პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს ტერიტორია მითითებულია, როგორც უკიდურესად საშიში... დამსვენებლებმაც უნდა იცოდნენ, რომ მსგავსი რამ მოსალოდნელია" - შეიძლებოდა თუ არა ტრაგედიის პრევენცია და რომელი რეგიონებია მეწყერსაშიში?
"ეს ტერიტორია მითითებულია, როგორც უკიდურესად საშიში... დამსვენებლებმაც უნდა იცოდნენ, რომ მსგავსი რამ მოსალოდნელია" - შეიძლებოდა თუ არა ტრაგედიის პრევენცია და რომელი რეგიონებია მეწყერსაშიში?

გუ­შინ, 3 აგ­ვის­ტოს, და­ახ­ლო­ე­ბით 16:00 სა­ათ­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რა­ჭა­ში, შოვ­ში, მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბი გან­ვი­თარ­და. დამ­სვე­ნებ­ლე­ბი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით პირ­და­პირ ეთერ­ში ტე­ლე­ფო­ნე­ბით ერ­თვე­ბოდ­ნენ და შვე­ლას ითხოვ­დნენ. სამ სა­ათ­ში სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ა­ში ვერ­ტმფრე­ნი ჩა­ე­ბა, ად­გილ­ზე ჩა­ვი­და ოთხა­სამ­დე მაშ­ვე­ლი, რო­მე­ლიც აქამ­დე ეძე­ბენ და­კარ­გულ ადა­მი­ა­ნებს.

ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, რა­ჭა­ში მე­წყერს სულ მცი­რე 11 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. ამ­ჟა­მად მაშ­ვე­ლე­ბი 30-ზე მეტ და­კარ­გულს ეძე­ბენ. სე­ის­მო­ლო­გი ზუ­რაბ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი ambebi.ge-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, რომ პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და, თუ პრო­ცეს­ში იქ­ნე­ბოდ­ნენ ჩარ­თუ­ლე­ბი რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ასე­ვე ის ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი, ვი­საც სა­კუ­რორ­ტო ზო­ნა­ზე კო­ტე­ჯე­ბი და სას­ტუმ­რო ჰქონ­დათ. მისი თქმით, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა სცოდ­ნო­დათ დამ­სვე­ნებ­ლებს თუ რამ­დე­ნად სა­ში­ში იყო ეს ზონა დას­ვე­ნე­ბის­თვის...

- ბა­ტო­ნო ზუ­რაბ, ამ გად­მო­სა­ხე­დი­დან იყო თუ არა შე­საძ­ლე­ბე­ლი ად­გილ­ზე პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბა?

- გარ­კვე­ულ­წი­ლად შე­იძ­ლე­ბო­და, იმი­ტომ რომ ეს არის მე­წყე­რუ­ლი და ღვარ­ცო­ფის სა­შიშ­რო­ე­ბის მქო­ნე უბა­ნი და ალ­ბათ მეტი სიფრ­თხი­ლით უნდა მო­ვე­კი­დოთ რო­გორც მშე­ნებ­ლო­ბას, ასე­ვე სა­კუ­რორ­ტო ზო­ნე­ბის მო­წყო­ბას. დამ­სვე­ნებ­ლებ­მაც უნდა იცოდ­ნენ, რომ მსგავ­სი რამ მო­სა­ლოდ­ნე­ლია. შე­იძ­ლე­ბა ეს მას­შტა­ბი უფრო დიდი აღ­მოჩ­ნდა, ვიდ­რე ჩვე­უ­ლებ­რივ ელოდ­ნენ, მაგ­რამ უახ­ლო­ეს წლებ­ში ასე­თი მას­შტა­ბის სტი­ქი­უ­რი მოვ­ლე­ნა ნამ­დვი­ლად არ მომ­ხდა­რა.

- ამ­ბო­ბენ, რომ ეს კო­ტე­ჯე­ბი 50 წე­ლია, რაც აშე­ნე­ბუ­ლია.

- კი ბა­ტო­ნო, მაგ­რამ თბი­ლის­ში, 2015 წელს ვე­რეს ტრა­გე­დია რომ გა­ვიხ­სე­ნოთ, იქაც 50 წლის წინ მოხ­და ანა­ლო­გი­უ­რი შემ­თხვე­ვა. ამას გუ­ლის­ხმობს კვლე­ვა და პრე­ვენ­ცია, უნდა გა­მო­იკ­ვლიო მდი­ნა­რე­ე­ბის ადი­დე­ბის მას­შტა­ბე­ბი და პე­რი­ო­დე­ბი. მე დიდი ხა­ნია იქით არ ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ სა­ტე­ლი­ტურ გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა­ზე რომ დავ­ხე­დე, ძა­ლი­ან ახ­ლოს არის მდი­ნა­რეს­თან ეს კო­ტე­ჯე­ბი, სა­დღაც 10-15 მეტრში დგას, ეს ად­გი­ლე­ბი მდი­ნა­რის კა­ლა­პო­ტი თუ არა, მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია მა­ინც არის.

- რო­გორ ფიქ­რობთ, რა­ი­მე ნიშ­ნე­ბი იქ­ნე­ბო­და, სა­ნამ მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სი და­ი­წყე­ბო­და, რაც შე­საძ­ლოა, ვინც ამა­ზე იყო პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, გა­მორ­ჩათ?

- არ მგო­ნია, რომ იქ დაკ­ვირ­ვე­ბის სის­ტე­მე­ბი ყო­ფი­ლი­ყო, მა­გა­ლი­თად, რაც ახლა ბე­თა­ნი­ის გზა­ზე და­ა­ყე­ნეს. ამ სის­ტე­მე­ბის წყა­ლო­ბით, თუ მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სი და­ი­წყე­ბა, ავ­ტო­მა­ტუ­რად ხდე­ბა გზის გა­და­კეტ­ვა და შე­ტყო­ბი­ნე­ბა. პირ­ველ რიგ­ში, ამის მა­უ­წყე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და წვი­მა, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე მო­ვი­და, მაგ­რამ რო­გორც გი­თხა­რით, იქ არ იქ­ნე­ბო­და ეს სის­ტე­მა, რომ ვინ­მე გა­ეფრ­თხი­ლე­ბი­ნა.

სწო­რედ ამას ვგუ­ლის­ხმობ თა­ნა­მედ­რო­ვე უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მებ­ში, რომ მსგავს ად­გი­ლებ­ში აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს გაფრ­თხი­ლე­ბის სის­ტე­მა. რა თქმა უნდა, მსგავ­სი მას­შტა­ბის კა­ტას­ტრო­ფე­ბი შე­იძ­ლე­ბა ყველ­გან მოხ­დეს, მაგ­რამ გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ნაკ­ლე­ბია მსხვერ­პლი.

გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გა­ნე­ტოს გე­ო­ლო­გი­უ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტი ყო­ველ­წლი­უ­რად ან­გა­რი­შებს აქ­ვეყ­ნებს და ამ ბი­უ­ლე­ტი­ნებ­ში მი­თი­თე­ბუ­ლია ეს ტე­რი­ტო­რა რო­გორც უკი­დუ­რე­საც სა­ში­ში, პირ­და­პირ შე­გიძ­ლი­ათ ნა­ხოთ, შე­მო­ხა­ზუ­ლია, შო­ვის ირ­გვლივ მე­წყრე­ბი და ღვარ­ცო­ფე­ბი.

- მომ­ხდა­რის მას­შტა­ბებს ხა­ხი­ე­თის ტრა­გე­დი­ას ადა­რე­ბენ...

- ის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იყო იმით, რომ ტრა­გე­დია ძლი­ერ­მა მი­წისძვრამ გა­მო­იწ­ვია და და ამის წი­ნას­წარ პროგ­ნო­ზი­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ რაც შე­ე­ხე­ბა მე­წყრებს, აქ ცოტა სხვა­ნა­ი­რად არის საქ­მე. ახლა რომ ვუ­ყუ­რებ ამ ტე­რი­ტო­რი­ას, მგო­ნია, რომ ცოტა უფრო კარ­გად უნდა შე­ე­ფა­სე­ბი­ნათ ეს ყვე­ლა­ფე­რი.

- ბა­ტო­ნო ზუ­რაბ, სა­ქარ­თვე­ლო­ში კი­დევ რო­მე­ლია მე­წყერ­სა­ში­ში ზო­ნე­ბი?

- მთი­ან ქვე­ყა­ნა­ში ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა. ლა­მა­ზი მთე­ბი, რე­ლი­ე­ფი, მდი­ნა­რე, ასე­თი ამ­ბე­ბი მო­სა­ლოდ­ნე­ლია, მაგ­რამ გე­ო­ლო­გე­ბის მო­ვა­ლე­ო­ბა ისაა, რომ შე­ა­ფა­სოს, რამ­დე­ნად სა­ში­შია ესა თუ ის ტე­რი­ტო­რია.

ზო­გა­დად მთი­ა­ნი რე­გი­ო­ნე­ბი ყველ­გან სა­ში­შია და თუ მე­წყერ­სა­შიშ­რო­ე­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი, რა­ჭას და და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს გა­მოვ­ყოფ, რად­გან იქ ტე­ნი­ა­ნო­ბა მე­ტია. აჭა­რა­შიც ძა­ლი­ან ინ­ტენ­სი­უ­რია მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბი. თუ კა­ხე­თის მხა­რეს ავი­ღებთ, იქ ღვარ­ცო­ფე­ბი ძა­ლი­ან ხში­რია.

- კეთ­დე­ბა გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ სა­თა­ნა­დოდ აღ­ჭურ­ვი­ლი ვერ­ტმფრე­ნე­ბი რომ გვყო­ლო­და, შე­საძ­ლოა, ჯერ კი­დევ წუ­ხელ ადა­მი­ა­ნე­ბის დიდი ნა­წი­ლი გა­მო­ეყ­ვა­ნათ.

- მე სა­მაშ­ვე­ლოს სპე­ცი­ა­ლის­ტი არ ვარ, მაგ­რამ ამა­ზე ხში­რად იყო სა­უ­ბა­რი, რომ სა­მაშ­ვე­ლო ვერ­ტმფრე­ნე­ბი ჩვენ არ გვყავს. ის ვერ­ტმფრე­ნე­ბი, ახლა რომ აჩ­ვე­ნებ­დნენ, სა­მაშ­ვე­ლო არ არის. სა­სურ­ვე­ლია, რომ ასე­თი რამ გვქონ­დეს, მაგ­რამ აქვე გე­ტყვით, რომ ბუ­ნებ­რი­ვი კა­ტაკ­ლი­ზე­მე­ბის პრე­ვენ­ცი­ას ახ­დენს ბევ­რი სხვა ღო­ნის­ძი­ე­ბაც, მა­გა­ლი­თად, დამ­სვე­ნე­ბე­ლე­ბი ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლე­ბი უნდა იყ­ვნენ, რა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს, ასე­ვე ად­გი­ლობ­რი­ვი პერ­სო­ნა­ლიც, ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი, ვი­საც ეს სას­ტუმ­რო და კო­ტე­ჯე­ბი ეკუთ­ვნო­დათ, ისი­ნიც უნდა ყო­ფი­ლიყ­ვნენ გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლე­ბი. ამ დროს, მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა ყო­ფი­ლიყ­ვნენ მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი, უნდა ჰქო­ნო­დათ კავ­ში­რის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი და მხო­ლოდ ტე­ლე­ფო­ნებ­ზე არ უნდა ყო­ფი­ლიყ­ვნენ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი. ასე­ვე ად­გი­ლობ­რივ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებს უნდა ჰქონ­დეთ სპე­ცი­ა­ლუ­რი ტექ­ნი­კა, ქუ­თა­ი­სი­დან ჩას­ვლა დრო­ის და­კარ­გვა იყო.

- რას გვას­წავ­ლის ეს ტრა­გე­დია, შე­იც­ვლე­ბა ამის შემ­დეგ თუნ­დაც პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის კუ­თხით რამე?

- სამ­წუ­ხა­როდ, ოპ­ტი­მიზ­მის სა­ფუძ­ვე­ლი არ გვაქვს. ბოლო წლე­ბის ტრა­გე­დი­ებს რომ გა­დავ­ხე­დოთ, დევ­დო­რა­კი, ნენ­სკრას ხე­ო­ბა, გა­მო­დის რომ ვე­რა­ფერს ვწავ­ლობთ. კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში დიდ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცე­ვენ ბუ­ნებ­რივ კა­ტას­ტრო­ფებს. მარ­ტო აქ­ცენ­ტის გა­და­ტა­ნა მაშ­ვე­ლებ­ზე, რომ აი, ვერ­ტმფრე­ნი რომ ყო­ფი­ლი­ყო, მა­შინ შე­იძ­ლე­ბო­და ერთი და ორი ადა­მი­ა­ნის გა­დარ­ჩე­ნაც, რა თქმა უნდა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მაგ­რამ მთლი­ანდ ეს პრობ­ლე­მა რომ გა­და­იჭ­რას, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყვე­ლა ფე­ნის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბაა და მო­ბი­ლი­ზე­ბაა სა­ჭი­რო.

ადა­მი­ა­ნებ­მა უნდა იცოდ­ნენ, თუ რო­გორ უნდა მო­ვიქ­ცეთ მსგავს შემ­თხვე­ვებ­ში, უსაფრ­თხო­ე­ბის კულ­ტუ­რა უნდა გვქონ­დეს. მო­სახ­ლე­ო­ბას უნდა ჰქონ­დეთ მო­თხოვ­ნი­ლე­ბა, რო­დე­საც სახ­ლს რომ ყი­დუ­ლო­ბენ, შე­ა­მოწ­მონ რამ­დე­ნად ხა­რის­ხი­ა­ნად არის აშე­ნე­ბუ­ლი. დამ­სვე­ნე­ბე­ლი რომ მი­დის კუ­რორტზე, უნდა ჰქონ­დეს ინ­ფორ­მა­ცია უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე. ასე­ვე ბიზ­ნეს­მე­ნებს, სცე­ნა­რე­ბი იწე­რე­ბა ხოლ­მე წი­ნას­წარ, რომ მსგავს შემ­თხვე­ვებ­ში, რო­გორ მოხ­დეს უსაფრ­თხო ად­გილ­ზე ხალ­ხის გაყ­ვა­ნა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 37 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დოდიკი
0

ესეც რიგით მერამდენე გენიოსი გაგიჟდები ყველმ ახლა მოინდომა თავის გამოჩენა

"მართალია"...
3

დამსვენებელმა უნდა იცოდეს გეოლოგია, გლაციოლოგია, ადმინისტრაციული კოდექსი, ნებართვების გაცემის სისწორე. დამსვენებელმა უნდა იცოდეს თავისი დიაგნოზი, სანამ მივა ექიმთან ინტერნეტში უნდა ჰქონდეს მოძიებული სრული ინფორმაცია, დამსვენებელმა უნდა იცოდეს ვერტმფრენის მართვა, დამსვენებელი უნდა იჯდეს საყარაულო კოშკურაზე და უნდა უცქერდეს მყინვარს, ხო არ დაიძრა,

... მოკლედ, დამსვენებელი გვყოლია გაუნათლებელი და წინდაუხედავი. 

ავტორი:

"ეს ტერიტორია მითითებულია, როგორც უკიდურესად საშიში... დამსვენებლებმაც უნდა იცოდნენ, რომ მსგავსი რამ მოსალოდნელია" - შეიძლებოდა თუ არა ტრაგედიის პრევენცია და რომელი რეგიონებია მეწყერსაშიში?

"ეს ტერიტორია მითითებულია, როგორც უკიდურესად საშიში... დამსვენებლებმაც უნდა იცოდნენ, რომ მსგავსი რამ მოსალოდნელია" - შეიძლებოდა თუ არა ტრაგედიის პრევენცია და რომელი რეგიონებია მეწყერსაშიში?

გუშინ, 3 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე გავრცელებული ინფორმაციით, რაჭაში, შოვში, მეწყრული პროცესები განვითარდა. დამსვენებლები სოციალური ქსელის საშუალებით პირდაპირ ეთერში ტელეფონებით ერთვებოდნენ და შველას ითხოვდნენ. სამ საათში სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენი ჩაება, ადგილზე ჩავიდა ოთხასამდე მაშველი, რომელიც აქამდე ეძებენ დაკარგულ ადამიანებს.

ბოლო ინფორმაციით, რაჭაში მეწყერს სულ მცირე 11 ადამიანი ემსხვერპლა. ამჟამად მაშველები 30-ზე მეტ დაკარგულს ეძებენ. სეისმოლოგი ზურაბ ჯავახიშვილი ambebi.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ პრევენციული ღონისძიებების ჩატარება შესაძლებელი იქნებოდა, თუ პროცესში იქნებოდნენ ჩართულები როგორც ხელისუფლება, ასევე ის ბიზნესმენები, ვისაც საკურორტო ზონაზე კოტეჯები და სასტუმრო ჰქონდათ. მისი თქმით, აუცილებლად უნდა სცოდნოდათ დამსვენებლებს თუ რამდენად საშიში იყო ეს ზონა დასვენებისთვის...

- ბატონო ზურაბ, ამ გადმოსახედიდან იყო თუ არა შესაძლებელი ადგილზე პრევენციული ღონისძიებების ჩატარება?

- გარკვეულწილად შეიძლებოდა, იმიტომ რომ ეს არის მეწყერული და ღვარცოფის საშიშროების მქონე უბანი და ალბათ მეტი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ როგორც მშენებლობას, ასევე საკურორტო ზონების მოწყობას. დამსვენებლებმაც უნდა იცოდნენ, რომ მსგავსი რამ მოსალოდნელია. შეიძლება ეს მასშტაბი უფრო დიდი აღმოჩნდა, ვიდრე ჩვეულებრივ ელოდნენ, მაგრამ უახლოეს წლებში ასეთი მასშტაბის სტიქიური მოვლენა ნამდვილად არ მომხდარა.

- ამბობენ, რომ ეს კოტეჯები 50 წელია, რაც აშენებულია.

- კი ბატონო, მაგრამ თბილისში, 2015 წელს ვერეს ტრაგედია რომ გავიხსენოთ, იქაც 50 წლის წინ მოხდა ანალოგიური შემთხვევა. ამას გულისხმობს კვლევა და პრევენცია, უნდა გამოიკვლიო მდინარეების ადიდების მასშტაბები და პერიოდები. მე დიდი ხანია იქით არ ვყოფილვარ, მაგრამ სატელიტურ გამოსახულებაზე რომ დავხედე, ძალიან ახლოს არის მდინარესთან ეს კოტეჯები, სადღაც 10-15 მეტრში დგას, ეს ადგილები მდინარის კალაპოტი თუ არა, მიმდებარე ტერიტორია მაინც არის.

- როგორ ფიქრობთ, რაიმე ნიშნები იქნებოდა, სანამ მეწყრული პროცესი დაიწყებოდა, რაც შესაძლოა, ვინც ამაზე იყო პასუხისმგებელი, გამორჩათ?

- არ მგონია, რომ იქ დაკვირვების სისტემები ყოფილიყო, მაგალითად, რაც ახლა ბეთანიის გზაზე დააყენეს. ამ სისტემების წყალობით, თუ მეწყრული პროცესი დაიწყება, ავტომატურად ხდება გზის გადაკეტვა და შეტყობინება. პირველ რიგში, ამის მაუწყებელი იქნებოდა წვიმა, რომელიც რამდენიმე საათით ადრე მოვიდა, მაგრამ როგორც გითხარით, იქ არ იქნებოდა ეს სისტემა, რომ ვინმე გაეფრთხილებინა.

სწორედ ამას ვგულისხმობ თანამედროვე უსაფრთხოების ზომებში, რომ მსგავს ადგილებში აუცილებლად უნდა იყოს გაფრთხილების სისტემა. რა თქმა უნდა, მსგავსი მასშტაბის კატასტროფები შეიძლება ყველგან მოხდეს, მაგრამ განვითარებულ ქვეყნებში ასეთ შემთხვევაში ნაკლებია მსხვერპლი.

გარემოს ეროვნული სააგანეტოს გეოლოგიური დეპარტამენტი ყოველწლიურად ანგარიშებს აქვეყნებს და ამ ბიულეტინებში მითითებულია ეს ტერიტორა როგორც უკიდურესაც საშიში, პირდაპირ შეგიძლიათ ნახოთ, შემოხაზულია, შოვის ირგვლივ მეწყრები და ღვარცოფები.

- მომხდარის მასშტაბებს ხახიეთის ტრაგედიას ადარებენ...

- ის განსხვავებული იყო იმით, რომ ტრაგედია ძლიერმა მიწისძვრამ გამოიწვია და და ამის წინასწარ პროგნოზირება შეუძლებელია, მაგრამ რაც შეეხება მეწყრებს, აქ ცოტა სხვანაირად არის საქმე. ახლა რომ ვუყურებ ამ ტერიტორიას, მგონია, რომ ცოტა უფრო კარგად უნდა შეეფასებინათ ეს ყველაფერი.

- ბატონო ზურაბ, საქართველოში კიდევ რომელია მეწყერსაშიში ზონები?

- მთიან ქვეყანაში ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ლამაზი მთები, რელიეფი, მდინარე, ასეთი ამბები მოსალოდნელია, მაგრამ გეოლოგების მოვალეობა ისაა, რომ შეაფასოს, რამდენად საშიშია ესა თუ ის ტერიტორია.

ზოგადად მთიანი რეგიონები ყველგან საშიშია და თუ მეწყერსაშიშროებაზეა საუბარი, რაჭას და დასავლეთ საქართველოს გამოვყოფ, რადგან იქ ტენიანობა მეტია. აჭარაშიც ძალიან ინტენსიურია მეწყრული პროცესები. თუ კახეთის მხარეს ავიღებთ, იქ ღვარცოფები ძალიან ხშირია.

- კეთდება განცხადებები, რომ სათანადოდ აღჭურვილი ვერტმფრენები რომ გვყოლოდა, შესაძლოა, ჯერ კიდევ წუხელ ადამიანების დიდი ნაწილი გამოეყვანათ.

- მე სამაშველოს სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ ამაზე ხშირად იყო საუბარი, რომ სამაშველო ვერტმფრენები ჩვენ არ გვყავს. ის ვერტმფრენები, ახლა რომ აჩვენებდნენ, სამაშველო არ არის. სასურველია, რომ ასეთი რამ გვქონდეს, მაგრამ აქვე გეტყვით, რომ ბუნებრივი კატაკლიზემების პრევენციას ახდენს ბევრი სხვა ღონისძიებაც, მაგალითად, დამსვენებელები ინფორმირებულები უნდა იყვნენ, რა შეიძლება მოხდეს, ასევე ადგილობრივი პერსონალიც, ბიზნესმენები, ვისაც ეს სასტუმრო და კოტეჯები ეკუთვნოდათ, ისინიც უნდა ყოფილიყვნენ გაფრთხილებულები. ამ დროს, მაქსიმალურად უნდა ყოფილიყვნენ მომზადებულები, უნდა ჰქონოდათ კავშირის საშუალებები და მხოლოდ ტელეფონებზე არ უნდა ყოფილიყვნენ დამოკიდებულები. ასევე ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს უნდა ჰქონდეთ სპეციალური ტექნიკა, ქუთაისიდან ჩასვლა დროის დაკარგვა იყო.

- რას გვასწავლის ეს ტრაგედია, შეიცვლება ამის შემდეგ თუნდაც პრევენციული ღონისძიებების კუთხით რამე?

- სამწუხაროდ, ოპტიმიზმის საფუძველი არ გვაქვს. ბოლო წლების ტრაგედიებს რომ გადავხედოთ, დევდორაკი, ნენსკრას ხეობა, გამოდის რომ ვერაფერს ვწავლობთ. კლიმატის ცვლილების პირობებში ყველა ქვეყანაში დიდ ყურადღებას აქცევენ ბუნებრივ კატასტროფებს. მარტო აქცენტის გადატანა მაშველებზე, რომ აი, ვერტმფრენი რომ ყოფილიყო, მაშინ შეიძლებოდა ერთი და ორი ადამიანის გადარჩენაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ მთლიანდ ეს პრობლემა რომ გადაიჭრას, საზოგადოების ყველა ფენის ინფორმირებულობაა და მობილიზებაა საჭირო.

ადამიანებმა უნდა იცოდნენ, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ მსგავს შემთხვევებში, უსაფრთხოების კულტურა უნდა გვქონდეს. მოსახლეობას უნდა ჰქონდეთ მოთხოვნილება, როდესაც სახლს რომ ყიდულობენ, შეამოწმონ რამდენად ხარისხიანად არის აშენებული. დამსვენებელი რომ მიდის კურორტზე, უნდა ჰქონდეს ინფორმაცია უსაფრთხოებაზე. ასევე ბიზნესმენებს, სცენარები იწერება ხოლმე წინასწარ, რომ მსგავს შემთხვევებში, როგორ მოხდეს უსაფრთხო ადგილზე ხალხის გაყვანა.

წაიკითხეთ ასევე: