საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თალიბებმა" მუსიკალური ინსტრუმენტები დაწვეს - ავღანეთის სათნოების დაცვისა და მანკიერების დათრგუნვის სამინისტროში თვლიან, რომ "მუსიკა მორალს აზიანებს"
"თალიბებმა" მუსიკალური ინსტრუმენტები დაწვეს - ავღანეთის სათნოების დაცვისა და მანკიერების დათრგუნვის სამინისტროში თვლიან, რომ "მუსიკა მორალს აზიანებს"

ავ­ღა­ნე­თის პრო­ვინ­ცია ჰე­რათ­ში გა­სულ კვი­რას "თა­ლი­ბა­ნის" წევ­რებ­მა მუ­სი­კა­ლუ­რი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი სა­ჯა­როდ დაწ­ვეს. მთავ­რო­ბა მუ­სი­კას არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნოდ და ამო­რა­ლუ­რად მი­იჩ­ნევს.

პრო­ვინ­ცი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის აზ­რით, მუ­სი­კა ცუ­დად მოქ­მე­დებს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მო­რალ­ზე.

მე­დი­ის ცნო­ბით, ჰე­რათ­ში ათა­სო­ბით დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ათო­ბით გი­ტა­რა და სხვა სი­მე­ბი­ა­ნი ინ­სტრუ­მენ­ტი, პი­ა­ნი­ნო­ე­ბი, და­სარ­ტყა­მი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი და დი­ნა­მი­კე­ბი დაწ­ვეს.

აზიზ ალ-რაჰ­მან ალ-მუ­ჯა­ჰი­რი, ავ­ღა­ნე­თის სათ­ნო­ე­ბის დაც­ვი­სა და მან­კი­ე­რე­ბის დათ­რგუნ­ვის სა­მი­ნის­ტროს სპი­კე­რი ამ­ბობს, რომ ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის დაწ­ვა ად­გი­ლობ­რი­ვი თე­ო­ლო­გე­ბის მიერ გა­მო­ტა­ნი­ლი ფატ­ვას (რე­ლი­გი­უ­რი გა­ნა­ჩე­ნი) შეს­რუ­ლე­ბა იყო: "მუ­სი­კა აფუ­ჭებს მო­რალს და ახალ­გაზ­რდე­ბი არას­წო­რი გზით მიჰ­ყავს“ - გან­მარ­ტავს იგი.

ავ­ღა­ნე­თის მუ­სი­კის ეროვ­ნუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, აჰ­მად სარ­მას­ტი, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში ცხოვ­რობს, "თა­ლი­ბა­ნის" ქმე­დე­ბებს ვან­და­ლიზმსა და კულ­ტუ­რულ გე­ნო­ციდს უწო­დებს.

ტი­მურ კუ­რა­ნი, დი­უ­კის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი აშშ-ში, აღ­ნიშ­ნავს, რომ ყუ­რან­ში მუ­სი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ნა­ი­რი აკ­რძალ­ვა არ არ­სე­ბობს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, 2021 წლი­დან თა­ლი­ბე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბას რე­გუ­ლა­რუ­ლად არ­თმევ­დნენ მუ­სი­კა­ლურ ინ­სტრუ­მენ­ტებს და ავიწ­რო­ებ­დნენ პრო­ფე­სი­ო­ნალ მუ­სი­კო­სებს, ამის გამო ასე­ვე იყო სიკ­ვდი­ლით დას­ჯის შემ­თხვე­ვე­ბიც.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კახა
0

ცინიზმის პკია როცა ათალიბანი და საერთოდ ზნეობაზე დაიწყებს საუბარს,მაშინ როცა მათთვის პედოფილია, პატარა ბიჭებთან სექსუალური კავშირის დამყარება ტრადიციის ნაწილია

ვავა
0

ავღანეთში მუსიკალური ინსტრუმენტები, შვეციაში რელიგიური ლიტერატურა

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"თალიბებმა" მუსიკალური ინსტრუმენტები დაწვეს - ავღანეთის სათნოების დაცვისა და მანკიერების დათრგუნვის სამინისტროში თვლიან, რომ "მუსიკა მორალს აზიანებს"

"თალიბებმა" მუსიკალური ინსტრუმენტები დაწვეს - ავღანეთის სათნოების დაცვისა და მანკიერების დათრგუნვის სამინისტროში თვლიან, რომ "მუსიკა მორალს აზიანებს"

ავღანეთის პროვინცია ჰერათში გასულ კვირას "თალიბანის" წევრებმა მუსიკალური ინსტრუმენტები საჯაროდ დაწვეს. მთავრობა მუსიკას არასასიამოვნოდ და ამორალურად მიიჩნევს.

პროვინციის ხელისუფლების აზრით, მუსიკა ცუდად მოქმედებს საზოგადოებრივ მორალზე.

მედიის ცნობით, ჰერათში ათასობით დოლარის ღირებულების ათობით გიტარა და სხვა სიმებიანი ინსტრუმენტი, პიანინოები, დასარტყამი ინსტრუმენტები და დინამიკები დაწვეს.

აზიზ ალ-რაჰმან ალ-მუჯაჰირი, ავღანეთის სათნოების დაცვისა და მანკიერების დათრგუნვის სამინისტროს სპიკერი ამბობს, რომ ინსტრუმენტების დაწვა ადგილობრივი თეოლოგების მიერ გამოტანილი ფატვას (რელიგიური განაჩენი) შესრულება იყო: "მუსიკა აფუჭებს მორალს და ახალგაზრდები არასწორი გზით მიჰყავს“ - განმარტავს იგი.

ავღანეთის მუსიკის ეროვნული ინსტიტუტის დამფუძნებელი, აჰმად სარმასტი, რომელიც ამჟამად პორტუგალიაში ცხოვრობს, "თალიბანის" ქმედებებს ვანდალიზმსა და კულტურულ გენოციდს უწოდებს.

ტიმურ კურანი, დიუკის უნივერსიტეტის პროფესორი აშშ-ში, აღნიშნავს, რომ ყურანში მუსიკასთან დაკავშირებით არანაირი აკრძალვა არ არსებობს. მიუხედავად ამისა, 2021 წლიდან თალიბები მოსახლეობას რეგულარულად ართმევდნენ მუსიკალურ ინსტრუმენტებს და ავიწროებდნენ პროფესიონალ მუსიკოსებს, ამის გამო ასევე იყო სიკვდილით დასჯის შემთხვევებიც.