შე­სა­ხებ ჩვენ­თა­ნაც სა­უბ­რობ­და. თქვა, რომ ხან ჩხუ­ბობ­დნენ, ხა­ნაც რიგ­დე­ბოდ­ნენ. სულ კონ­ფლიქ­ტი ჰქონ­დათ. უდი­დე­სი ტრა­გე­დია მოხ­და", - ამ­ბობს შერ­გი­ლია.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, წვიჟ­ბე­ბის ოჯახს, წლე­ბია პუ­რის ფქვი­ლის ბიზ­ნე­სი აქვთ. ბიჭი კი, გალ­ში ხში­რად იყო, რად­გან ამ სა­ო­ჯა­ხო საქ­მის დე­ტა­ლებს უწევ­და კონ­ტროლს.

მათ არ სჯე­რათ, რომ წვიჟ­ბე­ბის ვაჟი შე­სა­ბა­მი­სად და­ის­ჯე­ბა, რად­გან ფუ­ლი­ან­მა მა­მამ უკვე ფეხ­ზე და­ა­ყე­ნა თა­ვის სა­ნაც­ნო­ბო, რო­მე­ლიც პა­ტა­რა აფხა­ზეთ­ში ნამ­დვი­ლად ბლო­მად ჰყავს...

მა­თი­ვე თქმით, წვიჟ­ბა მას შემ­დეგ ალა­პა­რაკ­და, რაც პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მა­მა­მი­სი მი­ვი­და.

"მა­მამ და­ა­რი­გა რა და რო­გორ ეთ­ქვა, რათა ვი­თა­რე­ბა შე­ემ­სუ­ბუ­ქე­ბი­ნა... ეჭ­ვი­ა­ნო­ბის თე­მაც, რო­მელ­საც გა­ლის დე­პუ­ტა­ტი და სხვა ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი ასე აქ­ტი­უ­რად იმე­ო­რე­ბენ, ხე­ლოვ­ნუ­რად შე­მო­ტა­ნი­ლი თე­მაა... სი­ნამ­დვი­ლე­ში, სხვა რა­ღა­ცა­შია საქ­მე. ცო­ლო­ბა­ზე უარი მი­თხრა, შემ­დეგ კი მან­ქა­ნი­დან გაქ­ცე­ვა სცა­და, რა­ზეც ვი­ეჭ­ვი­ა­ნე და ვერ მოვ­ზო­მეო. სხვა პა­ტა­რა მა­ფი­ო­ზე­ბი­ვით, მა­საც სა­სათ­ბუ­რე პი­რო­ბებს შე­უქ­მნი­ან ცი­ხე­ში, სულ ცოტა სამ­ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­როს ნო­მერს გა­უხ­სნი­ან, რამ­დე­ნი­მე ხნის შემ­დეგ კი, როცა ამ­ბა­ვი ყვე­ლას მი­ა­ვი­წყდე­ბა, მზრუნ­ვე­ლი მამა სა­ბუ­თებს მო­უგ­ვა­რებს და რუ­სეთ­ში გა­უშ­ვებს", - წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ია­სონ კლი­ჩი.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Tamila
1

ისე დროა, რომ აფსუებს აფხაზები აღარ ვუძახოთ. აფხაზი ისეთივე ქართველია, როგორც სვანი, გურული, კახელი და ა.შ. აფსუები მთებიდან ჩამოსული თემია, რომლებიც შევიფარეთ, დავაკვიდრეთ და მერე ზურგში დანა ჩაგვარტყეს. 

თამაზი
4

ეგეც შენი აფხაზი ძმები. დარწმუნებული ვარ, სჯეროდა, რომ ქართველის მოკვლა ხახვივით შერჩებოდა და ამიტომაც გაიმეტა ასე იოლად. საწყალი გოგო აფხაზი რომ ყოფილიყო, ვერ გაბედავდა მოკვლას, ასე მგონია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

"ეჭვიანობის თემა ხელოვნურად შემოიტანეს... სინამდვილეში, სხვა რაღაცაშია საქმე" - მკვლელობა, რომელმაც აფხაზეთი შეძრა: რას ჰყვებიან ბრალდებულზე, რომელიც ბიზნესმენის შვილია

"ეჭვიანობის თემა ხელოვნურად შემოიტანეს... სინამდვილეში, სხვა რაღაცაშია საქმე" - მკვლელობა, რომელმაც აფხაზეთი შეძრა: რას ჰყვებიან ბრალდებულზე, რომელიც ბიზნესმენის შვილია

რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, გალის რაიონში გაუჩინარებული 28 წლის ნათია ბახტაძის საქმეზე დაკავებულმა აინარ წვიჟბამ დანაშაული აღირა. აფხაზური მედიის ცნობით, მან გოგო ჯერ გაიტაცა, შემდეგ კი, "ლექსუსის" მარკის ავტომანქანის სალონში გაგუდა, ცხედარი კი, ვარდნილჰეს-3-ის კასკადთან მოიშორა...

ადგილობრივმა ტელევიზია ГалМедиа-მ გაავრცელა კადრები, თუ როგორ ეძებდნენ მაშველები გოგონას ცხედარს დამნაშავის კარნახით, იმ ადგილას, სადაც ტრაგედია მოხდა...

ადგილობრივი ე.წ. პროკურატურის ცნობით, აინარ წვიჟბა წარმოშობით ოჩამჩირიდანაა.

25 წლის წვიჟბა ჯერჯერობით არ ამბობს, რა მოტივით ჩაიდინა დანაშაული, თუმცა მკვლელობის მოტივი, სავარაუდოდ, ეჭვიანობაა... მას თავისუფლების 6-დან 12 წლამდე აღკვეთა ემუქრება.

გამომცემლობა ekhokavkaza.com-თან საუბარში, გალის ე.წ. დეპუტატი თემურ შერგილია ამბობს, რომ მკვლელობის მოტივი, სავარაუდოდ, წვიჟბასა და მოკლულ გოგონას შორის პირადი ურთიერთობებია.

მისივე თქმით, წვიჟბების ოჯახს ძალიან დიდი ხანია იცნობს, როგორც ვაჟს, ასევე მამას.

"ძალიან კარგი ოჯახის შვილია. მამამისი წლების განმავლობაში მუშაობდა გალის რაიონის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ. შვილს გალში, წვრილმანი ბიზნესი ჰქონდა, მამას ეხმარებოდა, გალში, ქალაქში რამდენიმე კომერციული ობიექტი ჰქონდათ...

ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა. დარწმუნებული ვარ, გამოძიება თავის საქმეს ბოლომდე მიიყვანს... ახლა მთავარია, გოგონას ცხედარი ვიპოვოთ, რათა უბედურ დედას შვილის დატირების შესაძლებლობა მაინც მიეცეს... ძალიან ვწუხვარ გოგონას გამო, მას მხოლოდ დედა ჰყავდა, რომელმაც შვილისთვის ყველაფერი გააკეთა, ასწავლა, განათლება მისცა, გოგონა სკოლაში მუშაობდა და ალბათ, სამომავლო გეგმები ჰქონდა.

რაც შეხება მათ ურთიერთობას, გოგონას დედა ამის შესახებ ჩვენთანაც საუბრობდა. თქვა, რომ ხან ჩხუბობდნენ, ხანაც რიგდებოდნენ. სულ კონფლიქტი ჰქონდათ. უდიდესი ტრაგედია მოხდა", - ამბობს შერგილია.

ადგილობრივების თქმით, წვიჟბების ოჯახს, წლებია პურის ფქვილის ბიზნესი აქვთ. ბიჭი კი, გალში ხშირად იყო, რადგან ამ საოჯახო საქმის დეტალებს უწევდა კონტროლს.

მათ არ სჯერათ, რომ წვიჟბების ვაჟი შესაბამისად დაისჯება, რადგან ფულიანმა მამამ უკვე ფეხზე დააყენა თავის სანაცნობო, რომელიც პატარა აფხაზეთში ნამდვილად ბლომად ჰყავს...

მათივე თქმით, წვიჟბა მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც პროკურატურაში მამამისი მივიდა.

"მამამ დაარიგა რა და როგორ ეთქვა, რათა ვითარება შეემსუბუქებინა... ეჭვიანობის თემაც, რომელსაც გალის დეპუტატი და სხვა ჩინოვნიკები ასე აქტიურად იმეორებენ, ხელოვნურად შემოტანილი თემაა... სინამდვილეში, სხვა რაღაცაშია საქმე. ცოლობაზე უარი მითხრა, შემდეგ კი მანქანიდან გაქცევა სცადა, რაზეც ვიეჭვიანე და ვერ მოვზომეო. სხვა პატარა მაფიოზებივით, მასაც სასათბურე პირობებს შეუქმნიან ციხეში, სულ ცოტა სამვარსკვლავიანი სასტუმროს ნომერს გაუხსნიან, რამდენიმე ხნის შემდეგ კი, როცა ამბავი ყველას მიავიწყდება, მზრუნველი მამა საბუთებს მოუგვარებს და რუსეთში გაუშვებს", - წერს ინტერნეტმომხმარებელი იასონ კლიჩი.