სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იარეთ კვერცხების კორიდორში. უარესის ღირსი ხართ... რუსი ტურისტი არის ტურისტი, რომელიც არსად არ უყვართ" - როგორ ეხმაურებიან აფხაზები ბათუმის მოვლენებს?
"იარეთ კვერცხების კორიდორში. უარესის ღირსი ხართ... რუსი ტურისტი არის ტურისტი, რომელიც არსად არ უყვართ" - როგორ ეხმაურებიან აფხაზები ბათუმის მოვლენებს?

რუ­სუ­ლი საკ­რუ­ი­ზო გემი, "ას­ტო­რია გრან­დე" ბა­თუმ­ში კი­დევ ერთხელ შე­ვი­და მწვა­ვე პრო­ტეს­ტის ფონ­ზე. ბა­თუ­მის ნავ­სად­გუ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გრძელ­დე­ბა აქ­ცია, რომ­ლი­თაც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი რუ­სე­თი­დან გა­მო­სუ­ლი საკ­რუ­ი­ზო გე­მის ქა­ლაქ­ში შეს­ვლას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ. ად­გილ­ზე პო­ლი­ცი­აა მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, რო­მელ­მაც ჯერ კი­დევ 30 ივ­ლი­სის ღა­მით ბა­რი­კა­დე­ბი გა­ნა­ლა­გა, რომ მო­ქა­ლა­ქე­ებს გემს ვერ მი­ახ­ლო­ე­ბოდ­ნენ.

eadaily.com-ის ცნო­ბით, რუ­სე­ბით სავ­სე ტუ­რის­ტებს, "რა­დი­კა­ლუ­რი ქარ­თუ­ლი ოპო­ზი­ცია და მისი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ით შეხ­ვდნენ".

"რო­გორც ირ­კვე­ვა, აქ­ცია თბი­ლი­სე­ლი აქ­ტი­ვის­ტე­ბის მიერ იყო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი... ად­გილ­ზე შეკ­რე­ბი­ლე­ბი ას­რუ­ლებ­დნენ სიმ­ღე­რას - აფხა­ზე­თი სა­ქარ­თვე­ლოა, თან ჰქონ­დათ სა­ქარ­თვე­ლოს და უკ­რა­ი­ნის დრო­შე­ბი, სიმ­ბო­ლი­კე­ბი და რო­გორც ადრე, ერთი კვი­რის წინ, ახ­ლაც ტუ­რის­ტებს უხამ­სი ჟეს­ტე­ბით ხვდე­ბოდ­ნენ, რო­დე­საც ტუ­რის­ტე­ბი ლა­ი­ნე­რი­დან ჩა­ვიდ­ნენ, მათ ავ­ტო­ბუსს კვერ­ცხე­ბი და წყლის ბოთ­ლე­ბი და­უ­ში­ნეს" - წერს გა­მო­ცე­მა.

  • რუ­სუ­ლი საკ­რუ­ი­ზო გე­მის ბა­თუმ­ში შეს­ვლის თე­მას, აფხა­ზე­ბიც ეხ­მა­უ­რე­ბი­ან. youtube.com-ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ვი­დე­ოს ქვეშ კო­მენ­ტა­რებ­ში აფხა­ზე­ბის ერთი ნა­წი­ლი წერს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბა ტუ­რის­ტე­ბის გა­რე­შე სურს. ნა­წი­ლი კი ბა­თუმ­ში შეკ­რე­ბი­ლებს სო­ლი­და­რო­ბას უცხა­დებს და ამ­ბო­ბენ, რომ რუსი ტუ­რის­ტე­ბი არა­ვის უყ­ვარს.

"ანუ ყო­ფი­ლა გა­მო­სა­ვა­ლი. ჯერ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­სუ­ლი რუსი ტუ­რის­ტე­ბის ქცე­ვას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ, ეკ­ლე­სი­ის ეზო­ში ირუ­ჯე­ბი­ან და სკა­მებ­ზე წვე­ბი­ა­ნო, აქ კი, ბევ­რად და­ბა­ლი ფენა ჩა­მო­დის. გახ­სოვთ, ალ­ბათ, ახა­ლი ათო­ნის ეზო­ში სა­პირ­ფა­რე­შო რომ მო­ა­წყვეს, იქვე სვამ­დნენ და გულს ირევ­დნენ... მხო­ლოდ ამი­ტო­მაც არ ხვდე­ბი­ან არ­სად ოვა­ცი­ე­ბით რუს ტუ­რის­ტებს" - წე­რენ ისი­ნი.

"მხო­ლოდ ერთს ვი­ტყვი, ყვე­ლა ახალ­გაზ­რდა, ვინც ამ ვი­დე­ო­შია, ინ­გლი­სუ­რად სა­უბ­რობს, ეს უკვე ნიშ­ნავს პრო­ტესტს და იმას, რომ ისი­ნი უკან არას­დროს დაბ­რუნ­დე­ბი­ან, აფხა­ზეთ­თან ერ­თად თუ მის გა­რე­შე, მა­ინც წინ ივ­ლი­ან" - წერს ერთ-ერთი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ოქ­სა­ნა ქსუ­შა.

"აფხა­ზეთ­ში ჩა­მო­დით, გვინ­და თუ არა, სხვა ალ­ტერ­ნა­ტი­ვა მა­ინც არ არის, ჯერ­ჯე­რო­ბით, აქ სხვა არც ჩა­მო­დის... ვინც ჩა­მო­დის, ისიც აპ­რო­ტეს­ტებს, ეგ­ვიპ­ტე­სა და თურ­ქეთ­ში უფრო ია­ფად და­ვის­ვე­ნებ­თო. იმე­დია, სა­ქარ­თვე­ლო­ში 5-ჯერ ძვი­რი და­გიჯ­დე­ბათ დას­ვე­ნე­ბა. რუსი ტუ­რის­ტი არის ტუ­რის­ტი, რო­მე­ლიც არ­სად არ უყ­ვართ, მას ერ­თა­დერ­თი რის გა­მოც იღე­ბენ - ფული სჭირ­დე­ბათ", - წერს ლეონ აფხა­ზი.

"აფხა­ზეთ­ში არ ჩა­მოვ­ლენ, იცი­ან, რომ აქ ბევ­რად თბი­ლად და გახ­სნი­ლად ხვდე­ბი­ან, შე­ნიშ­ვნებ­სა და კრი­ტი­კა­საც ვი­ტანთ, მაგ­რამ არა, არ გვკად­რუ­ლობ­დნენ! ამ კა­ტე­გო­რი­ას ევ­რო­პის ნოს­ტალ­გია აქვს და ჩვე­ნი სტან­დარ­ტე­ბი არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს. მიბ­რძან­დით სა­ქარ­თვე­ლო­ში და ია­რეთ კვერ­ცხე­ბის კო­რი­დორ­ში. უა­რე­სის ღირ­სი ხართ", - მი­აჩ­ნია ჰე­ლენ სუ­ხუმსკის.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იზი
0

არც რუსი და ,სამართლიანობისა და გამო ვიტყვი, არც უკრაინწლი არსად უყვართ. გურამიშვილს ძალიან გაუმართლა

ალექს
33

როცა სვამ კითხვას, ვის აწყობს ეს ? ვის წისქვილზე ასხამს წყალს ? პასუხია კრემლს, დიახ, არეულ დაულაგებელი მიტინგლენდი, გაქცეული მოქალაქეებით და დაქცეული ქვეყნით აწყობს კრემლს, ამას ემსახურება ნაცმოს მორიგი დესტრუქციული აქცია !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"იარეთ კვერცხების კორიდორში. უარესის ღირსი ხართ... რუსი ტურისტი არის ტურისტი, რომელიც არსად არ უყვართ" - როგორ ეხმაურებიან აფხაზები ბათუმის მოვლენებს?

"იარეთ კვერცხების კორიდორში. უარესის ღირსი ხართ... რუსი ტურისტი არის ტურისტი, რომელიც არსად არ უყვართ" - როგორ ეხმაურებიან აფხაზები ბათუმის მოვლენებს?

რუსული საკრუიზო გემი, "ასტორია გრანდე" ბათუმში კიდევ ერთხელ შევიდა მწვავე პროტესტის ფონზე. ბათუმის ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გრძელდება აქცია, რომლითაც მოქალაქეები რუსეთიდან გამოსული საკრუიზო გემის ქალაქში შესვლას აპროტესტებენ. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული, რომელმაც ჯერ კიდევ 30 ივლისის ღამით ბარიკადები განალაგა, რომ მოქალაქეებს გემს ვერ მიახლოებოდნენ.

eadaily.com-ის ცნობით, რუსებით სავსე ტურისტებს, "რადიკალური ქართული ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები საპროტესტო აქციით შეხვდნენ".

"როგორც ირკვევა, აქცია თბილისელი აქტივისტების მიერ იყო ორგანიზებული... ადგილზე შეკრებილები ასრულებდნენ სიმღერას - აფხაზეთი საქართველოა, თან ჰქონდათ საქართველოს და უკრაინის დროშები, სიმბოლიკები და როგორც ადრე, ერთი კვირის წინ, ახლაც ტურისტებს უხამსი ჟესტებით ხვდებოდნენ, როდესაც ტურისტები ლაინერიდან ჩავიდნენ, მათ ავტობუსს კვერცხები და წყლის ბოთლები დაუშინეს" - წერს გამოცემა.

  • რუსული საკრუიზო გემის ბათუმში შესვლის თემას, აფხაზებიც ეხმაურებიან. youtube.com-ზე განთავსებული ვიდეოს ქვეშ კომენტარებში აფხაზების ერთი ნაწილი წერს, რომ საქართველოს ტურიზმის განვითარება ტურისტების გარეშე სურს. ნაწილი კი ბათუმში შეკრებილებს სოლიდარობას უცხადებს და ამბობენ, რომ რუსი ტურისტები არავის უყვარს.

"ანუ ყოფილა გამოსავალი. ჯერ საქართველოში ჩასული რუსი ტურისტების ქცევას აპროტესტებენ, ეკლესიის ეზოში ირუჯებიან და სკამებზე წვებიანო, აქ კი, ბევრად დაბალი ფენა ჩამოდის. გახსოვთ, ალბათ, ახალი ათონის ეზოში საპირფარეშო რომ მოაწყვეს, იქვე სვამდნენ და გულს ირევდნენ... მხოლოდ ამიტომაც არ ხვდებიან არსად ოვაციებით რუს ტურისტებს" - წერენ ისინი.

"მხოლოდ ერთს ვიტყვი, ყველა ახალგაზრდა, ვინც ამ ვიდეოშია, ინგლისურად საუბრობს, ეს უკვე ნიშნავს პროტესტს და იმას, რომ ისინი უკან არასდროს დაბრუნდებიან, აფხაზეთთან ერთად თუ მის გარეშე, მაინც წინ ივლიან" - წერს ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი ოქსანა ქსუშა.

"აფხაზეთში ჩამოდით, გვინდა თუ არა, სხვა ალტერნატივა მაინც არ არის, ჯერჯერობით, აქ სხვა არც ჩამოდის... ვინც ჩამოდის, ისიც აპროტესტებს, ეგვიპტესა და თურქეთში უფრო იაფად დავისვენებთო. იმედია, საქართველოში 5-ჯერ ძვირი დაგიჯდებათ დასვენება. რუსი ტურისტი არის ტურისტი, რომელიც არსად არ უყვართ, მას ერთადერთი რის გამოც იღებენ - ფული სჭირდებათ", - წერს ლეონ აფხაზი.

"აფხაზეთში არ ჩამოვლენ, იციან, რომ აქ ბევრად თბილად და გახსნილად ხვდებიან, შენიშვნებსა და კრიტიკასაც ვიტანთ, მაგრამ არა, არ გვკადრულობდნენ! ამ კატეგორიას ევროპის ნოსტალგია აქვს და ჩვენი სტანდარტები არ აკმაყოფილებს. მიბრძანდით საქართველოში და იარეთ კვერცხების კორიდორში. უარესის ღირსი ხართ", - მიაჩნია ჰელენ სუხუმსკის.