სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სილქნეტი  "დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის" ივლისის საქმიანობის შედეგებს აქვეყნებს
სილქნეტი  "დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის" ივლისის საქმიანობის შედეგებს აქვეყნებს

„დაჭ­რილ მებ­რძოლ­თა თა­ნად­გო­მის ფონ­დის“ მიერ მიმ­დი­ნა­რე წელს 36 სხვა­დას­ხვა სა­ხის მხარ­და­ჭე­რა გან­ხორ­ცი­ელ­და, დაჭ­რი­ლი ვე­ტე­რა­ნე­ბი­სა და სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის, მათ შო­რის მათი არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბი­სა და მე­უღ­ლე­ე­ბის­თვის. სრუ­ლად, ფონ­დის­გან გა­ცე­მუ­ლი დახ­მა­რე­ბე­ბის ჯამ­მა 181 973.74 ლარი შე­ად­გი­ნა. ეს თან­ხა მოხ­მარ­და სა­ზღვარ­გა­რეთ ჩა­ტა­რე­ბულ გა­და­უ­დე­ბელ ოპე­რა­ცი­ებს, სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბას, მე­დი­კა­მენ­ტე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფას, სწავ­ლის და­ფი­ნან­სე­ბას, და სხვა:

  • ჩა­ტარ­და 11 ოპე­რა­ცია და სა­ზღვარ­გა­რეთ მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი (ავ­სტრია,თურ­ქე­თი) – 103 550.54 ლარი
  • 6 სხვა­დას­ხვა სა­ხის სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა - 29 113.70 ლარი
  • ვე­ტე­რან მებ­რძოლს და­უ­ფი­ნანსდა ქვე­და კი­დუ­რე­ბის პრო­ტე­ზი­რე­ბა - 28 260 ლარი
  • 7 ბე­ნე­ფი­ცი­ა­რის­თვის გა­მო­ი­ყო თან­ხა მე­დი­კა­მენ­ტე­ბის შე­სა­ძე­ნად - 6 288.39 ლარი
  • 6 სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რის არას­რულ­წლო­ვან შვი­ლებს ფონ­დი და­ეხ­მა­რა სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბით და სას­წავ­ლო კურ­სე­ბის და­ფი­ნან­სე­ბით - 8 093.61 ლარი
  • 1 სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რის მე­უღ­ლეს გა­ე­წია სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა - 593 ლარი
  • 2 სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რეს ჩა­უ­ტარ­და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კურ­სი - 3 590 ლარი
  • 2 სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რეს და­უ­ფი­ნანსდა სას­წავ­ლო კურ­სი - 2,484.50 ლარი

ფონ­დი და­არ­სე­ბი­დან არა­ერთ სა­ერ­თა­შო­რი­სო საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდთან და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლობს. მათ შო­რის არის ბრი­ტა­ნუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დი Invictus Games Foundation. „დაჭ­რილ მებ­რძოლ­თა თა­ნად­გო­მის ფონდმა“ ბრი­ტა­ნუ­ლი ფონ­დის­გან მი­ღე­ბუ­ლი გრან­ტით შე­ი­ძი­ნა 10 ერ­თე­უ­ლი მჯდო­მა­რე კა­ლათ­ბურ­თის ეტლი დაჭ­რილ მებ­რძოლ­თა გუნ­დის­თვის. გუნ­დი სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­შია და მუდ­მი­ვად აქ­ტი­უ­რად ვარ­ჯი­შობს სხვა­დას­ხვა ას­პა­რე­ზო­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სათ­ვის, სა­დაც ღირ­სე­ულ მე­ტო­ქე­ო­ბას უწევს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის უძ­ლი­ე­რეს გუნ­დებს, სპორ­ტის არა­ერთ სა­ხე­ო­ბა­ში. სწო­რედ მათ­თვის, სილ­ქნეტ­მა უზ­რუნ­ველ­ყო სა­ქარ­თვე­ლო­ში ეტ­ლე­ბის ტრან­სპორ­ტი­რე­ბა. ფონ­დი ეტ­ლებს გა­დას­ცემს სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს დაჭ­რილ მებ­რძოლ­თა გუნდს. ამ­ჟა­მად, გუნ­დი ემ­ზა­დე­ბა „ძლი­ერ­თა თა­მა­შებ­ში“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად, რო­მე­ლიც მიმ­დი­ნა­რე წლის სექ­ტემ­ბერ­ში გა­ი­მარ­თე­ბა დი­უ­სელ­დორფში. ბრი­ტა­ნუ­ლი ფონდ Invictus Games Foundation-ის­გან მი­ღე­ბუ­ლი გრან­ტით შე­ძე­ნი­ლი ეტ­ლე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით არის აღ­ჭურ­ვი­ლი, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმი­სათ­ვის, რომ დაჭ­რილ­მა მებ­რძო­ლებ­მა სა­თა­ნა­დო მომ­ზა­დე­ბა გა­ი­ა­რონ და ღირ­სე­უ­ლად გა­მო­ვიდ­ნენ აღ­ნიშ­ნულ ტურ­ნირ­ზე. ფონ­დის­თვის სა­ა­მა­ყოა ამ სა­სარ­გებ­ლო საქ­მე­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

ფონ­დი, ასე­ვე, აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს დაჭ­რილ მებ­რძოლ­თა მე­უღ­ლე­ე­ბის­თვის ქალ­თა ეკო­ნო­მი­კუ­რი გაძ­ლი­ე­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ფონ­დის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მხარ­და­ჭე­რის აღ­მო­ჩე­ნა გა­მიზ­ნუ­ლია დაჭ­რი­ლი მებ­რძო­ლე­ბის მე­უღ­ლე­ე­ბის­თვი­საც. გარ­და ჯან­მრთე­ლო­ბის კუ­თხით გა­წე­უ­ლი დახ­მა­რე­ბი­სა, ფონ­დი და­ა­ფი­ნან­სებს სხვა­დას­ხვა სას­წავ­ლო კურსს პრო­ფე­სი­უ­ლი გა­დამ­ზა­დე­ბის კუ­თხით, რათა მე­უღ­ლე­ებს შეს­თა­ვა­ზოს და­საქ­მე­ბის ან ახა­ლი პრო­ფე­სი­ის და­უფ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. ქალ­თა ეკო­ნო­მი­კუ­რი გაძ­ლი­ე­რე­ბის სა­კი­თხე­ბის და­გეგ­მვი­სას, ფონ­დი თა­ნამ­შრომ­ლობს გა­ე­როს ქალ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან.

„დაჭ­რილ მებ­რძოლ­თა თა­ნად­გო­მის ფონ­დი“ აგ­რძე­ლებს აქ­ტი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თან და ვე­ტე­რა­ნე­ბის საქ­მე­თა სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით.

ფონ­დი 2018 წელს და­ა­ფუძნა სილ­ქნეტ­მა. კომ­პა­ნია ფონდში ყო­ველ­წლი­უ­რად 300 000 ლარს რი­ცხავს. გარ­და ამი­სა, წლი­დან წლამ­დე უფრო მეტ დო­ნორს იზი­დავს და გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი რე­სურ­სით ეხ­მა­რე­ბა დაჭ­რი­ლი მებ­რძო­ლებს. ფონ­დის დო­ნა­ცი­ე­ბი შედ­გე­ბა სხვა­დას­ხვა ქარ­თუ­ლი და უცხო­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი­სა და ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბის შე­მო­წი­რუ­ლო­ბე­ბის­გან და ასე­ვე, მთავ­რო­ბის მხრი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბით. ფონ­დის მი­ზა­ნია, მხარ­ში და­უდ­გეს აფხა­ზე­თი­სა და სა­მა­ჩაბ­ლოს ბრძო­ლებ­ში და სა­ერ­თა­შო­რი­სო სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ებ­სა და ვე­ტე­რა­ნებს, რომ­ლებ­მაც ჯან­მრთე­ლო­ბა შეს­წი­რეს სამ­შობ­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბას და შე­დე­გად, მძი­მე ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღეს.

ფონ­დის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ყო­ველ წელს არა­ერ­თი კომ­პა­ნია და კერ­ძო პირი იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, შე­უ­ერ­თდეს ქველ­მოქ­მე­დე­ბას და მხარ­ში და­უდ­გეს დაჭ­რილ ვე­ტე­რა­ნებ­სა და სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ებს ფონდთან ერ­თად. შე­საძ­ლე­ბე­ლია ფონ­დის ვებ გვერ­დი­დან ნე­ბის­მი­ე­რი თან­ხის ჩა­რი­ცხვა ფონდში. მოქ­მე­დებს, ასე­ვე, საქ­ველ­მოქ­მე­დო ნო­მე­რი 0 091 777 771. ნო­მერ­ზე შე­მო­სუ­ლი ერთი ზა­რი­დან ფონ­დის ან­გა­რიშ­ზე ირი­ცხე­ბა ერთი ლარი. ნო­მე­რი აქ­ტი­უ­რია ყვე­ლა მო­ბი­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რებ­ლის­თვის.

ფონ­დის მი­ზა­ნია, მისი საქ­მი­ა­ნო­ბა გახ­დეს მე­ტად ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი და სა­ყო­ველ­თაო, რათა სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან და ბიზ­ნეს­თან ერ­თად, ასე­ვე მთავ­რო­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, გვერ­დით და­უდ­გეს ჩვე­ნი ქვეყ­ნის ერ­თი­ა­ნო­ბის­თვის მებ­რძოლ დაჭ­რილ ვე­ტე­რა­ნებ­სა და სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ებს.

R

მე
0

ქართველებს რო დაეხმაროთ არა? ცვეტშია უკრაინა? პოპულიზმი და რამე? მარა ეგ ქველმოქმედება არაა ეგაა ფულის გათეთრება

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

სილქნეტი  "დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის" ივლისის საქმიანობის შედეგებს აქვეყნებს

სილქნეტი  "დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის" ივლისის საქმიანობის შედეგებს აქვეყნებს

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მიერ მიმდინარე წელს 36 სხვადასხვა სახის მხარდაჭერა განხორციელდა, დაჭრილი ვეტერანებისა და სამხედრო მოსამსახურეების, მათ შორის მათი არასრულწლოვანი შვილებისა და მეუღლეებისთვის. სრულად, ფონდისგან გაცემული დახმარებების ჯამმა 181 973.74 ლარი შეადგინა. ეს თანხა მოხმარდა საზღვარგარეთ ჩატარებულ გადაუდებელ ოპერაციებს, სამედიცინო მომსახურებას, მედიკამენტებით უზრუნველყოფას, სწავლის დაფინანსებას, და სხვა:

  • ჩატარდა 11 ოპერაცია და საზღვარგარეთ მკურნალობის კურსი (ავსტრია,თურქეთი) – 103 550.54 ლარი
  • 6 სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურება - 29 113.70 ლარი
  • ვეტერან მებრძოლს დაუფინანსდა ქვედა კიდურების პროტეზირება - 28 260 ლარი
  • 7 ბენეფიციარისთვის გამოიყო თანხა მედიკამენტების შესაძენად - 6 288.39 ლარი
  • 6 სამხედრო მოსამსახურის არასრულწლოვან შვილებს ფონდი დაეხმარა სამედიცინო მომსახურებით და სასწავლო კურსების დაფინანსებით - 8 093.61 ლარი
  • 1 სამხედრო მოსამსახურის მეუღლეს გაეწია სამედიცინო მომსახურება - 593 ლარი
  • 2 სამხედრო მოსამსახურეს ჩაუტარდა რეაბილიტაციის კურსი - 3 590 ლარი
  • 2 სამხედრო მოსამსახურეს დაუფინანსდა სასწავლო კურსი - 2,484.50 ლარი

ფონდი დაარსებიდან არაერთ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდთან და ორგანიზაციასთან თანამშრომლობს. მათ შორის არის ბრიტანული საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი Invictus Games Foundation. „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ბრიტანული ფონდისგან მიღებული გრანტით შეიძინა 10 ერთეული მჯდომარე კალათბურთის ეტლი დაჭრილ მებრძოლთა გუნდისთვის. გუნდი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია და მუდმივად აქტიურად ვარჯიშობს სხვადასხვა ასპარეზობებში მონაწილეობისათვის, სადაც ღირსეულ მეტოქეობას უწევს სხვადასხვა ქვეყნის უძლიერეს გუნდებს, სპორტის არაერთ სახეობაში. სწორედ მათთვის, სილქნეტმა უზრუნველყო საქართველოში ეტლების ტრანსპორტირება. ფონდი ეტლებს გადასცემს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ მებრძოლთა გუნდს. ამჟამად, გუნდი ემზადება „ძლიერთა თამაშებში“ მონაწილეობის მისაღებად, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბერში გაიმართება დიუსელდორფში. ბრიტანული ფონდ Invictus Games Foundation-ისგან მიღებული გრანტით შეძენილი ეტლები თანამედროვე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ დაჭრილმა მებრძოლებმა სათანადო მომზადება გაიარონ და ღირსეულად გამოვიდნენ აღნიშნულ ტურნირზე. ფონდისთვის საამაყოა ამ სასარგებლო საქმეში მონაწილეობა.

ფონდი, ასევე, აქტიურად მუშაობს დაჭრილ მებრძოლთა მეუღლეებისთვის ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით. ფონდის კრიტერიუმებიდან გამომდინარე, მხარდაჭერის აღმოჩენა გამიზნულია დაჭრილი მებრძოლების მეუღლეებისთვისაც. გარდა ჯანმრთელობის კუთხით გაწეული დახმარებისა, ფონდი დააფინანსებს სხვადასხვა სასწავლო კურსს პროფესიული გადამზადების კუთხით, რათა მეუღლეებს შესთავაზოს დასაქმების ან ახალი პროფესიის დაუფლების შესაძლებლობები. ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საკითხების დაგეგმვისას, ფონდი თანამშრომლობს გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან.

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ აგრძელებს აქტიურ საქმიანობას საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან თანამშრომლობით.

ფონდი 2018 წელს დააფუძნა სილქნეტმა. კომპანია ფონდში ყოველწლიურად 300 000 ლარს რიცხავს. გარდა ამისა, წლიდან წლამდე უფრო მეტ დონორს იზიდავს და გაფართოებული რესურსით ეხმარება დაჭრილი მებრძოლებს. ფონდის დონაციები შედგება სხვადასხვა ქართული და უცხოური კომპანიებისა და ფიზიკური პირების შემოწირულობებისგან და ასევე, მთავრობის მხრიდან განხორციელებული თანადაფინანსებით. ფონდის მიზანია, მხარში დაუდგეს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ბრძოლებში და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებსა და ვეტერანებს, რომლებმაც ჯანმრთელობა შესწირეს სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობას და შედეგად, მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიიღეს.

ფონდის საქმიანობაში ყოველ წელს არაერთი კომპანია და კერძო პირი იღებს მონაწილეობას. ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა, შეუერთდეს ქველმოქმედებას და მხარში დაუდგეს დაჭრილ ვეტერანებსა და სამხედრო მოსამსახურეებს ფონდთან ერთად. შესაძლებელია ფონდის ვებ გვერდიდან ნებისმიერი თანხის ჩარიცხვა ფონდში. მოქმედებს, ასევე, საქველმოქმედო ნომერი 0 091 777 771. ნომერზე შემოსული ერთი ზარიდან ფონდის ანგარიშზე ირიცხება ერთი ლარი. ნომერი აქტიურია ყველა მობილური ქსელის მომხმარებლისთვის.

ფონდის მიზანია, მისი საქმიანობა გახდეს მეტად ფართომასშტაბიანი და საყოველთაო, რათა საზოგადოებასთან და ბიზნესთან ერთად, ასევე მთავრობასთან თანამშრომლობით, გვერდით დაუდგეს ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის მებრძოლ დაჭრილ ვეტერანებსა და სამხედრო მოსამსახურეებს.

R