მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყოველდღიურად გვესმის მსგავსი ტრაგედიების შესახებ... რას აკეთებენ შესაბამისი უწყებები პრევენციისთვის? ბოლოს რომელი მასშტაბური პრევენციული კამპანია გახსენდებათ?" - მეზვრიშვილი გლდანის ავარიაზე
"ყოველდღიურად გვესმის მსგავსი ტრაგედიების შესახებ... რას აკეთებენ შესაბამისი უწყებები პრევენციისთვის? ბოლოს რომელი მასშტაბური პრევენციული კამპანია გახსენდებათ?" - მეზვრიშვილი გლდანის ავარიაზე

პარ­ტია "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" ერთ-ერთი ლი­დე­რი, შს მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე ნა­თია მეზვრიშ­ვი­ლი გლ­დან­ში მომ­ხდარ ავა­რი­ას ეხ­მა­უ­რე­ბა და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

"გლ­დან­ში ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას 25 წლის ორ­სუ­ლი გოგო ემსხვერ­პლა. ყო­ველ წელს 500-მდე ადა­მი­ა­ნი ეწი­რე­ბა საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას - 2020 წლი­დან 2023 წლის 6 თვის ჩათ­ვლით 1518 ადა­მი­ა­ნია და­ღუ­პუ­ლი, სა­ი­და­ნაც 12% 25 წლამ­დე ახალ­გაზ­რდაა. სატ­რან­სპორ­ტო და­ნა­შა­უ­ლი, გავ­რცე­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით, თით­ქმის ყო­ველ წელს რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის პირ­ველ ხუ­თე­ულ­შია.

ყო­ველ­დღი­უ­რად გვეს­მის მსგავ­სი ტრა­გე­დი­ე­ბის შე­სა­ხებ, მაგ­რამ არა­ფე­რი გვეს­მის სა­ხელ­მწი­ფოს პო­ლი­ტი­კა­ზე. სა­ერ­თოდ სად არის რა­ი­მე სა­ხის პო­ლი­ტი­კა? რას აკე­თე­ბენ შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბი პრე­ვენ­ცი­ის­თვის? ბო­ლოს რო­მე­ლი მას­შტა­ბუ­რი პრე­ვენ­ცი­უ­ლი კამ­პა­ნია გახ­სენ­დე­ბათ?

ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლე­ზე და ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვა და და­ნა­შა­უ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა მხო­ლოდ სტა­ტის­ტი­კის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა არ არის. გა­მო­დით და ხალ­ხს აუხ­სე­ნით რა არის ამის მი­ზე­ზი - (იქ­ნებ მიდ­გო­მე­ბი არა­ე­ფექ­ტი­ა­ნი, არას­თა­ნა­დოდ მკაც­რია) და რო­გორ აპი­რებთ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბას. ჩვენს დროს ყვე­ლა­ფე­რი იდე­ა­ლუ­რი არ იყო, მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბას ვგრძნობ­დით, სკა­მი, რო­მელ­ზეც ვის­ხე­დით ტვირ­თი იყო და არა კომ­ფორ­ტი, მხო­ლოდ მშრალ სტა­ტის­ტი­კას კი არ ვუყ­რი­დით ხალ­ხს სა­კენ­კად, კა­ნო­ნის გამ­კაც­რე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, პრობ­ლე­მე­ბი ჩვე­ნით გა­მოგვქონ­და და მოგ­ვა­რე­ბის გზებს ვთა­ვა­ზობ­დით, პრე­ვენ­ცი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს ვა­ხორ­ცი­ე­ლებ­დით.

ესეც ხო პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი დევ­ნა არაა ნე­ბარ­თვას პარ­ტი­ის­გან და ერთი კა­ცის­გან ელო­დეთ. ან პარ­ლა­მენ­ტი სად არის, რო­მელ­საც თით­ქმის 3 წე­ლია გენპ­რო­კუ­რო­რის ან­გა­რი­ში არ მო­უს­მე­ნია.

მაგ­რამ როცა მორ­ჩი­ლე­ბა ჩვე­ვა­ში გა­და­დის, იქ უწყე­ბე­ბი თა­ვის ფუნ­ქცი­ას ვერ ას­რუ­ლე­ბენ და ხალ­ხზე ზრუნ­ვაც დღის წეს­რი­გი­დან ქრე­ბა. ამის შეც­ვლის ერ­თა­დერ­თი რე­სურ­სი კი პო­ლი­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბია" - წერს მეზვრიშ­ვი­ლი.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
grisha
0

ბატონი ვახო ძალიან მაგარი მინისტრია მასთან შედარებით ალექსი ინაური, ეჟოვი და დიდი ბერიაც კი ნულები არიან აღარაფერს ვამბობ თვალთხარია გახარიაზე

soso
6

გაგეკეთებინა მერე ხელისუფლებაში არ იყავი?თუ მთელი ცხოვრება უნდა იყო რომ, რამე გააკეთო?

ავტორი:

"ყოველდღიურად გვესმის მსგავსი ტრაგედიების შესახებ... რას აკეთებენ შესაბამისი უწყებები პრევენციისთვის? ბოლოს რომელი მასშტაბური პრევენციული კამპანია გახსენდებათ?" - მეზვრიშვილი გლდანის ავარიაზე

"ყოველდღიურად გვესმის მსგავსი ტრაგედიების შესახებ... რას აკეთებენ შესაბამისი უწყებები პრევენციისთვის? ბოლოს რომელი მასშტაბური პრევენციული კამპანია გახსენდებათ?" - მეზვრიშვილი გლდანის ავარიაზე

პარტია "საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, შს მინისტრის ყოფილი მოადგილე ნათია მეზვრიშვილი გლდანში მომხდარ ავარიას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:

"გლდანში ავტოსაგზაო შემთხვევას 25 წლის ორსული გოგო ემსხვერპლა. ყოველ წელს 500-მდე ადამიანი ეწირება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას - 2020 წლიდან 2023 წლის 6 თვის ჩათვლით 1518 ადამიანია დაღუპული, საიდანაც 12% 25 წლამდე ახალგაზრდაა. სატრანსპორტო დანაშაული, გავრცელების თვალსაზრისით, თითქმის ყოველ წელს რეგისტრირებული დანაშაულის პირველ ხუთეულშია.

ყოველდღიურად გვესმის მსგავსი ტრაგედიების შესახებ, მაგრამ არაფერი გვესმის სახელმწიფოს პოლიტიკაზე. საერთოდ სად არის რაიმე სახის პოლიტიკა? რას აკეთებენ შესაბამისი უწყებები პრევენციისთვის? ბოლოს რომელი მასშტაბური პრევენციული კამპანია გახსენდებათ?

ადამიანების სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე ზრუნვა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ სტატისტიკის გამოქვეყნება არ არის. გამოდით და ხალხს აუხსენით რა არის ამის მიზეზი - (იქნებ მიდგომები არაეფექტიანი, არასთანადოდ მკაცრია) და როგორ აპირებთ პრობლემის მოგვარებას. ჩვენს დროს ყველაფერი იდეალური არ იყო, მაგრამ საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებას ვგრძნობდით, სკამი, რომელზეც ვისხედით ტვირთი იყო და არა კომფორტი, მხოლოდ მშრალ სტატისტიკას კი არ ვუყრიდით ხალხს საკენკად, კანონის გამკაცრების პარალელურად, პრობლემები ჩვენით გამოგვქონდა და მოგვარების გზებს ვთავაზობდით, პრევენციულ ღონისძიებებს ვახორციელებდით.

ესეც ხო პოლიტიკურად მოტივირებული დევნა არაა ნებართვას პარტიისგან და ერთი კაცისგან ელოდეთ. ან პარლამენტი სად არის, რომელსაც თითქმის 3 წელია გენპროკურორის ანგარიში არ მოუსმენია.

მაგრამ როცა მორჩილება ჩვევაში გადადის, იქ უწყებები თავის ფუნქციას ვერ ასრულებენ და ხალხზე ზრუნვაც დღის წესრიგიდან ქრება. ამის შეცვლის ერთადერთი რესურსი კი პოლიტიკური ცვლილებებია" - წერს მეზვრიშვილი.

წაიკითხეთ ასევე: