სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ისეთმა ხალხმა ჩაგვირიცხა თანხა, ვისთანაც სოსოს პოლიტიკაში ყოფნის დროს მწვავე დაპირისპირება ჰქონდა... ეს რომ ვნახეთ, ორივე ვტიროდით" - ჯაჭვლიანის მეუღლე ხალხის თანადგომასა და მსახიობის მდგომარეობაზე
"ისეთმა ხალხმა ჩაგვირიცხა თანხა, ვისთანაც სოსოს პოლიტიკაში ყოფნის დროს მწვავე დაპირისპირება ჰქონდა... ეს რომ ვნახეთ, ორივე ვტიროდით" - ჯაჭვლიანის მეუღლე ხალხის თანადგომასა და მსახიობის მდგომარეობაზე

მსა­ხი­ო­ბი და სპორ­ტსმე­ნი სოსო ჯაჭვლი­ა­ნი, რო­მე­ლიც მძი­მე სენს ებ­რძვის, რამ­დე­ნი­მე კვი­რაა თურ­ქეთ­ში იმ­ყო­ფე­ბა და მკურ­ნა­ლო­ბის კურსს გა­დის. Ambebi.ge ბა­ტონ სო­სოს მე­უღ­ლეს, ირმა ჯაჭვლი­ანს თურ­ქეთ­ში და­უ­კავ­შირ­და და მას­თან ვრცე­ლი ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რა. რო­გო­რია ბა­ტო­ნი სო­სოს ამ­ჟა­მინ­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­გორ და­ეხ­მა­რა სა­ზო­გა­დო­ე­ბა, მე­გობ­რე­ბი და ოპო­ნენ­ტე­ბიც კი ფი­ნან­სუ­რად, მსა­ხი­ო­ბის მე­უღ­ლეს ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­და ამ მძი­მე თე­მებ­ზე ემო­ცი­ის გა­რე­შე ესა­უბ­რა...

- ქალ­ბა­ტო­ნო ირმა, რო­გო­რია ახლა ბა­ტო­ნი სო­სოს ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­გორ მი­დის მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცე­სი?

- მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცეს­ში ვართ. რა და­ა­ვა­დე­ბა­საც ებ­რძვის სოსო, კი იცის სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, ასე ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად ვე­რა­ფერს ვი­ტყვი, უკე­თე­სო­ბის იმე­დი გვაქვს.

- თურ­ქეთ­ში წას­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რო­გორ მი­ი­ღეთ, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი თბი­ლის­ში, სახ­ლში იყო ბა­ტო­ნო სოსო...

- ბევ­რი კარ­გი კლი­ნი­კაა, ავ­სტრი­ა­შიც, გერ­მა­ნი­ა­შიც, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი იაფი არ ჯდე­ბა. ჩვენ უკვე დიდი ხა­ნია ამ და­ა­ვა­დე­ბას ვებ­რძვით და ყვე­ლა­ფე­რი ხარ­ჯე­ბია, ავად­მყოფს ბევ­რი რამე სჭირ­დე­ბა. ოჯახს აღარ გვქონ­და რე­სურ­სი, რომ სა­ზღვარ­გა­რეთ გაგ­ვეყ­ვა­ნა.

- ახლა ვინ გეხ­მა­რე­ბათ ფი­ნან­სუ­რად?

- სოსო გვერ­დში და­უდ­გნენ მე­გობ­რე­ბი, ძა­ლი­ან მინ­და ყვე­ლას მად­ლო­ბა ვუ­თხრა. ასეთ დროს დაბ­ნე­უ­ლი ხარ, ვის მი­მარ­თო არ იცი. ვერც მი­მარ­თავ ვე­რა­ვის, ყვე­ლას თა­ვი­სი პრობ­ლე­მა და ოჯა­ხი აქვს, ასე­თი იოლი არ არის, ვინ­მეს დახ­მა­რე­ბა სთხო­ვო. მე სო­სოს მე­გობ­რე­ბის, ახ­ლობ­ლე­ბის, ნა­თე­სა­ვე­ბის, ძა­ლი­ან მად­ლო­ბე­ლი ვარ ყვე­ლა­სი. ბოლო დროს ტიკ ტოკ­ზე გავ­რცელ­და პა­ტა­რა ვი­დეო, და­ვით გი­ორ­გო­ბი­ა­ნია ის პი­როვ­ნე­ბა, რო­მელ­მაც ჩა­წე­რა ვი­დეო და სო­სოს ან­გა­რი­შის ნო­მე­რი მი­უ­თი­თა, ხალ­ხს სთხო­ვა, თითო ლა­რით და­ეხ­მა­რე­თო. ორი დღე ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვი­ყა­ვი, რომ მე­ტი­რე­ბო­და, ერთ ლარ­საც კი რო­გო­რი დატ­ვირ­თვა აქვს სა­ქარ­თვე­ლო­ში ხომ ხვდე­ბით, არ იშო­ვე­ბა ასე იო­ლად ფული. არ არის მარ­ტი­ვი, რომ ვი­ღა­ცამ ფული გად­მო­გი­რი­ცხოს. იმ­ხე­ლა დახ­მა­რე­ბა აღ­მოგ­ვი­ჩი­ნა ხალ­ხმა, შე­იძ­ლე­ბა ეს დიდი თან­ხა არ იყოს, მაგ­რამ მარ­ტო ამა­ზე ხომ არ არის, მო­რა­ლუ­რი მხარ­ში დგო­მა უფრო ფა­სე­უ­ლი აღ­მოჩ­ნდა ჩვენ­თვის. არ ვიცი, სა­ი­დან არ გვი­რე­კა­ვენ, ავ­სტრი­ი­დან, გერ­მა­ნი­ი­დან, საფ­რან­გე­თი­დან, ძა­ლი­ან დიდ სიყ­ვა­რულს იჩე­ნენ. ეს არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ნე­ბის­მი­ერ თან­ხა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. ყვე­ლას მად­ლო­ბა, სა­მე­გობ­რო­ზე უკვე სი­ტყვე­ბი აღარ მყოფ­ნის. არ მინ­და ჩა­მო­ნათ­ვა­ლი გა­ვა­კე­თო, შე­იძ­ლე­ბა ვი­ღაც გა­მომ­რჩეს და არ იქ­ნე­ბა ეს სწო­რი.

- ბა­ტონ სო­სოს არა­ერ­თი დამ­სა­ხუ­რე­ბა აქვს ქვეყ­ნის წი­ნა­შე და სა­ხელ­მწი­ფო რამ­დე­ნად გიდ­გათ მხარ­ში?

- ყვე­ლა გვიდ­გას გვერ­დით, ვერ ვი­ტყვი, რომ ვინ­მემ ჩვე­ნი გა­სა­ჭი­რი გულ­თან არ მი­ი­ტა­ნა. გუ­შინ ვსა­უბ­რობ­დით მე და სოსო ამა­ზე, რომ ისეთ­მა ხალ­ხმა ჩა­უ­რი­ცხა ან­გა­რიშ­ზე თან­ხა, რომ­ლებ­თა­ნაც პო­ლი­ტი­კა­ში ყოფ­ნის დროს ჰქონ­და და­პი­რის­პი­რე­ბა, საკ­მა­ოდ მწვა­ვე და­პი­რის­პი­რე­ბა. არ მინ­და, პარ­ტი­ე­ბად გა­მოვ­ყო, მაგ­რამ რომ ვნა­ხეთ ან­გა­რიშ­ზე მო­სუ­ლი ამ პი­როვ­ნე­ბე­ბის­გან ჩა­რი­ცხუ­ლი თან­ხა, შვი­ლიშ­ვილს გე­ფი­ცე­ბით, მე და სოსო ორი­ვე ვტი­რო­დით. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რამ­ხე­ლა კა­ცო­ბაა, რომ ასე­თი ნა­ბი­ჯი გა­დად­გეს, თო­რემ ვინ აძა­ლებ­დათ, ჩა­რი­ცხავ­და თუ არა, ვინ გა­ი­გებ­და. გე­ფი­ცე­ბით ჩემს შვი­ლებს და შვი­ლიშ­ვი­ლებს, ცრემ­ლე­ბამ­დე შემძრა ამ ამ­ბავ­მა.

მე­გობ­რებ­მა, რომ­ლე­ბიც მისი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი და გვერ­დში მდგო­მე­ბი იყ­ვნენ, მათი გა­ღე­ბუ­ლი თან­ხა, ესეც ძა­ლი­ან და­სა­ფა­სე­ბე­ლია, მაგ­რამ თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, „შენი და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი“ მხა­რი­დან რომ ადა­მი­ა­ნი გა­გიწ­ვდის ხელს, ეს ძა­ლი­ან მა­გა­რი ამ­ბა­ვია. სოსო მე­უბ­ნე­ბო­და გუ­შინ, მარ­ტო ამი­ტომ ღირ­და, რომ და­ვი­ნა­ხე, რომ რა­ღაც არი­სო...

- თუ მოგ­ვცემთ უფ­ლე­ბას, რომ ან­გა­რი­შის ნო­მე­რი ჩვენც გა­მო­ვაქ­ვეყ­ნოთ?

- არ მინ­და მე­ტის­მე­ტი, იმ ადა­მი­ან­მა რომ ტიკ ტოკ­ზე ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, ჩვენ­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად მოხ­და. ვი­ღა­ცის­გან გა­ი­გო ეს ამ­ბა­ვი და არა­ვის­თვის არ გვი­თხო­ვია. შეგ­ნე­ბუ­ლად რომ დავ­დო ან­გა­რი­შის ნო­მე­რი, გა­მო­დის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე ძა­ლა­დო­ბა და ნამ­დვი­ლად არ მინ­და. ეს რაც გა­კეთ­და, ჩვენ­თვის იმ­დე­ნად ძვირ­ფა­სია, რომ ამის გა­უბ­რა­ლო­ე­ბა აღარ მინ­და. ეს გა­კეთ­და გუ­ლით და შემ­დეგ უკვე და­ძა­ლე­ბით გა­კე­თე­ბუ­ლი, რომ ყველ­გან ან­გა­რი­შის ნო­მე­რი იყოს, არ მინ­და, ზედ­მე­ტი გა­მო­ვა. ყვე­ლას მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო, პარ­ტი­უ­ლად არ მინ­და ვინ­მე გა­მოვ­ყო. ეს იყო სას­წა­უ­ლი, სას­წა­უ­ლი რა­ღაც მოხ­და, ყვე­ლას დიდი მად­ლო­ბა.

ემიგ­რან­ტმა ქა­ლებ­მა იტა­ლი­ი­დან, რომ­ლე­ბიც მო­ხუ­ცებს უვ­ლი­ან და რამ­ხე­ლა მძი­მე შრო­მა­ში არი­ან, მა­თაც ჩაგ­ვი­რი­ცხეს ფული, რა უნდა იყოს ამა­ზე ძვირ­ფა­სი, ჩვენ მათ­თვის ვინ ვართ, აბ­სო­ლუ­ტუ­რად უცხო ხალ­ხი ვართ. მად­ლო­ბის მეტი არა­ფე­რი მეთ­ქმის.

- ბოლო დროს გულ­გა­ტე­ხი­ლი იყო ეთერ­ში ბა­ტო­ნი სოსო, ახლა რო­გო­რი შე­მარ­თე­ბით არის?

- ეს ისე­თი და­ა­ვა­დე­ბაა, რის შემ­დე­გაც ადა­მი­ან­ში ყვე­ლას და ყვე­ლაფ­რის გა­და­ფა­სე­ბა ხდე­ბა. რა­საც აქამ­დე პრობ­ლე­მად აღიქ­ვამ, ამ და­ა­ვა­დე­ბის შემ­დეგ ყვე­ლა­ფერს სხვა თვა­ლით აღიქ­ვამ. სო­სოს შემ­თხვე­ვა­შიც ასე მოხ­და, უკვე აღარ აქვს ისე­თი სიმ­ძაფ­რე სხვა რა­ღა­ცებს. ამი­ტომ და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე და გუ­ლის ტკე­ნა­ზე უკვე აღარ არის სა­უ­ბა­რი. ახლა უკვე სხვა თე­მე­ბია და მი­თუ­მე­ტეს, რო­დე­საც ხე­დავ რომ ასე­თი დიდი მხარ­და­ჭე­რა მო­დის სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან.

რო­დე­საც თურ­ქეთ­ში გავფრინ­დით, პირ­ვე­ლი შოკი აე­რო­პორ­ტში გვქონ­და, პატ­რუ­ლის ეკი­პაჟ­მა სოსო რომ იცნო, რამ­ხე­ლა სიყ­ვა­რუ­ლი გა­მო­ხა­ტეს. არ შეგ­ვა­წუ­ხეს, ისე გაგ­ვიყ­ვა­ნეს გა­სას­ვლელ პუნ­ქტამ­დე, სიყ­ვა­რუ­ლით, პა­ტი­ვის­ცე­მით და უაღ­რე­სი თა­ნად­გო­მით. სტამ­ბო­ლის აე­რო­პორ­ტში, ყვე­ლა ქარ­თვე­ლი ვინც კი სად­მე მიფ­რი­ნავ­და, ყვე­ლა მო­დი­ო­და და დიდ სიყ­ვა­რულს გა­მო­ხა­ტავ­და. დღე­ის­თვის ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა ჩვენ­თვის.

- სპორ­ტსმე­ნი, ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სით, აწუ­ხებ­და ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი?

- არა­სო­დეს და ჩვენც გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით პირ­ველ დღეს, რო­დე­საც დი­აგ­ნო­ზი გა­ვი­გეთ. ისე გახ­და სოსო 62 წლის, რომ არა­სო­დეს არ ჰქო­ნია არა­ნა­ი­რი და­ა­ვა­დე­ბა, ერ­თა­დერ­თი სპორ­ტსმე­ნებს რაც ახა­სი­ა­თებს, მე­ნის­კე­ბი, მყე­სის და­ჭიმ­ვა. სი­ცხე და გრი­პიც კი არ ჰქო­ნია, ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობ­და. სი­გა­რე­ტი არა­სო­დეს მო­უ­წე­ვია და ღვი­ნოს თა­ვად წუ­რავს და თა­ვის და­ბა­დე­ბის დღე­ზე და ახალ წელს თუ და­ლევ­და. ესეც ძა­ლი­ან შოკი აღ­მოჩ­ნდა ჩვენ­თვის. რო­გორც ჩანს, ეს და­ა­ვა­დე­ბა შე­იძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერს და­ე­მარ­თოს.

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ელზა
0

გამოჯანმრთელებას გისურვებთ ბატონო სოსო. საქართველოს ღირსეული შვილო....გვიყვარხარ❤️❤️❤️

ივანე მახარაძე
1

ღმერთი გფარავდეთ ბატონო სოსო.- ჩემთვის გედია❤

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ისეთმა ხალხმა ჩაგვირიცხა თანხა, ვისთანაც სოსოს პოლიტიკაში ყოფნის დროს მწვავე დაპირისპირება ჰქონდა... ეს რომ ვნახეთ, ორივე ვტიროდით" - ჯაჭვლიანის მეუღლე ხალხის თანადგომასა და მსახიობის მდგომარეობაზე

"ისეთმა ხალხმა ჩაგვირიცხა თანხა, ვისთანაც სოსოს პოლიტიკაში ყოფნის დროს მწვავე დაპირისპირება ჰქონდა... ეს რომ ვნახეთ, ორივე ვტიროდით" - ჯაჭვლიანის მეუღლე ხალხის თანადგომასა და მსახიობის მდგომარეობაზე

მსახიობი და სპორტსმენი სოსო ჯაჭვლიანი, რომელიც მძიმე სენს ებრძვის, რამდენიმე კვირაა თურქეთში იმყოფება და მკურნალობის კურსს გადის. Ambebi.ge ბატონ სოსოს მეუღლეს, ირმა ჯაჭვლიანს თურქეთში დაუკავშირდა და მასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. როგორია ბატონი სოსოს ამჟამინდელი მდგომარეობა, როგორ დაეხმარა საზოგადოება, მეგობრები და ოპონენტებიც კი ფინანსურად, მსახიობის მეუღლეს ძალიან გაუჭირდა ამ მძიმე თემებზე ემოციის გარეშე ესაუბრა...

- ქალბატონო ირმა, როგორია ახლა ბატონი სოსოს ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორ მიდის მკურნალობის პროცესი?

- მკურნალობის პროცესში ვართ. რა დაავადებასაც ებრძვის სოსო, კი იცის საზოგადოებამ, ასე ერთმნიშვნელოვნად ვერაფერს ვიტყვი, უკეთესობის იმედი გვაქვს.

- თურქეთში წასვლის გადაწყვეტილება როგორ მიიღეთ, გარკვეული პერიოდი თბილისში, სახლში იყო ბატონო სოსო...

- ბევრი კარგი კლინიკაა, ავსტრიაშიც, გერმანიაშიც, მაგრამ ეს ყველაფერი იაფი არ ჯდება. ჩვენ უკვე დიდი ხანია ამ დაავადებას ვებრძვით და ყველაფერი ხარჯებია, ავადმყოფს ბევრი რამე სჭირდება. ოჯახს აღარ გვქონდა რესურსი, რომ საზღვარგარეთ გაგვეყვანა.

- ახლა ვინ გეხმარებათ ფინანსურად?

- სოსო გვერდში დაუდგნენ მეგობრები, ძალიან მინდა ყველას მადლობა ვუთხრა. ასეთ დროს დაბნეული ხარ, ვის მიმართო არ იცი. ვერც მიმართავ ვერავის, ყველას თავისი პრობლემა და ოჯახი აქვს, ასეთი იოლი არ არის, ვინმეს დახმარება სთხოვო. მე სოსოს მეგობრების, ახლობლების, ნათესავების, ძალიან მადლობელი ვარ ყველასი. ბოლო დროს ტიკ ტოკზე გავრცელდა პატარა ვიდეო, დავით გიორგობიანია ის პიროვნება, რომელმაც ჩაწერა ვიდეო და სოსოს ანგარიშის ნომერი მიუთითა, ხალხს სთხოვა, თითო ლარით დაეხმარეთო. ორი დღე ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, რომ მეტირებოდა, ერთ ლარსაც კი როგორი დატვირთვა აქვს საქართველოში ხომ ხვდებით, არ იშოვება ასე იოლად ფული. არ არის მარტივი, რომ ვიღაცამ ფული გადმოგირიცხოს. იმხელა დახმარება აღმოგვიჩინა ხალხმა, შეიძლება ეს დიდი თანხა არ იყოს, მაგრამ მარტო ამაზე ხომ არ არის, მორალური მხარში დგომა უფრო ფასეული აღმოჩნდა ჩვენთვის. არ ვიცი, საიდან არ გვირეკავენ, ავსტრიიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ძალიან დიდ სიყვარულს იჩენენ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ნებისმიერ თანხაზე მნიშვნელოვანი. ყველას მადლობა, სამეგობროზე უკვე სიტყვები აღარ მყოფნის. არ მინდა ჩამონათვალი გავაკეთო, შეიძლება ვიღაც გამომრჩეს და არ იქნება ეს სწორი.

- ბატონ სოსოს არაერთი დამსახურება აქვს ქვეყნის წინაშე და სახელმწიფო რამდენად გიდგათ მხარში?

- ყველა გვიდგას გვერდით, ვერ ვიტყვი, რომ ვინმემ ჩვენი გასაჭირი გულთან არ მიიტანა. გუშინ ვსაუბრობდით მე და სოსო ამაზე, რომ ისეთმა ხალხმა ჩაურიცხა ანგარიშზე თანხა, რომლებთანაც პოლიტიკაში ყოფნის დროს ჰქონდა დაპირისპირება, საკმაოდ მწვავე დაპირისპირება. არ მინდა, პარტიებად გამოვყო, მაგრამ რომ ვნახეთ ანგარიშზე მოსული ამ პიროვნებებისგან ჩარიცხული თანხა, შვილიშვილს გეფიცებით, მე და სოსო ორივე ვტიროდით. წარმოიდგინეთ, რამხელა კაცობაა, რომ ასეთი ნაბიჯი გადადგეს, თორემ ვინ აძალებდათ, ჩარიცხავდა თუ არა, ვინ გაიგებდა. გეფიცებით ჩემს შვილებს და შვილიშვილებს, ცრემლებამდე შემძრა ამ ამბავმა.

მეგობრებმა, რომლებიც მისი თანამოაზრეები და გვერდში მდგომები იყვნენ, მათი გაღებული თანხა, ესეც ძალიან დასაფასებელია, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, „შენი დაპირისპირებული“ მხარიდან რომ ადამიანი გაგიწვდის ხელს, ეს ძალიან მაგარი ამბავია. სოსო მეუბნებოდა გუშინ, მარტო ამიტომ ღირდა, რომ დავინახე, რომ რაღაც არისო...

- თუ მოგვცემთ უფლებას, რომ ანგარიშის ნომერი ჩვენც გამოვაქვეყნოთ?

- არ მინდა მეტისმეტი, იმ ადამიანმა რომ ტიკ ტოკზე ვიდეო გამოაქვეყნა, ჩვენგან დამოუკიდებლად მოხდა. ვიღაცისგან გაიგო ეს ამბავი და არავისთვის არ გვითხოვია. შეგნებულად რომ დავდო ანგარიშის ნომერი, გამოდის საზოგადოებაზე ძალადობა და ნამდვილად არ მინდა. ეს რაც გაკეთდა, ჩვენთვის იმდენად ძვირფასია, რომ ამის გაუბრალოება აღარ მინდა. ეს გაკეთდა გულით და შემდეგ უკვე დაძალებით გაკეთებული, რომ ყველგან ანგარიშის ნომერი იყოს, არ მინდა, ზედმეტი გამოვა. ყველას მინდა მადლობა გადავუხადო, პარტიულად არ მინდა ვინმე გამოვყო. ეს იყო სასწაული, სასწაული რაღაც მოხდა, ყველას დიდი მადლობა.

ემიგრანტმა ქალებმა იტალიიდან, რომლებიც მოხუცებს უვლიან და რამხელა მძიმე შრომაში არიან, მათაც ჩაგვირიცხეს ფული, რა უნდა იყოს ამაზე ძვირფასი, ჩვენ მათთვის ვინ ვართ, აბსოლუტურად უცხო ხალხი ვართ. მადლობის მეტი არაფერი მეთქმის.

- ბოლო დროს გულგატეხილი იყო ეთერში ბატონი სოსო, ახლა როგორი შემართებით არის?

- ეს ისეთი დაავადებაა, რის შემდეგაც ადამიანში ყველას და ყველაფრის გადაფასება ხდება. რასაც აქამდე პრობლემად აღიქვამ, ამ დაავადების შემდეგ ყველაფერს სხვა თვალით აღიქვამ. სოსოს შემთხვევაშიც ასე მოხდა, უკვე აღარ აქვს ისეთი სიმძაფრე სხვა რაღაცებს. ამიტომ დაპირისპირებაზე და გულის ტკენაზე უკვე აღარ არის საუბარი. ახლა უკვე სხვა თემებია და მითუმეტეს, როდესაც ხედავ რომ ასეთი დიდი მხარდაჭერა მოდის საზოგადოებისგან.

როდესაც თურქეთში გავფრინდით, პირველი შოკი აეროპორტში გვქონდა, პატრულის ეკიპაჟმა სოსო რომ იცნო, რამხელა სიყვარული გამოხატეს. არ შეგვაწუხეს, ისე გაგვიყვანეს გასასვლელ პუნქტამდე, სიყვარულით, პატივისცემით და უაღრესი თანადგომით. სტამბოლის აეროპორტში, ყველა ქართველი ვინც კი სადმე მიფრინავდა, ყველა მოდიოდა და დიდ სიყვარულს გამოხატავდა. დღეისთვის ყველაზე ძვირფასი ეს დამოკიდებულებაა ჩვენთვის.

- სპორტსმენი, ჯანსაღი ცხოვრების წესით, აწუხებდა ჯანმრთელობის პრობლემები?

- არასოდეს და ჩვენც გაკვირვებულები ვიყავით პირველ დღეს, როდესაც დიაგნოზი გავიგეთ. ისე გახდა სოსო 62 წლის, რომ არასოდეს არ ჰქონია არანაირი დაავადება, ერთადერთი სპორტსმენებს რაც ახასიათებს, მენისკები, მყესის დაჭიმვა. სიცხე და გრიპიც კი არ ჰქონია, ყოველთვის ძალიან ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობდა. სიგარეტი არასოდეს მოუწევია და ღვინოს თავად წურავს და თავის დაბადების დღეზე და ახალ წელს თუ დალევდა. ესეც ძალიან შოკი აღმოჩნდა ჩვენთვის. როგორც ჩანს, ეს დაავადება შეიძლება ნებისმიერს დაემართოს.